რა გახდა ლანჩხუთში კოალიციის გამოფხიზლების მიზეზი

პოლიტიკა

რა გახდა ლანჩხუთში კოალიციის გამოფხიზლების მიზეზი

28 დეკ. 2013, 15:33:39

მიუხედავად იმისა, რომ კოალიციის შეკრებილი წევრები ამტკიცებდნენ, რომ მათი შეკრების მიზეზი ბორის ჭყონიას მხარდამჭერების მიერ ხელმოწერების შეგროვება არ იყო, თითქმის ყველამ სწორედ ამ საკითხის შესახებ ისაუბრა, გარდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძისა, რომელიც ძალიან მოკლედ შეეხო ამ საკითხს და ძირითადად, მისი მოსვლის შემდეგ განხორციელებულ პროექტებსა თუ გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა.

დასაწყისშივე საუბარი დაიწყო გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილმა და შესავალშივე ისევ ბორის ჭყონიას თემას შეეხო.

"გარიგებებს აქვს ადგილი, თუ რამე უნდათ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან ყველაფერი, ასე ჩუმად საქმის კეთება არ შეიძლება. რა აქვთ მაგათ სათქმელი, რის ტაკიმასხარაობას აწყობენ, მაგათი გადასაწყვეტი არ არის ლანჩხუთში რაც მოხდება, მე რასაც ვამბობ, საჯაროდ ვამბობ, ასეთი ინტრიგები არ შეიძლება. 1 ოქტომბერს, როგორც ხალხმა გაიმარჯვა და გადაწყვიტა ყველაფერი, ასევე გადაწყდება გამგებლის ბედიც ხალხის მიერ. მიუხედავად დაპირისპირებისა, რომელიც საქმეს მოსდევს, მთავარ ღირებულებებში, არჩევანში, რომელიც თავის დროზე გავაკეთეთ, ერთიანნი ვართ. ჩვენ ძალით თავის აზრს ვერავინ მოგვახვევს. ბატონ თემურ ჩხაიძის სიტყვა ყოველთვის მისაღები იქნება ჩვენთვის, ის ამჯერად არ იმყოფება ლანჩხუთში, თუმცა, ცოტა ხანში მოგვეცემა საშუალება მისი პოზიცია მოვისმინოთ."

ზენაიშვილის შემდეგ შეკრებილებს ზაზა ურუშაძემ მიმართა.

"ჩვენი მიზანი შეკრებისა არის ის, თუ რა საქმეები გაკეთდა ლანჩხუთში მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით: არასოდეს გადამიხვევია სწორი გზიდან. რა გეზიც ავიღე, მივყვები იმას. შეუშლელი ადამიანი არ არსებობს, დამოუკიდებლად გადაწყვეტილება არასდროს არ მიმიღია, ჩვენ ყოველთვის ერთმანეთს ვუთანხმებთ ჩვენს პოზიციას. რა შეეხება იმას, რომ ვიღაცას რაღაც უნდა, ყველას მიეცემა საშუალება ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მე, მაგალითად ვიტყვი, რომ გამგებელი, საკრებულოც და ქალაქის მერიც არჩევითი უნდა იყოს და ხალხმა გადაწყვიტოს. რაც დრო გადის, მით უფრო იოლია ლაპარაკი. როცა მე აქ ჩამოვედი, ალბათ, კარგად გახსოვთ რა ხდებოდა ლანჩხუთში, ვიცე პრემიერს რომ შევხვდი, მითხრა, იქნებ ამ რაიონს რამე ეშველოს. გახსოვთ, რომ კარვები იყო გაშლილი და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეთ, დღეს რაც ლანჩხუთში პროექტები ხორციელდება, კომუნისტების შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა, ჩემი და ჩემი გუნდის დამსახურებაა".

მაკა კვირკველიამ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თქვა, რომ ის ფაქტი, რომ ბორის ჭყონიას გამგებლობა სურს, სულაც არაა ასეთი ყურადღების მისაქცევი და არ იმსახურებს ასეთ აჟიოტაჟს.

"ის, რომ მას სურს გამგებლობა, სულაც არ არის ასეთი ყურადღების გასამახვილებელი ფაქტი, რა საჭიროა ამხელა ამბის ატეხვა, როგორც უნდა ისე მოიქცეს."

ამის შემდეგ უკვე პოზიცია შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჭყონიას თემა არ არის მხოლოდ აქ შეკრების მიზეზი, თუმცა, ვახტანგ ზენაიშვილი პირიქით მიიჩნევდა:

"თუ ასეთი უბრალო საქმეა, მაშინ რატომ აღმოჩნდა ეს თემა თითქმის ყველა გაზეთის პირველივე გვერდზე? სწორედ ამიტომაცაა ყურადღება მისაქცევი," _ თქვა ზენაიშვილმა, რასაც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ დაეთანხმა.

ურუშაძის თქმით, მსგავსი შეკრება გამეორებადი ხასიათის იქნება.

"ეს შეხვედრა ჩვენ საჯარო რომ არ გაგვეხადა, ჟურნალისტების მხრიდან მოჰყვებოდა ამ ფაქტს სხვანაირი რეაქცია, ჩუმად შეიკრიბნენ და ა.შ. ამიტომაც, ჩავთვალეთ მოგვეწყო კოალიციურ რეჟიმში შეხვედრა. ჩვენ იანვრის თვეში კიდევ ორჯერ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხებზე, იმიტომ, რომ სულ მალე არჩევნებია და უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რა შუაშია ხელმოწერების შეგროვება, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს".

პარტია "რესპუბლიკელების" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რომან ბიწაძემაც სწორედ ბორის ჭყონიას გააქტიურებას გაუსვა ხაზი და თავის სიტყვაში თქვა, რომ კოალიციასთან მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი ამ თემაზე.

ასევე ისაუბრა პარტია "დემოკრატიული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელგუჯა ჩხაიძემაც.

"ჩვენი შეკრება დროულია, დალაგებული ურთიერთობები არ გვქონდა ფაქტია, ვაღიაროთ ეს ყველამ, ბორის ჭყონიას გამოჩენამ გამოგვაფხიზლა ყველა. საჭირო ყოფილა ამ ადამიანის გამოჩენა, სწორედ მისი დამსახურებით გამოვფხიზლდით. მეორე არის ის, რომ თურმე პრიორიტეტი ლანჩხუთისთვის ფეხბურთი ყოფილა, ეს ასე სულაც არ არის, პრიორიტეტი ფეხბურთი არასდროს არ იქნება, დღეს სულ სხვა სიტუაციაა, მთავარი არის ჯანმრთელობა, განათლება და ამას უნდა მიხედვა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს არის. დავლაგდეთ და ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ," _ განაცხადა ჩხაიძემ.

შეხვედრა თითქმის 2 საათს გაგრძელდა.




 ახალი ამბები
  • ნასაკირალის საჯაროს სკოლის ყოფილმა დირექტორმა სასამართლო პროცესი მოიგო4 წლის და  რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დასრულდა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის, სპარტაკ გოგიტიძის სასამართლო პროცესი. სპარტაკ გოგიტიძის ადვოკატის, ემზარ ურუშაძის თქმით, ქუთაისის სააპელიცაო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა და ის აღდგენილია სკოლის დირექტორად.  „თითქმის ხუთი წელი გავიდა, რაც უსამართლოდ იქნა განთავისუფლებული სპარტაკ გოგიტიძე სკოლიდან და ახლა დადგა დრო, რომ ის დაუბრუნდეს დირექტორად სკოლას. მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ეს ხუთი წელი იყო ძალიან რთული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ბევრს ქონდა კითხვის ნიშნები მის გათავისუფლებაზე. რაც მთავარია, სპარტაკის ამბავი უკვე დასრულებულია და ახლა ველოდებით სრულად მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება“, -  გვითხრა ემზარ ურუშაძემ. განათლების  სამინისტრო  სპარტაკ გოგიტიძეს საბუთების გაყალბებას ედავებოდა და აქედან გამომდინარე, ის თანამდებობიდან განათლების და მეცნიერების მაშინდელმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ გაათავისუფლა. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გოგიტიძის გათავისუფლებას წინ უძღოდა შიდა აუდიტის სამსახურის დასკვნა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე მოხდა მისი გათავისუფლება. ემზარ ურუშაძე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ამ დასკვნაში არის რამდენიმე ეპიზოდი, რომელიც სპარტაკ გოგიტიძეს არ ეხება. სპარტაკ გოგიტიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყოველთვის აქვს აზრი. “ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას, რადგან არაფერი უკანონო და უსამართლო არ გამიკეთებია. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი მედგა გვერდში და ისინიც ჩემსავით ელოდებოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - გვითხრა სპარტაკ გოგიტიძემ. “გურია ნიუსი“ განათლების სამინისტროს კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაწერისთანავე შემოგთავაზებთ. ამავე თემაზე: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს ოზურგეთის სასამართლოში სკოლის ყოფილი დირექტორის პროცესი იწყება ... ...
  • კუს ტბის საბაგირომ მუშაობა განაახლა- რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმაკუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა. პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, საბაგირო გზით სარგებლობისას მგზავრებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა სავალდებულოა. კერძოდ, ყოველი მგზავრობისას უნდა გამოიყენონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია. თითოეულ გონდოლაში დასაშვები იქნება მხოლოდ ოთხი მგზავრი და ერთი გამცილებელი. შეზღუდვა რიყე-ნარიყალას საბაგირო გზაზე კვლავ ძალაში რჩება, რის გამოც, საბაგირო მგზავრებს დროებით ვერ ... ...
  • ძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველისგან გადაარჩინაძაღლმა 5 წლის ბიჭი ყველაზე საშიში გველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში, ტაბახმელაში გუშინ მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა: “დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე. წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში. მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს“,_ წერს ... ...
  • ორი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - ძლიერი ავარია ხობშიორი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა,სავარაუდოდ,საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. რაც შეეხება დაშავებულს,იგი ამ დროისთვის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაიბარეს. საძაგლიშვილი ასევე აცხადებს, რომ გვარამია 17 საათზე დაიბარეს, თუმცა ის უწყებაში არ მივა. ადვოკატი განმარტავს, რომ გვარამია მზად არის მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დათანხმდეს. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ. წყარო: რადიო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...