"ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი არის მიზანმიმართულად ჩადებული ნაღმი"

პოლიტიკა

"ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი არის მიზანმიმართულად ჩადებული ნაღმი"

2013 დეკ 11 19:00:04

"პუტინმა თავის ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის იმპერიაში არა ეთნიკური, არამედ გეოგრაფიული ნიშნით ერქვათ რეგიონებს, მაგალითად იყო ტიფლისის გუბერნია და არა საქართველო. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონი არის მიზანმიმართულად ჩადებული ნაღმი. ამით მთავრობა გააკეთებს იმას, რაც სურს პუტინს. ამ კანონპროექტის განხილვა უნდა ხდებოდეს არა მთავრობის შიგნით, არა ოპოზიციასთან, არამედ - ხალხთან. უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი და ხალხმა გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა მოეწყოს თვითმმართველობები. საკმაოდ ნაჩქარევი კანონია. დავუშვათ შეიქმნა ოზურგეთის გუბერნია, შეიძლება თვითონ ოზურგეთი განვითარდეს, მაგრამ მასში შემავალი რომელიღაც სოფელი პირიქით, უფრო დასუსტდეს და გაღატაკდეს. აჭარა ამის ნათელი მაგალითია. ასლან აბაშიძეს ჰქონდა ჩაკეტილი, არ იმართებოდა თბილისიდან და არაფერი აბაშიძის დროს იქ არ გაკეთებულა გარდა იმისა, რომ გოგიტიძეები და აბაშიძეები გამდიდრდნენ. ამ პროექტითაც ფეოდალიზმი განვითარდება. გარდა ამისა, ნამდვილად გამოიწვევს დაყოფას," _ აღნიშნავს ჟორდანია.

ამასთან იგი აცხადებს, რომ კანონის ნაჩქარევად განხილვა და მიღებაც მიზანმიმართულად არის გაკეთებული და სოფლის თუ რაიონის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ვახტანგ ჟორდანია:

_ საკმაოდ ჩქარობენ. თუმცა, ეს სიჩქარე სულაც არ უკავშირდება სოფლის თუ რაიონის განვითარებას და ამას დრო გაჩვენებთ, მართალი რომ ვარ. ჩქარობენ იმიტომ, რომ ახლა მოდის თვითმმართველობის არჩევნები, მერის არჩევნები და უფრო ხელსაყრელი იქნება მათთვის სამართავად. სამმილიონიან ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება დაყოფები.

_ რატომ არ შეუერთდით იმ 12 ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც კანონპროექტის განხილვაში იღებს მონაწილეობას პარლამენტარებთან ერთად?

_ ეს განაპირობა იმან, რომ არ ვიყავი პოლიტიკაში ასე აქტიურად ჩართული. ახლა დროა "სოციალ-დემოკრატიულმა" პარტიამ თავისი სიტყვა თქვას. ისე კი თანამშრომლობაზე და ჯანსაღ ურთიერთობებზე უარს არ ვიტყვით, ოღონდ ძალიან არ მომწონს, როცა ძალები ერთმანეთის ფეხის გადაბრუნებას ელოდებიან.

_ თვითმმართველი ქალაქების რიცხვი შემცირდა.

_ საერთოდ რა საჭიროა ამდენი თვითმმართველი ქალაქი, რა საჭიროა კიდევ ახალი ბიუროკრატიული მექანიზმები შევქმნათ ქვეყანაში. არც ფინანსური ფუფუნება აქვს ამისი საქართველოს და ის ფული, რაც ამაში უნდა დაიხარჯოს, უმჯობესი იქნება რეგიონის განვითარებას მოახმარონ.

_ გუბერნატორების ინსტიტუტი დარჩა. გუბერნატორს ნიშნავს პრემიერი, ამაზე საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო გუბერნატორებიც აერჩია ხალხს. როგორ ფიქრობთ, გუბერნატორი არჩევით უნდა იყოს თუ დანიშვნით?

_ ამ საკითხის ირგვლივაც იყო აზრთა სხვადასხვაობა - უნდა დარჩენილიყო თუ გაუქმებულიყო გუბერნატორის ინსტიტუტი, ჩვენი აზრით უნდა დარჩეს, რადგან რეგიონში ერთი კაცი მაინც იქნება, რომელიც მთავრობამდე რაღაც საკითხებს მიიტანს და პირიქით. თუ ჩვენ ავირჩიეთ ხელისუფლება, ჩვენ ვენდობით მათ, ამიტომ, გუბერნატორს თუ პრემიერი დანიშნავს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, არჩევითი რომ იყოს და მერე წინააღმდეგობაში მოვიდეს პრემიერთან, ეს საკმაოდ დიდ გართულებებს გამოიწვევს თვითონ რეგიონისთვის.

_ როგორ ფიქრობთ, მოესწრება ახალი საარჩევნო კანონი?

_ არ მოესწრება და ჩაატარებენ სააკაშვილისეული კანონით, ძველი კანონით არ ჩაატარეს საპრეზიდენტო არჩევნები? ეს მთავრობა, სანამ ოპოზიციაში იყო, ხომ ითხოვდა საარჩევნო რეფორმას? ახლა კი სათავისოდ მოირგეს ყველაფერი.

_ თქვენი პარტია თუ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას?

_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ ენთუზიაზმით და პარტიას არ აქვს ფული, არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებთ, ფული არ წყვეტს ყველაფერს, ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში ალტერნატიული ძალა გამოჩნდეს.

_ მინდა წინა ინტერვიუში ნათქვამი თქვენივე ფრაზა შეგახსენოთ - პოლიტიკას აკეთებს ფული. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე შეძლებთ მხოლოდ ენთუზიაზმით იმოქმედოთ?

_ მართალია, პოლიტიკას აკეთებს ფული, მაგრმ პოლიტიკაში ფული მოდის თუ ნაბიჯებს გადადგამ. თუ ენთუზიაზმი არ გაგაჩნია, წარმატებას ვერ მიაღწევ. სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ მხარდამჭერები უკვე გამოჩნდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. გადახალისდება პარტია და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვჩნდებით, არ არის გამორიცხული, რომ მერის კანდიდატურაც დააყენოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ.

_ როგორ ფიქრობთ, თბილისის მერი აუცილებლად უნდა იყოს თბილისელი?

_ კი, ნამდვილად.

"სოციალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის არჩევანს და სოლიდარობას უცხადებს მათ.




 ახალი ამბები
  • მიხეილ სააკაშვილი: როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. “მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას,მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ. მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით,შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ,არამედ მომავლისკენ სწორებისკენ“,_ წერს ფეისბუქზე მიხეილ ... ...
  • ვანო მერაბიშვილი: "წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის"შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. „ამის გაკეთება არის აუცილებელი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ქვეყანა წავიდეს წინ, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. წლის ბოლომდე მე გაძლევთ გარანტიას ამ ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, ვინც ამ ციხეში ზის.“ -თქვა ვანო ... ...
  • დაგვეხმარეთ მაუწყებლის გადარჩენაში - ჟურნალისტების ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს მიმართავსაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ. ისინი ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმად მიიჩნევენ და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."_ ნათქვამია ... ...
  • ჩოხატაურელი ნორჩი მხატვრების წარმატება "ზამთრის ვერნისაჟზე"მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში გურიის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების მეცხრე გამოფენა-კონკურსი _ „ზამთრის ვერნისაჟი“ მოეწყო. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სხვადასხვა ნომინაციაში, ოზურგეთის მერიისა და საკრებულოს მიერ მიერ დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით. ნომინაციაში ,,საუკეთესო ფერწერა'' დაჯილდოვდა პაპუნა ჯინჭარაძე (მე- 5 კლასი), ნომინაციაში ,,საუკეთესო კომპოზიცია'' _ ლუკა ფუტკარაძე (მე-3 კლასი); ნომინაციაში ,,საუკეთესო ნახატი’’ _ ნანა კვინტრაძე (მე-6 კლასი); ნომინაციაში ,,მნახველის სიმპათია’’ _ ანასტასია კობიძე (მე-4 კლასი). ა(ა)იპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების სამხატვრო სკოლის ყველა მონაწილე ცენტრის მიერ დაჯილდოვდა სიგელებით გამოფენაზე ... ...
  • ხანძარი ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერშიხანძარი იყო ცოტა ხნის ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსის" ჟურნალისტი იტყობინება, ცეცხლი ეკალ-ბარდებს ეკიდა. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამი სახანძრო მუშაობდა. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენი ჰექტარი დაიწვა. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...