რა შენიშვნები აქვს საკრებულოს თბილისის ბიუჯეტთან

პოლიტიკა

რა შენიშვნები აქვს საკრებულოს თბილისის ბიუჯეტთან

7 იან. 2014, 12:11:28

1. მუხლი 10.1. საკრებულოს ბიუჯეტი გაზრდილია 1,7 მილიონი ლარით. 16%-იანი მატება რამდენად მისაღებია წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით, იმ დროს როდესაც მერიის ადმინისტრაციის ხარჯები (მუხლი 10.2) არ გაზრდილა.

2. მუხლი 1.2.1 (სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები – 57,8 მლნ. ლარი) მუხლი გაუშიფრავია, საუბარია მხოლოდ ზოგად საკითხებზე (შუქნიშნების მონტაჟი, გზების და გადასასვლელების მონიშვნა და ა.შ.). საინტერესოა არსებობს თუ არა პროექტები, ჩამოყალიბებულია თუ არა ზუსტად რამდენი შუქნიშნის, ელექტრო ტაბლოს, ავტობუსის შესყიდვა იგეგმება და სავარაუდოდ რა ღირებულების იქნება ეს შესყიდვა. მთლიანად ამ მუხლის ქვეპროგრამა, ისევე როგორც სხვა მუხლები არის ზოგადი, რაც იძლევა შესაძლებლობას პროგრამაში მითითებული ზოგადი ჩამონათვალიდან. სურვილისამებრ განხორციელდეს შესყიდვები. მთლიანად ბიუჯეტის ქვეპროგრამები ზოგადად არის აღწერილი, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ძველებურად მთავარია მთლიანი ბიუჯეტი დამტკიცდეს და მერე მიეხედება ხარჯვით ნაწილს.

3. მუხლი 6.2.1 (კომუნალური ვაუჩერი – 43,0 მლნ. ლარი) – ეს პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში 5 თვის განმავლობაში დენის, წყლის და დასუფთავების გადასახადში მოსახლეობის დახმარებას, თუმცა თანხის გათვალისწინება აჯობებდა არა იმ პრინციპით, როგორითაც არის წარმოდგენილი, არამედ მერიის სამსახურებს უნდა ეზრუნათ და გაერკვიათ სოციალური მდგომარეობის მიხედვით, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა მსგავსი დახმარება. მაგ; ამ ტიპის დახმარებით სარგებლობს თითქმის ყველა, საკრებულოს წევრი, მერიის ხელმძღვანელობა და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც არ საჭიროებს ამ ტიპის დახმარებას. ალბათ ქალაქის მოსახლეობის 25–30% მაინც გადამწყვეტ შეღავათს ამ ტიპის დახმარებით ვერ გრძნობს. კარგი იქნებოდა, თუ მერიის შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ და ვაუჩერის განაწილებას მოახდენენ სოციალური პირობების შესაბამისად. ამის საფუძველზე სავარაუდოდ 14–15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება და ამ თანხით კიდევ უფრო მეტი შეღავათი მიეცემა სოციალურად შეჭირვებულ ფენას.

4. მუხლი 6.2.11 (ტრანსპორტით უფასო და შეღავათიანი ტარიფით მომსახურება – 55,9 მლნ. ლარი) – შეღავათები კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რატომ ხდება ამ ხარჯის ყოველწლიური ზრდა, როგორ ხდება ტექნიკურად საშეღავათო ბარათების გაცემა და რომელი სამსახური აწარმოებს ამ კუთხით მოსახლეობასთან ურთიერთობას და კონტროლს, ასევე გასარკვევია ვის სახელზე წერს მოქალაქე განცხადებას, ვინ ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეს და არსებობს თუ არა შეღავათებით მოსარგებლე მოქალაქეთა ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. ბიუჯეტის წარმდგენ პირს აქვს თუ არა ინფორმაცია სატრანსპორტო კომპანიის მთლიანი შემოსავლების რა პროცენტს შეადგენს წლების განმავლობაში ამ სახით გაწეული ხარჯები. თანადაფინანსების ხარჯი არის მზარდი. წლების მიხედვით იმატებს თუ არა სატრანსპორტო კომპანიის არასუფსიდირებადი შემოსავლები და თუ იმატებს, რამდენი პროცენტით ან რა პროპორციით. ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ. თქვენთანაც ხომ არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ან მსგავსი სამსახური, როგორიც იყო „თბილსერვისის ჯგუფი“? ასევე, რომელი სამსახური აწარმოებს ყოველდღიურ კონტროლს შეღავათების მქონე მოსახლეობის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებაზე. ამ მომსახურებას საქართველოს ბანკთან ერთად ახორციელებს "მს+".

5. მუხლი 6.2.18 (სოციალური დახმარების ღონისძიებები რაიონებში – 8,870 მლნ. ლარი) არ არსებობს რაიმე მარეგულირებელი წესი, რითაც ხელმძღვანელობენ რაიონული გამგეობები ამ თანხების განკარგვის დროს.

6. მუხლი 6.2.20 (წყალმომარაგების მოწესრიგება რაიონებში – 9.2 მლნ. ლარი) ქვეპროგრამის აღწერაში ნათქვამია, რომ ამ თანხის განაწილების და გახარჯვის პირობებს დაადგენს თბილისის მთავრობა. რა კრიტერიუმით მოხდა 9.2 მლნ. ლარის დაანგარიშება. არის თუ არა ზუსტად ჩამოყალიბებული პირობები და შერჩეული ადგილები, სადაც უნდა განხორციელდეს ეს სამუშაოები. რატომ არის ქვეპროგრამაში საუბარი, რომ განკარგვის წესი ჩამოყალიბდება ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ თბილისის მთავრობის მიერ, ან რატომ არ ახლავს ქვეპროგრამას ჩამონათვალი ტერიტორიების, სოფლების, სადაც უნდა განხორციელდეს სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რატომ ხარჯავს მერია ამხელა თანხებს, როცა "GWP", ისედაც აქვს მთელი თბილისის მოსახლეობის წყალმომარაგების უზრუნველყოფის ვალდებულება.

7. მუხლი 4.7.1 (თბილისის ბიუჯეტის და მერიის სააღრიცხვო მოდელის შექმნა. მ/ წ 0,650 ათ ლარი, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტის პროექტით – 1 მლნ.ლარი) ტენდერი უკვე ჩატარებულია, რა აუცილებლობა იყო და ვინ არის გამარჯვებული კომპანია.

ამ და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტი უკან წაიღო და განაცხადა, რომ საკრებულომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს შეუქმნა საფრთხე.

თბილისის მერის მოადგილის პაპუნა პეტრიაშვილის თქმით, დედაქალაქის მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის შეცვლას მაინც არ აპირებს.

"ცვლილებები ბიუჯეტში არ იქნება, ცვლილებები შეიძლება იყოს ბიუჯეტის იმ 1-2%-ის ფარგლებში, რაზეც გუშინ იყო საკრებულოში დავა, მაგრამ ეს არის იმდენად უმნიშვნელო, რომ ბიუჯეტის მიღება-არმიღების საფუძველი არ უნდა გახდეს. როდესაც 800-მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 7-8 მილიონზეა საუბარი, ეს არც ერთ ქვეყანაში ბიუჯეტის ჩაგდების წინაპირობა არ არის", _ აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს შეიძენსოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია 467 754 ლარად ბორბლიან ექსკავატორს და ერთ ერთეულს JCB 4CX-ზე თავსებადი დამატებითი მოწყობილობას _ მულჩერს შეიძენს. გამოცხადებული ტენდერის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია _ შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“ მონაწილეობდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტს შესყიდვის სავარაუდოდ ღირებულებად 519 30000 ლარი ქონდა დასახელებული, მაგრამ საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შპს-მ უფრო ნაკლები თანხა დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელშეკრულება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს “ თეგეტა კონსტრაქსშენ ექვიფმენთ“-ს შორის არ არის ... ...
  • ოზურგეთში საახალწლო გარე განათებისთვის და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯებაუკვე ცნობილია, რომ საახალწლო ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში განსათავსებელი საახალწლო გარე განათებისთვის  და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებისთვის 25 045 ლარი დაიხარჯება. ჩატარებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში წერია, რომ “დანდიმ“ სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულება შესთავაზა (აღსანიშნავია, რომ ის კონკურენტის გარეშე მონაწილეობდა ტენდერში და სწორედ ის ფასი დადო, რამდენი მერიას ჰქონდა შეთავაზებული). “სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობისა და სათადარიგო ნაწილების (საახალწლო გარე განათებების შესყიდვა. შესყიდვისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში (NAT200017478) სატენდერო წინადადების ყველაზე დაბალი ღირებულებით, 25 045 ლარით, სატენდერო წინადადება წარმოდგენილია შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ. შ.პ.ს. „დანდი“-ს (ს/კ 401951991) მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან“, _ წერია ოქმში. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ 25 045 ლარად იყიდის მანათობელ სტრინგს, მანათობელ მილს, ნაძვის ხის სტრინგს, ადაპტორს (მილის დამაერთებელი „შტეკერი“), საიზოლაციო ლენტს, სამაგრ „ჟგუტს“ _ „ტაისებს'', სახვევ მავთულს, პროჟექტორს, გარე განათების სტრინგს ნათურებით, ხელოვნური ნაძვის ხის ტოტებს და ელექტრო ... ...
  • საახალწლოდ განწყობისთვის ლანჩხუთში 20 000 ლარი დაიხარჯებასაახალწლო აქსესურებსა და ქალაქის მორთულობაზე ლანჩხუთში ამ ეტაპზე 20 000 ლარი დაიხარჯება. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ელექტრონული ტენდერი არ დასრულებულა. ვინ მოემსახურება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს და ვინ მოიგებს ტენდერს ეს რამდენიმე დღეში გახდება ... ...
  • მოირთვება თუ არა ჩოხატაურის ქუჩები საახალწლოდტრადიციულად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრში ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწლოდ მორთვა იგეგმება, ამ ეტაპზე უცნობია თუ რა თანხა არის გამოყოფილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. “მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა. იგეგმება ნაძვის ხისა და ქუჩების საახალწოდ მორთვა, თუმცა, ეს მოხდება შეზღუდული რესურსებით", _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იამზე ... ...
  • შსს-ს ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა- პროკურატურის განცხადება2020 წლის 28 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც ერთი ადამიანის გარდაცვალება და 4 პირის სხეულის დაზიანება გამოიწვია. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მოდელის ავტომანქანა, რომელსაც  ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ. მართავდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთთან  გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 234-ე კმ-ზე, შეეჯახა გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ „ფორდ ტრანზიტ"-ის მარკის  მიკროავტობუსს, რის შემდგომაც შეჯახების ინერციით მიკროავტობუსი შეეჯახა გზაზე მოძრავ სატვირთო ავტომანქანას. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად „ფორდ ტრანზიტის" მძღოლი შ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს მიკროავტობუსის მგზავრმა ნ.ჯ.-მ, „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლმა ა.დ.-მ და მისმა არასრულწლოვანმა მგზავრებმა ზ.დ.-მ და გ.დ.-მ.  დაშავებულები ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობის გამო,  მკურნალობას  საავადმყოფოში განაგრძობენ. გამოძიების დაწყებისთანავე, სიმთვრალე-სიფხიზლეზე გადაუდებლად შემოწმდა „ტოიოტა ჰაილუქსი"-ს მძღოლი ა.დ, რომელიც აღმოჩნდა ფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, გამოძიების მიერ მისგან ნიმუშის სახით აღებული იქნა სისხლი, რაზეც დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები, ასევე  ავტოტექნიკური და ავტოსაგზაო ექსპერტიზები,  ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მძაღოლის ბრალეულობის დასადგენად. ასევე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...