"2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი"

პოლიტიკა

"2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი"

2017 მარ 31 10:04:32

2017 წლის 28 მარტი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი, როდესაც ევროპამ საქართველოს მოსახლეობას გაუღო კარი, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება კიდევ ერთხელ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი შედეგის მიღწევაში.

„დღეს ჩვენ აღარ გვჭირდება სპეციალური ნებართვა იმისთვის, რომ ვიმოგზაუროთ ევროპის ქვეყნებში. 28 მარტს, ორი დღით, ახალგაზრდებთან ერთად, გახლდით ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრებში და მინდა ხაზი გავუსვა მათი თვალით დანახულ პერსპექტივას. მათი თვალით დანახული ეს შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს გაეხსნა 28 მარტიდან არის სულ სხვანაირი, ძალიან საინტერესო, გაცილებით უფრო მდიდარი.

მიხარია, რომ გვყავს ასეთი ახალგაზრდობა. ჩვენს დელეგაციაში იყვნენ სტუდენტები, ახალგაზრდები, დამწყები მეწარმეები, ე.წ. „სტარტაპერები“, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეები საქართველოს განვითარების, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ეს შესაძლებლობა მათთვის არის განუყოფელი ნაწილი იმ პერსპექტივების განხორციელებისა, რაც აქვთ ჩაფიქრებული,“ - აღნიშნა პრემიერმა.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში ააიპ-ები საახალწლოდ თანამშრომლებზე ჯილდოს გასცემენ13 დეკემბრის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ააიპ-ების 2019 წლის შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ცალ-ცალკე წარმოადგინა 25 ააიპ-ის ბიუჯეტის ფორმირებული ვარიანტი. საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ააიპ-ებმა თანამშრომლებზე გასაცემ მცირეოდენ საახალწლო ჯილდოს მოუყარეს თავი, რაზეც საკრებულოდან თანხმობა ითხოვეს. რიგგარეშე სხდომის ბოლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წელს გაწეული საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა, სადაც დასწრებაზე საკრებულოს ოპოზიციამ უარი თქვა. ნუგზარ ჯამბურიამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ... ...
  • წვიმა,თოვლი და ქარი-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია ... ...
  • სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.   შპს „თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ  6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს,  2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 177 750 ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს „თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა. ... ...
  • შემოქმედსა და ნაგომარში სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართებაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 21 დეკემბერს და  სოფელ ნაგომარში 24 დეკემბერს სადღესასწაულო ბაზრობა გაიმართება. გამოფენა-გაყიდვა გამორჩეული იქნება მისი მრავალფეროვნებით. ერთმანეთისგან განსხვავებული მეწარმეების ერთობლიობა შექმნის საინტერესო და უნიკალურ სავაჭრო სივრცეს, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე სტუმრებისთვის. ბაზრობაზე, წარმოდგენილი იქნება სოფელში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა - აქსესუარები, საკონდიტრო ნაწარმი, სასურსათო პროდუქცია, ალკოჰოლური სასმელები, ჩაი, ჩირი, და სხვა. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უშუალოდ მეწარმეებისგან და ფერმერებისგან შეიძინონ. აღსანიშნავია, რომ გურიაში ე.წ „იარმარკებს“ მნიშვნელოვანი წილი ეჭირა, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო მარიამობის ბაზრობა ნაგომარში, რომელიც მამია გურიელმა დაარსა და ტრადიცია უკვე ორასი წლისაა. ხოლო, სოფელ შემოქმედში ყოველი წლის 20 სექტემბერს ღმრთისმშობლობის ღამეს დიდი ბაზრობა იმართება, რომლის შემდეგ მრევლი ეკლესიაში მიდიოდნენ. ღონისძიება“ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მისი პარტნიორი სკოლების ინიციატივით ... ...
  • სემეკმა სს „თელასი“ დააჯარიმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“ ბოლო ორ კვირაში მეორედ დააჯარიმა. კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5 000 ლარით, ამჯერადაც  სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაჯარიმდა.  დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მომხმარებლის ინფორმირების გარეშე ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტა. კერძოდ, სემეკს განცხადებით მიმართა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრმა“, სადაც მიუთითა, რომ ქ. თბილისში მდებარე 3 ობიექტზე უწყდებოდა ელექტროენერგია ისე, რომ არ ხდებოდა მისი ინფორმირება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე არც წინასწარ და არც წყვეტის შემდეგ. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მომხმარებელმა რამდენჯერმე მიმართა სს „თელასს“ ცხელი ხაზის მეშვეობით და მოითხოვა წყვეტების შესახებ ინფორმაციის გამოგზავნა კონკრეტულ სატელეფონო ნომრებზე. თუმცა, კომპანიის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა არ შესრულდა. გარდა ამისა, საკითხის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ სს „თელასს“ წყვეტების შესახებ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია ასახული სემეკის ელექტრონულ ჟურნალში, რაც წარმოადგენს რეგულაციების შეუსრულებლობას.  სს „თელასს“ დარღვევების აღმოსაფხვრელად 1-თვიანი ვადა განესაზღვრა. კომისიის გადაწყვეტილებით, მსგავსი დარღვევის განმეორების შემთხვევაში კომპანია დაჯარიმდება 15 000 ლარით. (R)  ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...