ოზურგეთის საკრებულოს ადგილმონაცვლე დეპუტატი შეემატა

პოლიტიკა

ოზურგეთის საკრებულოს ადგილმონაცვლე დეპუტატი შეემატა

6 ოქტ. 2014, 14:56:56
1 ოქტომბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ჩატარდა. დასაწყისში დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს საკრებულოს დეპუტატის "პატრიოტთა ალიანსიდან", ახლახან გარდაცვლილი  ავთანდილ  ხინთიბიძის ხსოვნას. ხინთიბიძე სოფელ მელექედურის დეპუტატი იყო. მისი ადგილმონაცვლის უფლებამოსილებით, საკრებულოში ამავე სხდომაზე შეიყვანეს  სიის მომდევნო ნომერი დავით  თენიეშვილი.

თორმეტსაკითხიან დღის წესრიგში,  მნიშვნელოვანი იყო მეორე საკითხი: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2014 წლის 13 აგვისტოს დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე, რომლის ირგვლივ  საფინანსო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა ისაუბრა. მან განმარტა, რომ შემოსავლების და გადასახდელების ნაწილი 11 000 ათასი ლარით გაიზარდა და დააკონკრეტა, რის საფუძველზე მოხდა ზრდა. მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებასთან  დაკავშირებული  ხარჯები გაიზარდა 3,0 ათასი ლარით, საცხენოსნო კლუბ "მარულას" დაფინანსება _ 6200 ლარით, წყლის ხარჯების დაფინანსება _ 4,0 ათასი ლარით, საკანცელარიო საქონლის შეძენის ხარჯები _ 5,0 ათასი ლარით, საგამომცემლო-სასტამბო მომსახურების ხარჯები _ 1,9 ათასი ლარით, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხარჯები _ 0,2 ათასი ლარით.

რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ეს შეეხო მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯებს _ 11 100 ლარით და ასევე არსებული ეკონომიის ხარჯზე შეამცირეს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ხარჯები, 15,0 ათასი ლარით, რის მეშვეობითაც დასუფთავების ღონისძიების ხარჯები ამავე რაოდენობით გაიზარდა. დეპუტატთა ნაწილმა გააპროტესტა მრავალშვილიან ოჯახთა დახმარების ხარჯებში არსებული ეკონომიის შემცირება.

_ რაც არის დარჩენილი ეკონომიის სახით, ესეც გადავუნაწილოთ მრავალშვილიან ოჯახებს, აწყენთ თუ მორჩებათ? _ იკითხა დეპუტატმა ხვიჩა წულაძემ.

საპასუხოდ გია მამაკაიშვილმა განმარტა, რომ  მრავალშვილიან  ოჯახებს ერთი თეთრი არ დააკლდებათ. ამ ნაბიჯის გადადგმით კი სანიტარულ სამსახურს პრობლემა არ შეექმნება სახელფასო მიმართულებით. მან, ასევე, ისაუბრა ბიუჯეტის გაყოფის შემდეგ წარმოქმნილ ზოგ პრობლემაზე, რასაც, მისივე თქმით,  არაერთი დაკვირვებული და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღება დასჭირდა _ ამიტომაც გვიხდება ხშირად საკრებულოს სხდომებზე ცვლილებებზე საუბარი, _ თქვა მამაკაიშვილმა. საბოლოოდ კი,  აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირეს.

შესყიდვების სამსახურის უფროსმა ამირან გირკელიძემ ასევე ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც "2014 წლის შესყიდვების გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ" დადგენილებას შეეხებოდა. მანამდე, ბიუროს სხდომაზე, ყოველივე ეს  დეტალურად განიხილეს. დეპუტატებმა სხვადასხვა ხარჯების ზრდის რიცხვში, გეგმაში შეტანილი ბიომეტრული წამკითხველის შეძენის ხარჯზეც იკითხეს, რაც 1800 ლარს შეადგენს. ამირან გირკელიძის განმარტების შემდეგ, რომ ეს წამკითხველი სამსახურში თანამშრომელთა მოსვლა-წასვლის აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო, ზოგს ღიმილი მოჰგვარა,_ "კონტროლის კაცი" ინიშნებაო. ზოგმაც წყალში გადაყრილ ფულად მიიჩნია. საბოლოოდ, ამირან გირკელიძის მიერ წარმოდგენილ განკარგულებაში ცვლილებების შეტანასაც დაუჭირეს მხარი.

ასევე, მნიშვნელოვანი იყო დღის წესრიგის მეოთხე  საკითხი: "ოზურგეთის და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების გაწევის მიზნით, საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ", რომლის ირგვლივ გამგებლის მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა ისაუბრა. კერძოდ, ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე და მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის საფუძველზე, ხელშეკრულებით თანხმდებიან ხელშეკრულების საგანზე, მომსახურების და ანგარიშსწორების  წესზე, მხარეთა პასუხისმგებლობაზე, ფორსმაჟორისა და დავის წესზე. მან განმარტა, რომ ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის გამო, ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება  არ იქნება განხილული. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ფორსმაჟორული გარემოება დადგა, ერთმა "მხარემ" დაუყოვნებლივ, წერილობით უნდა აცნობოს მეორე "მხარეს" გამომწვევი მიზეზების შესახებ, ხოლო თუ გამგზავნი არ მიიღებს მეორე "მხარისგან" წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ  აგრძელებს  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს, გამონახოს ალტერნატიული ხერხები, რომელიც დამოუკიდებელი იქნება ფორსმაჟორული გარემოებების ზეგავლენისგან.  დავის წარმოქმნის უკიდურეს შემთხვევაში კი, თუ ეს ურთიერთშეთანხმებით   არ წყდება, დავას სასამართლო განიხილავს.

რაც შეეხება მომსახურების წესს, ამ შეთანხმების შემთხვევაში ა(ა)იპ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" უზრუნველყოფს ქალაქ ოზურგეთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ცოფის კერის არსებობის შემთხვევაში, კერის ლიკვიდაციის და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვას, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას, ეპიდემიური სიტუაციის გამწვავების დროულ  გამოვლენას, მათზე სწრაფ რეაგირებას, მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობას.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი იყო, რასაც დეპუტატთა წინააღმდეგობა არ გამოუწვევია და დადგენილების მიღებას უხმაუროდ დაეთანხმნენ.

დღის წესრიგის მეხუთე საკითხზე, "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ",  ოზურგეთის საკრებულოს აგვისტოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, დიმიტრი კვერღელიძემ ისაუბრა და თან პირველი ოქტომბრის მილოცვა არ დავიწყებია "ოცნების" დეპუტატებისთვის. კვერღელიძის მილოცვა ბურჯანაძის სიით გასულმა დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ გააპროტესტა: _მარტო თქვენს თავს რომ  ულოცავთ, ჩვენ რატომ დაგვტოვეთ, თუ 2012 წლის 1 ოქტომბრამდე სად იდგა ზოგიერთი თქვენგანი, დავასახელო? _ იკითხა ნაცვალაძემ. კვერღელიძემ პასუხი იქეთ მოსთხოვა, შენ თვითონ სად წახვედი, თუ გახსოვსო.

დიმიტრი კვერღელიძემ "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ",  საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს  დადგენილებაში ცვლილების შესახებ ისაუბრა: დადგენილებაზე თანდართული რეგლამენტის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს  შეცვლილი რედაქციით, სადაც აღნიშნულია, რომ საკრებულოს წევრს ხარჯები აუნაზღაურდება საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციის სხდომებში, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის; ასევე, ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრებისთვის.  გაწეული ხარჯების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მოვალეობის შესრულების საოქმო ჩანაწერები ჩაითვლება. დაუშვებელია საკრებულოს წევრისთვის  ხარჯების ანაზღაურება პრემიის ან დანამატის სახით.

დეპუტატთა უმრავლესობამ, აღნიშნული დადგენილების გარდა, მხარი დაუჭირა  დანარჩენი ექვსი საკითხის შესახებ დადგენილებებსაც, რაც  მხოლოდ ცალკეულ ცვლილებებს შეეხებოდა.




 ახალი ამბები
  • როდის იწყება და რა ცვლილებებია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონშიგადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება.  აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით: • ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა. • ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა 10 ინდივიდიდან 5-მდე. • 2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის 15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. • ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033 ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ ბმულზე: ... ...
  • გურიაში „ქართული ოცნება” კანდიდატის ვინაობას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაასახელებსგავრცელებული ინფორმაციით,  გურიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილი პარლამენტარი და ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძე იქნება. „ქართული ოცნების“ ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანლის, დავით დარჩიას თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, ვინ იქნება დეპუტატობის კანდიდატი. „ყველაფერი თვის ბოლომდე გაირკვევა. ამ ეტაპზე პირადად ჩემთვის არაფერია ცნობილი”, - აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს დავით დარჩიამ. „გურია ნიუსის“ კითხვაზე- განიხილება თუ არა ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურა, დავით დარჩიამ გვიპასუხა: „ჩემთვის ცნობილი არ არის ვასილ ჩიგოგიძის კანდიდატურის შესახებ”. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაზუსტებულად არაფერია გადაწყვეტილი. საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება სამ ადამიანს შორის უნდა გააკეთოს.  ესენია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დავით მდინარაძე, ბიზნესმენი ზურა ჩხაიძე და ყოფილი პარლამენტარი ვასილ ჩიგოგიძე. „გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე მხოლოდ დავით მდინარაძესთან მოახერხა დაკავშირება. „დაველოდოთ ოფიციალურ გადაწყვეტილებას. როგორც  ვიცი, 15 ივლისის შემდეგ გახდება ცნობილი ვინ იქნება „ქართული ოცნებიდან“ გურიაში დეპუტატობის კანდიდატი“, - გვითხრა ... ...
  • როდის დაიწყება გომისმთაზე მიწის დარეგისტრირება„გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გომის მთის მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 15 ივლისს აღარ დაიწყება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის უფროსის,  ეკატერინე მგელაძის თქმით,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლების ჩამოსვლა დროებით გადაიდო. „საჯარო რეესტრის წარმომადგენლების ჩამოსვლის თარიღი ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ისინი შემოქმედის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდებიან. იმ პირებს, რომლებსაც სურთ გომისმთაზე საკუთარი მიწის დარეგისტრირება, პირველ რიგში, რეესტრს განცხადებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც, რეესტრის წარმომადგენლები მათ ყველა საჭირო დოკუმენტების მოძიებაში დაეხმარებიან, რათა ოფიციალურად გახდნენ საკუთარი  მიწის მფლობელები დაბა გომისთაზე", _ გვითხრა ეკატერინე ... ...
  • ორი შვილი საშიში დაავადების ერთი და იმავე სიმპტომებით _ პატარებს ჩვენი დახმარება სჭირდებათქეთევან მურმანიძე და მურმან სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში ცხოვრობენ. ახალგაზრდა წყვილს ორი გოგონა ჰყავთ _ 11 თვის მარიამი და 2 კვირის ანა. მიუხედავად მცირე ასაკისა, პატარებს უკვე უწევთ ძალიან საშიშ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლა. მარიამის და ანას მშობლები „გურია ნიუსთან“ თავიანთი გასაჭირის შესახებ სასაუბროდ მოვიდნენ. უნდათ, რომ დაწვრილებით მოგვიყვნენ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც მარიამის დაბადების პირველსავე დღეებში გამოვლინდა და იგივე განმეორდა ანას შემთხვევაშიც. „სიცოცხლის პირველსავე დღეებში მარიამს კუჭ-ნაწლავის პრობლემები შეექმნა. ადგილზე პედიატრმა გვირჩია, რომ წაგვეყვანა ქუთაისში. დედის რძეს ხელოვნურად ვაძლევდით და ჩავთვალეთ, რომ პრობლემა იმან წარმოშვა. ქუთაისის საავადმყოფოში ვიწექით ცოტა ხანი, სადაც ბავშვს ძლიერ ანტიბიოტიკს უკეთებდნენ. როცა ვიკითხე, რატომ უკეთდებოდა ჩემს შვილს ძლიერი ანტიბიოტიკი, მითხრეს, რომ ბავშვის მოწამვლა დედის პრობლემებმა გამოიწვია, რადგან ონკოლოგიური პრობლემები მქონდა. ქუთაისიდან, თითქოს, გამოჯანმრთელებულები წამოვედით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ დაგვეწყო იგივე პრობლემები, უკვე _ გამწვავებულად. ბავშვს დაეწყო კრუნჩხვითი მოვლენები. წავედით იაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც გვითხრეს, რომ ბავშვი ჯანმრთელია, ავადობის ვერავითარი ნიშანი ვერ აღმოაჩინეს და ეს მდგომარეობა საკვებით გამოწვეულ ინტოქსიკაციას მიაწერეს, თუმცა, მარიამს დედის რძეს უკვე აღარ ვაძლევდით და ისეთ საკვებზე გვყავდა, რომელსაც, წესით, პრობლემა, რომელიც ბავშვს ჰქონდა (დიარეა და ღებინება), აღარ უნდა ჰქონოდა. გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვს ჰქონდა ცილის აუტანლობა და საკვებში გამოვრიცხეთ ცილის შემცველობა. გამოგვწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ამის შემდეგ კრუნჩხვითი მოვლენები გახშირდა და ისევ შევბრუნდით საავადმყოფოში. ისეთი ხანმოკლე იყო ეს კრუნჩხვითი მოვლენები, დაფიქსირებაც ვერ შევძელით. იაშვილის სახელობის კლინიკაში კარგა ხანს ვიწექით. გამოიკვლიეს ბავშვი, თავზეც გადაგვიღეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს შეიძლება ეპილეფსია ყოფილიყო, თუმცა, არ დადგინდა _ მითხრეს, რომ ამ მხრივ მარიამი ჯანმრთელი იყო. უკვე 3 თვის მარიამს დაუდგინდა სტაფილოკოკი. დავიწყეთ ამაზეც მკურნალობა. საავადმყოფოში ყოფნისას ბავშვს, კისრის უკანა მხარეში გაუჩნდა სიწითლე, რომელიც წამებში გაქრა. ისე სწრაფად მოხდა ეს, რომ ექიმს რომ დავუძახეთ, სანამ მოვიდა, სიწითლე აღარ იყო. ვუმკურნალეთ სტაფილოკოკზე და გამოგვწერეს. არც წამალი დაგვინიშნეს, რადგან ამბობდნენ, რომ ბავშვი იყო ჯანმრთელი, მაგრამ სახლში ეს გამონაყარები თუ სიწითლეები მოემატა. მივედით ისევ საავადმყოფოში. პედიატრებმა მითხრეს, რომ საჭირო იყო ალერგოლოგის ჩარევა და ბიძინა კულუმბეგოვთან ჩავეწერეთ მიღებაზე. იქედან წამოვედით ატოპიური დერმატიტის დიაგნოზით. დაგვენიშნა პრეპარატები და მკაცრი დიეტა. მაგრამ მკურნალობის მომენტში უკეთესობის ნაცვლად, მდგომარეობა გართულდა, ამას თან დაერთო ბავშვის უმადობაც _ წონაში მატების ნაცვლად, იკლებდა. ჩავრთეთ კვების ექიმიც. იმედს მაძლევდნენ, რომ ეს მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდებოდა. ამის შემდეგ სხვა ექიმსაც მივმართეთ, რომელმაც მითხრა, რომ მარიამის სიმპტომები ურთულეს, ძალიან ვერაგ დაავადებაზე მიუთითებდნენ _ მას ეჭვი ჰქონდა გალაქტოზომიაზე. ეჭვის გამოსარიცხად შემომთავაზა გამოკვლევა, რომელიც 6 000 ლარი ღირს. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთს გადავხედეთ _ ამხელა თანხას სად და როგორ ვიშოვიდით?! შემდეგ უფრო იაფფასიანი გამოკვლევა ჩაუტარდა. როგორც მითხრეს, ანალიზი იგზავნებოდა გერმანიაში და პასუხი 2 კვირაში გვექნებოდა. ისე ცუდად ვიყავი, რა ჭირდა, რა გაუკეთდა ჩემს შვილს, ესეც არ ვიცოდი, _ გვეუბნება დედა, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ ამ დროს უკვე 9 თვის ფეხმძიმე იყო და მეორე შვილი უნდა გაეჩინა, რომელსაც, დიდი იყო რისკი, რომ დაავადება, რომელიც პირველ შვილს ჰქონდა, აღმოჩენოდა. _ მითხრეს, რომ ეს იყო გენეტიკური დაავადება, რომელიც მომდევნო შვილებშიც იჩენდა თავს, თუ გავაჩენდი. ჩვენ ირგვლივ არავინაა, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს და ვერ ვხვდებით, საიდან უნდა ჰქონოდათ ბავშვებს. მივიღეთ პასუხი _ დადასტურდა გალაქტოზომია, მაგრამ გადავრჩით, რომ რთულ ფორმაში არ აქვს. თუმცა, გამონაყარი მატულობს და ხანგრძლივდება ბავშვის კანზე. კავშირი მაქვს ბიძინა კულუმბეგოვთან და ფოტოებით ვაჩვენებ, როგორი სახის გამონაყარი უჩნდება, თორემ წასვლისთვის საშუალება ვეღარ გამოვნახეთ. ერთ თვის განმავლობაში რამდენჯერმე გვიხდება ჩასვლა. დაავადების დადგენის მომენტში მე უკვე მეორე შვილი გამიჩნდა, რომელსაც ზუსტად იგივე სიმპტომები აქვს, რაც პირველ შვილს. პატარასაც იმავე ანალიზის გაკეთება სჭირდება, თუმცა, ვეღარ ვახერხებთ, _ გვეუბნება ბავშვების დედა და მედიცინის დოქტორის, ირაკლი ჯოლოხავას მიერ გაცემულ სამედიცინო-გენეტიკურ დასკვნას გვაწვდის, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გამოკვლევა, რომელიც ესაჭიროება ახალშობილს, მისი ღირებულების სიძვირის გამო, ვერ გაკეთდა: როგორც ბავშვების მშობლები გვიყვებიან, მათი ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათგან მხოლოდ ქეთევანია დასაქმებული, რომლის ხელფასიც ექიმთან თვეში რამდენჯერმე წასასვლელ გზის ხარჯსაც კი ვერ ანაზღაურებს. მათი ოჯახის შემოსავალია, ასევე, ბებიის პენსია, რომელიც ექიმის გასამრჯელოსა თუ წამლებისთვის წინასწარ სესხის სახით აქვთ აღებული. მათივე თქმით, ოჯახის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური შემწეობის მიღების მიზნით, განცხადებაც დაწერეს, თუმცა, მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს, არადა, როგორც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამბობს, მათი შვილებისთვის თითოეული თეთრიც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, ქეთევან მურვანიძემ დახმარების თხოვნით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაალ მამალაძესაც მიმართა. იმის გასარკვევად, რა დახმარებას გაუწევს ანა და მარიამ სიხარულიძეებს მუნიციპალიტეტი, ზაალ მამალაძეს დავუკავშირდით. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტი სიხარულიძეების ოჯახს, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად დაეხმარება. თუმცა, მკურნალობა და სპეციალური კვება, რომელიც პატარა გოგონებს სჭირდებათ, გაცილებით დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, რასაც ოჯახი ჩვენი _ საზოგადოების დახმარების გარეშე ვერ შეძლებს. ანასა და მარიამის დახმარება შეუძლია ყველას, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება. ხელმოკლე ოჯახისთვის შემოწირული ყოველი ლარი მნიშნელოვანია. გოგონებისთვის ლიბერთი ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში: GE20LB0711164907961000 მიმღები: ქეთევან მურმანიძე. ტელეფონი: (551) ... ...
  • „დაყრილი იყო ნიახური, ავიღე“- რას ყვება შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი მეორე ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე "მეორე მანქანით" ფიგურირებს, ამბობს, რომ შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს კრეფდა. დავით კიპაროიძის ჩვენება Report.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა. მისი თქმით, ზუსტად იმ დროს, როდესაც გიორგი შაქარაშვილს მდევრები მისდევდნენ და კონფლიქტი გამწვავებულ ფაზაში იყო, არაგვის ხიდებთან ავტომობილით გაიარა და გზაზე დაყრილი საგნები შეამჩნია. "იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი. დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მაქნანაში. მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ. თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან" , - აცხადებს ჩვენებაში საქმის ფიგურანტი. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, თუმცა მის მგზავრობას ეს ფაქტი ვერ დაუკავშირა, რადგან გარკვეული პერიოდი იყო გასული. მოგვიანებით, როდესაც მას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ, შეძლო აღედგინა მოვლენების ქრონოლოგია. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...