ციხის ყოფილი უფროსი და ყოფილი პატიმარი _ ვინ განიხილება გუბერნატორის პოსტზე

პოლიტიკა

ციხის ყოფილი უფროსი და ყოფილი პატიმარი _ ვინ განიხილება გუბერნატორის პოსტზე

2015 მარ 11 21:35:34

გურიის გუბერნატორობის ორი კანდიდატის _ გოჩა მეგრელიშვილისა და ვლადიმერ არობელიძის ოფიციალური ბიოგრაფიების უკან საზოგადოებისთვის საინტერესო ბევრი დეტალია.

www.gurianews.com-ზე წერილის _ „გურიის გუბერნატორობის კანდიდატები _ პრემიერის “იანვარი“ მარტშიც არ დადგა!“, გამოქვეყნების შემდეგ, სოციალური ქსელებით რამდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა და კანდიდატების წარსულის შესახებ გვესაუბრა.

როგორც გავარკვიეთ, ვლადიმერ არობელიძე ნასამართლევია _ იგი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გაასამართლეს. არობელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს 2006 წელს მოხდა:

_ 8 თვე ვიჯექი ციხეში. იმ პერიოდში კოდუასთან ვიყავი დაპირისპირებული. როგორც ყველა ბიზნესმენი, იმ პერიოდში მეც 180-ე მუხლით (თაღლითობა) დამაკავეს. მოდაში იყო მაშინ ეს მუხლი. საპროცესოთი გამომიშვეს. ჩემი სურვილით მაჩუქებინეს ავტომანქანა BMW X5, 50 000 ლარი გადამახდევინეს და 3 წელი პირობითი სასჯელი მომცეს. მერე შემიწყალეს და ნასამართლეობა მომიხსნეს ორი წლის წინ, _ გვითხრა არობელიძემ.

არობელიძის ოპონენტები აღნიშნავენ, რომ გურიის გუბერნატორობის კანდიდატს ბანკის ვალები აქვს, რომელსაც არ იხდის და გადახდას სასამართლო აიძულებს.

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2013 წლის 08 აპრილს განიხილა სს ,, ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ. გვერდი 1 / 3თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 08 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტები, ასევე მე-3 პუნქტი: საქართველოს საარბიტრაჟო პალატის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის მიერ 2013 წლის 20 მარტის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას შემდეგი სახით: ა) ა(ა) იპ სტუდია „ჯი ენ ეს _ დამოუკიდებელი ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიისათვის“, ნანა ლეჟავა, ვლადიმერ არობელიძეს, გრიგოლ ლომიძეს და თენგიზ მეზურნიშვილის სს ,, ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 181054.46 ლარის გადახდა საიდანაც ძირი თანხაა 173 321.04 ლარი, საპროცენტო სარგებელია 4 232,28 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 3 501.14 ლარი. მათვე სოლიდარულად დაეკისროთ საარბიტრაჟო მოსაკრებლის 5721.07ლარის გადახდა სს ,,ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას„ სასარგებლოდ. დაეკისროს ა(ა) იპ სტუდია „ჯი ენ ეს _ დამოუკიდებელი ჟურნალისტები დამოუკიდებელი მედიისათვის“, ნანა ლეჟავა, ვლადიმერ არობელიძეს, გრიგოლ ლომიძეს და თენგიზ მეზურნიშვილს სს ,,ვი თი ბი ბანკი ჯორჯიას“ სასარგებლოდ გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5.431.63 ლარის ანაზღაურება,“ _ აღნიშნულია სასამრთლოს გადაწყვეტილებაში.

არობელიძე ამბობს, რომ ეს თანხა უკვე გადახდილია (ეს ინფორმაცია "გურია ნიუსს“ "ვითიბიბანკშიც“ დაუდასტურეს):

_ თანხა ბანკიდან სესხად აიღო სტუდია „ჯი ენ ეს“-მა და არა კონკრეტულად მე. ნანა ლეჟავა (ვლადიმერ არობელიძის მეუღლე. ნ. გ.), მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ვიყავით თავდები. იმ პერიოდში „ქართუსთან“ ხელშეკრულების დადება გართულდა, ამიტომ, სანამ ხელშეკრულება დაიდებოდა, სესხი ავიღეთ. ვიცოდით, რომ ხელშეკრულება გაგრძელდებოდა 5-6 თვით, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით არ გაგრძელდა და დაგვრჩა ეს ვალი. „ვი თი ბის“ დავალიანება უკვე გაუსტუმრა ჩემმა მეგობარმა, „მედიქალკლაბის“ ხელმძღვანელმა თენგიზ მეზურნიშვილმა, რომელიც ერთ-ერთი თავდები იყო. ახლა, „ჯი ენ ეს“-ს აქვს მეზურნიშვილის ვალი, _ ამბობს არობელიძე და დასძენს, რომ ვალები სხვა ბანკებშიც აქვს:

_ მაგალითად, „პროკრედიტბანკში“. იქაც თავდებობის გამოა. ვიყავი ჩემი მენეჯერის _ ირაკლი ქობლიანიძის თავდები. როცა დაიხურა „ჯი ენ ესი“, ვერ შეძლო ქობლიანიძემ გადახდა და მე, როგორც პირველ თავდებს, დამეკისრა სესხის დაფარვა. პირადი ვალიც მაქვს 10 000 ლარის ოდენობით „ვი თი ბი“-ში. იმის გამო, რომ ყადაღა ადევს ანგარიშებს, გადახდას ვერ ვახერხებ და სხვადასხვა ბანკებთან მოლაპარაკება მაქვს. „ქართუშიც“ მქონდა ვალი, ახლახან დავფარე, _ დასძენს არობელიძე.

რაც შეეხება გოჩა მეგრელიშვილს, მისი მოწინააღმდეგეები იხსენებენ, რომ ბაჩო ახალიას სასჯელაღსრულების მინისტრობისას მეგრელიშვილი ახალაიას მოადგილედ მუშაობდა:

_ მე, როგორც პროფესიონალი, სხვა და სხვა დროს ვმუშაობდი სხვა და სხვა თანამდებობებზე _ თარგამაძის, ნარჩემაშვილის, მერაბიშვილის და ახალაიას დროსაც. ამ უკანასკნელთან მუშაობა მომიხდა წელიწადი და 3 თვე. აქედან, 4 თვე მის მოადგილედ, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს იმას, რომ მე მისი კადრი ვიყავი. აღნიშნული პერიოდში მიხვდი რა, ჩემს უფუნქციობას და ჩემი ბრმა იარაღად გამოყენების საშიშროებას, პირადი პატაკის საფუძველზე, პროტესტის ნიშნად დავტოვე თანამდებობა და წამოვედი 2007 წელს, _ გვითხრა მეგრელიშვილმა.

_ ბატონო გოჩა, ახალაია მოადგილედ სხვის კადრებს ნიშნავდა?

_ არა, კადრები მასაც მოჰყავდა, მაგრამ ძველ, გამოცდილ პროფესიონალებსაც ეყრდნობოდა. თუმცა, ჩემი და მისი შეხედულებების თანხვედრა ვერ მოხდა. მომაშორეს ოპერატიულ საქმიანობას და დამნიშნეს ზურგის სამსახურში. მაგაზე გიპასუხეთ, რომ უფუნქციოდ დავრჩი.

_ ციხის უფროსად მუშაობდით იმ პერიოდში, როცა პატიმრებს აწამებდნენ, სხვადასხვა გზით იღებდნენ აღიარებით ჩვენებებს. ამ პროცესებში მონაწილეობა არ მიგიღიათ?

_ თუ რომ მსგავს საქმეებში მონაწილეობა მქონოდა მიღებული, მერწმუნეთ, ამაზე დიდი ხნის წინ მომთხოვდნენ პასუხს. ვერ მომიყვანენ ჩემი მუშაობის პერიოდში ვინმეს წამება-დამცირების ერთ ფაქტსაც კი. ყოველივე შეგიძლიათ მარტივად გადაამოწმოთ _ იმდროინდელ მსჯავრდებულთა 80 პროცენტი ისევ იხდის სასჯელს და ჰკითხოთ, თუ რა პირობები ჰქონდათ ციხეში იმ პერიოდისათვის. პირიქით _ როცა 2 პატიმარს პირადი ინიციატივით დავეხმარე წიგნების გამოცემაში, მისაყვედურეს, შენ სტამბის დირექტორი ხარ თუ ციხისო, _ აღნიშნა მეგრელიშვილმა.




 ახალი ამბები
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...
  • “დაანებონ ლიხაურს და შემოქმედს თავი“ _ აშენდება თუ არა ლიხაურში ქვესადგური“ყველა ლიხაურს რატომ უტევს? ხვალ 17 ოქტომბერს,12 სთ ზე,კომპანია "სლრ ცუნსულტინგ" მართავს შეხვედრას სოფ.ლიხაურში. თემა-მძლავრი ელექტრო გადამცემი სადგურის მშენებლობა და გარემოზე დაკვირვების განხილვა. მსურს მოგახსენოთ, რომ სოფელი ლიხაური არის, უნიკალური ბუნების, ხეობის და უძველესი ისტორიის მქონე ტურისტული ზონა. ოზურგეთის ერთ-ერთი მარგალიტი. მჭიდროდ დასახლებული სოფელი. აქ, მის ტერიტორიაზე ასეთი სადგურის მშენებლობა, ყოვლად დაუშვებელია. ააშენონ ლიხაურის ტერიტორიის გარეთ. ყველა როგორ უტევს სოფელ ლიხაურს. ხან კლდის ნგრევა, კარიერები, ახლა სადგური გვაკლია. ავსახლდეთ სოფლიდან? ელექტრო მაგნიტურ გამოსხივებას სად გავექცეთ?“ - ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში, გადავარჩინოთ გურიის მდინარეებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ გაავრცელა. შეხვედრა სოფელ ლიხაურში მართლაც შედგა, მაგრამ დარბაზში ცარიელი სკამები უფრო ჭარბობდა, ვიდრე ხალხი. როგორც სოფელში აღნიშნეს, მოსახლეობა ინფორმირებული არ იყო და სწორედ ეს აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ ლიხაურისთვის კარგი არ კეთდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ  სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება. თინა დობორჯგინიძე, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი: ისე ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ განვითარების წინააღმდეგი ვართ. ძალიან კარგად ვიცით, რომ სახელმწიფოს აქვს თავისი ინტერესები, თუმცა... სახელმწიფო ადამიანებისთვის არსებობს უპირველეს ყოფვლისა. ადამიანებს ამ ჰესის წინააღმდეგი არის იმიტომ, რომ ჩვენ ბევრჯერ მოგვიაწია ლიხაურის დაცვა, ფაქტიურად ომში ვიყავით ჩართული. ეს იყო კარიერების თემა, ეს იყო ციხის თემა, ეს იყო მიწის თემა და არაერთი საკითხი, რომელიც ჩვენი სოფლისთვის მიუღებელია. რატომ? ლიხაური არის ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი გურიაში და მას პატრონობა ჭირდება და არა დაქცევა, განადგურება.  ირმა გორდელაძე: “ლიხაური არის ტურისტული ზონა და ეს ქვესადგური სხვა ადგილას ააშენონ, სადაც ადამიანებს და ბუნებას არ შეეხებიან. დაგვანებონ  ლიხაურს და შემოქმედს თავი, ამ ბოლო დროს ძალიან ამ სოფლებს გადაეკიდნენ და ყველას მივმართავთ, ნუ მიდიხარ ხალხის საწინააღმდეგო მხარეს. ვანო მუმლაძე, "სლრ ცუნსულტინგ საერთაშორისო პროექტების უფროსი ინჟინერი: “ეს პროექტები ხალხის კეთილდღეობისთვის კეთდება. ჩვენი შეხვედრა ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რაც შეიძლება ინფორმირებული იყოს მოსახლეობას და მათ უნდა გავაცნოთ რამხელა მნიშნელოვანია ამ პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის და გურიის რეგიონისთვის.“ მთავარი კითხვა შედგება თუ არა სოფელ ლიხაურში 220 კილოვატიანი ქვესადგურის მშენებლობა ამ ეტაპისთვის პასუხის გარეშე ... ...
  • დუისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება (R)მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის, "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" (თავმჯდომარე, მაია კვეზერელი-კოპაძე) მხარდაჭერით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, ადგილობრივ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს თბილისის წამყვანი კლინიკებიდან მოწვეული ექიმები_ (პედიატრი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი) კონსულტაციებს და ლაბორატორიულ კვლევებს ჩაუტარებენ. ბენეფიციარებს ასევე, უფასოდ დაურიგდებათ ფართო სპექტრის მედიკამენტები. ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან. მისამართი: სოფელი დუისი, ამბულატორიის შენობა.ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საერთაშორისო ასოციაციასთან "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" უკვე მესამე წელია თანამშრომლობს. ამ ხნის განმავლობაში, უწყებასთან ერთად, ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა;ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლავაც ჩატარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტირება, რომლის შესახებაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რაიონული და რეგიონული წარმომადგენლები წინასწარ შეატყობინებენ უწყების ბენეფიციარებს. უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...

რატომ უნდა დადოთ საწოლთან გაჭრილი ლიმონი

ლიმონი ვიტამინი C-ს წყაროა. გარდა...

სიზმრის ახსნა

კბილის გატეხვა ან ამოღება -...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...