"ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთთან გასაფორმებელ ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობა დაწყებულია"
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახალი საგარეო გამოწვევები და საფრთხეები რუსეთთან მოკავშირეობისა და პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას ქმნის.
თიბილოვი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ისეთი სახით უნდა მომზადდეს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ინტერესებს შეესაბამებოდეს.
ცნობისთვის, გასულ თვეში რუსეთმა ანალოგიური ხელშეკრულება სოჭში ოკუპირებულ აფხაზეთთან გააფორმა.