"აშშ-ის მიერ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგების გადაწყვეტილება 99%-ით მზადაა"
ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მეხუთე არხის" ეთერში განაცხადა.
"მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ აშშ-სთან ერთად განვიხილავთ, ეს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებაა. თითქმის ყველა ჩვენს მხარესაა. მათ შორის საზოგადოებრივი აზრიც. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება ძლიერი სიგნალი იმისათვის, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ" , - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.