"საარჩევნო გარემო ყველა პარტიისთვის უნდა იყოს თანაბარუნარიანი და ობიექტური"

პოლიტიკა

"საარჩევნო გარემო ყველა პარტიისთვის უნდა იყოს თანაბარუნარიანი და ობიექტური"

2014 იან 22 10:33:14

"ამ ათი პარტიის მიზანია შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და შეიქმნას ისეთი სააჩევნო გარემო, რომელიც უკეთ გამოხატავს ელექტორატის ინტერესებს. იმისთვის, რომ დემოკრატიის პროცესი იყოს ბუნებრივი, საჭიროა ობიექტური საარჩევნო გარემო. ხელისუფლების დღევანდელი დამოკიდებულება კოდექსთან მიმართებაში ქმნის სურათს, რომ მათ არ გააჩნიათ პოტენციალი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების კონსოლიდაციისთვის. საარჩევნო გარემო ყველა პარტიისთვის უნდა იყოს თანაბარუნარიანი და ობიექტური. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა წინა ხელისუფლებისადმი და გვქონდა იმედი, რომ ახალი მთავრობა აღმოფხვრიდა მანკიერ მხარეებს, მაგრამ ვხედავთ, რომ არც არაფერი შეცვლილა. თუ არ მოხდა ცვლილებები, ქვეყანა კიდევ უფრო მეტ ჩიხში შევა".
პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია ითხოვს ცვლილებებს, რომელიც სწორედ საარჩევნო კოდექსზე და გარემოზე გადის. მისი თქმით, საარჩევნო ბარიერი არც ერთი კონკრეტული კანდიდატის რეიტინგზე არ უნდა იყოს მორგებული. მაჭავარიანის განცხადებით, ახალ პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ საშუალება მივიდნენ ამომრჩევლამდე და გააცნონ პრიორიტეტები.
"საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობოების რეკომენდაციებში ორი მნიშვნელოვანი საკითხია ხაზგასმული, ეს არის მცირე პარტიების განვითარება და არსებობა პოლიტიკურ ველზე და მეორე საკითხია გენდერული ბალანსი, რასაც მთავრობა არ იღებს მხედველობაში. თუკი ვინმეს ოდესმე გაუგია, რომ ეს არის მათი ინტერესის სფერო, ეს არის ბლეფი".
"ქალთა პარტიის" განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უაღრესად მნიშვნელოვანია და ამიტომ, უნდა განხორციელდეს ის ცვლილებები, რომელიც ჯანსაღ საარჩევნო გარემოს შექმნის, სხვანაირად მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისევ ორი ხელოვნურად გაძლიერებული ძალა იქნება გამოკვეთილი, სხვა პარტიები კი იძულებულნი იქნებიან დატოვონ პოლიტიკური ასპარეზი.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...