"თუ ფარცხალაძე ბრალდებულის სკამზე სააკაშვილს დასვამს, ხალხი ამ აჟიოტაჟს "გაატარებს"

პოლიტიკა

"თუ ფარცხალაძე ბრალდებულის სკამზე სააკაშვილს დასვამს, ხალხი ამ აჟიოტაჟს "გაატარებს"

25 დეკ. 2013, 12:53:59

ბაღათურია აცხადებს, რომ ამ დუმილით ყველა ერთად "ჩაიყლაპება" და შედეგებს არ მოიტანს. ერთადერთი, რაც დაჩქარდება, ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"ქართული დასის" ლიდერის განცხადებით, თუ ოთარ ფარცხალაძე მოახერხებს და ბრალდებულის სკამზე დასვამს სააკაშვილს და მისი გუნდის წევრებს, საზოგადოება მთავარი პროკურორის ირგვლივ ატეხილ აჟიორაჟს გამართლებას მისცემს და "გაატარებს".

"თუ ფარცხალაძე გამოიჩენს ფხას, უახლოეს ხანებში ბრალდებულის სკამზე დასვას სააკაშვილი და მისი გუნდი, ხალხი ამ აჟიოტაჟს გაატარებს. ჩვენ მზად ვართ მთავრობას სამართლიანობის აღდგენაში პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადოთ კანონიერების ჩარჩოებში და ყოველგვარი გამდაცდომების გარეშე. მე არ ვამართლებ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილის თანამდებობაზე დანიშვნას და შემდეგ ყველა ხერხის გამოყენებას მის შესანარჩუნებლად. ქვეყანაში სამართლიანობა უნდა აღდგეს, ბევრი დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში, ამ დროს კი მთავარი ბრალმდებელის ბანდიტიზმში გარევა ამცირებს მის ლეგიტიმაციას".

"ქართული დასის" ლიდერი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა მთავარი საკითხების ყურადღების მიღმა დატოვება, რამაც პროცესების დაგვაინებას შეუწყო ხელი.

"ნაციონაურმა მოძრაობამ" მოახერხა და დღეს მთავარი განსახილველი ის კი არ არის რა სისასტიკე მოხდა 26 მაისს, როგორ ეპყრობოდნენ პატიმრებს, სულხან მოლაშვილის წამების ფაქტებიც კი საკმარისია ამ სურათის აღსაქმელად, რამდენ კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი და რამდენი მილიონია მოპარული, არამედ დღის წესრიგი შეიცვალა და განხილვის მთავარ თემად იქცა მერაბიშვილის აბსურდული განცხადება და რამის "განტევების კრავად" შერაცხული უგულავას გარეშე ღამით ქალაქის დატოვება".

ბაღათურია მიიჩნევს, რომ გვიანდება პროცესები, საჭიროა პროკურატურის გააქტიურება და სახელმწიფომ დაჩქარებული წესით უნდა გამოიძიოს დანაშაული და არ გახდეს გადაფარებით ამ დანაშაულის თანამონაწილე.

ჯონდი ბაღათურია ქალაქის მერის უფლებამოსილების შეჩერების თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ სასამართლომ შეგნებულად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. მისი თქმით მოსამართლეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყო სწორედ უგულავას და მერაბიშვილის მიერ მიღებულმა კანონმა, რასაც აპროტესტებდა ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობას აუცილებლად უნდა გაეუქმებინა ეს ნორმა.

"თბილისის მერის ღამის პირველ საათზე თანამდებობიდან გადაყენება, საკმაოდ ცუდად გამოჩნდა საერთაშორისო საზოგადოების თვალში. აქ უკვე მეორე პლანზე გადაინაცცლა იმან, რომ აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა უგულავას. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ დალი მეტრეველი ის მოსამართლეა, რომელმაც სრულიად უდანაშაულო გვანცა ყუფარაძეს 10 წელი პატიმრობა მიუსაჯა, ეს ის მოსამართლეა, რემელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური ბანდის მმართველობის პერიოდში დაინიშნა და მათი ბრძანებების უშუალო აღმსრულებელი იყო. აქედან გამომდინარე, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდოთ, რომ უგულავას ამ ფორმით გადაყენება შეგნებულად იყო გაკეთებული. მოსამართლემ ნაციონალებს ჭიქაში ატეხილი ხმაურის საშუალება შეგნებულად მისცა".





 ახალი ამბები
  • სამტრედიაში პირველ-მეორე ადგილებს ,, ქართული ოცნება" და ,, ნაციონალური მოძრაობა" ინაწილებენ54-ე სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 51 საარჩევნო უბნიდან დათვლილი ხმებით 19 უბანი მივიდა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნანა იმნაძის თქმით, ამ უბნებში თავისი შედეგებით ლიდერობს ,, ქართული ოცნება" და მისი მაჟორიტარობის კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე: "ჯერ ამის მეტის თქმა არ შემიძლია, მეც დანარჩენს ტელევიზიებით ვისმენ. ამ 19 უბანში ლიდერობს პარტია,, ქართული ოცნება" და მისი კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა".  ამ წუთის მდგომარეობით  ოლქში პროცედურული დარღვევებზე დარეგისტრირებულია 5 ... ...
  • ჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდაჭაჭიეთში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად, სავარაუდოდ, ინფიცირებული პირი მივიდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პიროვნება სოფელში თბილისიდან ჩამოვიდა. მას ჩატარებული ჰქონდა პისიარ ტესტი, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო, თუმცა, მოგვიანებით შეატყობინეს, რომ ინფიცირება დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ის საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრის ახლობელია და მასთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, კონტაქტი ჰქონდა უბანზე მყოფ სხვა პირებთანაც. მომხდარის გამო საუბნო კომისიის თავმჯდომარე შეშფოთებას გამოთქვამს. თუმცა, ამბობს, რომ ხმის მიცემა ცესკოსა და ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა, რის გამოც ვირუსის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბანზე ნაკლებად არის. ჩვენ საოლქო კომისიას მივმართეთ კითხვით, მომხდარის გამო არსებობს თუ არა ცესკოს თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა. მათი პასუხის მიხედვით, ვითარებას შესწავლა სჭირდება. „გურია ნიუსი“ ინფორმაციის გადამოწმებას იმყოფებოდა თუ არა საარჩევნო უბანზე ინფიცირებული პირი, ჯანდაცვის ცენტრთან ... ...
  • დაიბეჭდა თუ არა ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომით გურიის 24-ე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩევლისთვის განკუთვნილ ბიულეტენში, ხუთი ნომრით, მანუჩარ კვირკველია იყრიდა კენჭს.     მანუჩარ კვირკველიას ოფიციალურ გვერდზეც და საარჩევნო მასალებზეც მისი სახელი და გვარი ზუსტად ასე წერია _ მანუჩარ კვირკველია. თუმცა საარჩევნო ბიულეტენებში, მეხუთე ნომრად, მანუჩარ კვირკელიაა წარმოდგენილი. კანდიდატის პრეს სპიკერმა სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა, რომ მანუჩარის გვარი ოფიციალურ დოკუმენტებში იგივეა, რაც სააგიტაციო მასალაზე და საჭიროდ აღარ ჩათვალა დაშტრიხული სახით გადმოეგზავნა პირდობის მოწმობის ფოტო ასლი. ჩვენ ცესკოს ონლაინ ჩათში შევეცადეთ მიგვეღო იურიდიული განმარტება, რა ხდება, თუ აღმოჩნდება, რომ საარჩევნო ბიულეტენში კანდიდატის გვარი შეცდომითაა დაბეჭდილი. გვიპასუხეს, რომ ამ შემთხვევაში, აუცილებელია ცესკოს ოფიციალურად ელექტრონული ფორმით მივმართოთ და პასუხს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ... ...
  • გიგა ბოკერია: “ამ ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტური იქნება”"ევროპული საქართველოს", ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ოლქში, მეორე ტური ჩატარდება . ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას კონკურენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა იქნება. ამასთან, ბოკერია საზოგადოებას მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა მისცენ ივანიშვილის წინააღმდეგ, მათი კონკურენტების, ამ შემთხვევაში კი, ზოდელავას სასარგებლოდ. მან ასევე აღნიშნა, რომ მეორე ტური იქნება იმ ოლქშიც, სადაც ის კენჭს იყრიდა. „ფოთში, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღო მანდატი ქართველი ხალხისგან ქვეყნის მართვაზე, ეს არის უკვე ფაქტი. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობამ, მიუხედავად ძალადობისა, მოსყიდვისა, დაშინებისა, რაც ვნახეთ მთელი ამ კამპანიის დროს და განსაკუთრებით დღეს, ზოგიერთ ოლქებში, სამარცხვინო, საგამგაშო ფორმით, მაინც ხმა მისცა ცვლილებებს ამ ქვეყანაში. ეს არის უკვე ფაქტი. სამწუხაროდ, მანდატების გადანაწილების საბოლოო შედეგი გადაწყდება მეორე ტურში, ესეც ფაქტია. ოლქში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ფოთში სენაკსა და ხობში, დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური და დიდი ალბათობით, „ოცნების“ კანდიდატი იქნება ჩემი კონკურენტი, ბატონ ზოდელავა. რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს ჩვენს ამომრჩეველს, ხმა მისცეს ივანიშვილის კანდიდატის წინააღმდეგ ჩვენი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბატონ ზოდელავას სასარგებლოდ. ეს ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორი სწორი და საჭირო იყო ის გეგმა, რაც ქონდა „ევროპულ საქართველოს“ ერთიანი მაჟორიტარების შეჯერებაზე და როგორი უპასუხისმგებლობა იყო სააკაშვილის და მისი გარემოცვის მხრიდან ამ გეგმის ჩაშლა. ეს უკვე წარსულია. მეორე ტურები იქნება და ამ მეორე ტურებში ყველგან უნდა მივცეთ ხმა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ“, _ განაცხადა ... ...
  • თორნიკე ართქმელაძე: "არჩევნებმა ჩაიარა მასიური დარღვევებით"ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონის ოლქში აცხადებს, რომ არჩევნებმა ჩაიარა დარღვევებით. "არჩევნებმა ჩაიარა მასობრივი დარღვევებით, მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენება იყო ძალიან ბევრ ადგილას. შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჯერ ამის თქმა ძალიან რთულია, რადგანაც მხოლოდ რამდენიმე უბნის შედეგია მოსული", _ განაცხადა ,,გურია ნიუსთან" საუბრისას თორნიკე ართქმელაძემ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...