თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ლანჩხუთში

პოლიტიკა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ლანჩხუთში

2014 ივლ 14 14:30:38

ლანჩხუთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს გამგებლობის კანდიდატები, "ქართული ოცნებიდან" ზაზა ურუშაძე და "პატრიოტთა ალიანსიდან" ბორის ჭყონია უპირისპირდებოდნენ, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა, ასევე კანდიდატებსა და მათ მომხრეებს შორის ურთიერთდაპირისპირებისა, შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

ლანჩხუთის #61 საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივნის თამარ ბისიეშვილის თქმით, საღამოს 7 საათისთვის მხოლოდ ერთი საჩივარი იყო შესული და ისიც დილის საათებში.

_ ჩვენი მხოლოდ ერთი საჩივარით მოგვმართეს დილის 10 საათსა და 45 წუთზე. საჩივარში აღნიშნულია, რომ #01 "აგარაკის" უბანზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებს ფოტოს გადაღების საშუალება არ მისცეს. ეს პრობლემა აღმოფხვრილია, სხვა საჩივრით ჯერ ჩვენთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, _ გვითხრა მდივანმა.

ამომრჩეველთა აქტივობა დილის 10 საათისთვის საკმაოდ მაღალი იყო და ის 29 918 ამომრჩევლიდან 3 363 შეადგენდა. 1 საათისთვის, ამომრჩეველთ 25 პროცენტმა მისცა ხმა. უბნებზე სულ 75 07 ამომრჩეველი გამოცხადდა. ხოლო 7 საღამოს საათისთვის, 12, 538-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა.

დილიდან, ლანჩხუთის საარჩევნო უბნების წინ, "გურია ნიუსმა" რამდენიმე ადამიანი სიებით ხელში შენიშნა, რომლებიც, როგორც გვითხრეს, "ქართული ოცნების" კოორდინატორები იყვნენ და თავიანთ ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე გამოცხადებას აფიქსირებდნენ.

კოორდინატორებმა "გურია ნიუსთან" სახელისა და გვარების გამჟღავნებისგან თავი შეიკავეს. აქვე გამოქქვეყნებული ფოტოები კი, ლანჩხუთის გამგეობის წინ, პარკში და ასევე # 37 უბანზეა გადაღებული.

აღნიშნულთან ფაქტი წარმოადგენს თუ არა რაიმე სახის დარღვევას, ამასთან დაკავშირებით ლანჩხუთის #61 საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ნაკაიძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ სიები, სრომელშიც აღნიშნულია მათი მომხრეები, არანაირი დარღვევა არ არის. არ წარმოადგენს პრობლემას, ვის რა მუშაობის რა სტილი აქვს შერჩეული, ეს ჩვენი საქმე არ არის, მთავარია არ იყოს კანონით აკრძალული. დღეს აგიტაციის უფლება აქვს ყველას, ამის აკრძალვა არ არსებობს, გარდა საარჩევნო კენჭისყრის შენობისა.

ყველა სუბიექტს შეუძლია ჰქონდეს სიები, აიღოს მეორე პარტიის წარმომადგენლებმა და შეამოწმოს, რა პრობლემაა, კოორდინატორები მოტირალი ქალებივით იქნებიან დამსხდრები თუ მგალობელი კაცებივით, ამის შეზღუდვა ჩვენ აბსურდად მიგვაჩნია. ამომრჩეველი გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი მოტირალს თუ მომღიმარს.

_ ბატონო ზვიად, გვქონდა ინფორმაცია, რომ კოორდინატორი ამომრჩეველს შეჰყვა ხმის მიმცემ კაბინაში...

ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, შემოსული ამომრჩეველი კოორდინატორია, უბნის უფროსია თუ უბრალოდ ამომრჩეველი. თუ ამომრჩეველი მოითხოვს, შემყვეს კაბინაშიო და მას მისი კონსტიტუციური უფლება ფარულობასთან დაკავშირებით ფეხებზე ჰკიდია, ეს მისი გადასაწყვეტია. ის, რომ ვინაა კოორდინატორი, კაპიტანი თუ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ეს იციან მისი პარტიის წარმომადგენლებმა, დამკვირვებლებმა, ჩვენ ამის ცოდნა არ გვევალება.

ლანჩხუთის #61 ოლქში შემავალი, სოფელ აცანის #08 საარჩევნო უბანთან ინციდენტი მოხდა: "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატის ბორის ჭყონიას და "ქართული ოცნების" გამგებლობის კანდიდატის ზაზა ურუშაძის მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ დაპირისპირება მოხდა.

ასევე, "გურია ნიუსს" "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აცანის #8 უბანზე დაფიქსირდა ორი დარღვევა _ გადასატანი ყუთი მიიტანეს ორ ადამიანთან, რომელთაც პირადობის მოწმობები არ აღმოაჩნდათ სახლში. როცა იკითხეს, სად გაქვთო, უპასუხეს, რომ "ქართული ოცნების" კომისიის წევრმა წაიღო და უკან არ დაუბრუნებიაო.

აღნიშნული ინფორმაციები ჩვენთან საუბრისას კატეგორიულად უარყვეს #61 საარჩევნო საოლქო კომისიაშიც.

"ამ ეტაპზე არც ჩვენთან და არც აცანის საარჩევნო უბანზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება", _ გვითხრა #61 საარჩევნო საოლქო კომისიის მდივანმა თამარ ბისიეშვილმა.

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აცანის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ თედორაძეს, რომელიც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გამგებლობის კანდიდატს ბორის ჭყონიას უჭერს მხარს. სწორედ დილით აცანაში მომხდარ ინციდენტში ფიგურირებს დეპუტატი ემზარ თედორაძე. თუმცა, თავად თედორაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაციები არ დაადასტურა.

ემზარ თედორაძე: _ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი არ მომხდარა, მოსდევს ყველა არჩევნებს ასეთი ფაქტები. მოხდა პატარა ინციდენტი, იყო შეხლა-შემოხლა, ნასვამები თუ იყვნენ, ვერ გეტყვით. ვინ იყო მოსული სიმართლე გითხრათ არ ვიცნობ, სახელი და გვარები არ ვიცი, ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა, ჩვენ მოვუწოდეთ სიმშვიდისაკენ და ისინიც წავიდნენ თავის გზაზე. რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, კომისიის წევრს ჰქონდა წაღებული 8 პირადობა.

_ ვინ არის კომისიის წევრი?

_ არა, ვერ გეტყვით, მაინც აცანელი კაცია, ჩემი სოფლელია და არ მინდა, რა... გამიგეთ, ალბათ, რასაც გეუბნებით. ისე სხვათა შორის, "ოცნებიდანაა".

"გურია ნიუსი" დაუკავშირდა აცანის #08 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ია ჯიჯიეშვილს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციები კატეგორიულად უარყო.

"ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. რაში გვჭირდება ჩვენ პირადობის მოწმობები? ეს გამორიცხულია."




 ახალი ამბები
  • საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში„საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში” _ასე ქვია კონფერენციას, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა. კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებსა და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემას წარმოადგენს. „ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა“,_ განაცხადა  პავლიაშვილმა. კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ნიადაგის ნაყოფიერების ეფექტიანი მართვის, ნიადაგის დაცვისა და მიწის ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების თანამედროვე მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრეს. კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ. ... ...
  • ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში სამორინესთან30 წლამდე მამაკაცმა, სამორინეს დაცვის წევრი სცემა. შემთხვევა რუსთავში,  მეგობრობის გამზირზე, ღამით მოხდა. დაშავებული  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. პირი, რომელმაც სამორინეს დაცვის თანამშრომელი სცემა ... ...
  • თბილისში 2-მა პირმა 24 ბინა გაქურდაშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი:1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დიდ დიღომში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტომანქანა და ნაქურდალი ნივთები. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ-მ და ა.ტ.-მ, ბოლო სამი თვის განმავლობაში, თბილისის სხვადასხვა უბანში 24 ბინა გაქურდეს, მოპარული ნივთების ნაწილს კი თავიანთ საცხოვრებელ სახლებში ინახავდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ... ...
  • ხანძარი თბილისში-ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდათბილისში დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • თეთრიწყაროს მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა ქ-მ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს