სხდომა მოვალეობის მოხდის მიზნით

პოლიტიკა

სხდომა მოვალეობის მოხდის მიზნით

23 თებ. 2015, 12:05:06

ხუთშაბათს, 19 თებერვალს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა შედგა. 13 საკითხისაგან შემდგარი დღის წესრიგი ბიუროს წევრებმა უკვე მეორე სხდომაა, ტრადიციისამებრ, სწრაფად განიხილეს და არც საკითხებზე მსჯელობისთვის დაუხარჯავთ დრო.

ლანჩხუთის საკრებულოს რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტში ვკითხულობთ: "საკრებულოს ბიურო, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციურ საკითხებთან დაკავშირებით _ გადაწყვეტილებებს".

სამწუხაროდ, ფორმალობად ქცეულ სხდომაზე გამოტანილ საკითხებზე მსჯელობა, ფაქტობრივად, არ ყოფილა. რეკომენდაციებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე იძლეოდა, საკითხს ახმოვანებდა, შემდგომ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გასატანად მომხსენებელს ასახელებდა და ბიუროს წევრებიც ერთხმად ეთანხმებოდნენ ამ ყველაფერს.

საკრებულოს მორიგი სხდომა 27 თებერვლისთვის ჩაინიშნა. ბიუროს საკითხებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და უშუალოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფასის დადგენის, ძაღლებისა და კატების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების, ასევე, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების საკითხები.

იგეგმება ცვლილება საკრებულოს რეგლამენტის და მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილებებში. განიხილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ღორღის მოსაპოვებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხი და ა(ა)იპ "ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ იავნანასთვის" ქონების სარგებლობის უფლების გადაცემაზე გამგებლისთვის თანხმობის უფლების მიცემის საკითხი.

ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი იყო გამგეობის სამი სამსახურის გასული წლის გაწეული მუშაობის ანგარიშების მოსმენა, მაგრამ ანგარიში ბიუროს წევრებს კომისიებში უკვე მოსმენილი ჰქონიათ და კიდევ ერთხელ მოსმენა არ ისურვეს.

ბიუროზე იმსჯელეს ღორღის მოპოვების ლიცენზიის თემაზე; დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევდა, რომ ეს არაა მათი საქმე და გამგებელმა ერთპიროვნულად უნდა გადაწყვიტოს საკითხი.

_ "ერთპიროვნულად გადაწყვეტას, თქვენთან შეთანხმება ვარჩიე. სხვა თუ არა, შემოსავალი მუნიციპალიტეტს დარჩება და უკეთესია, საკრებულომ დაადგინოს ინერტულ მასალას ქვიშის თუ ღორღის სახით გავცემთ", _ თქვა ზაზა ურუშაძემ.




 ახალი ამბები
  • ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 42 გრადუსს მიაღწიოს„9 ივლისამდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. 7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი”,_ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციითვე, 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ ხაშმში ღვინის ქარხანა აშენდასაქართველოს ბანკი ღვინის სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, კომპანიის დამფუძნებლების მონაწილეობით სოფელ ხაშმში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის  ქარხანა აშენდა. კომპანია უკვე აწარმოებს ცხრა დასახელების ღვინოს. ესენია: ხაშმის საფერავი, რქაწითელი ქვევრი, მუკუზანი, რქაწითელი, საფერავი, ქინძმარაული, მწვანე ქვევრი, საფერავი ქვევრი, რქაწითელი-მწვანე ქვევრი. ღვინის წარმოების გარდა ბანკის მხარდაჭერით კომპანიამ ასევე ააშენა  5 ნომრიანი სასტუმრო და 150 კაცზე გათვლილი ღვინის ვერანდა.   კომპლექსი ჯამში 5,000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. პროექტი 2019 წელს დაიწყო და 1 წელიწადში დასრულდა.  დღეს უკვე კომპანია აქტიურად ახდენს ღვინის  რეალიზაციას და სასტუმროც მზად არის სტუმრების დასახვედრად. ბანკის მხრიდან პროექტის ფინანსურმა მხარდაჭერამ  2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  კომპანიაში ამ ეტაპზე  დასაქმებულია 30 ადამიანამდე. „ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ  ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართულ სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებზე დაფუძნებულ თანამედროვე კონცეპტუალურ სივრცის შექმნაში. მეღვინეობა "მტევინო"  ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის მარანიც  საგარეჯოს რაიონის, სოფელ ხაშმში, თბილისიდან 40 კმ-ში მდებარეობს. "მტევინო" საუკეთესო ადგილია ღვინისა და ვაზის ტრადიციების გასაცნობად. მოხარული ვართ რომ ამ  დროის მანძილზე კომპანიამ უკვე მოიპოვა მომხმარებლის მაღალი ნდობა, რადგან კომპანია უმაღლესი სტანდარტების დაცვით ქმნის ღვინოს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ,  საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. აღსანიშნავია რომ ღვინის გარდა სასტუმრო „მტევინო“ დამსვენებელს მყუდრო და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ოთახებიდან იშლება ულამაზესი ხედები. კომპანია მომხმარებლებს ასევე სთავაზობს ღვინის ტურს, კულინარიულ მასტერკლასს, ღვინის ულამაზეს  ვერანდას და ღია კაფეს. ... ...
  • "ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც" _ ბავშვზე ფიზიკური ძალადობისთვის დედა დააკავესხელვაჩაურში ქალი დააკავეს 9 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. “არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დედა, რომელიც თავის 9 წლის გოგონაზე ძალადობდა, უკვე დააკავა პოლიციამ. ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მოგვაწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მას მიღებისთანავე აქვე ... ...
  • როდის აღდგება საქართველოში შიდა ფრენებიშიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები. საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს PCR ტესტირებების პროცესის მიმდინარეობა, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები და კლინიკების რესურსები. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ... ...
  • სვანეთში ტყე იწვისმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს, ქარი, ძლიერი სიცხე და რელიეფი ართულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. შეტყიბინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე გამოცხადდა ცოცხალი ძალა ჯვრის, წალენჯიხის და მესტიის განყოფილებებიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. სიტუაციის შეფასების შემდეგ, გადაწყდა ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...