ნოდარ სანდუხაძე სარევიზიო კომისიის დასკვნას არ იცნობს


პოლიტიკა

ნოდარ სანდუხაძე სარევიზიო კომისიის დასკვნას არ იცნობს

19 იან. 2014, 10:57:47

ნოდარ სანდუხაძე აღნიშნავს, რომ განცხადებაში დაწერილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია გამგეობისთვის არავის მიუწოდებია, რის გამოც გამგეობას არ შეუძლია საკუთარი არგუმენტაციის წარმოდგენა.

"არც ერთი ამ თითქოსდა დარღვევის შესახებ, რომელზეც ქავთარაძემ ისაუბრა, ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია. შესაბამისად, შეპასუხებისა და ჩვენი არგუმენტაციის წარმოდგენის საშუალება არ გვქონია. ქავთარაძის შიშით ცხვარი არავის არ გაუწყვეტია და რამდენადაც არ უნდა უნდოდეს მას, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ბინის ქირის გადახდას გაჭირვებული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის. ასევე გავაგრძელებთ სხვა პროექტების განხორციელებას", – განაცხადა ნოდარ სადუხაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის მიერ შემოწმებული იქნა გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2012 წლის ფინანსური საქმიანობა, რის შედეგადაც გამოვლინდა კონკრეტული დარღვევები.

1. 2012 წელს გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინის ქირის სახით 83 მოქალაქეზე გადახდილი იქნა 152 970ლარის ოდენობის კომპენსაცია. ეს თანხა გამოყოფილი იყო დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებელი ფართით უზრუველყოფის მიზნით (ბინის ქირის ასანაზღაურებელი კომპენსაცია). თუმცა 43 მოქალაქეზე გაცემული 82 470 ლარის კომპენსაცია კანონთან შესაბამისობაში არ არის, ანუ შესაბამისად გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ 2012 წელს სოციალური დაცვის ხარჯების მუხლიდან ეს თანხები კანონდარღვევით არის გაცემული.
2. სპორტული მოედნების კოორდინატორების წახალისებისთვის გახარულია 31 500 ლარი. აღსანიშნავია, რომ სპორტული მოედნების კოორდინატორებთან არ არის გაფორმებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, კოორდინატორებს რაიმე ვალდებულებები არ უფიქსირდებათ.
3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში გამგეობასა და ამხანაგობებს შორის ხელშეკრულების დადების მომენტში სამუშაოების შესრულება დამთავრებული იყო, რაც დასტურდება მიღება–ჩაბარების აქტით. ასევე დადგენილების გამოტანის მომენტში ამხანაგობების მიერ ბანკში უკვე შეტანილი იყო ავანსის სახით გადასახდელი თანხა, ხელშეკრულებებზე თარიღები არის გადაკეთებული. არსებობდა გამგეობის მიერ გამოცემული დადგენილებების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, რაც გამგეობის მხრიდან უგულებელყოფილია. ასევე არის შემთხვევები, როდესაც მიღება–ჩაბარების აქტი და ხელშეკრულებები საერთოდ არ არის დათარიღებული, შესაბამისად, შეუძლებელია დადგინდეს მოხდა თუ არა შესრულებული სამუშაოების ჩაბარება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.
4. გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ვაკე–საბურთალოს რაიონში, სადარბაზოებში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟებისთვის ხელშეკრულებები გაფორმებულია მხოლოდ ერთ მომსახურე ორგანიზაციასთან, შპს „თბილისი გრუპთან".
5. გლდანი–ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამით მონაწილეობის ფარგლებში სამუშაოების შემსრულებელ ორგანიზაციებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 3632.17 ლარი.
6. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამის ფარგლებში ლიფტების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის ქ. თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2009 წელს გააფორმა მრავალწლიანი ხელშეკრულება შპს "იავირთან" და ეს ხელშეკრულება მოიცავდა 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს. ხელშეკრულება 2012 წლისათვის გადაცემული იქნა მესამე პირებზე ტერიტორიული ერთეულების მიხედვით და მათ შორის გლდანი–ნაძალადევის რაიონზე. პროგრამის შესრულებისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან სახსრების მოზიდვის მიზნით ფინანსთა მინისტრის მოადგილის, პაპუნა პეტრიაშვილის მიერ 2012 წლის 6 თებერვალს დაშვებული იქნა ნებართვა ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან უპროცენტო სესხის გაცემაზე. ამ გადაწყვეტილებით საბიუჯეტო სახსრების სესხად გაცემის შემთხვევაში უკონტროლოდ რჩებოდა ამ სახსრების ადგილობრივ ბიუჯეტში დაბრუნების საკითხი, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ 2012 წლის თებერვალში მოხდა თბილისის რაიონების გამგეობების დაშლა უფრო მრავალ ერთეულებად და სესხების დაბრუნებაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ფაქტობრივად აღარ რჩებოდა.
აღნიშნულ სესხებზე კონტროლი რომ არ არის განხორციელებული ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გლდანი–ნაძალადების რიაონის გამგეობის მიერ 2012 წელს ზემოთხსენებულ პროგრამის ფარგლებში 72 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაზე სესხის სახით 4 წლის ვადით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაცემული დავალიანების ნაცვლად დაფარული იქნა მხოლოდ 10 655 ლარი, ანუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ პირველ წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილი იქნა 86 266 ლარით ნაკლები.

კომისიის გადაწყვეტილებით ეს საკითხი ქალაქის მასშტაბით დამატებით შემოწმებას მოითხოვს, რის გამოც შემოწმების შედეგები გადაეგზავნება სამართალდამცავ უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....