"ამ ქმედებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ოჯახის კიდევ ერთი წევრი მეღუპება"

პოლიტიკა

"ამ ქმედებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ოჯახის კიდევ ერთი წევრი მეღუპება"

26 დეკ. 2014, 16:45:40

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გუშინ დასრულდა. კონკურსანტებს შედეგები ჯერჯერობით ოფიციალურად არ ჩაბარებიათ, თუმცა, გასული კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.

როგორც გვითხრეს, შერჩეული კანდიდატების უმრავლესობა გამგეობის მოქმედი თანამშრომელია. თუმცა, აღმოჩნდა გამონაკლისიც. როგორც "გურია ნიუსმა" გაარკვია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების ხელმძღვანელის პოსტზე ვერ მოხვდა თემურ ბენდელიანი, რომელმაც ტესტირების შედეგად 42 ქულა მიიღო. ჩვენი ინფორმაციით ბენდელიანს კომისიის 5 წევრიდან ხმა არცერთმა არ მისცა.

_ ეს ყველაფერი ჩოხატაურის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ და კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ჟღერიამ გააკეთეს. მათ არ უნდოდათ რომ მემუშავა. ჩემნაირი პატიოსანი ადამიანი არ სჭირდებათ სამსახურში, მაგრამ ამას ასე არ დავტოვებ. ერთ დღეს ვაძლევ და შემდეგ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად სამართლებრივად ვიბრძოლებ, _ გვითხრა ბენდელიანმა, რომელსაც თანამდებობაზე არ არჩევის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა:

_ ახლა სახლში ვარ და ვწევარ. იმედია გართულებები არ მექნება. თუმცა, რთულია ასეთ უსამართლობას და მიზანმიმართულ ქმედებებს ემოციის გარეშე შეხვდე, _ გვითხრა ბენდელიანმა.

თემურ ბედნელიანის მეუღლის, ნათია ანდღულაძის თქმით ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი მეუღლე პირადი შეხედულებების გამო გაათავისუფლა:

_ არ უნდოდათ თემურისნაირი ადამიანი სამსახურში. 62 წლის კაცმა 42 ქულა აიღო ტესტირებაზე. ეს ყველაფერი თავისი ცოდნით და ნიჭით მოახერხა და რატომღაც გასაუბრებაზე ჩაიჭრა. მაგ შენობაში ძმა მომიკლეს (ნათია ანდღულაძის ძმა, ბონდო ანდრულაძე 2008 წლის მოწვევის საკრებულოს დეპუტატი და ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარე იყო. ე.წ. ბახმაროს სკანდალის აგორებებიდან რამდენიმე დღეში ბონდო ანდღულაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. ავტ). ახლა ვატყობ, რომ ოჯახის მეორე წევრსაც მიკლავენ. არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. სტუდენტი შვილები მყავს, ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა. იმის გამო, რომ ვიღაცეებს ჩემი ქმარი არ ესიმპატიურებოდათ სწავლა უნდა შევაწვეტინო. ჩემი ოჯახის შემოსავლი ახლა მხოლოდ ჩემი მწირი ხელფასია, რომელიც წამლის ფულად არ მყოფნის. ჩემი მეუღლის ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. ცოტა ხნის წინ სტენდირება გაუკეთდა გულზე. სასწრაფოსაც ხშირად ვიძახებთ. ეს მარტივი გადასამოწმებელია. ამ ქმედებით, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ოჯახის კიდევ ერი წევრი მეღუპება და მე ვერაფერს ვაკეთებ, _ გვითხრა ანდღულაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ის კომისიის მუშაობაში არ ჩარეულა:

_ ირაკლი კუჭავა არ ერეოდა არა თუ კომისიის მუშაობაში, მთლიანად გაემიჯნა ამ პროცესს. ეს იცის ყველამ, ვისაც ამის დანახვა უნდა. რაც შეეხება ბატონ თემურ ბენდელიანს, ამ დილით, ჩემი ინიციატივით შევხვდი მასაც და მის მეუღლესაც. ვუთხარი, რომ ისევ გამოცხადდება ვაკანსიები, მანამდე კი, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული დავეხმარებოდი. ქალბატონმა ნათიამ მადლობაც კი გადამიხადა ასეთი დამოკიდებულებისათვის. ეს არის სიმართლე, _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

საკონკურსო/საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მინდია ჟღერია ამბობს, რომ კომისიის მუშაობაში არავინ ჩარეულა:

_ კომისიამ იმუშავა კანონის ფარგლებში. ბატონი თემურის პასუხებმა ვერ დააკმაყოფილა კომისია და ამიტომ შეირჩა სხვა კანდიდატი, რომელიც ახალი სახეა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პირადი ინტერესი არავის არავის მიმართ არ ჰქონია, _ აღნიშნა ჟღერიამ.




 ახალი ამბები
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში- გაფრთხილება ამინდის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს. 9 აგვისტომდე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 4 - 6 აგვისტოს +27, +32 გრადუსი იქნება, ხოლო 7 - 8 აგვისტოს +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 4 – 6 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 7 – 8 აგვისტოს +32, +34 გრადუსამდე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...