"თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება თბილისის მერი"

პოლიტიკა

"თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება თბილისის მერი"

2013 ნოე 25 11:42:22

"ბევრი სამუშაო აქვს დღეს კოალიციას. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა პარლამენტში გამოსვლისას, სამი წელი დაგვრჩა ყველა იმ დაპირების შესასრულებლად, რაც ხალხმა ჩვენგან წინასაარჩევნოდ მიიღო, ამიტომ საჭიროა საქმეზე ორიენტირება და არ უნდა დავკარგოთ დრო. რაც შეეხება იმ კითხვას, რომელიც "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს არჩევის შემდეგ გაჩნდა მოსახლეობაში, თუ რატომ არ არიან "რესპუბლიკელები" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ეს სავსებით ბუნებრივია, რადგან ყრილობაზე აირჩიეს "ქართული ოცნების" მმართველი საბჭო, რომელშიც მხოლოდ ამ პარტიის წევრები უნდა იყვნენ".

ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ "რესპუბლიკური პარტიისთვის" მისაღებია თბილისის მერის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა. მას არ მიაჩნია საჭიროდ ამ ეტაპზე ნარმანიამ მინისტრის თანამდებობა დატოვოს.

"დავით ნარმანიამ თავისი ეფექტური მუშაობით ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ერთ-ერთ წარმატებულ სამინისტროდ აქცია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მერის პოსტზეც  წარმატებულ მუშაობას გააგრძელებს. რაც შეეხება ამ ეტაპზე მის მიერ მინისტრის თანამდებობის დატოვებას, არ მიმაჩნია საჭიროდ იქამდე, სანამ არ გამოცხადდება არჩევნების დღე და არ დაიწყება წინასაარჩევნო სამზადისი. თუმცა, ყველაფერი დედაქალაქის მოსახლეობის გადასაწყვეტია, მერის არჩევა ხდება პირდაპირი წესით და სწორედ თბილისელებმა უნდა გადაწყვიტონ ვინ იქნება თბილისის მერი".

სამნიძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია გეგმავს გაძლიერებას და აღნიშნა, რომ კოალიციის სიძლიერეს მასში შემავალი თითოეული პარტიის სიძლიერე განაპირობებს და ყველა პარტია იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დააკისრა ხალხმა კოალიციას. თვითმმართველობის არჩევნებზე კოალიცია ერთიანად გადის და მისი დატოვებას არც ერთი პარტია არ გეგმავს.

 




 ახალი ამბები
  • ქართული ცეკვის დედოფლის ჩუმად ჩავლილი დაბადების დღე19 იანვარი ქართული ცეკვის დედოფლის, ნინო რამიშვილის დაბადების დღეა. "მე სულ ვცეკვავდი, სულ", _ ამბობდა ნინო, _ "ეს ჩემში ადრეული ბავშვობიდან იდო. დედა ხედავდა ამას და საბალეტო სტუდიაში მიმაბარა...  როდესაც პერინის სტუდიაში მივდიოდი, ხშირად სრული სერიოზულობით  მიფიქრია, ალბათ, რა მოსაწყენია ცხოვრება იმათთვის, ვინც არ ცეკვავს". ნინო  რამიშვილმა მეუღლესთან - ილიკო სუხიშვილთან ერთად 1945 წელს შექმნა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აღადგინა, შექმნა, დადგა დღეს ასე საამაყო ქართული ცეკვების  ფეიერვერკი.... მისი უდიდესი დამსახურებაა, რომ დღემდე, თაობიდან თაობას გადაეცემა ქართული ცეკვის ჯადოსნური ხიბლი, ცეკვის, რომლითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს და აღფრთოვანებული გვიკრავს ტაშს.....  “ეროვნული ბალეტის“ ყველაზე ცეცხლოვანი ვარსკვლავის - ნინო რამიშვილის სახელი ცოტა ხნის წინ მიენიჭა მის მშობლიურ ჩოხატაურში ხელოვნების სასახლეს, თუმცა, სამწუხაროდ, ჭეშმარიტად დიდი ხელოვანის დაბადების დღის და 110 წლის იუბილეს აღნიშვნა  კულტურის სფეროში მომუშავე მრავალრიცხოვან მოხელეებს არც კი გახსენებიათ.  გთავაზობთ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ქალბატონი ნინო თავად გვიამბობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ. წყარო: სუხიშვილები - ... ...
  • ლანჩხუთში საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატება იგეგმებალანჩხუთის საკრებულოში ამ ეტაპისთვის განხილვის სტადიაშია საკითხი, რომელიც მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთათვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდას ითვალისწინებს. როგორც გაირკვა, პროექტების მიხედვით, იგეგმება პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისა და მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების სახელფასო ფონდის მოწესერიგება კანონის შესაბამისად. დღის წესრიგის შესაბამისად, სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილეს ოპოზიციური ფრაქციის ,,ძალა ერთობაშიას“ სხდომაზე. როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, ლელა ჩახვაძემ  „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, ის და მისი ფრაქციის წევრები არანაირი მატების წინააღმდეგი არ არიან და მიაჩნიათ, რომ ხელფასების მატება სხვა კატეგორიებსაც უნდა შეეხოთ. „წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმება ხელფასების მატება მერიასა და საკრებულოში სამსახურების უფროსებისა და მთავარი სპეციალისტებისთვის. როგორც ვიცი, სამსახურის უფროსის ხელფასი, რომელიც ახლა 1500 ლარითაა განსაზღვრული, ფრაქციის თავმჯდომარეთა თანამდებობრივ სარგოს უნდა გაუთანაბრდეს, რომელიც 1700 ლარს შეადგენს. ჩვენი ფრაქცია, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არაა წინააღმდეგი ამ მატების, თუმცა, აქვე დავაყენეთ საკითხი, რომ კანონის შესაბამისად, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროსს სპეციალიტებსაც შეეხოთ სახელფასო ფონდის მოწესრიგება. ასევე, აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ  საბავშვო ბაღში დასაქმებულებს: აღმზრდელებს, მზარეულობს, ძიძებს და ყველა აქ მომუშავეს გაეზარდოთ ანაზღაურება“, _ ამბობს ლელა ჩახვაძე, რომლის თქმითაც, ლანჩხუთელი საჯარო მოხელეებისთვის თანამდებობრივი სარგოს გაზრდა თებერვლიდან იგეგმება, მანამდე კი საკითხზე საკრებულოში ... ...
  • თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმებას დასაბუთება აკლიაორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებაზე მეტ საჯაროობას, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას და გამჭვირვალობას მოითხოვს, რათა გამოირიცხოს მიკერძოებისა და შერჩევითი დამოკიდებულების სავარაუდო ნიშნები. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ადგილი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას, მათი საგანმანათლებლო და კომერციული ინტერესების დაზიანებას, წაგებული დავების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზიანს, რაც მენეჯმენტის პოლიტიკის კრიზისზე მეტყველებს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილი მასალის თანახმად, 2017 წელს აკრედიტაცია მიენიჭა 75 საგანმანათლებლო პროგრამას. 2018 წლის 01 იანვრიდან 01 მარტამდე 173 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია, ხოლო 47 საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა პირობითი აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს მონიტორინგის გზით, 1 საგანმანათლებლო პროგრამას გაუუქმდა აკრედიტაცია. ამასთან, 2017 წელს არცერთ დაწესებულებას არ მინიჭებია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, ხოლო ავტორიზაცია გაუუქმდა 1 დაწესებულებას. 2018 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 24 დაწესებულებას და ავტორიზაცია გაუუქმდა 6 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. 2019 წელს ავტორიზაცია მიენიჭა 2 დაწესებულებას და 1 დაწესებულებას გაუუქმდა ავტორიზაცია. რაც შეეხება 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს, მოგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოებში მოსარჩელის, მოპასუხის ან/და მესამე პირის სტატუსით ცენტრი ჩართულია 382 სასამართლო დავაში, რომელთაგან 11 საქმე შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის/ავტორიზაციის მინიჭების ან/და გაუქმების საკითხებს. ამასთან, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ცენტრის მიერ აღსრულდა სულ 139 საქმე. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს ცენტრის მენეჯმენტის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებების აღსრულება, მთლიანობაში 210934.85 ლარი დაუჯდა. ცენტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში, გადახდილი თანხები ასე გამოიყურება: 2017 წელს - 9940.33 ლარი, 2018 წელს - 199,532.52 ლარი, ხოლო 2019 წლის პირველი სამი თვის მონაცემით - 1462.00 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოებში არსებობდა დავები, სადაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს წამოებაში არსებულ ერთ-ერთ საქმეზეც, სადაც სასამართლომ ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების მოქმედება შეაჩერა, რომლითაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, სტუდენტების მიღებას უკრძალავდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება და სრულად დაკმაყოფილდა მოთხოვნა, რომლითაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, უნივერსიტეტს უფლება ერთმეოდა მიეღო სტუდენტების ნაკადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა და გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეუჩერებლობა არსებით ზიანს აყენებდა უნივერსიტეტს. ... ...
  • მამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დაიღუპამამა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთავში მოხდა. გარდაცვლილები ბინაში ოჯახის წევრმა ნახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს გაზის, ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ოზურგეთის მერი: „მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, საარჩევნო შეხვედრა კი არაა!“სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის გასახორციელებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები იმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტებზე  საუბრობს. დღეს, სოფელ მელექედურში, სოფლის  ადმინისტრაციულ შენობაში,  კრებაზე ოზურგეთის მუნიციპლიტეტის მერი, კოტე შარაშენიძე მივიდა: _ სად დადიხართ, მოდით აგერ, საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც  გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში  ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _  თქვა მერმა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის მისამართით, _  რაზეც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით, ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე ... ...

არქივი

ზაფრანი

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...

შეყვარებულის ყოლა ასუქებს…

ქუინსლენდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის ფარგლებში...

უვარგისი ქმრები და ასტროლოგია

წარმოგიდგენთ უსაქმურობისკენ მიდრეკილი და ინერტული...

იუმორი და ასტროლოგია

ვერძი - მუშაობს პრობლემური სესხების...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...