"ციხე ყოველთვის მტკივნეული ადგილია და სულ პატარა რამეც დიდად ჩანს"

პოლიტიკა

"ციხე ყოველთვის მტკივნეული ადგილია და სულ პატარა რამეც დიდად ჩანს"

2013 დეკ 2 15:59:37

"გლდანის საპყრობილეში მყოფმა პატიმრებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს და დღეს უკვე მათ უერთდებიან დანარჩენი კოლონიები და ციხეები," _ განაცხადა კაკაბაძემ.

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და განაცხადა, რომ მოშიმშილე პატიმრების რიცხვი 52-ია. სუბარმა ასევე ყველას მოუწოდა მსგავსი განცხადებების გაკეთების თავშეკავებისკენ.

"ის, რომ გლდანში 150 პატიმარი შიმშილობს, სიცრუეა. ამ დროისთვის სხვადასხვა ციხეებში 52 ადამიანი შიმშილობს, მათი ნაწილი ამ ფორმით მართლმსაჯულების დამდგენი კომისიის არშექმნას აპროტესტებს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ტყუილად ნერვიულობენ. ეს თემა არ გაჩერებულა, ეს არის ძალიან რთული საკითხი, გარდა იურიდიულისა, ფინანსურ საკითხებსაც უკავშრდება. ეს ყველაფერი მუშა პროცესშია და სპეციალური ჯგუფია შექმნილი, რომელიც ამაზე მუშაობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, უახლოესი დღეების განმავლობაში, იუსტიციის მინისტრი განმარტებას გააკეთებს. ვურჩევდი იმ ადამინებს, რომელებიც შიმშილობენ, დაელოდონ ამ განცხადებას, რომელიც ნათელს მოჰფენს ამ საკითხს.

ასევე, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, თითქოს 150 პატიმარი შიმშილობს, ჯობია თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან მსგავსი განცხადებები სტიმულს აძლევს სხვა პატიმრებს. არის ინფორმაცია, რომ პატიმრები შიმშილობის გარდა თვითდაზიანებებს აპირებენ, არ არის საჭირო ამ ფორმით პროტესტის გამოხატვა, მითუმეტეს რომ უახლოეს დღეებში ყველაფერი იქნება ცნობილი," _ განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ციხე ყოველთვის მტკივნეული ადგილია და სულ პატარა რამეც დიდად ჩანს.

"ციხე ყოველთვის მტკივნეული ადგილია, აქ სულ პატარა რამ დიდად ჩანს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირობით ვადამდე 2500 პატიმარი გათავისუფლდა, ამას დაუმატეთ შეწყალების კომისიის რეკომენდაციით გათავისუფლებულები და ყველა დაინახავს, რომ პატიმრებისა და მათი საქმეებისადმი მიდგომა შეცვლილია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოშიმშილე პატიმრებს - დაელოდონ იუსტიციის მინისტრის განცხადებას და თავი შეიკავონ პროტესტის ფართო მაშტაბებზე გაშლისაგან".

დღესვე მინისტრმა კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის გამო დღეს ჩატარებულ ჩხრეკაზე.

"დღეს არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს უკანონო ნივთები, რომლებიც არასრულწლოვნებს ჰქონდათ მოგროვებული. ამას კი წინ უძღვოდა არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირება - 6–მა მოზარდმა მიიღო დაზიანება. არაფერი სერიოზული, მაგრამ ისინი სხვადასხვა დაწესებულებებში არიან გადაყვანილი, რათა არ ჰქონდეთ ერთმანეთთან კონტაქტი".

სუბარმა ციხის ადმინისტრაცია უყურადღებობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ აღნიშნულის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ ადმინისტრაცია მეტ ყურადღებას გამოიჩენდა.




 ახალი ამბები
  • მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდამასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ. საპენსიო ასაკის პედაგოგები, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურების და სტატუსის ამაღლების სურვილი, ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ. ამის სურვილი უკვე ასეულობით პედაგოგმა გამოთქვა.  გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება. 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისთვის რეგისტრაცია 24 მაისს 18 საათზე ... ...
  • დავით ჭიჭინაძე ახალ პარტიას ქმნისმმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის "ქართული ოცნების" რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. მისი თქმით, მას და ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ხედვა აქვთ. ჭიჭინაძე „კურიერთან“ პარტიის შექმნის თარიღად 22 ივნისს ... ...
  • პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება (R)სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით გურიაში შეხვედრები იმართება. ამჯერად, სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ბოხვაურის და გომის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივებს სოციალურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და c „ჰეპატიტის“ მიმართულებით განხორციელებული პროექტები და ძირითადი პრინციპები გააცნეს. პრეზენტაციები წარმოადგინეს რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ, გურიის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის ხელმძღვანელმა თეა ლომჯარიამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა თეა კუპრაძემ. „ ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ დეტალური ინფორმაცია მიიღოს, იმ სიკეთეებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრები, რომელიც პრიორიტეტულ საკითხებზე, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად, რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართება”,- განაცხადა ზურაბ ... ...
  • 7 თვის ჩვილის სავარაუდო მკვლელობის საქმეზე შსს ახალ ინფორმაციას ავრცელებსარასრულწოვანი დედის მიერ, სავარაუდოდ, 7 თვის შვილის სავარაუდო მკვლელობის შესახებ ახალ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ... ...
  • ტაქსის მძღოლები მასშტაბური აქციებით იმუქრებიან ტაქსის მძღოლები რეგულაციების გადავადებას რეგულაციების გადავადებას მერიას 2021 წლის 31 დეკემბრამდე ითხოვენ. ისინი ულტიმატუმს უყენებენ თბილისის მერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. "ტაქსის მძღოლები თბილისის მერს კახა კალაძეს მივმართავთ: ბატონო კახა, პირველ ივნისამდე გაძლევთ გონივრულ ვადას, რათა გაახმოვანოთ გადაწყვეტილება, აპირებთ თუ არა ტაქსის რეგულაციების გადავადებას 2021 წლის 31 დეკემბრამდე. ეს არის ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შევა თბილისის ტაქსის ყველა წარმომადგენელი და უახლოეს დროში დაანონსდება მასშტაბური საპროტესტო აქცია. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ჩვენი ოჯახები არ დარჩნენ ლუკმა-პურის გარეშე. რეგულაციების მიხედვით, მარჯვენა საჭიანავტომობილებს ხსნიან ბაზრიდან, ასევე გადაღებვა ხდება საჭირო და ა.შ. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტული დრო მოგვეცეს იმისთვის, რომ ამ რეგულაციებს მოვერგოთ", - განაცხადა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა მძღოლმა ლევან ხუზაურაშვილმა მათივე ინფორმაციით ისინი აპირებენ ითანამშრომლონ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას გადაწყვეტილების მისაღებად დროს პირველ ივნისამდე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია...

სულ რაღაც მილიონ ორასი ათასი...

დუმილი ოქროა

დუმილი ოქროა, მაგრამ ხშირად ვივიწყებთ...

ქალური მეხსიერების თავისებურება

მამაკაცებს შეუძლიათ, მეხსიერებიდან ამოაგდონ ის,...

რატომ უნდა დააკვირდეთ ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...