"ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო..."

პოლიტიკა

"ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო..."

2011 ოქტ 18 09:50:46

"ერგნეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო..."

(რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი)

გიორგი ვოლსკი გაეროს გენერალური ანსამბლეის 59-ე სესიაზე პრეზიდენტი სააკაშვილის სამშვიდობო გეგმის ინიციატივას იხსენებს, სადაც პრეზიდენტი დაშორიშორებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენასა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებას გულისხმობდა. რომელიც 2005 წლისთვის მხარდაჭერილ იქნა ეუთოს მინისტერიალის მიერ, აღნიშნული ინიციატივა მოწონებულ იქნა შერეული საკონტროლო კომისიის მიერაც. თუმცა ექსპერტმა არ იცის რამ უბიძგა პრეზიდენტს სამშვიდობო პროცესზე საუბრიდან ძალიან მალე კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკურ ასპექტებზე ხმამაღლა ესაუბრა:

გიორგი ვოლსკის თქმით მიუხედავად დაძაბული გლობალური პოლიტიკური ვითარებისა მსოფლიოში, ლოკალურად ქვეყნის შიგნით არსებული სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემებისა ერთმანეთს დაშორიშორებული მხარეები მაინც ამჟღავნებენ ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილს:

კონფლიქტის ტრანსფორმაციის საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა რომ გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენისთვის სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტი თუ ერთადერთი არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნულ თემაზე საუბრისას გვახსენდება ქართულ-ოსური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად ცნობილი და უკვე ყოფილი - ე.წ. "ერგნეთის ბაზრობა”:

პოლიტოლოგი, თამარ კიკნაძე მიიჩნევს რომ საკითხი კოპლექსურ მიდგომასა და გადაჭრის ყველა მეთოდის მოსინჯვას მოითხოვს. ამბობს რომ საჭიროა ჩამოყალიბდეს კომპეტენტური მუშა-ჯგუფი, მეცნიერებისა და პრაქტიკოსებისგან, რომლებიც კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის შეიმუშავებს საშინაო და საგარეო ფაქტორების ღრმა ანალიზს და დასახავს ღია ან ლატენტურ ღონისძიებებს.

ფონდი ლიბერალური აკადემია თბილისის დირექტორი ქეთი ციხელაშვილის თქმით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობამ ფაქტობრივად აღიარა ის განზომილება რომელზეც მანამდე მხოლოდ ქართული მხარე საუბრობდა.

მისი თქმით პროცესები რომელიც კონფლიქტის გარშემო 2008 წლამდე ვითარდებოდა მოიცავდა დასავლეთის ჩართულობასაც თუმცა მათ პოლიტიკურ აქტივობას არასაკმარისად მიიჩნევს. ამბობს რომ დასავლეთმა არა მარტო კავკასიაში არამედ ბალკანეთშიც კი დააგვინეს თავიანთი ჩართულობა რათა პროცესები კონფლიქტებამდე არ მისულიყო. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ კი მართალია რეაქცია იყო სწრაფი თუმცა მისი თქმით მთავარი მიზანი ეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა იყო.

მართალია პიტერ სემნების ინიციატივა არ მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ თუ რას წარმოადგენდა პრინციპი დასავლეთის ჩართულობა არ აღიარების შესახებ თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა ინიციატივის მახასიათებლები ძალიან წააგავდა ქართული მხარის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს:

მისი თქმით მოკლევადიან შედეგებსა და გარღვევებს კონფლიქტის ტრანსფმორაციის პირობებშიც არ უნდა ველოდოთ. ამ გზაზე რუსეთი ერთ-ერთი შემაფერხებელია ფაქტორია.

განმარტება: "ჩვენი ინსტიტუტი მუშაობს მრავალ თემაზე, ხოლო წინამდებარე მასალა წარმოადგენს მცდელობას, მოვახდინოთ აღნიშნული თემების პოპულარიზაცია, რათა მივაპყროთ საზოგადოების ყურადღება და ხელი შევუწყოთ ფართო მასებში დისკუსის წახალისებას თემებზე, რომლებიც ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანია და უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამდენად, "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" მხარდაჭერით მომზადებული ეს ანალიტიკური ვიდეო სიუჟეტები არ წარმოადგენენ ინსტიტუტის საბოლოო პროდუქტს. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობას ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს."




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ბობოყვათში - არის მსხვერპლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • „ან ბოდიში მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს ვის ემუქრები?“_ ხიდაშელი მერაბიშვილსვანო მერაბიშვილის საპატიმროდან გამოსვლას სოციალურ ქსელში  ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი. „ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონტრანტს. ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. PS ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს  ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები, ის ხელისუფლება ისევ დასამხობი, რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე “ – წერს თინა ხიდაშელი. ... ...
  • იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო იაპონიის საელჩოშისტუმართა შორისაა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, რომელიც შეხვედრაზე მიტოიოს მერიამ ... ...
  • „საქართველოს წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ"_ კრემლი კიბერშეტევაზესაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ  კიბერშეტევასთან რუსეთის კავშირზე გაკეთებულ განცხადებას რუსეთი გამოეხმაურა. „ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ  2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე. კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება. კიბერშეტევა კი მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. როგორც გამოძიებამ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერშეტევა რუსეთმა განახორციელა.   ... ...
  • ოზურგეთელ მონადირეთა ჯგუფმა, ათ დღეში სამი მგელი მოკლაოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის,  ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა. გუშინ, 19 თებერვალს,  სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია.  მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა. ჯგუფის  ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ  უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე. როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი,  გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება,  დღეს,  20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა,  მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...

სიზმრის ახსნა

ორსულობა სიზმრები ორსულობის შესახებ შეიძლება...

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...