"თუ ხელისუფლებამ უცვლელი დატოვა ვითარება, მისი შემდგომი ქმედებები კიდევ უფრო ძალისმიერი იქნება"

პოლიტიკა

"თუ ხელისუფლებამ უცვლელი დატოვა ვითარება, მისი შემდგომი ქმედებები კიდევ უფრო ძალისმიერი იქნება"

2013 დეკ 25 16:26:45

"კომიკურად ჟღერს ხელისუფლების ნათქვამი - ასეც რომ ყოფილიყო, არაფერი მოხდებოდა ფარცხალაძეს თანამდებობა რომ დაეკავებინაო. არაფერი მოხდებოდა კი არა, შემთხვევითობასაც რომ ჰქონოდა ადგილი, ეს უნდა გამორიცხულიყო. ახლა საჭიროა სასწრაფოდ გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და პროკურორის სიტყვებიც დამტკიცდეს".

ასათიანი ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერა ახალი მთავრობის მიმართ იკლებს, საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იქცევა "ქართული ოცნება" წინამორბედივით. მისი თქმით "ქვეყანა ისევ საბავშვო ბაღშია და სახლობანას ვთამაშობთ".

"ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. საკმაოდ ცუდი სათქმელია, მაგრამ ისმის კითხვა - რატომ იქცევა "ქართული ოცნება" წინამორბედივით? ეს ხელისუფლებისთვის დამთავრდება კატასტროფით და ბევრად უფრო მოკლე დროში, ვიდრე ნაციონალებისთვის. დუმს ღარიბაშვილი, ჩუმად არიან ლიდერებიც, თითქოს ეს ამბები მხოლოდ ორ დაჯგუფებას ეხება. გასაგებია არ უნდათ შეელიონ თანაგუნდელს, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ხალხი დაასრულებს მათ კინკლაობას".

საზოგადოების გაურკვევლობაზე გაამახვილა დღეს ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრის" თავმჯდმარე ირაკლი ღლონტმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ საზოგადოებას ყოველთვის უნდა გააგებინოს როგორი წარსულის მქონე პირი ინიშნება ქვეყნის წამყვანი უწყების სათავეში.

"პოლიტიკური დაპირისპირებების პოლიგონად ქცეულ ქვეყანაში, საზოგადოებას ვეღარ გაუგიათ ვის დაუჯეროს, უგულავას, თუ ფარცხალაძეს? მართალია ეს დაპირისპირება საკმაო დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი პოლიტიკური დაპირისპირებაა, საქმე ეხება საქართველოს უმაღლეს ბრალმდებელ მთავარ პროკურორს. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ თავი ვალდებულად უნდა ჩათვალოს და როცა საქმე მსგავსი უფლებამოსილების პირს ეხება, საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში, რომ მის წარსულთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ გაჩნდეს".

ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისგან სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას მოელის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, საჭიროა მოქმედება არა მხოლოდ კანონის ფორმით, არამედ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპითაც.

"ეს საკითხი უნდა განვიხილოთ ცოტა უფრო გლობალურად, სწორედ იმ კონტექსტში, თუ როგორია საქართველოს ახალი ხელისუფლების ქცევა. თუ ის არის პროევროპული, პროდასავლური, მაშინ მიდგომა იქნება სრულიად სხვაგვარი და ალბათ, არჩევს, რომ ჰყვადეს მთავარი პროკურორის ადგილზე ისეთი ადამიანი, რომლის მიმართაც არ იქნებოდა ისეთივე კითხვები, როგორიც დღეს ოთარ ფარცხალაძის მიმართ ისმის. საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ მოყვანილმა ხელისუფლებამ ასე მალე არ უნდა დაკარგოს ხალხის ნდობა. თუ დღეს ხელუსუფლებამ უცვლელი დატოვა ვითარება, მეშინია, რომ მისი შემდგომი ქმედებები კიდევ უფრო ძალისმიერი იქნება და ნამდვილად არავის უნდა გაიაროს იგივე გზა, როგორიც მისმა წინამორბედმა".




 ახალი ამბები
  • გიგი უგულავა: ჩვენ გვაქვს უფლება, მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება არ მივსცეთ"ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ეს შენობა, არც კანცელარიის შენობა, არც მერიის და არცერთი სახელმწიფო უწყების. 20 ივნისს მათ ცილი დაგვწამეს, რომ ჩვენ ამ შენობის აღებას ვაპირებდით. არა მეგობრებო, პარლამენტი არის ადგილი, სადაც ადამიანები ლაპარაკობენ, ამ შენობაში ადამიანები აღარ დარჩნენ, ამიტომ ჩვენი ადგილი აღარ არის. მე ძალიან მიხარია, რომ გამოასეირნეს სპეცრაზმი და გაძეძგეს. რა თქმა უნდა ყაზარმაში ჯდომას კვირა დღეს ჯობია კობახიძის და თალაკვაძის ჯდომა. ამიტომ მოგესალმებით მანდ, იჯექით კარგად, თქვენ არავინ არ შეგაწუხებთ. მაგრამ იცოდეს ივანიშვილმა, რომ პირველი - იქ, სადაც მან დასცა ლახვარი საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს, იქ მეტ არჩევანს ვეღარ გააკეთებს, არცერთი ქართული ოცნების დეპუტატები ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ თავმჯდომარეს, ვერც გვირაბით ვერ შეხვალ, ვიცი, სადაც ამოდის ეგ გვირაბი. ჩვენ კონსტიტუციას ვიცავთ, ჩვენ გვაქვს უფლება არ მივცეთ მოძალადე მოღალატე პარლამენტს მუშაობის საშუალება და ეს იქნება პირველი ნაბიჯი, მას შემდეგ რაც ამ პირველ ნაბიჯს განვახორციელებთ წავუყენებთ პირობას და პირობა არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. როდესაც ქვეყანაში არის მორალური კრიზისი, გამოსავალია რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი და გაიხსნება, როდესაც ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას. არ იქნება პარლამენტი საკმარისი, შემდეგი იქნება კანცელარია, საკრებულო, მერია, სხვა ქალაქები და რაიონული ცენტრი. "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი, არცერთ სახელმწიფო უწყებაში არ შევა, სანამ არ დაინიშნება რიგგარეშე პროპორციული არჩევნები. რამდენი პოლიცია და სპეცრაზმიც გინდათ მოიყვანეთ, დააყენეთ ჩვენს გვერდით, იმიტომ რომ პოლიცია ჩვენ ვართ, ხალხი ჩვენ ვართ, სიმართლე ჩვენს მხარეზეა," - განაცხადა გიგი ... ...
  • "ვუთხრათ არა!"- აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას წითელი ბარათი უჩვენესთბილისში, რესპუბლიკის მოედანზე "პატრიოტთა ალიანსის" აქცია დაიწყო. აქ შეკრებილმა ადამიანებმა ხელისუფლებას პროტესტის ნიშნად წითელი ბარათი ... ...
  • "აქციაზე ალკოჰოლურ სასმელებს არიგებენ" _ აქციის ორგანიზატორებიაქციის ორგანიზატორების განცხადებით, უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ალკოჰოლურ სასმელებს არიგებს. აქციის ორგქნიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ არ აიღონ ალკოჰოლური სასმელი, რადგან ეს არის ... ...
  • გიორგი ვაშაძე: “არ ვიშლებით _ რუსთაველის გამზირი ჩაკეტილი იქნება”“მინდა მოთხოვნები გავაჟღერო და თქვენ ხელის აწევით მოგვცეთ მანდატი, რომ სწორედ ეს მოთხოვნები იყოს უცვლელი და ულტიმატუმი წავუყენოთ მთავრობას: პირველი _ ვადამდელი პროპორციული არჩევნები; მეორე _ მთავრობის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა, რომელიც ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს; მესამე _ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისს დააკავეს", _ განაცხადა აქციაზე გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციას გამარჯვების გეგმა აქვს. "ჩვენ გვაქვს გამარჯვების გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ და ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ: პირველი _ არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი; მეორე _ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოებთ წინააღმდეგობის არეალს; მესამე _ ბიძინა ივანიშვილო, იცოდე არ მოგასვენებთ, სანამ არ მოვიპოვებთ გამარჯვებას! კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, დაუმორჩილებლობა", _ აღნიშნა ვაშაძემ აქციაზე ... ...
  • "ამოაყირავე მაჟორიტარი" - დეპუტატების პლაკატები უკუღმა დაკიდეს#ამოაყირავემაჟორიტარი - ზუგდიდში, სამოქალაქო პროტესტის ნიშნად ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების პლაკატები რამდენიმე ლოკაციაზე უკუღმა დაკიდეს. დეპუტატების ამოტრიალებული პლაკატები ზუგდიდის ცენტრში რამდენიმე ადგილზეა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?