საკრებულოს სხდომა, რომელზეც დაზოგილი თანხები ბენზინში "გადაქაჩეს" და ერთი საგაზეთო სტატიაც განიხილეს

პოლიტიკა

საკრებულოს სხდომა, რომელზეც დაზოგილი თანხები ბენზინში "გადაქაჩეს" და ერთი საგაზეთო სტატიაც განიხილეს

7 ოქტ. 2011, 00:23:58

4 ოქტომბერს გაიმართა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა გახსნა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხზე _ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის #49 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე ლია ქათამიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ "აუცილებლობიდან გამომდინარე, 600 ლარით უნდა გაიზარდოს გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა. შესაბამისად კი, 10 600 ლარით უნდა შემცირდეს სოციალური პრობლემების მქონე 18 წლამდე მოზარდების კეთილდღეობის გაუმჯობესების პროგრამა.

2011 წლის ბიუჯეტში წარმოიქმნა ეკონომია, კერძოდ, მიმდინარე რემონტის ხარჯებიდან _ 1 800 ლარი, სატელეფონო ბარათების შეძენის ხარჯიდან _ 760 ლარი, ხარჯებიდან ბუნებრივ აირზე _ 1 240 ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებიდან _ 2 580 ლარი, სულ _ 6380 ლარი დაიზოგა და იგი გადატანილი იქნას საწვავის შესაძენად. დადგინდა, რომ საპრემიო მუხლი გაიზარდოს 700 ლარით, ბეჭდვითი მედიისა და სატელევიზიო ეთერით სარგებლობის ხარჯი _ 870 ლარით," _ თქვა ქათამიძემ.

როგორც ვხედავთ, საკრებულო სოციალური პრობლემის მქონე მოზარდების კეთილდღეობის გაუმჯობესების პროგრამას ამცირებს და სამაგიეროდ, ზრდის საწვავის შეძენის და საპრემიო მუხლს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე დაინტერესდა, როდის და რომელმა კომისიებმა განიხილეს ეს საკითხები, როცა მე ვარ ორი კომისიის წევრი და ერთხელაც არავის არ მივუწვევივარო. ალეკო მამეშვილის ნათქვამს, ახლა თქვენს საუბარს ვერ მოვუსმენო, ლელა ნაცვალაძემ შეაგება: - სიმართლეს რომ ვლაპარაკობ, თქვენი ტყუილების ფონზე არ მოგწონთო.

_ ტყუილები თქვენკენ მოიკითხეთო, _ არ შეარჩინა მამეშვილმაც. თუმცა, არც ნაცვალაძემ დაიხია უკან: _ ცოტა წესიერად ილაპარაკე, მალე გაჩვენებთ, რამდენი ტყუილები გაქვთ ნათქვამიო.

როგორც სხდომაზე ითქვა, მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელფასო ფონდში შემდეგი სახის ცვლილებები გატარდა: ზედამხედველობის სამსახურს დაემატა 3 საშტატო ერთეული, რასაც წლის ბოლომდე ესაჭიროება 4 900 ლარი.

შემცირება _ მომატებების ნუსხაში იკითხება, რომ გამგეობის ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების ხარჯი 500 ლარით უნდა გაიზარდოს, სამივლინებო ხარჯი კი _ 700 ლარით. გამგეობის საპრემიო ფონდს უნდა დაემატოს 5200 ლარი.

საერთოდ, ეს შემცირება-მომატებები ბიუჯეტში, სერიოზულ ეჭვს ბადებს და მოკვლევის საგანია.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ, ამირან გირკელიძემ ისაუბრა, რაც, ძირითადად, შეეხებოდა სახანძრო სამსახურის დაზღვევის ხარჯებში დარჩენილი 400 ლარის საწვავის ხარჯში გადატანას, ასევე ოფისის ოთახების რემონტის 700 ლარიდან დარჩენილი 300 ლარის საწვავის ხარჯში გადატანას, სამხედრო სამსახურის სატრანსპორტო მომსახურების ხარჯის 1000 ლარით გაზრდას, სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის მასალების შესყიდვის გეგმაში დახერხილი ხის მასალის ღირებულების 1510 ლარით გაზრდას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრის ილია ვაშაყმაძის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის შესახებ პეტრე სალუქვაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ვაშაყმაძეს თემურ ქინქლაძე ჩაენაცვლება.

სხდომაზე პეტრე სალუქვაძისგან მოისმინეს რამდენიმე სოფლის _ ოზურგეთის, ბოხვაურის და ჭანიეთის თემის ტერიტორიაზე ქუჩების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუმერაციის შესახებ, რასაც ერთობლივად უყარეს კენჭი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ თამაზ სალუქვაძემ ისაუბრა და ამასთან ერთად, ზოგიერთი დეპუტატის კითხვასაც უპასუხა: რამდენად არის შესაძლებელი ეკონომიკის სამინისტროსთვის განკუთვნილი შენობების პრივატიზებაში ჩართვა, რადგან ასეთი არაერთი შენობაა სოფლებში, რომლებიც ინგრევა და ხალხს ხელს არავინ აკიდებინებს.

დღის წესრიგის ბოლო, მეთერთმეტე საკითხზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირის ქორეოგრაფიული ანსამბლ "გურიას" წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ისაუბრა ირინა საჯაიამ. საბოლოოდ კი, წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ამ საკითხსაც ერთობლივად უყარეს კენჭი.

მიილია რა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, საკრებულოს წევრმა "ქრისტიან-დემოკრატმა" კახა ღლონტმა, განცხადების გაკეთების ნებართვა ითხოვა, რაზეც ალეკო მამეშვილმა თანხმობა განუცხადა.

_ მე მინდა ვთქვა, რომ ეს ყველას გვეხება, რასაც ახლა ვიტყვი. ერთი კვირის წინ გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნდა წერილი, სადაც შემოქმედის მიტროპოლიტი მეუფე იოსები აუგად არის მოხსენიებული. ჩემი განცხადება მიმართულია გია ყრუაშვილის მიმართ, რომელიც ბრალს სდებს მეუფეს, თითქოს, ის 100 000-დოლარიანი ჯიპით დადის, რეზიდენციის გვერდით აშენებს რესტორანს და შემოქმედის მამათა მონასტერში ხშირად არის გამართული ტაშფანდურა. ჩემი წინადადებაა, მოვიწვიოთ საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც არსებობს საკრებულოსთან, მეუფის წარმომადგენელიც მოვიდეს და მივაწოდოთ წერილი ამ გაზეთს, ხალხს.

მართალია, კახა ღლონტს საკრებულოს დეპუტატებმა ყურადღებით მოუსმინეს, თუმცა, დუმილი მხოლოდ ერთმა მათგანმა დაარღვია:

_ უმჯობესი ის იქნებოდა, მრევლს გაეკეთებინა განცხადება სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და არა საკრებულოში რომელიმე პარტიის წარმომადგენელს, _ თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა.

კახა ღლონტის გამოსვლა საკრებულოს სხდომაზე




 ახალი ამბები
  • გურიაში ეროვნული პარკი დაარსდებაგურიაში ეროვნული პარკი დაარსდება. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. „გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), შვედეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, იწყებს პროექტს გურიის ეროვნული პარკის დაარსებისთვის. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად, ამ ეტაპისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ახალი პროექტი მიზნად ისახავს გურიის ტყის ლანდშაფტებში არსებული გამოწვევების, კერძოდ ადამიანის ზემოქმედებით მიღებული ზიანის შეჩერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემის შენარჩუნებას, როგორც ადგილობრივი, ასევე ფართო საზოგადოების კეთილდღეობისთვის. გურიის ეროვნული პარკის შექმნა ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების მოზიდვას დაცულ ტერიტორიებზე, ადგილობრივ მოსახლეობას კი დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს. გურიაში შენარჩუნებული უძველესი ტყეები და სავარგულები აღიარებულია ეკორეგიონის ბიომრავალფეროვნების ძირითად არეალად (KBA). ამავდროულად, ეს ლანდშაფტები „კავკასიის ეკორეგიონის კონსერვაციის გეგმის (ECP)” ნაწილია. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) წლებია თანამშრომლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და დიდი წვლილი შეაქვს დაცული ტერიტორიების ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში“,_ წერია ... ...
  • დახურული ბაგა-ბაღები და აღსაზრდელთა განაწყენებული მშობლები1 მარტიდან საბავშვო ბაგა- ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა. მათთვის  გაიცა განსაკუთრებული რეკომენდაციები, რომლის დაცვა, როგორც პერსონალს, ასევე, მშობელს და ბავშვსაც მოუწევს. ამის მიუხედავად არსებობენ ბაღის აღსაზრდელები, რომლებიც 1 მარტს მაინც სახლში დარჩნენ. თბილისის მასშტაბით, 8 საბავშვო ბაღმა ვერ მოახერხა სწავლის განახლება, რადგან პერსონალს კორონა ვირუსი დაუდასტურდა. „სწავლის პროცესის დაწყებამდე წინასწარ გაიტესტა პერსონალი. თბილისი მასშტაბით 8 ბაღში გამოვლინდა ინფიცირების შემთხვევები და ეს ბაღები არ გახსნილა.  პერსონალის საიზოლაციო 12-დღიანი  ვადა რომ გავა, შემდეგ შეძლებს ბაღები სრულად ფუნქციონირებას. პერსონალი ორ კვირაში ერთხელ გაივლიან ტესტირებას, რაც მუდმივი პროცესი იქნება“, _  განმარტა ჩვენთან საუბრისას ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა. აღსაზრდელების მშობლებს იმ პერიოდში, როცა ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო  პროცესი შეჩერებული  იყო ურიგდებოდათ არამალფუჭებადი, დაფასოებული პროდუქცია, რომელიც ამ ეტაპზე დახურული ბაღების შემთხვევაში, აღარ დაურიგდებათ. როგორც ბაგა-ბაღების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, თითო ბაღის დონეზე ვერ გადაწყდება  პროდუქტების გაცემის პროექტი, რადგან ბაღის კვება და პროდუქტების პაკეტის გაცემა სხვადასხვა  პრინციპით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ბაგა-ბაღები პროდუქტებს აღარ გასცემს. ჩვენ დაგვიკავშირდა თბილისის ერთ-ერთი ბაღის აღსაზრდელის მშობელი. მისი თქმით, ბაღში დაფიქსირდა კორონავირუსი და არ განუახლებია სწავლის პროცესი, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს მისი  5 წლის შვილზე. „ბავშვს აქვს დეპრესია, არის საშინლად განერვიულებული. უნდა ბავშვებთან კონტაქტი, თამაში. მე და მამამისი ვცდილობთ ვეთამაშოთ, მაგრამ ბავშვებთან თამაშის დროს ივსება. ჩამორჩენაზე აღარაფერს ვამბობ. ბაღის ყოველდღიურობა და რეჟიმი აკლია. მითხრეს სავარაუდოდ, ორ კვირაში აღდგება სწავლა ჩვენს ბაღში. რა საჭირო იყო ერთი ადამიანის გამო ბაღის მთლიანად დახურვა, ვერ ვხვდები“, _ გვითხრა აღელვებულმა მშობელმა. სპეციალისტების განმარტებით, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილია, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდეს იმ ბაღებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევებია გამოვლენილი. მათი თქმით, დაწესებულებებში ჩატარდება დეზინფექცია, მოსამსახურე პერსონალს ჩაუტარდება კოვიდტესტირება და ფუნქციონირებას გააგრძელებს იმ შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა და რეგულაციების ყველა სტანდარტი დაცული ... ...
  • შორიდან აქვს ნასროლიო, თავს არ მოიკლავდა - დაღუპული ჯარისკაცის დედის პირველი კომენტარი19 წლის ჯარისკაცის, ჯონი ძინძიბაძის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია და გამოძიების მუხლის შეცვლას მოითხოვს. ვაზიანის მეოთხე ბაზაზე, გაურკვეველ ვითარებაში დაღუპულ სამხედროს  სულ ცოტა ხანში გადაასვენებენ, მანამდე კი მისი ოჯახის წევრები მომხდარის იმ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ, რომლის შესახებაც თავდაცვის უწყება და გარდაცვლილის ძმა ტრაგედიის პირველივე წუთებიდან საუბრობდნენ.  "თავს ეგ არ მოიკლავდა, იმდენად ბედნიერი იყო. დამირეკა გუშინწინ, რომ ახალი გოგო გაიცნო. ანი ჰქვია, კარგი ადამიანი, წესიერი გოგოო. მინდა რომ სახლში მოვიყვანო და გაგაცნოთო, ბედნიერი იყო... ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა. ჯარიდან გამოსვლას აპირებდა და მოყვანას", - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის და.  "დაამთავრა ჯარი და ვაზიანში გადავიდა, ამდენი ხანი არ მეცალა და ახლა გავიცანი კარგი გოგო და გაგაცნობო. მიდიოდა და მოდიოდა ჭკვიანად. არაფერი დაუშავებია. შორიდან აქვს ნასროლიო..." - ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.  შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა.  წყარო: ... ...
  • ვაქცინის მოწოდების საკითხები - ჯანდაცვის მინისტრი კელი დეგნანს შეხვდაCOVID-19-ის ვაქცინის მოწოდების საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა დღეს აშშ-ს ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრისას ისაუბრა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, კელი დეგნანმა და მინისტრმა იმ ღონისძიებებზე საუბრეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინის დროულად მიღების კუთხით ახორციელებს. "მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველომ კარგად იმუშავა ინფექციის გავრცელების შემცირების კუთხით, დიდი მოცულობის ტესტირებით და სიფრთხილის ზომებით. ახლა ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ეკონომიკის გახსნის კუთხით, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა დიდ ძალისხმევას ვდებთ, რომ მივიღოთ ვაქცინა ჩვენი მოსახლეობის ასაცრელად და ყველა ქვეყანა გარკვეულ სიძნელეებს აწყდება, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა მიიღოს. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ახალი ვაქცინებიც შემოდის. სულ ახლახანს გამოჩნდა ჯონსონ-ჯონსონის ვაქცინა და იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ვაქცინის მოწოდება გახდება შესაძლებელი საქართველოსთვის, ბოსნიის, მოლდივის, უკრაინისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიანთი მოსახლეობისთვის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა მიიღონ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი ... ...
  • "ამ საქმეს ბოლომდე მივაწვები"_ თამარ ბაჩალიაშვილის დედაგაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, დღეს, 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი გამოკითხვაზე დაბარება მოწმე, მარიამ შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მასთან მიმოწერა ჰქონდა. თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შარაშენიძის და მისი შვილის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და ასევე, უცნობია არის თუ არა მათი Facebook-ზე მიმოწერის ე.წ. სქრინები ნამდვილი. "უნდათ, გამომიყვანონ მდგომარეობიდან, რომ შევეშვა ამ საქმეს. მეკითხებოდნენ, ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდაო. ახლოვდება სტრასბურგი და ბოლომდე მივაწვები ამ საქმეს",- თქვა თეონა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...