"საგანელიძეს აქვს პოლიტიკიდან წასვლის გამოცდილება"

პოლიტიკა

"საგანელიძეს აქვს პოლიტიკიდან წასვლის გამოცდილება"

3 დეკ. 2013, 10:38:09

უმცირესობის წევრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, საგანელიძის მიერ დასახელებული მიზეზი პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით არადამაჯერებელია.

"ფაქტია, რომ მიზეზი, რაც გამოცხადდა საგანელიძის წასვლასთან დაკავშირებით, არ არის დამაჯერებელი და იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება ამის ნამდვილ მიზეზს გაიგებს. საზოგადოებას არც ის გაუგია, რატომ მოხსნეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეობიდან ბატონი ქუცნაშვილი. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არავის არავითარი განმარტება არ გაუკეთებია. ეს საკითხიც გაურკვეველი დარჩა ისევე, როგორც ის, თუ რა პროცესები მიდის რეალურად "ქართული ოცნების" შიგნით. ამ კოალიციის თითოეული კანდიდატი გაკვირვებას იწვევს, რადგანაც ისინი შეუსაბამო არიან თავიანთ პოზიციებთან და აქედან გამომდინარე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. "ქართული ოცნება" არ არის იდეებით გაერთიანებული ძალა. იქ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დიამეტრულად განსხვავებული შეხედულებების არიან. ერთი არის გამოკვეთილად პროდასავლური, მეორე საპარალამენტო ტრიბუნიდანაც კი არ მალავს, რომ განიხილავს ევრაზიული კავშირის მიმართულებით საქართველოს ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრიბ, ასეთი ეკლექტური მიმართულებით პოლიტიკაში დიდი დრო არ უწერიათ".

ექსპერტ გია ნოდიას თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და საგანელიძეს აქვს პოლიტიკიდან წასვლის გამოცდილება.

"საგანელიძეს აქვს პოლიტიკიდან წასვლის და ბიზნესში დაბრუნების გამოცდილება. ერთხელ მან ეს უკვე გააკეთა და "ახალი მემარჯვენეები" დატოვა. თუ ივანიშვილი მართლა წავიდა პოლიტიკიდან და ის გამაერთიანებელი ძალა აღარ იქნება, მაშინ რთული იქნება კოალიციის შენარჩუნება და შესაძლებელია საგანელიძე პირველი მერცხალი იყოს".

დავით საგანელიძის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ სურვილის შესახებ საგანელიძემ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისაუბრა.

"დავით საგანელიძემ პოლიტიკიდან წასვლის და ბიზნესში დაბრუნების შესახებ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილიც ესწრებოდნენ. ბატონმა ბიძინამ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის".

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური კი აცხადებს, რომ საგანელიძე არსად არ მიდის.

"ასეთი ვარაუდი დათოს ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერემ გამოუთქვამს, ერთ-ერთი ასეთი ვარაუდი მივიდა ჟურნალსიტების ყურამდე და დაიწყო რაღაც სქემების აგება, რომ აი დაიშალა უმრავლესობა, საგანელიძე მიდის და.ა.შ. ჩემი აზრით, დათო არსადაც არ მიდის.

დათო იყო გიორგი მარგველაშვილის შტაბის უფროსი და ღებულობიდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭირო იყო საარჩევნო გარემოსთვის. ასე რომ, ვითომდა უმრავლესობა იშლება, კოალიციაში პრობლემებია და დაერივნენ ერთმანეთსო რეალობას მოკლებულია".

თავად დავით საგანელიძე აცხადებს, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული და არც თარიღის კონკრეტიკაზე ყოფილა ლაპარაკი. მისი განცხადებით არაა გამორიცხული გადაიფიქროს და დარჩეს პოლიტიკაში.

 "მე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის ლიდერებთან ერთ-ერთ არაოფიციალურ შეხვედრაზე განვაცხადე, რომ შესაძლებელია ვიფიქრო პარლამენტიდან წასვლაზე და ბიზნესის სფეროში დაბრუნებაზე, თუმცა რაიმე კონკრეტულ თარიღზე საუბარი არ ყოფილა და არ არის გამორიცხული ეს მოხდეს საპარლამენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. გიდასტურებთ, რომ ამაზე ვფიქრობ, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიმიღია. მეოთხე მოწვევის დეპუტატი ვარ, პოლიტიკაში ყოფნის 15 წლის მანძილზე ბოლო წლის გარდა, სულ ოპოზიციაში ვიყავი, ჩემი მთავარი ამოცანა იყო ქვეყანა გამოსულიყო იმ მძიმე მდგომარეობიდან, საითკენაც წინა ძალადობრივი ხელისუფლებები მიაქანებდათ. ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე იმ დიდ გამარჯვებაში, რასაც ქართველმა ხალხმა ერთი წლის წინ მიაღწია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.თუ პოლიტიკიდან რომელიმე სფეროში გადავინაცვლებ ეს იქნება ჩემი მხრიდან კარგად აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილება და მე ყოვლთვის ვიქნები იქ, სადაც უფრო მეტად გამოვადგები ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს და ოჯახს, თუმცა ამ ეტაპზე მინდა დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი და გულშემატკივარი, რომ ჯერ -ჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ".




 ახალი ამბები
  • გლდანის საპატიმროს დირექტორმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დაკითხვის მოთხოვნით მიმართა (R)N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, ნოდარ ქინქლაძემ და მისმა მოადგილემ, როინ დეკანოიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მათი დაკითხვის მოთხოვნით მიმართეს.  საქმე ეხება მიმდინარე წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ნოდარ ქინქლაძე პატიმრებს გაუპატიურებით დაემუქრა. ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიას მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლე და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ესაუბრნენ. ამასთან, 25 სექტემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საქართველოს სახალხო დამცველის კომენტარი. მოცემულ თემაზე ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლებთან N8 პენიტენციური დაწესებულების „პატიმრები საუბრობენ სავარაუდო მუქარაზე და ასევე, საუბრობენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მათ მიმართ, თუმცა, საუბარი არის არა ციხის დირექტორზე, არამედ სავარაუდოდ, მოადგილის გვარი იყო ნახსენები“. სწორედ ამიტომ, დაკითხვას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ითხოვს არა მხოლოდ ნოდარ ქინქლაძე, არამედ მისი მოადგილე როინ დეკანოიძეც.  აღსანიშნავია, რომ ადვოკატმა კობაიძემ 25 სექტემბერს უარი განაცხადა, გამოცხადებულიყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტში და უწყებისთვის მიეწოდებინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სამაგიეროდ N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია და მთლიანად სპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უწყებებთან, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნოდარ ქინქლაძის და როინ დეკანოიძის მერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისადმი მიმართვაც, ვინაიდან ყველაზე მეტად სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და პენიტენციური სამსახურის ინტერესში შედის, რომ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტება ... ...
  • "ადვოკატმა კობაიძემ უარი განაცხადა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების მოწოდებაზე " (R)სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შესახებ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადვოკატმა არ ისურვა წარმოედგინა მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. შეგახსენებთ, 2020 წლის 24 სექტემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა იმიტომ, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს". ინფორმაციის გავრცელებისთანავე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება ადვოკატის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში მონიტორინგის დეპარტამენტი დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს და მიიწვია იგი იმისთვის, რომ თუკი მას გააჩნდა მის მიერ დაწესებულების დირექტორის მისამართით გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი რაიმე მასალა, მოეწოდებინა ეს ინფორმაცია მონიტორინგის დეპარტამენტისთვის. ადვოკატს შეეთავაზა 25 სექტემბერს 11:00 საათზე გამოცხადებულიყო სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, რაზეც მან განაცხადა უარი მოუცლელობის მიზეზით და ამის სანაცვლოდ შესთავაზა მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ 25 სექტემბერს საღამოს საათებში მივიდოდა პენიტენციურ სამსახურში, ხოლო ადგილზე მისვლის ზუსტ დროს შუადღისას დაასახელებდა. დღეს, 25 სექტემბერს ადვოკატმა კობაიძემ, იმ დროს, როდესაც ვერ მოიცალა მონიტორინგის დეპარტამენტში გამოცხადებისთვის, აქცია გამართა N8 პენიტენციურ დაწესებულებასთან. აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ორგანიზებულ აქციაზე მხოლოდ თავად კობაიძე და კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ამან არ შეუშალა ადვოკატს ხელი, რომ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით კვლავ გაეკეთებინა ცილისმწამებლური განცხადებები. 25 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი კვლავ დაუკავშირდა ადვოკატ კობაიძეს, რათა მისი პენიტენციურ სამსახურში მისვლის დრო დაეზუსტებინა, ადვოკატმა მისვლაზე უარი განაცხადა, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, ვინაიდან თუკი იგი ფლობს რაიმე მტკიცებულებას, როგორც თავად აღწერს, ასეთი საგანგაშო ფაქტის შესახებ, მისი, როგორც უფლებადამცველის ინტერესში უნდა იყოს, რომ ამაზე ჭეშმარიტება დადგინდეს. ადვოკატთან მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის ორივე საუბარზე შედგენილია შესაბამისი ოქმები. ეს ოქმებიც და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციაც გადაეგზავნება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. სპეციალური პენიტენციური სამსახური იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაადგენს ჭეშმარიტებას და ამ თემაზე ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ყოველგვარი სპეკულაციები. ... ...
  • რომან გოცირიძე - მთავრობას ლარიც გაექცა და ვირუსიცპარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ეკონომიკასთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარებიდან გამოსასვლელად ქმედითი ნაბიჯები გადადგას. „მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გამოეყენებინა 5 მილიარდი ფული საარჩევნო მანიპულირებისთვის, ნაცვლად ხალხის მხარდაჭერისა. მთავრობას, რომელსაც დიდი დრო და რესურსი ჰქონდა უცხოეთის დახმარების სახით, ვერც ლარს მოუარა და ვერც პანდემია აიცილა თავიდან, ლარიც გაექცა და ვირუსიც. ეს არის ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიზირებული ნაბიჯების შედეგი. დღეს, თუ სასწრაფოდ არ მიიღებს მთავრობა რადიკალურ ზომებს, თუ არ შეკვეცს კორუფციულ და უსარგებლო ხარჯებს, რომელიც „ქართულ ოცნებასა" და მასთან მიტმასნილ ბიზნესს ემსახურება, თუ არ გამკაცრდება პოლიტიკა, ამ შემთხვევაში, ლარი მიაღწევს ისეთ ნიშნულს, როდესაც ეკონომიკა გაჩერდება და მოქალაქეების შემოსავალი კატასტროფულად დაიკლებს. პირველ რიგში, მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ფულის ფლანგვა მათი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, დაანებოს თავი უსაზღვრო ოდენობით რეფინანსირების სესხის გაცემას, მართოს ჯერ კიდევ მის ხელთ არსებული ბერკეტით ეს პროცესი“, - განაცხადა ... ...
  • „დავასახელებთ მომსყიდველების ვინაობას“ : " ჩვენი საქართველო, სოლიდარობის ალიანსი"-ს ბრიფინგი ოზურგეთშიოზურგეთში „ჩვენი საქართველო- სოლიდარობის ალიანსი"-ს  შტაბში , ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოშეწირული-გობრონიძე იქნება და სწამს, რომ ის გამრჯვებას მიაღწევს ამ საპარლამენტო არჩევნებში. __ჩვენ ვაპირებთ პატიოსან საარჩევნო კამპანიას. არ გვაქვს ფუფუნება, ვინმეს დავურიგოთ   კარტოფილი ან კვერცხი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად და ჩვენი ხმა  გვქონდეს პარლამენტში, - თქვა ბრიფინგის წამყვანმა, შტაბის წარმომადგენელმა ლელა ნაცვალაძემ. მან თქვა, რომ ადგილი აქვს ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას, როცა მათ პირდებიან ფულს, ასევე ოზურგეთის სპორტის სახლში ახლახან შეიტანეს დიდი ტრაილერით ბურღულეული, მათთვის დასარიგებლად, _ თქვა ნაცვალაძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა კონკრეტული პირები, ვინ ვის სთავაზობს ქრთამს, ნაცვალაძემ თქვა, რომ ამჯერად თავს იკავებს, თუმცა მალე დაასახელებს მათ ვინაობას. დეპუტატობის კანდიდატმა,    ნინო შეწირულმა ისაუბრა საარჩევნო კამპანიის თაობაზე, რომ  ამომრჩევლებს, კერძოდ, მის ნათესავებს და  ოჯახის წევრებს, ახლობლებს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები   ფულით მოსყიდვას უპირებენ, ჰპირდებიან თანხას, ოღონდაც კი  მათ მხარეს გადავიდნენ. _დღეს არ ვასახელბ მათ  გვარებს, თუმცა ამ ბრიფინგით  ვაფრთხილებთ   მათ. თუ კვლავ   გაგრძელდება მათი მხრიდან ასეთი საქციელი, აუცილებლად გადმოგცემთ   მათ სიას, სათანადო მტკიცებულებით, - უთხრა მან ... ...
  • სამტრედიაში ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში გაიხსნასამტრედიაში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსების მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ახალი სპორტული მოედანი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. "მუნიციპალიტეტის მერია ინტენსიურად ახორციელებს სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციას და განვითარებას", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" კომენტარში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls