ოპოზიციის დემარში უმრავლესობის მობილიზაციის ფონზე

პოლიტიკა

ოპოზიციის დემარში უმრავლესობის მობილიზაციის ფონზე

2014 დეკ 8 18:04:57

5 დეკემბერს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, მწვავე დებატებითაც წარიმართა. ამის კონტურები ჯერ კიდევ  27 ნოემბრის საკრებულოს  ბიუროს სხდომაზე გამოიკვეთა, სადაც დღის წესრიგის რამდენიმე საკითხს მწვავე შეფასებები მოჰყვა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი ათი საკითხით კი წარსდგა დეპუტატთა წინაშე, მაგრამ მის დამტკიცებამდე მესამე საკითხად შემოტანილი _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2015-17 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის დამტკიცება, სამერმისოდ გადაიდო. ცხრასაკითხიანი დღის წესრიგის დამტკიცებამ ბეწვის ხიდზე გაიარა და მხოლოდ 16 ხმით მოახერხა უმრავლესობამ მისი გატანა.

თავიდანვე ცხადი გახდა, რამდენიმე საკითხს დიდი წინააღმდეგობა რომ შეხვდებოდა და არა მარტო ოპოზიციის მხრიდან. საბოლოოდ, გამოჩნდა, რომ "ნაციონალ"  და "პატრიოტ" დეპუტატებს, "თავისუფალი დემოკრატი", "რესპუბლიკელი" და რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატიც მხარს უჭერდა და, როგორც ჩანდა, წინასწარ "შეკრულ" უმრავლესობას მძიმე დღე დაუდგა. თუმცა, "ზემოდან" დამოძღვრილთა თავგამოდებამ, მაინც თავისი გაიტანა და ყველა საკითხი მათთვის სასარგებლოდ გადაწყდა. არადა, როგორც დეპუტატი დარეჯან ბურჭულაძე ირწმუნება, კომისიის სხდომებზე რამდენიმე კოლეგა უმრავლესობიდან ერთს ამტკიცებდა, სხდომაზე კი მეორეს აკეთებდა.

პირველივე საკითხზე გამოჩნდა დეპუტატებს შორის "ჩატეხილი ხიდი". უკვე დეფიციტურად გამოცხადებულ 2014 წლის ბიუჯეტში ხარჯების ზრდამ ოპოზიცია აალაპარაკა. მართალია, მუნიციპალიტეტის მთავარმა ფინანსისტმა როლანდ ლაშხიამ განაცხადა, 80 ათასი ლარის მოთხოვნილებას მხოლოდ 14 ათასი ლარის საბიუჯეტო მატებით ვაკმაყოფილებთო, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი ოპონენტთა დაშოშმინებისთვის.

დეპუტატმა "ნაცმოძრაობიდან" კახა ასკურავამ იკითხა, რამდენი პროცენტით არის  ბიუჯეტი შესრულებულიო და გაიგო რა პასუხი (83%), დასძინა _ რისი იმედი გვაქვს, კიდევ რომ ვზრდით ისედაც განწირულ ბიუჯეტსო?

თანაპარტიელს არც გია გოგუაძე ჩამორჩა. რამდენიმე დეტალს მანაც გაუსვა ხაზი. კერძოდ, სოციალური სამსახურის მოხსენებითი ბარათი დაიწუნა, სადაც კლუბ "გურიას" დავალიანების დაფარვის აუცილებლობაზეა საუბარი: "ეს ბარათი ნულის ტოლია. ტყუილია, იქ რაც წერია და თუ ითხოვთ რამეს, ნორმალურად მაინც ახსენით", _ თქვა დეპუტატმა.

რაც შეეხება 300-ათასლარიან საბიუჯეტო დეფიციტს, ითქვა, რომ კომპანია "ბლექსისგან" ელიან თანხას, მაგრამ ეს კომპანია 2 წელია, თვალით არავის უნახავს და ვინმეს ჯერა, რომ ის ამ ვალს დაფარავსო?

ასე იყო თუ ისე, უმრავლესობამ საბიუჯეტო მატება მაინც გაიტანა და გამგებელმა  ურუშაძემაც ამოისუნთქა. უფრო მეტი კამათი მოჰყვა გოგონათა სარაგბო-საფეხბურთო ა(ა)იპ-ის შექმნის საკითხს. მოვლენები ისე განვითარდა, გენდერული ბალანსის თემაც კი წამოიჭრა უნებლიეთ და პარადოქსული  იყო, რომ ყველაზე მეტი წინააღმდეგობა მანდილოსანი დეპუტატების მხრიდან მოდიოდა. პოლემიკა ბევრ საკითხს შეეხო, დაწყებული ჰიგიენური პირობების დაცვით, დამთავრებული ისევ და ისევ ფინანსებით. მთავარი ხარვეზი კი ისე ჩანდა, მაინც საკითხის არაჯეროვნად მომზადება იყო. დეპუტატები შინაგანად ამ ა(ა)იპ-ის წინააღმდეგები არ იყვნენ, უბრალოდ, აინტერესებდათ, თუ საიდან მოხდებოდა მისი დაფინანსება.

საკრებულოს თავმჯდომარემ ტრიბუნასთან დურმიშხან ჩხაიძე იხმო, რომელიც ამ ა(ა)იპ-ის თავკაცად მოიაზრება, ამჟამად კი ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს. მან ვრცლად ისაუბრა გოგონათა მიღწევებზე და ახალი სკოლის დაფუძნებაზეც, რაც საფუძველს მოკლებული არ იყო, თუმცა, დეპუტატთა შეკითხვებმა, ჩხაიძე, ცოტა არ იყოს, გააღიზიანა და მხოლოდ უმრავლესობის მხარდაჭერამ დაამშვიდა. გაირკვა, რომ ახალი ა(ა)იპ-ის   ფინანსურად უზრუნველყოფა სწორედ ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ბიუჯეტიდან მოხდება და 2015 წლის ბიუჯეტში დაფიქსირებულ 200 ათას ლარს 50 ათასი გამოეყოფა.

ყველაზე მეტი ხმაური გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მოჰყვა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჯერ ადმინისტრაციული წარმოება არ იყო მიღებული და სესიაზე დიდი ვნებათაღელვა გაიმართა. საქმე იმაშია, რომ, დღესდღეობით, ლანჩხუთში ათი სამსახური ფუნქციონირებს. ამას დაამატეთ გამგებლის და მოადგილეების სამი შტატი, სულ _ 13 თანამდებობა. სწორედ ეს არის ის თანამდებობრივი კვოტა, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ლანჩხუთს ერგება. გამოდის, რომ აღნიშნული სამსახური ზედმეტია. თუმცა, გამგეობა ირწმუნება, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახური მის სტრუქტურაში არ შედის. თავის დროზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თავის დაქვემდებარებაში გადაყვანა მოინდომა, მაგრამ ეს პროცესი შეჩერებულია მომავალი წლის იანვრამდე. თუ ეს მართლაც ასეა, გარკვეული პროცესები უკვე დაწყებული უნდა იყოს სამინისტროს მხრიდან, ინვენტარიზაციის კუთხით მაინც. ჯერჯერობით, ასეთი არაფერი ხდება. უფრო მეტიც, წლევანდელის მსგავსად, მომავალი წლის ბიუჯეტშიც სახანძრო-სამაშველო სამსახური გამგეობის სტრუქტურაშია ასახული და არაფერია ნათქვამი ახალ სამსახურზე.

სხდომაზე გაჟღერდა სოციალური სამსახურის უფროსის განმარტება სამსახურების გაყოფის თაობაზე: _ ძალიან რთული სფეროა და თავს ვერ ვართმევ, _ უთქვამს კეიდიას.

ახალი სამსახურის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყველაფერი ერთ კონკრეტულ პიროვნებამდე დადის, რომელსაც გამგებელმა თავშივე მისცა დაპირება _ ისევ დაგიბრუნებ სამსახურის უფროსობასო.

"რა გახდა ეს საკითხი, თუ არ გინდათ, ნუ განიხილავთ, თქვენი ნებაა", _ მიმართა ურუშაძემ კამათში ჩართულ დეპუტატებს.

საგულისხმოა, რომ თავად საკითხის გამომტანი რომან ბიწაძე იყო ყველაზე მეტად მოწადინებული, რომ საკითხი ჩავარდნილიყო _ მან, პროტესტის ნიშნად, ნაადრევად  დატოვა  კიდეც სხდომა. ბიწაძეს ელგუჯა ჩხაიძე და დარეჯან ბურჭულაძეც მიჰყვნენ, თუმცა ბურჭულაძე მალევე დაბრუნდა. პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს გია გოგუაძემ  და კახა ასკურავამაც.

დემარშმა უმრავლესობას  გული ვერ აუჩუყა და საკითხიც ადმინისტრაციულ წარმოებაში  გადაიტანა.

არ შეიძლება საკრებულოს პროცედურულ ხარვეზებზეც არ ვთქვათ _ გაუგებარია, საკრებულოს  თავმჯდომარე საკითხზე მსჯელობისას რატომ არ აძლევს სიტყვას შესაბამისი სფეროს კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც, წესით, საკუთარი კომისიის დასკვნა უნდა გაასაჯაროოს. გაუგებარია საკრებულოში არსებული ფრაქციების მოსაზრებებიც ამა თუ იმ საკითხზე. პროცედურულად დარღვეული იყო ბიუჯეტში ცვლილებების საკითხიც, რომელზეც, საკრებულოს რეგლამენტით, მუხლობრივად იყო კენჭისყრა ჩასატარებელი.

და ბოლოს, რეგლამენტი კიდევ ერთხელ დაირღვა იმით, რომ საკრებულოს სხდომა ორშაბათის ნაცვლად პარასკევს ტარდება. დეპუტატთა ეს შენიშვნა საკრებულოს თავმჯდომარემ გოგი ხელაძემ აღიარა და მომავალი წლიდან ამ ხარვეზის გამოსწორებას შეგვპირდა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში პოლიციამ უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული მ. ჯ. საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "რგდ"-ს ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით ... ...
  • როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა _ ოქროს წესები ფსიქოლოგისგან "3 ვარიანტი გვაქვს ბავშვის პრობლემური ქცევის დროს. 2.5-დან 5 წლადმე ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს პრობლემური ქცევები, რომლის მოგვარებაც არის ძალიან ადვილი", _ აღნიშნულის შესახებ თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გეგეშიძე საუბრობს. ფსიქოლოგის თქმით, მთავარია უფროსებმა ცამოაყალიბონ, რა არის მათ ოჯახში წესი, რომ ბავშვმა შემდეგ მიიღოს ეს წესი და არ იყოს დამოკიდებული უფროსების ხასიათზე. ამასთანავე, ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს დასახმარებლად. "თუ ჩვენ თვითონ დავილაგებთ ჩვენს თავში, რა არის ჩვენს ოჯახში წესი. ეს ბავშვს ეცოდინება და ის არ იქნება დამოკიდებული ჩვენს ხასიათზე. დღეს კარგ ხასიათზე ვარ, კამფეტს ვაძლევ, ხვალ ცუდ ხასიათზევ ვარ, კამფეტს არ ვაძლევ. დღეს კარგ ხასიათზე ვარ არ ვეჩხუბები, ხვალ ცუდ ხასიათზე ვარ, ვეჩხუბები, ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს წესი და წინასწარმეტყველებადი გარემო. ბავშვის განვითარებას აქვს ერთი კარგი თვისება. ვერ იტანს უწესრიგობას. ეს ყველამ კარგად ვიცით. ყველანი ძალიან კარგად ვიცავთ 2 წლამდე რეჟიმს. ამ დროს უნდა დავაძინოთ, ამ დროს უნდა ვაჭამოთ და ა.შ. რატომ ვაკეთებთ ამას. მხოლოდ იმიტომ არა, რომ ბავშვის ორგანიზმს ასე სჭირდება. რომ მან დროულად უნდა ჭამოს და დაიძინოს. ხომ შეიძლება სხვა დროს ჭამოს და დაიძინოს, რატომაც არა. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ბავშვის ნერვული სისტემა ვერ იტანს არაპროგნოზირებად გარემოს. ის ძალიან ღიზიანდება. ვერ იტანს მოულოდნელობას, ვერ იტანს გაუგებარ სიტუაციებს. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მკაფიო სიტუაციები და მოლოდინები. იცის, რომ საჭმლის მერე აქვს კამფეტი, იცის, რომ გაჯეტი არ ექნება. იცის, რომ ჯერ უნდა ისადილოს, მერე უნდა გაისეირნოს. ჯერ ეს და მერე ის თუ არ იცის 3 წლის ბავშვმა, მერე ძალიან გაუჭირდება მასაც და მის მშობლესაც. ჩვენ ამ პერიოდში ვაჩვევთ ბავშვებს წესებს. ძალიან მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ვიღაც აუცილებლად მკითხავს, რა ვქნათ, როცა ბავშვი ამ წესს არ იცავს. ვეუბნები, რომ კამფეტი იქნება სადილის მერე, ის კი მაინც ტეხავს ამბავს. თუ კარგად არ მოვწიწკნე არ გაჩერდება. გამოსავალი მარტივია, არ აძლევ და არც წიწკნი. ეუბნები, რომ შენი არჩევანია. შენ მას შეზღუდულ არჩევანს აძლევ, ეუბნები, ჩემო საყვარელო ეს შენი არჩევანია. თუ ასე გააგრძელებ, კამფეტი არ გექნება. ერთი სამი დღეს რომ იტირებს, მესამე დღეს გაჩერდება. ბავშვები ძალიან პრაგმატული მატერიალისტები არიან. ხანდახან ჩვენ ვერ ვიგებთ ხოლმე, რატომ ვჩხუბობთ. ბავშვმა კი ზუსტად იცის, რა უნდა და რატომ შვრება ასე. თუ ის ნახავს, რომ ასე არ უნდა ქნას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, არ იზამს. ბავშვი ტყუილად ენერგიას არ დახარჯავს იმაში, რომ მოთხოვნის პროცედურები განახორციელოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთებთ, როცა ბავშვი ისტერიკაშია. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვაკეთებთ იგნორირებას, არ ვაქცევთ ყურადღებას. როცა ბავშვი დაღლილია, როცა მშიერია, როცა ავად ხდება, გაღიზიანებულია და ტირიას, ცხადია ამ დროს ვეფერებით. ამ დროს იგნორირებას ვერ გააკეთებთ. ვაიგნორებთ როდესაც ზუსტად იცით, რომ სახლში ისტერიკას გიწყობთ იმის გამო, რომ რაღაც უნდა და შენ არ აძლევ. ამ ისტერიკას მაღაზიაში აწყობს და იცის, რომ შენ გრცხვენია და ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაღაზიაში ამის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელი. გააჩნია ბავშვს, თუ ის ჰიპერაქტიულია, ასე მარტო იქ ვერ მიატოვებთ, რადგან შეიძლება გარეთ გამოვარდეს და მანქანას შეუვარდეს. თუ ის არაა ჰიპერაქტიული, მშვიდად ვეუბნებით, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ დღეს კამფეტს ვერ გიყიდი, მე წავედი. ამ პროცედურას აკეთებთ ნელა. ცხადია გააჩნია ბავშვის ტემპერამენტს, ვიღაც ცოტა ხანი იტირებს და წამოვა. ვიღაც, არა. თუ ბავშვი პატარაა, 2 ან 3 წლის, კარგი საშუალება ის აიყვანოთ ხელში უკუღმა, ანუ არ უნდა გიყურებდეთ სახეზე და გამოიყვანოთ გარეთ. როდესაც იცით, რომ მაღაზიაში შესვლისას ის აუცილებლად ატეხავს ტირილს, წინასწარ ვაფრთხილებთ, რომ ჩვენ უდნა შევთანხმდეთ რომ დღეს კამფეტს არ ვყიდულობთ. ჩხუბი, წივილ -კივილი, თმის მოწიწკვნა და ჯიკაობა არ არის რეკომენდებული იმიტომ, რომ ბავშვი თვითონაც სწავლობს ამით ძალაობას. მშობლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვის ნება ითრგუნება, აი იაპონიაში ბავშვებს ყველაფრის უფლებას აძლევენ. იაპონიაში ბავშვი რომ იბადებას, უკვე კონსტრუქციაში ხვდება, ის უკვე მოწესრიგებულ სტრუქტურულ გარემოშია. მან ჩვილობიდან იცის, რომ იმ კუთხეში უნდა მიესალმოს დედას, ამ კუთხეში მამას. ეს არის გაწერილი ჩვილობიდან და რაღა უნდა აუკრძალოთ? ჩვენთან არის ქაოტური გარემო. ჩვენ ხშირად ერთად ვცხოვრობთ, ბებია-ბაბუას აქვს სხვა პოლიტიკა. დედას და მამას სულ სხვა პოლიტიკა. რძალი დედამთილ-მამათილს ვერაფერს ეტყვის, სიძე სიმამრ-სიდედრს და მე რომ კამფეტს არ ვაძლევ ჩემს შვილს, ბებიას ის შეეცოდება და მისცემს. პრინციპია ის, რომ ოჯახის ყველა წევრი უნდა  იყოს ერთ სტრატეგიაზე. არასოდეს ვჩხუბობთ ბავშვთან, თუ რამე არ მოგვწონს, ამას ბავშვის თანდასწრებით არ ვამბობთ და მისი თანდასწრებით არ უნდა გაიმართოს დისკუსია, რადგან პატარამ მერე კარგად იცის, ვის მიმართოს ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით “უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ გაიმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით  15-16 ოქტომბერს  “უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი “მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“  გაიმართება. ღონისძებასთან დაკავშირებით და მის ფარგლებში დაგეგმილი დაჯილდოვების ცერემონიის შესახებ  დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა  ფორუმის შესახებ პროფესიული, საერთაშორისო წრეების ინფორმირება და ცნობადობის ამაღლება.  შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, მისიების ეკონომიკური ატაშეები, საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლები, FIABCI Georgia-ს დამფუძნებელი წევრები.  უძრავი ქონების და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო მასშტაბური ფორუმი წელს პირველად ჩატარდება, რომლის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონების და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება.  ფორუმს საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრება, რომლებიც თბილისთან ერთად მოინახულებენ საქართველოს რამდენიმე რეგიონს. სტუმრობის მიზანია ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონების და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ღონისძიებას საერთაშორისო მედია პარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედია საშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. ღონისძიების მთავარი პარტნიორია “საქართველოს ბანკი”, მხარდამჭერები: “გალტ ენდ თაგარტი”, “საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო,” “საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,” “აწარმოე საქართველოში”, “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”, “ქოლიერს საქართველო”, “საპარტნიორო ფონდი”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი,” “ფრაისუოთერჰაუსკუპერსი საქართველო”, “საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია”, “გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება,” “პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტო.” ... ...
  • დიდი მხიარულება "გურია ნიუსის" ეზოში და გალამაზებული დღეერთად გავილამაზოთ დღე _ ამ სახელწოდებით გაიმართა აქცია "გურია ნიუსის" ჩოხატაურის ოფისის ეზოში, სადაც მოსულ ნებისმიერ ადამიანს ცოცხალი მუსიკის მოსმენასთან ერთად, მოხატვის, ცეკვის და ცივი სასმელების მირთმევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსაბლ "ნართის"  სასიამოვნო მუსიკის ფონზე, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი მზია კვინტრაძე და მისი თანამშრომლები, დიდსა და პატარას სასურველ ნახატს უხატავდნენ. პატარებისთვის პატარა საჩუქრებიც იყო განკუთვნილი, რომელზეც "გურია ნიუსის" ოფისის პირველ სართულზე განთავსებულმა საკანცელარიო მაღაზიამ იზრუნა."გურია ნიუსი" მსგავსი სახის აქციებს, რომელიც ადამიანების გამხიარულებას ისახავს მიზნად, მომავალშიც გამართავს. ნახეთ ვიდეო კადრები "გურია ნიუსის" ეზოდან, სადაც მთელი დღე დიდი მხიარულება ... ...
  • პრემიერი გუბერნატორებს: "თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა"რეგიონებში, ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავრობის განსახიერება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც მათ პრობლემებს ან აგვარებს, ან _ ვერა და ამ მიმართულებით გუბერნატორების პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პრობლემების მოკლე ვადებში მოგვარების აუცილებლობას და გუბერნატორებს დროში გაწერილი კონკრეტული სამოქმედო გეგმის უახლოეს პერიოდში წარმოდგენა დაავალა. „აუცილებელია, ვიმოქმედოთ სწრაფად, ეფექტიანად და რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა იყოს გამყარებული კეთილსინდისიერი ქმედებით. არავის აქვს იმის რესურსი, რომ კიდევ დიდხანს გველოდოს. ამიტომ, განსაკუთრებით თქვენს შემთხვევაში, პასუხისმგებლობა სრულად პერსონალიზებული იქნება. უახლოეს დღეებში უნდა განსაზღვროთ რეგიონებში არსებული სისტემური პრობლემების სტატუსი და წარმოადგინოთ კონკრეტული გაპრობლემებული საქმეები, შემდგომ კი - პირდაპირი, დროში გაწერილი გეგმა და კონკრეტული პასუხისმგებლობები. თქვენი ძირითადი ამოცანაა პრობლემების მოგვარება და არა _ პრობლემების შექმნა“, _ მიმართა პრემიერ-მინისტრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...

სუსტი ნებისყოფის მქონე მამაკაცების სამეული

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით...

ანდოთ თუ არა საოჯახო ბიუჯეტი ცოლს…

ალბათ, ფინანსური სტაბილურობის და კარგი...

ვის ახარჯინებენ ბევრ ფულს ქალები

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც...

გენიოსები ზამთარში იბადებიან

უკრაინელი ასტროლოგების ჯგუფი მივიდა დასკვნამდე,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...