"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხმა თბილისის მერობის კანდიდატს მისცა

პოლიტიკა

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხმა თბილისის მერობის კანდიდატს მისცა

15 ივნ. 2014, 13:08:45



 ახალი ამბები
  • ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო"-ს დირექტორი და ექიმი დააკავესთბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ,,თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის ზაფხულში მოქალაქე ნ.ც.-მ შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, კლინიკა - შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ს მიმართა, სადაც მას კონსულტაცია ექიმმა ვ.ყ.-მ გაუწია. პაციენტი- ნ.ც. და მისი ოჯახის წევრები დაარწმუნა, რომ პაციენტისათვის ჩატარებული გამოკვლევის შედეგები იტალიაში გადააგზავნეს და მათი რეკომენდაციით უნდა ჩატარებულიყო ქირურგიული ოპერაცია, რომელსაც ასევე იტალიიდან მოწვეული ექიმები გააკეთებდნენ. თუმცა, აღნიშნული ოპერაცია , შპს ,,თბილისის ცენტრალურ საავადმყოფო“-ში 2018 წლის 18 სექტემბერს ექიმმა ვ.ყ.-მ თავად გაუკეთა პაციენტს, ისე რომ მას არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი სპეციალობით ,,ორთოპედია-ტრავმატოლოგია“, ასევე მან ოპერაციაზე დაიხმარა მ.ხ. რომელსაც ასევე არ გააჩნდა სახელმწიფო და/ან დროებითი სერტიფიკატი არც ერთ სპეციალობაში და იგი საავადმყოფოში ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ოპერაციის შემდეგ ნ.ც.-ს ტკივილები განუახლდა, რის გამოც პაციენტმა აღნიშნულ საავადმყოფოს ისევ მიმართა. ვ.ყ-მ დაიყოლია პაციენტი და მისი ოჯახის წევრები განმეორებითი ოპერაციის ჩატარებაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს იტალიელი სპეციალისტების რეკომენდაცია იყო და რომ ოპერაციას იტალიიდან მოწვეული ექიმები თავად ჩაატარებდნენ. ნ.ც.-ს განმეორებითი ოპერაცია 2018 წლის 10 დეკემბერს გაუკეთდა და ისევე როგორც პირველი ოპერაცია იტალიელი სპეციალისტების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ვ.ყ.-მ და მ.ხ-მ ჩაატარეს. ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პაციენტისთვის ჩატარებული ორივე ოპერაციის დროს კლინიკას გ.ლ. ხელმძღვანელობდა, რომელმაც ჯეროვნად არ შეასრულა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა. ნ.ც.-ს მიმართ დაგეგმილ ოპერაციას, მის მიმდინარეობას, ექიმების შესაბამისი ლიცენზიის არსებობის კონტროლის საკითხს, ასევე პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მოეკიდა დაუდევრად. ვ.ყ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 246-ე მუხლის I ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეეხება მ.ხ.-ს, იმის გათვალისწინებით, რომ მას საქართველოს ტერიტორია დატოვა და უარს აცხადებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, მის მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება სისხლის სამართლის კოდექსის 246-ე მუხლის I ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს“,_ აცხადებენ ... ...
  • "ესაა ბიზნესის დაშინება"- შალვა ალავერდაშვილი პანდემიის მძიმე შედეგებზე საუბრობს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში, მაშინ როცა პანდემიის პირობებში ბიზნესი გაკოტრებულია, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯარიმებია დაწესებული.  „ჩვენ ხომ ყველაფერში „მოწინავეები“ ვართ, მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ აქვს ამხელა ჯარიმები, როგორც საქართველოს, მაშინ, როცა ბიზნესის გაკოტრებულია, რამოდენიმე ბიზნესმენმა გადაწყვიტა ვალი აიღოს და გახსნას ობიექტი, ამისთვის გაიარეს საჭირო პროცედურები და აიღეს ლიცენზია. ამ ლიცენზიის მიღების შემდეგ ისევ მიადგნენ ამ ხალხს და თავისივე შემოწმებული ობიექტები იგივე პირობებით დააჯარიმეს, რაზეც თვითონ ჰქონდათ გაცემული ლიცენზია. ესაა ბიზნესის დაშინება და ბევრმა ადამიანმა  გადაწყვიტა აღარ გახსნას ობიექტი“,_ განაცხადა ალავერდაშვილმა. ალავერდაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო ამოქმედებული წესების დარღვევისთვის სულ  31 რესტორანი, 3 სასტუმრო და 2 ივენთია  დააჯარიმებული. სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებლის განცხადებით, ერთმა რესტორანმა ძალიან კარგ შემთხვევაში 10 000 ლარის მოსაგებად 4 თვე უნდა იმუშაოს.  მან ასევე აღნიშნა, რომ თუ  2021 წლის ივნისამდე არ მოხდა სესხების გადავადება და შეთანხმება კონკრეტულ ობიექტებთან, ძალიან რთული იქნება სესხების  გადახდა და მით უმეტეს, აღსრულების გახორციელება ამ სესხების ... ...
  • ამომრჩეველთა მოსყიდვის და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტები- ISFED-ის ანგარიში 4 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო. ISFED-ის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 8 ფაქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოფიციალურად დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ 4, „ლელო საქართველოსთვის” მიერ 1, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ - 2 შემთხვევა; თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ - 1; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევები 5 მუნიციპალიტეტში; სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 5; ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 2; სოციალური დამხარების გაცემისას, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის 2; „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე ზეწოლის 1; პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 1 და ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 1; პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის პროცესში  დაბრკოლების შექმნის 1 ფაქტი. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ტენდენციის სახით გამოკვეთილი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. „სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშში, მსგავსი 8 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ცაგერში, ამბროლაურსა და ონში ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვა  მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის სახელით, რომელიც ოფიციალურად დასახელდა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატებად შესაბამის ოლქში. ამომრჩევლის სავარაუდოდ მოსყიდვის ნიშნები, ასევე, გამოვლინდა ოპოზიციური პარტიების  „ლელო საქართველოსთვის” და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობაშიც, რომლებმაც  სოციალური დახმარების აქციები განახორციელეს, კერძოდ: „ლელო საქართველოსთვის”  სოფელ გლდანში არსებულ მოხუცთა პანსიონატს  დაეხმარა, ხოლო - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელვაჩაურის მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ორ ოჯახს სურსათი გადასცა. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში შეიმჩნევა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა გათავისუფლება, რაც, სავარაუდოდ, უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიის უფრო ეფექტიანად წარმართვის მიზანს და, ამ პროცესში, მერის წარმომადგენელთა ჩართულობას. „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებმა, მსგავსი ფაქტები  ზუგდიდში, მარტვილში, ტყიბულსა და ჭიათურაში დააფიქსირეს. მარნეულში „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი აქტიური წევრის ოჯახში, მარნეულის პოლიციის მიერ ჩაატარებული ჩხრეკისას, პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ იყო ნარკოტიკის ჩადების მცდელობა. ფაქტის ამსახველი ვიდეო „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელმა გაავრცელა. აგრეთვე, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენლები, „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლებთან აღნიშნავენ მათ აქტივისტებზე განხორციელებულ ზეწოლა/მუქარის ფაქტებს, რის გამოც უჭირთ პოლიტიკური აქტივობა და წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა. კასპში, სამოქალაქო აქტივისტზე განხორციელდა ზეწოლა, “ჰაიდერბეგცემენტის’’ წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიისას, ეს მმართველ პარტიაზე უარყოფითად აისახებოდა. სავარაუდოდ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები გამოვლინდა საჩხერესა და ლაგოდეხში. მათ შორის, აღსანიშნავია, 8 ივლისს, სამუშაო საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შეკრება „ქართული ოცნების” ოფისში, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ პარტიული ინსტრუქციის მისაღებად, თუ როგორ უნდა იმუშაონ, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, „ქართული ოცნების” სასარგებლოდ. ხაშურში, ერთ-ერთი ოჯახი მუნიციპალიტეტისგან დახმარებაზე უარს პოლიტიკურ ნიშნით დისკრიმინაციას უკავშირებს, რადგან ოჯახი მმართველი პარტიის მხარდამჭერი არ არის. ასევე, ხელვაჩაურში, მერის წარმომადგენელმა სოფელ ერგეში, ხანდაზმულ მოქალაქეს, პანდემიის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემაზე უარი განუცხადა და დახმარების მისაღებად „ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაამისამართა, რადგან ოჯახი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერად მოიაზრება. საგარეჯოში „სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელზე განხორციელდა ზეწოლა მმართველი პარტიის მხრიდან, კერძოდ, მიანიშნეს, რომ მიმდინარე წინასაარჩევნო მონიტორინგისას, „მშვიდად იყოს და ბევრი არ იაქტიუროს”. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია. რეკომენდაციები: ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად; მაჟორიტარობის ოფიციალურად დასახელებულმა კანდიდატებმა თავი შეიკავონ სოციალური დახმარების უშუალოდ გადაცემისგან, რათა არ დაარღვიონ კანონმდებლობის მოთხოვნები და არ შექმნან ამომრჩევლის მოსყიდვის, მის ნებაზე გავლენის განცდა; ქველმოქმედების განხორციელებისას, პოლიტიკურმა სუბიექტებმა დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ; პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან; პროკურატურამ სათანადო, სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, მარნეულში, ნარკოტიკების სავარაუდო ჩადების ფაქტთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩეს ეჭვები ფაქტის პოლიტიკური სარჩულის შესახებ; ხელისუფლებამ როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე არ განახორციელოს აქტივისტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებსა და ოპოზიციურად განწობილ მოქალაქეებზე ზეწოლა/მუქარა ან/და მათ მიმართ დისკრიმინაცია, არ დაუშვას სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება; ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და გამორიცხონ ამ პროცესში მოქალაქეთა დისკრიმინაცია პოლიტიკური შეხედულებების ან/და პარტიული კუთვნილების საფუძველზე; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, საქმიანობისას უნდა იხელმძღვანელონ ნეიტრალიტეტის პრინციპით, დაუშვებელია სოფლებში მერის წარმომადგენელთა პარტიული საარჩევნო მიზნით გამოყენება და პოლიტიკურად მოტივირებული საკადრო გადაადგილებები. რელიგიურ ორგანიზაციებს რელიგიურმა ორგანიზაციებმა, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ.  ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ამ ... ...
  • ბაჩალიაშვილის მამა: შსს-ში შეხვედრის აზრი? ისევ ზღაპრებს ჰყვებიან გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და საგამოიძიებო პროცესში ამერიკული მხარის ჩართულობას ითხოვს. ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შეიკრიბნენ გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვის მოთხოვნით. ოჯახის თქმით, საელჩო მათ დახმარებას დაჰპირდა. როგორც ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ „ფორმულასთან“ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრებს აზრი არ აქვს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრის აზრი? წავალთ, ისევ თავის ზღაპრებს ჰყვებიან. ხვალ კომპიუტერი უნდა გაიხსნას, მანქანა... რატომ მოხდა ლადო ბაჭულაშვილის შვებულებაში გაშვება? რატომ გაიხსნა კომპიუტერი? (გზის) გადაკვეთიდან  უცბად გამოჩნდა მანქანა... იმედი აღარ მაქვს და იმიტომ ვითხოვ, რომ ფედერალურმა ბიურომ გამოიძიოს საქმე. იმათ ვენდობი და ამათ არ ვენდობი, ესენი არიან მსახიობები“, - განაცხადა ბაჩალიაშვილმა. შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი ... ...
  • „ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ცოცხალია“ - ილია ფილფანს 18 დღეა, უშედეგოდ ეძებენმესტიაში დაკარგული მოზარდის, ილია ფილფანის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა სოფელ ლენჯერში, მურთაზ გულედანმა განუცხადა,  სამძებრო ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. „მოზარდს მე-18 დღეა,  უშედეგოდ  ეძებენ. ოჯახს იმედი აქვს, რომ ბავშვი ცოცხალია“,- ამბობს  გულედანი. მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მესტიის გარდა, ასევე, ანაკლიაში, ქობულეთსა და ურეკშიც მიმდინარეობს და მასში ჩართულია 80-მდე მაშველი. ცნობისთვის, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ   ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...