"პოლიტიკაში კომფორტს არ ეძებს ადამიანი, პოლიტიკაში ეძებ გამოსავალს"

პოლიტიკა

"პოლიტიკაში კომფორტს არ ეძებს ადამიანი, პოლიტიკაში ეძებ გამოსავალს"

11 ნოე. 2011, 07:37:48
ჩვენი სტუმარია "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი.

_ ქალბატონო თინა, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ჟურნალისტების შეხვედრას?

_ ჩემთვის ეს ერთი დიდი ზოოპარკი იყო, სადაც იცით, როგორი განცდა მქონდა? დამწყვდეული რომ ჰყავთ ცხოველები, უცებ რომ გამოუშვებენ და მერე აიწყვეტენ, ისე იქცეოდნენ ჟურნალისტები. ძალიან სამწუხარო რეალობა შეიქმნა. ვფიქრობ, ორგანიზების საკითხებშიც იყო ხარვეზები და ამანაც მისცა საფუძველი ასეთ ქცევებს, მაგრამ სრულიად ნათელი იყო, რომ იქ ჟურნალისტების ნაწილი მივიდა იმისთვის, ან ჩაეშალათ პრესკონფერენცია, ან მწყობრიდან გამოეყვანათ ბატონი ბიძინა და მერე, ბუნებრივია, ამით ესარგებლათ. კითხვებზე პასუხების მოსასმენად რომ არ იყვნენ მისულები, ეს სრულიად ნათელია. ტელევიზიებს, ნაციონალურ მაუწყებლებს უნდა ეჩვენებინათ ის, რაც ვიღაცამ დაწერა, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ასეთი უნდა იყოს პრესკონფერენცია და არა ისეთი, რასაც იქ ბიძინა ივანიშვილი იტყოდა.

_ რამდენად იყო თქვენთვის მოსალოდნელი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში?

_ არანაირი მოლოდინი მე პირადად არ მქონია.

_ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მასთან რამდენიმე პოლიტიკოსმა მოახერხა შეხვედრა, მათ შორის თქვენც. თუ საიდუმლო არ არის, რის შესახებ ისაუბრეთ?

_ შეხვედრით შევხვდი. აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ყველაფერზე ვილაპარაკეთ. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, ამიტომ, ეს არ არის იმ ტიპის ურთიერთობა, როგორიც, ვთქვათ წინა ყველა ბლოკები ან ალიანსები იყო, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს იცნობენ, წარსული აკავშირებთ, ან პირიქით _ წარსული აცალკევებთ, მერე თავიდან დასხდებიან და მომავალზე ისაუბრებენ. ჩვენ არავინ არ ვიცნობდით მას მანამდე. ახლა ვართ იმ ეტაპზე, რომ გავიცნოთ ერთმანეთი, გავცვალოთ პოზიციები, დავრწმუნდეთ, რომ ის ემოცია, რომელიც ამ წუთას არსებობს თანხვედრის შესახებ, საფუძვლიანია და ამასთანავე, სწრაფად გადავიდეთ პრაქტიკულ საკითხებზე თანამშრომლობის ფორმების საკითხზე.

_ რამდენად მოსალოდნელია "რესპუბლიკური პარტიის" და "თავისუფალი დემოკრატების" ერთ გუნდად ჩამოყალიბება თავიდან, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე ერთად იყავით, მაგრამ არჩევნების დასრულებისთანავე თქვენი გზები გაიყარა?

_ საარჩევნო ბლოკები იქმნებიან და იშლებიან. ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ, "რესპუბლიკელებმა", მაშინვე ვთქვით და არც ახლა შეგვიცვლია პოზიცია _ "ალიანსის" დაშლა ირაკლის მხრიდან არ იყო სწორი ნაბიჯი და მგონია, ეს შეცდომა იყო, თუმცა ეს არ გამხდარა პრობლემა, "რვიანის" და "ექვსიანის" ფორმატით გვეთანამშრომლა. პოლიტიკაში კომფორტს არ ეძებს ადამიანი _ პოლიტიკაში ეძებ გამოსავალს. გაბუტვის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედით.

_ როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "თავისუფალ დემოკრატებზე" და "რესპუბლიკელებზე" აკეთებდა აქცენტს, ამის შემდეგ თუ მოხდა თქვენს და "დემოკრატებს" შორის შეხვედრა?

_ მე არ შევხვედრივარ ირაკლი ალასანიას, თუმცა, მუდმივმოქმედ რეჟიმში მაქვს ურთიერთობა მისი პარტიის წარმომადგენლებთან, რომლებიც საკრებულოში არიან და იმის მიუხედავად, რომ "ალიანსი" დაიშალა, ჩვენ არც ერთი წუთით პრობლემა არ გვქონია ერთმანეთთან ურთიერთობისას. ეს წელიწადნახევარი, პრაქტიკულად, სრულმასშტაბიან თანამშრომლობაში გავატარეთ საკრებულოში.

_ ბიძინა ივანიშვილთან თუ ისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იგეგმება რეგიონებთან დაკავშირებით?

_ საუბარი რეგიონებთან დაკავშირებით იყო _ ვის სად აქვს ოფისები და რა პარტიული რესურსი არსებობს, თუმცა, დღეს მე რომ გითხრათ, სად რამდენი ოფისი იქნება კონკრეტულად, რა სტრატეგიით იმოქმედებს ესა თუ ის ოფისი, ძალიან არასერიოზული უნდა ვიყო _ ჯერ საერთო სტრატეგია არ არის გაწერილი.

_ გასაგებია, მაგრამ აშკარაა, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო არჩევნებისთვის მზადება, არ არის გამორიცხული, არჩევნები 2012 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს და არა ოქტომბერში. რას აკეთებს ამ დროს ოპოზიცია?

_ ოპოზიცია რას აკეთებს, არ ვიცი _ ამ კითხვაზე მე პასუხი არასოდეს არ მაქვს იმიტომ, რომ 297 პარტიაა, თავის თავს რომ ოპოზიციას ეძახის. მე ვიცი, რას ვგეგმავთ ჩვენ _ არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის: ჩვენ ვამბობდით, რომ ქვეყანაში ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. არჩევნები ოქტომბერში იქნება თუ მანამდე, რიგგარეშე იქნება თუ რიგითი, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საარჩევნო რელსებზე გადახვიდე და გქონდეს იმისი რწმენა ჯერ შენ თვითონ და მერე _ საზოგადოებას, რომ გამარჯვება შესაძლებელია. მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის მონაპოვარი არის ის, რომ "ექვსიანის" დაშლის შემდეგ გაჩენილი დიდი სიცარიელე უცებ შეივსო და არა იმ დოზით, რაც მანამდე არსებობდა, არამედ უზარმაზარი იმედით, რაც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აღარ ყოფილა ქვეყანაში. ამ იმედზე და გამარჯვების მოლოდინზე, რომელიც გაჩნდა საზოგადოებაში, უნდა ავაწყოთ ჩვენი საარჩევნო კამპანიაც და ღონისძიებებიც. გარწმუნებთ, რომ ეს არ გაგვიჭირდება იმიტომ, რომ უზარმაზარი გამოცდილება აქვს "რესპუბლიკელებს" ამ ტიპის საქმიანობაში. თუ საზოგადოება გამოგვყვა და ყველამ საარჩევნო დღეს პატარა გმირობა ჩაიდინა _ მივიდა არჩევნებზე და გულის და გონების კარნახით მისცა ხმა, გარწმუნებთ, რომ ჩვენ არჩევნების შემდეგ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls