პარლამენტმა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დოკუმენტი მიიღო

პოლიტიკა

პარლამენტმა ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ დოკუმენტი მიიღო

2013 დეკ 13 17:57:12

საქართველოს პარლამენტმა 2004-2012 წლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს შეფასება მისცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ამ ფაქტის შესწავლის მოთხოვნით 20 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიმართა.

დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, მისმა კომიტეტმა აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები შეისწავლა. დადგინდა, რომ ამ წლებში ადგილი ჰქონდა, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. კერძოდ საუბარია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლებებზე. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე და კერძო საკუთრების უფლების ხელყოფაზე. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 24 გვერდიან დასკვნაზე შესაბამისმა სამსახურებმა შსს-მ და პროკურატურამ აქტიური და დროული ქმედებები უნდა განახორციელონ და გამოიძიონ ის ფაქტები, რაც 2004-2012 წლებში ხდებოდა. ეს არის ადამიანის სიცოცხლის მოსპობის ფაქტი, ციხეებში არაადამიანური მოპყრობისა და შეკრების მანიფესტაცის აღკვეთის ფაქტები. ბესელია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნული დოკუმენტით და მასში მოცემული ფაქტებით.

"დღეს პარლამენტის ბიურომ 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ორი დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში ვამზადებდით. პირველი ეს არის საქართველოს 20 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა. პარლამენტს მიემართა პეტიცით, რომ შესწავლილიყო 2004-2012 წლებში ადამინაის უფლებების დარღვევის ფაქტები. ამ ყველაფერს კი შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მიეცა.

ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვსაწვლობდით ამ ფაქტებს, სწორედ ამ წლებში ოფიციალურ ანგარიშებზე დაყრდნობით, ეს არის ევროპული ორგანიზაციების - ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის, სახელმწიფო დეპარტამენტის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშები კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით. დასკვნის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ბიურომ დღეს უცვლელად დატოვა, მიიღეს დასკვნა, ისე როგორც შეფასება, ადამიანის უფლებების დარღვევის 2004-2012 წლებში. სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ ამ წლებში ძირითად და ფუნდამენტურ-კონსტიტუციური უფლებების დარღვევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა. როგორიცაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, არაადამიანური და დამამცირებელი წამების აკრძალვა. ფიზიკური ხელშეუხელბლობისა და თავისუფლების უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება," _ განაცხადა ეკა ბესელიამ.




 ახალი ამბები
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...
  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსი - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავესპირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და იძულებითი სექსუალური კავშირის დამყარების იძულებისთვის ბრალდებულს, 4 წლით თავისუფლების აღკვეტა მიესაჯა, _ აღნიშნულის შესახებ "გურია ნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ლ.ც. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ც. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის ... ...
  • დავით მჟავანაძე: “თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს“ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ყველა დაკავებული გათავისუფლებულია, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოსამართლე რა განაჩენს გამოიტანს. “ამ წუთებში მივდივარ სასამართლოში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ ჯარიმას დაგვაკისრებს მოსამართლე, თუმცა, მისგან არც ისაა გასაკვირი, რომ დაგვაკავონ. სამარცხვინო ვიდეო წარმოადგინეს სასამართლო პროცესზე _ ფაქტობრივად, თავი ჩამიდეს და ტანი ჩამიდეს ვიდეოში. ის ადამიანი მე არ ვარ, რომელზედაც იძახიან, ეს დავით მჟავანაძეაო. ვნახოთ, რა მოხდება. არაფრის გამო დამაკავეს _ არანაირო მტკიცებულება არ აქვთ სამართალდამცავებს“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ. დავით მჟავანაძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?