რომან ბიწაძე: "ამას თუ გაბედავდნენ, არ მეგონა!"

პოლიტიკა

რომან ბიწაძე: "ამას თუ გაბედავდნენ, არ მეგონა!"

2014 ივლ 29 03:54:11

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, ცნობილი გახდა კომისიებისა და ფრაქციების ახალი თავმჯდომარეებისა და წევრების ვინაობა. ყველაზე დიდი ვნებათაღელვა საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევას მოჰყვა _ აქ ორი კანდიდატი დაუპირისპირდა ერთმანეთს: რომან ბიწაძე "ქართული ოცნებიდან" და გიორგი გოგუაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".

ფარულ კენჭისყრამდე მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის კანდიდატურას მხარს "ქართული ოცნების" წევრებიც უჭერდნენ. ეს ხმის დათვლის პროცედურის დროს დადასტურდა, როდესაც მან 13 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა კი _ 16 ხმა. ასე რომ, სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე რომან ბიწაძე გახდა. ეს ფაქტი მაშინვე გააპროტესტა გიორგი გოგუაძემ და სხდომათა დარბაზი დატოვა: "ჩრდილოეთ კორეაში გამოაცხადეს, რომ ისინი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ფეხბურთში. არ მეგონა, ჩრდილოეთ კორეა თუ იქნებოდა ლანჩხუთი", _ განაცხადა გოგუაძემ დარბაზის დატოვების შემდეგ.

გოგუაძის თანაგუნდელმა კახა ასკურავამ სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გაავრცელა: "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თანამდებობათა 100% -დან 100-ვე "ქართულმა ოცნებამ" დაიკავა. აქ არაფერია გასაკვირი, რომ არა ერთი გარემოება _ ნუ გამოდიხარ და ნუ მიმტკიცებ ყელმოღერებული, რომ არა "ქართული ოცნება", საქართველოში დემოკრატია სულს ღაფავდა, რომ დღე და ღამე ხალხზე ზრუნვაში ათენ-აღამებ... და მთავარი, ამ თითქმის ორი წლის განმავლობაში, ჯერჯერობით, მხოლოდ პრემიების, ფეშენებელური ავტომობილების, სკამების გადანაწილების და ლაპარაკის მეტი ვერაფერი ვნახეთ".

_ ჩემთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კოალიციის რამდენიმე წევრი გოგუაძის მხარდაჭერას აპირებდა, მაგრამ ამას თუ გაბედავდნენ, არ მეგონა, _ თქვა რომან ბიწაძემ.

ამის შემდეგ საკრებულოს სხდომა მშვიდ გარემოში წარიმართა _ დანარჩენი კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებს კონკურენტები არ ჰყავდათ.

საკრებულომ ალექსანდრე სარიშვილი ერთხმად აირჩია საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ; სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე გახდა; საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას ბესიკ ტაბიძე უხელმძღვანელებს; ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩახვაძე იქნება.

კომისიის თავმჯდომარეების არჩევის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეების და წევრების ვინაობა გახდა ცნობილი: "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო": თავმჯდომარე _ კახა ურუშაძე, მოადგილე _ თეიმურაზ მარშანიშვილი; მდივანი _ ია ჩხაიძე; წევრები _ ბესიკ ტაბიძე, ალექსანდრე სარიშვილი, გიორგი ხელაძე, დავით ჩხარტიშვილი, ელენე ნაჭყებია, თეიმურაზ ალექსაია; "ქართული ოცნება" – "კონსერვატორები": თავმჯდომარე _ ალექსანდრე მახათაძე, წევრები _ იოსებ სარჯველაძე, გელა კილაძე; "დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი": თავმჯდომარე _ ემზარ თევდორაძე; წევრები _ დარეჯან ბურჭულაძე, ომარ გოგიჩაიშვილი; "თავისუფალი-დემოკრატები": თავმჯდომარე _ ელგუჯა ჩხაიძე, წევრები _ გიორგი ჩახვაძე; ელისო ჭიჭინაძე; "მაჟორიტარები": თავმჯდომარე _ ჯუმბერ ბლაგიძე; წევრები _ ევგენი ჩიჩუა, გიორგი მორჩილაძე.

ჩვენი ინფორმაციით, საკრებულოში ფრაქციის შექმნას აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.




 ახალი ამბები
  • "ლელო საქართველოსთვის“ ოზურგეთში ოფისი გახსნადღეს პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ლელო საქართველოსთვის" ოზურგეთში ოფისი გახსნა. ,,ლელო პირდაპირ კავშირშია გურიასთან. ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე შეკრული გუნდი. ჩვენ შევძლებთ სიღატაკის დაძლევას, უამრავ სამუშაო ადგილის შექმნას. ახლა ვნახე ადამიანი, რომელსაც ყავს ათსულიანი ოჯახი. ოჯახიდან 9 წასულია საზღვარგარეთ. ასეთ რამეზე ძალიან უნდა გავბრაზდეთ. ასეთი რამ უნდა აღმოვფხვრათ ჩვენს ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიქმნია უამრავი სამუშაო ადგილი. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიზიდოთ კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრაზე გააჟღერეს, რომ 6 თვეში “ლელო საქართველოსთვის“ ყველა რაიონულ ცენტრში ექნებათ ოფისები. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას  კახა სიორიძე ... ...
  • საქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს აფრთხილებსსაქართველოს საელჩო კორეაში მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „კორეის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. ბოლო პერიოდში, კერძოდ გასული ორი დღის განმავლობაში, ადგილსამყოფელი ქვეყანაში საგრძნობლად მოიმატა კორონა ვირუსით (COVID-19) დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვმა. შესაბამისად, კორეის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ა.წ. 23 თებერვალს, შექმნილ ვითარებას მიანიჭა სიფრთხილის უმაღლესი დონე. ქალაქი დეგუ (Daegu) და გეონგბუკის პროვინცია (Gyeongbuk Province) გამოცხადდა სპეციალურ დაკვირვების ზონებად, რაც გულისხმობს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას, მგზავრობისგან თავის შეკავებას და განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, ამ რეგიონებისთვის განკუთვნილი უსაფრთხოების ზომების დაცვას. ყოველივე ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ, სასწავლო, ტურისტული, საქმიანი და სამედიცინო მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს: გაითვალისწინონ და დაემორჩილონ ადგილსამყოფელი ქვეყნის მიერ მიღებულ რეკომენდაციებს; თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან; დაიცვან უსაფრთხოების და ჰიგიენის ზომები. კორონავირუსთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე: კორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი: http://ncov.mohw.go.kr/en/ http://www.cdc.go.kr/ http://www.cdc.go.kr/contents.es?mid=a30103000000 ცხელი ხაზი: 1339 ქ. სეულის მერია: http://www.seoul.go.kr/main/index.jsp http://www.swsgc.co.kr/ ტურიზმის ეროვნული სააგენტო: https://english.visitkorea.or.kr/enu/AKR/FU_EN_15.jsp… საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: საელჩო: 02 792-7118 საკონსულო სამსახური: 010 5103-1703“ – წერია ... ...
  • არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსში იარაღი იპოვესარჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ კორპუსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. როგორც შსს-ში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იპოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა. "პირველადი გამოძიებით რაც დასტურდება, პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით", - განუცხადეს "რუსთავი 2-ს" შსს-ში. ... ...
  • პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა მემორიალს უდგამენქობულეთში მემორიალს უდგამენ პედაგოგს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 11 ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს. მარინა კონცელიძე 2017 წლიდან საბავშვო ბაღში მუშაობდა. 2019 წლის 5 აპრილს უბედური შემთხვევა მოხდა: მასწავლბელს ბავშვები ჰყავდა ეზოში გაყვანილი, რა დროსაც ბაღთან მყოფი ავტომობილი დაგორდა და სააღმზრდელო დაწესებულებისკენ დაიძრა. დაგორებული მანქანა საბავშო ბაღის ჭიშკარს დაეჯახა. მარინა კონცელიძე ბავშვებს გადაეფარა და ისინი საფრთხეს განარიდა. შემთხვევის შედეგად მარინა კონცელიძე სასიკვდილოდ დაზიანდა და რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქობულეთის მერიამ მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, მარინა კონცელიძეს მემორიალი გაუხსნას. მემორიალი ციხისძირის საბავშვო ბაღის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება. ... ...
  • მცირეწლოვანი ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდამცირეწლოვანი ბავშვი ბორჯომში მეორე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ  ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დაშავებული ბორჯომის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მას ბავშვს კომპიუტერული კვევა უტარდება. ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...