მიხეილ სააკაშვილი: "ივანიშვილმა თავადვე დაიჯერა თავისი ჭორები"

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: "ივანიშვილმა თავადვე დაიჯერა თავისი ჭორები"

2014 აგვ 15 01:53:22
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის თანხები, რაზეც პროკურატურა ედავება პირადი ინტერესებისთვის არ დაუხარჯავს:
"ლაპარაკი იყო იმაზე პერუში რატომ წავიდაო. გგონიათ მე მეხალისებოდა პერუში წასვლა? პერუში ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომელმაც კონგრესში განაცხადა, რომ უნდა აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. პერუს მხრიდან აღიარება ჩვენზე იქნებოდა მძიმე დარტყმა. ჩავედი პერუში რამდენიმე გადაჯდომით. 
შემდეგ დამპატიჟეს კულტურულ ღონისძიებაზე, სადაც იყვნენ პერუს დეპუტატები, ჟურნალისტები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. რატომ უნდა გვეთქვა უარი? ისიც გამოაქვეყნეს ამ სამარცხვინოებმა, რომ რამდენიმე საგარეო ჩინოვნიკს იმ ქვეყნებში, სადაც იყო რისკი აღიარების, ჩვენ გადავეცით ფასიანი საჩუქრები. და რომ არ გადაგვეცა და კიდევ 20 ქვეყანა დამატებოდა ამაში, რა იქნებოდა ვხვდებით. მე არ მაქვს კორუმპირებული შემოსავლები. ივანიშვილს თვითონ აქვს მოყოლილი, რომ 100 მილიონი შევთავაზეო და უარი მითხრა, ნახეთ როგორი კორუმპირებულიაო. მე არ ვარ კორუმპირებული. ჩემი ოჯახი ცხოვრობს იქ, სადაც ცხოვრობდა პრეზიდენტობისას. მე არაფერი მომმატებია, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდა 11-ჯერ"
, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ეთერში საუბრისას.
სააკაშვილის განმარტებით ამ ბრალის წაყენება იმიტომ გადაწყვიტეს, რომ წინა ორი ბრალი, ყველამ არასერიოზულად აღიქვა და პოლიტიკურ დევნად შეაფასა:
"ამდენი წელი, როცა ივანიშვილი იძახდა, რომ 19 მილიარდი წაიღო სააკაშვილმაო. ივანიშვილი არა მარტო იძახდა, თავადვე დაიჯერა თავისი ჭორები. ამ 19 მილიარდის შემდეგ იმის თქმა, რომ 9 წელიწადში 8 მილიონი სააკაშვილმა წაიღო, ეს ბრალი კიდევ უფრო სასაცილოა", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 



 ახალი ამბები
  • რა ცვლილება შევიდა სამტრედიის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატები პირბადეებითა და ხელთათმანებით იყვნენ, დაცული იყო ასევე ერთმეტრიანი დისტანცია. სამი დეპუტატი კენჭისყრაში ონლაინ ღებულობდა მონაწილეობას. 31 მარტის საკრებულომ მხარი დაუჭირა ააიპებში შიდა მუხლობრივ ცვლილებებსა და სამტრედიის ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას. საკრებულოს დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამაში ცვლილების შეტანა იყო. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების თანხა, 250 ლარი, გარდა უპატრონო და იძულებით გადაადგილებული პირებისა, 2020 წლის 31 მარტიდან გადაეცემათ ასევე მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დღეს, თანხმობა მისცა უკურნებელი სენით, მეოთხე და მესამე სტადიის მქონე ონკოლოგიური პაციენტებისთვის ერთჯერადად 150 ლარის ... ...
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...
  • თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა (R)თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში. აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...