სახელფასო დანამატების არათანაბარი განაწილება აჭარის მთავრობაში

პოლიტიკა

სახელფასო დანამატების არათანაბარი განაწილება აჭარის მთავრობაში

2015 მარ 19 16:52:58

ამ სათაურით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2015 წლის 21 იანვარს მიიღო განკარგულება, რომელიც მთავრობის თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო მოსამსახურეებისთვის სახელფასო დანამატების ოდენობას განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი თანამდებობის პირებს შრომის ყოველთვიური ანაზღაურება თითქმის გაუორმაგდათ, ხოლო უფრო დაბალი რანგის საჯარო მოსამსახურეები დანამატის სახით ხელფასის ოდენობის ნახევარსაც კი ვერ მიიღებენ.

კერძოდ, განკარგულების თანახმად: მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრები, მათი მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, მინისტრის თანაშემწეები და მრჩევლები 2015 წლის იანვრიდან, ყოველთვიურად, თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) ოდენობის 75%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ;

დეპარტამენტის, ადმინისტრაციის და გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარი ბუღალტერი - თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 60 %-იან სახელფასო დანამატს;

დეპარტამენტში შემავალი განყოფილების უფროსები - სარგოს ოდენობის 50%-იან სახელფასო დანამატს;
მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, დამხმარე (ტექნიკური) მოსამსახურეები კი სარგოს 40%-იან სახელფასო დანამატს მიიღებენ;

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს, 2015 წლის 28 იანვარს, დანამატების გაცემის წესის პრესკონფერენციაზე წარდგენისას, არ განუმარტავს, თუ რითი ასაბუთებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დანამატების ოდენობების ისეთ განაწილებას, რომელმაც უწყებებში დასაქმებული სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია.

მინისტრმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, მათი მოადგილეები და უფლებამოსილებით დანიშნული პირები პრემიებს აღარ აიღებენ და მათი ზეგანაკვეთური მუშაობა მხოლოდ დანამატებით ანაზღაურდება. მისივე თქმით, პრემიებს აიღებენ მხოლოდ დეპარტამენტების, განყოფილების ხელმძღვანელები და სპეციალისტები.

მიუხედავად ამ განცხადებისა, მოქმედი კანონმდებლობა და აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ზემოხსენებული დადგენილება მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრებს, მის მოადგილეებს, უფლებამისილებით დანიშნულ პირებს, სახელფასო დანამატთან ერთად, პრემიის აღებას არ უკრძალავს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ აჭარის მთავრობის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, დადასტურდა, რომ 2015 წლის იანვარ-თებერვალში მთავრობის წევრებს პრემია მართლაც არ აუღიათ, თუმცა 2014 წლის დეკემბერში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებმა, მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა და მთავრობის აპარატის უფროსმა პრემია ორჯერ, 24 და 29 დეკემბერს აიღეს.

ამავე წერილში მთავრობის აპარატის უფროსი განმარტავს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის 21 იანვრის #9 განკარგულება სახელფასო დანამატის ყოველთვიურ გაცემას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის მოქმედება თანამდებობის პირებზე არ ვრცელდება, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 37–ე მუხლის მე–2 პუნქტი განმარტავს დანამატის გაცემის წესს, რომლის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს მოხელეს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები. ასევე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოემბრის დადგენილებაში სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმ ვადით, რა პერიოდითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.
შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის ყოველთვიურად გაცემა არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს, რადგან იგი შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც დროებითი და არა, როგორც ყოველთვიური ღონისძიება.

რაც შეეხება პრემიების გაცემის წესს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 1აგვისტოს #27 დადგენილების თანახმად, განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომლებზეც შეიძლება გაიცეს პრემია (დოკუმენტში ასეთ პირებად მოიაზრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში, სამინისტროებში, მთავრობისა და სამინისტროების საქვეუწყებო დაწესებულებებში დასაქმებული პირები). ასევე დადგინდა პრემიის ოდენობა და გაცემის სიხშირე. დოკუმენტის მიხედვით, პრემია გაიცემა კვარტალში ერთხელ და ასევე სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, წელიწადში სამჯერ და მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასაქმებული პირის თანამდებობრივ სარგოს, თუმცა დადგენილება ასევე საჯარო მოხელეებზე პრემიის მეტი სიხშირით და ოდენობით გაცემის შესაძლებლობასაც უშვებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მიიჩნევს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულება სახელფასო დანამატების ზღვრული მოცულობების განსაზღვრის შესახებ, ემსახურება კონკრეტული ჯგუფისთვის, კერძოდ კი თანამდებობის პირთათვის შრომის ანაზღაურების გაზრდას. დოკუმენტში ნაკლებად არის გათვალისწინებული დაბალი რანგის საჯარო მოხელეების ინტერესი, რამაც შესაძლოა, საჯარო სამსახურში უთანასწორობის პრინციპი დაამკვიდროს. ამასთან, ზემოხსენებული განკარგულება არ შეესაბამება სახელფასო დანამატის კანონმდებლობით განსაზღვრულ პრინციპს.




 ახალი ამბები
  • საჯარო მოხელე: "დანამატებში და ჯილდოებში გაცემული თანხა, შეიძლება, ჯამურად "ყვიროდეს"...სახეშეცვლილ "პრემიებზე", რომელსაც ახლა "დანამატი" და "ჯილდო" ჰქვია, გურიის ადგილობრივ ხელისუფლებაში წლის განმავლობაში ასეულობით ათასი ლარი დაიხარჯა. "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, მანამდე დახარჯულ სახსრებს, საახალწლოდ გაცემული ჯილდოებიც დაემატა. 2019 წლის ბოლოს, საახალწლოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ _173 535 ლარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 22 900 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 10 880 ლარი; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ _ 21 250 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ _ 1 400 ლარი გასცა. აქვე უნდა ითქვას, რომ დანამატი და ჯილდოები, ოზურგეთის მერის მოადგილეების გარდა, სხვა მუნიციპალიტეტების მერებზე, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებზე არ გაცემულა. თანამდებობის პირებიდან, წლის ბოლოს, საახალწლო ჯილდო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სამივე მოადგილეზე გაიცა: პირველმა მოადგილემ ალექსანდრე სურგულაძემ 2 600 ლარი, ოსიკო თოთიბაძემ და ირაკლი სირაძემ _ 2 400-2 400 ლარი მიიღეს. ყველაზე მეტი ხმაური ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დარიგებულმა დანამატმა და ჯილდომ გამოიწვია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოგზავნილი ოფიციალური წერილიდან ირკვევა, რომ 211 ადამიანზე 173 535 ათასი ლარი გაიცა. ამას თუ დავუმატებთ წლის განმავლობაში გაცემულ დანამატებს, რამაც 46 807,5 ლარი შეადგინა, ჩანს, რომ ხელფასის გარდა, საჯარო მოხელეებს ჯილდოდ და დანამატად ოზურგეთში 220 ათასზე მეტი გადავუხადეთ. ოზურგეთის საკრებულომ, წლის განმავლობაში, აპარატის თანამშრომლებზე ორჯერ გასცა დანამატი, რამაც 23 700 ლარი შეადგინა. ხოლო, ჩვენი წერილის პასუხად, წინასაახალწლო დღეებში გაცემული ჯილდოს შესახებ, ასე გვიპასუხეს: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2019 წლის 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეებზე, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, წახალისების მიზნით, გაიცა ფულადი ჯილდო 21 100 (ოცდაერთი ათას ასი) ლარის ოდენობით; ხოლო სახელფასო დანამატი 1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით გაიცა ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე. საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე ჯილდო/დანამატი არ გაცემულა". საბოლოო ჯამში, ოზურგეთის საკრებულომ დანამატებსა და ჯილდოებზე 46 600 ლარი დახარჯა. ოზურგეთის საკრებულომ მოგვაწოდა საშტატო ნუსხა, თუ ვისზე გადანაწილდა დამატებითი ანაზღაურება. რაც შეეხება ლანჩხუთის მერიას, "გურია ნიუსის" მიმდინარე წლის 3 იანვარს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად, გვაცნობეს, რომ 2019 წლის 18 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, დანამატის სახით, 17 650 ლარი გასცეს, ჯილდოდ კი _ 3 600 ლარი. მანამდე, წლის განმავლობაში, ჯილდოდ 1600 ლარი გაიცა, ხოლო დანამატის სახით _ 12 135,76 ლარი; ჯამში _ 34 985, 76 ლარი. თუ ვინ მიიღო ეს თანხა და რატომ, ლანჩხუთის მერიიდან გვწერენ, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და ვერ გაასაჯაროებენ: "მიმდინარე წლის 3 იანვრის წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2019 წლის 18 დეკემბრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე, მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტებზე გაიცა დანამატი, თანხით 1400 ლარი", _ წერია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოგზავნილ წერილში. რაზეც წლის მანძილზე გაცემული 5 657 ლარის დამატებით, თანხამ 7 075 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ჩოხატაურის მერიას, საახალწლო დანამატები აღარ გაცემულა და წლის მანძილზე ჯილდოს და დანამატის სახით გაცემულმა თანხამ 10 800 ლარი შეადგინა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მერზე და მის მოადგილეებზე დანამატი ან ჯილდო არ გაცემულა. მხოლოდ წლის ბოლოს, როგორც ოფიციალურ პასუხში წერია, წლის მანძილზე გაწეული სამუშაოს შეჯამების შემდეგ, დაზოგილი სახსრებიდან, "ჩოხატაურის საკრებულომ  საკრებულოს აპარატის მოხელეებზე გასცა ჯილდო _ 5 120 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატი _ 5 760 ლარი, სულ _ 10 880. თანამდებობის პირებზე (საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები, ასევე, საკრებულოს წევრებზე) 2016 წლიდან დღემდე, ჯილდო და სახელფასო დანამატი არ გაცემულა". გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას მიაჩნია, რომ რადგან მუნიციპალიტეტები თითონ განკარგავენ თავიანთ ფინანსურ რესურსებს, უფლებაც აქვთ, ადამიანები წაახალისონ კიდეც: "ჩვენ, სახელმწიფო მოხელეებისთვის გვაქვს სპეციალური შეფასების კრიტერიუმები. ადამიანი, რომელიც წლის განმავლობაში იქნა შეფასებული მაღალი მაჩვენებლებით, ალბათ, იმსახურებს, რაღაც გარკვეული წახალისება ჰქონდეს", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ზურაბ ნასარაია. საჯარო მოხელეებზე გაცემული ჯილდოების და დანამატების შესახებ, "გურია ნიუსმა" კითხვა საქართველოს პრეზიდენტსაც დაუსვა: "ჩვენ აღარ ვართ სოციალისტურ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი გაიგივებულია. თუ ადამიანები მუშაობენ ეფექტურად და თუ საჭიროა წახალისდეს მათი ინიციატივები, ეს ინიციატივები უნდა არსებობდეს. მაგრამ, ეს ისე უნდა იყოს გამოყენებული, მართლაც ჰქონდეს ეფექტური გავლენა მუშაობის ხარისხზე", _ გვითხრა სალომე ზურაბიშვილმა. დანამატების და ჯილდოების შესახებ "გურია ნიუსთან" კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ: "მე არ მინახავს ეს რიცხვები და აუცილებლად გავეცნობი. თუმცა, გეტყვით, რომ მომხრე ვარ, მაღალი ჯილდოები ჯერ მიიღონ იმ უბრალო მოხელეებმა, რომლებიც პასუხისმგებლობით მუშაობენ; მერე კი _ თანამდებობის პირებმა. ამიტომ არის, რომ ჩვენ ხელფასებს ვუზრდით პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ექიმებს, შშმ პირებს, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს", _ თქვა თალაკვაძემ.  იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ სამართლებრივად, ჯილდოს და დანამატის არსი არის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ან წახალისება. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სამართლიანად ეძლევა საჯარო მოხელეს დანამატი ან ჯილდო. ხოლო ჩვენს შეკითხვაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია ჯილდოს ან დანამატის გაცემა მაღალანაზღაურებად საჯარო მოხელეზე საახალწლოდ, როცა სოციალურ საჩუქრებზე ძალიან მცირე თანხაა გამოყოფილი, ასე გვპასუხობს: "მიზანშეწონილობით რომ იმართებოდეს ეს ქვეყანა, ყველა კარგად ვიქნებოდით... ჩვენთან საჯარო მართვის რეფორმა ჯეროვნად რომ გახორციელებულიყო, საჯარო მოხელეთა ანაზღაურების საკითხი უკეთესად იქნებოდა მოწესრიგებული. უმთავრესი პრინციპი, რომელსაც დაეფუძნებოდა საჯარო მოხელეებზე გაცემული ანაზღაურება, იქნებოდა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა. დღეს რა არის? საჯარო მოხელეები დადიან სამსახურში, აკეთებენ ან არ აკეთებენ საქმეს და ამ სიარულში იღებენ ხელფასს. ყოველ კვარტალში და დღესასწაულებზე იღებენ დანამატებს ან ჯილდოებს. ამ დროს შინაარსი აქვს დაკარგული ანაზღაურებას და წახალისებას, თუნდაც დანამატს. რატომ უნდა იყოს, მაგალითად, დანამატი ან ჯილდო კვარტალური თუკი დაიმსახურა რომელიმე საჯარო მოხელემ ან მერიის თანამშრომელმა?! იყოს ყოველთვიურად. ამას მაგალითისთვის ვამბობ ან პირიქით, საერთოდ არ გაიცეს. სისტემაა მოსაწესრიგებელი და იმის გამო არ აწესრიგებენ, რომ საჯარო მოხელეთა დაახლოებით 300 000-იანი არმიის ლოიალობა ხელისუფლების მიმართ, ამ, ამის წინა და იმის წინა ხელისუფლების ინტერესებშია. რეალურად, ჩვენთან ხელფასი, დანამატი, ჯილდო ეძლევა საჯარო მოხელეს იმისთვის, რომ სამსახურში დადის! შეფასების სისტემა, თუ როგორ მუშაობს ეს ადამიანი, რისთვის უნდა წახალისდეს ან პირიქით _ დაისაჯოს, არ მუშაობს. _ გურიის გუბერნატორმა ამ პროცესის შეფასებისას თქვა, რომ "ადამიანი, რომელიც წლის განმავლობაში იქნა შეფასებული მაღალი მაჩვენებლებით, ალბათ იმსახურებს, რაღაც გარკვეული წახალისება ჰქონდეს"... _ რა არის ეს მაჩვენებელი, რომ არ აცდენს სამსახურს თუ ზუსტ დროზე რომ მოდის და ზუსტ დროზე მიდის სამსახურიდან?! თუ მოსახლეობის კვლევა  _ რამდენ ადამიანს შეხვდა მერი, ამ შეხვედრიდან რამდენი იყო კმაყოფილი, რა გადაწყდა, როგორ გადაწყდა?! რაც გუბერნატორმა თქვა, ისედაც წერია კანონში, მაგრამ როგორ ხდება პრაქტიკაში, ესაა საკითხავი! _ ამბობს ლევან ალაფიშვილი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და "ევროპული საქართველოს" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილი მიიჩნევს, რომ მძიმე სოციალურ ფონზე, ასეულობით ათასი ლარის ჯილდოდ გაცემა მოსახლეობის აბუჩად აგდებაა: _  ახალი წლის დღეებში გურიაში და არა მარტო ჩვენს რეგიონში მცხოვრებთა უმეტესობა იმაზე ფიქრობდა, რა სახსრებით შეხვედროდა ახალ წელს. ამის ფონზე, 175 000 ლარის გაცემა დანამატების და ჯილდოების სახით პატარა ოზურგეთში,  მოსახლეობის აბუჩად აგდებაა. ეს თანხა უნდა გაცემულიყო მიზანმიმართულად _ სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, მათ მისცემოდათ ღირსეული საჩუქარი და არა ის, რაც დაურიგეს. 14 000 ლარი გამოიყო საახალწლო საჩუქრებისთვის ხოლო საჯარო მოხელეებზე უზარმაზარი თანხები გაიცა პრემიების სახით! ეს არანაირად არ შეიძლება, ეს სირცხვილია! _ ბატონო მიხეილ, ოპოზიცია ნაკლებად საუბრობს გაცემულ დანამატებსა და ჯილდოებზე _ მხოლოდ მაშინ აკეთებთ კომენტარს, როცა ჟურნალისტი გიკავშირდებათ... კონკრეტულად თქვენ რა გიშლით ხელს, რომ ფაქტის შემდეგ არ ისაუბროთ, საკრებულოს წევრი ხართ... _ როგორც იცით, ოპოზიცია ვიყავით ბოიკოტის რეჟიმში. ჩემი ინფორმაციით, 2019 წლის ბოლოს ბიუჯეტში დანამატები და ჯილდოები არ იყო გათვალისწინებული. ბოლო წლებში, ყოველ წელიწადს გახდა ტრადიცია, რომ ოზურგეთის ბიუჯეტში რჩება მილიონობით აუთვისებელი ლარი, ანუ არ იციან ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და შემოსავლების განსაზღვრა, მაგრამ კარგად საზღვრავენ, როგორ გასცენ დანამატები და ჯილდოები! არც ბიუჯეტი იციან, რომელიც გაუმჭვირვალეა და ამიტომაცაა ანარქია! ახლა ვნახოთ, როგორ აფასებს საკუთარ დაჯილდოებას მაღალი რანგის საჯარო მოხელე _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე: _  როგორ ფიქრობთ, საჯარო მოხელემ, გინდ დასაქმებულმა კერძო სექტორში, რომელსაც ეძლევა ჯილდო ან დანამატი, არ იცის, რისთვის გადაეცემა ეს თანხა?! თქვენ როგორ ფიქრობთ? _ შესაბამისად გაწეული სამუშაოების წარმატებულად შესრულებისთვის. _ კონკრეტულად შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ რა დამსახურებისთვის მიიღო ჯილდო და დანამატი?! ის ვიცით, რომ ხდება მუნიციპალიტეტის სამსახურების და მერის მიერ საჯარო მოხელეების შეფასება. _ გცოდნიათ პასუხი! _ დავასრულებ კითხვას _ თქვენ შეგაფასათ მერმა და მიიჩნია, რომ იმსახურებთ ჯილდოს... ჩვენც რომ გვითხრათ, კონკრეტულად რისთვის გადმოგეცათ ჯილდო? _ ეს არის მერის ექსკლუზიური უფლება; თვითმმართველობის კოდექსში გაწერილია, როგორ  ხდება ჯილდოს და დანამატის გაცემა. ჯილდოს იღებს ადამიანი მის მიერ გაწეული სამუშაოებისთვის წლის განმავლობაში და შესრულებული მოვალეობიდან გამომდინარე. მერს აქვს ექსკლუზივი, წლის განმავლობაში შედეგების მიხედვით, თუნდაც შეფასებიდან გამომდინარე გასცეს შესაბამისი ჯილდო. _ ოპოზიცია გსაყვედურობთ, რომ მძიმე სოციალურ ფონზე 173 000 ლარის ჯილდოდ გაცემა საჯარო მოხელეებზე და სოციალური პაკეტისთვის საახალწლოდ 14 000 ლარის "გამეტება" ამორალურია... _ არასწორი ინტერპრეტაციაა და განვმარტავ მარტივად: პროგრამული ბიუჯეტი არის ცოცხალი ორგანიზმი, თავისთავად წინასწარ დამტკიცებული, განსაზღვრული მუხლების მიხედვით, სადაც გაწერილია შრომის ანაზღაურება, ჯილდო, დანამატი და ა. შ. ასევე, გაწერილია სოციალური პაკეტები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის პროგრამები. ეს ჯილდოები და დანამატები ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან არ არის გადმოტანილი; ეს არის თავის დროზე განსაზღვრული... ესაა შრომის ანაზღაურების ფონდიდან გაცემული თანხები და ნამდვილად არ წამოღებულა ეს თანხები სხვა პროგრამიდან ან პროექტებიდან. ის ჯილდოები, რაც გაიცა, მე პირადად ან ჩემ ირგვლივ რამდენიმე ადამიანს (სახელ-გვარს არ ჩამოვთვლი) სახლში კი არ წაგვიღია _ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გავუმართეთ ხელი; ეს არსად ჩანს და არსად გაგვიპიარებია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გაიცა დიდი თანხები და ჩვენს ფუფუნებას მოხმარდა, ძალიან ცდება! გაცემული თანხა დანამატებში და ჯილდოებში შეიძლება ჯამურად "ყვიროდეს", მაგრამ მის დეტალიზაციას, სოციალურ პაკეტებთან შედარებას არ ვეთანხმები! არც ერთ პროგრამას და პროექტს თანხა არ მიკლებია, _  გვითხრა ალექსანდრე სურგულაძემ. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეებს "ექსკლუზიურად" ბიუჯეტის თანხების განკარგვისას, არ ახსენდებათ მოქალაქეების ექსკლუზიური უფლებამოსილება; იმ მოქალაქეების, რომლებიც ბიუჯეტს საკუთარი ჯიბიდან აფინანსებენ და მათივე კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად დროებით ქირაობენ საჯარო ... ...
  • "არაა სასურველი, მიტროპოლიტს ვაწყენინოთ!"21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, სოფლის მხარდასაჭერი პროექტის ფარგლებში, სოფლის მცხოვრებთა კრება ჩატარდა. კრების დაწყებამდე, სოფლის მცხოვრებთა უმეტესობა წყლის, გზის და გაზის პრობლემებზე საუბრობდა. მათ, ასევე, ყურადღება გაამახვილეს სოფელში სტადიონების კეთილმოწყობაზე, რომელიც სამ ლოკაციაზე უნდა გახორციელდეს. ერთ-ერთი ადგილი, სადაც სპორტული მინი-მოედნების მოწყობაზეც გააკეთეს აქცენტი, სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის დანგრეული შენობაა, რომელიც წარსულში "კლუბ-კანტორის" სახელით მოიხსენიეს. _ კარგა ხანია, ჩვენთან იციან ამ დანგრეული შენობის და მიმდებარე ერთი ჰექტარი ფართობის საპატრიარქოსთვის გადაცემის თაობაზე. ეს ღიად აქვს ნათქვამი ჩვენს მეუფეს. ახლა აქ ზოგიერთს მოედნის და გამაჯანსაღებელი მინი-კომპლექსის მოწყობა აქვს განზრახული, თუმცა, ღირს მეუფესთან დაპირისპირება? _ გვითხრეს მელექედურელებმა კერძო საუბარში. მალე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მოვიდნენ. კოტე შარაშენიძე კრების მონაწილეებს მიესალმა და უთხრა, რომ ნებისმიერ პრობლემურ თემაზე მოუსმენდა მათ. როგორც შარაშენიძემ თქვა, მელექედურის მიხედვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო. _ სად დადიხართ, მოდით აგერ! საქმეზე ვარ მოსული, ეს საარჩევნო შეხვედრა კი არაა, _ უთხრა მან მელექედურელებს, რომლებიც გვერდი-გვერდ მდებარე ოთახებში ერთმანეთთან გადასალაპარაკებლად დადიოდნენ. _ აგერ ახლა, გაიგონა მარინამ და დაწერს, აბა, სხვას კი არ დეინახავს არაფერს, _ თქვა მერმა "გურია ნიუსის" ჟურნალისტის მისამართით, რაზეც ჩვენც თავაზიანად მივუგეთ, რომ მართალია, დღის ფრაზას ხელიდან არ გავუშვებდით. ხოლო სტატიას სხვა დანარჩენის შესახებ, რაც შეხვედრაზე დავინახეთ და მოვისმინეთ, ჩვენს მკითხველს მალე შევთავაზებდით. _ ახლა უნდა მივხედოთ სოფლის ცენტრს, შიდა გზების გაუმჯობესებას. გზები დაზიანებულია, მაგრამ იმ მანქანების მფლობელები, რომლებიც აქ დადიან, თუ ფიქრობენ, რომ გააკეთონ გზები, რომელსაც აზიანებენ? _ იკითხა შარაშენიძემ. _ რა ვუყოთ ამ 40 ათას ლარს, როგორ მოვიხმაროთ იგი? აქ ვარ და გისმენთ. თქვენი სახელი და გვარი, ყველასი არ ვიცი, მაგრამ ჩემი სახელი და გვარი იცით ყველამ და იცით ისიც, რას ნიშნავს ეს. მე არ ვივიწყებ პატივისცემას _ თქვენ ამირჩიეთ. მზად ვარ, მოგისმინოთ და გავაკეთოთ, რასაც შევძლებთ ამ თანხით, _ უთხრა შარაშენიძემ დარბაზში შეკრებილებს, თუმცა, აქცენტს მაინც სოფლის ცენტრში არსებული ძველი კულტურის სახლის შენობის შესახებ აკეთებდა. კონკრეტულად კი განაცხადა, რომ უმჯობესია, აღნიშნული შენობის დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი სპორტული ცენტრის, ზოგადად, სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა მოხდეს. კრების მონაწილეებმა თქვეს, რომ დიდი ხანია, ამ შენობის შემოქმედის ეპარქიისთვის გადაცემაზეა საუბარი და არაა სასურველი, მიტროპოლიტს აწყენინონ. კერძოდ, მელექედურის მოსახლეობის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა მელექედურიდან ლევან კილაძემაც დაადასტურა, რომ აღნიშნული შენობა, მიმდებარე ტერიტორიით, საპატრიარქოს უნდა გადაეცეს. _ მე ესეც არ ვიცი, ვნახოთ. გვყავს იურისტები, მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ. ეპარქიაც ჩვენია. ერთმანეთის ვართ. სოფელში აუცილებელია ცენტრი იყოს კეთილმოწყობილი და ის დაუსრულებელი შენობა უნდა მოშორდეს იქედან, _ თქვა შარაშენიძემ და დარბაზში მყოფებს სთხოვა, ესაუბრათ მათთვის პრობლემურ საკითხებზე. მელექედურის ერთ-ერთი მცხოვრები დაეთანხმა მუნიციპალიტეტის მერს, რომ შენობა ძალიან სახიფათოა: _ მართალი ხართ, საშიშია იმ მხრივაც, რომ ვინმე გამვლელი და ან შენობაში უნებლიედ შესული არ დაშავდეს, შენობა კი არა, ნანგრევია, _ უთხრა მერს კრებაზე მისულმა მოქალაქემ. ადგილობრივმა ხათუნა ღლონტმა გზის პრობლემებზე ისაუბრა, რის გამოც, გადაადგილებისას მრავალ დაბრკოლებას აწყდებიან მელექედურელები: _ შენობა კი არა, მეორე ბრიგადაში ისეთი გზაა, მანქანა აღარ ამოდის და მალე ფეხითაც ვერ ამოვა ადამიანი. გუშინ მიკროავტობუსის მძღოლმა შუა გზაზე გააჩერა მანქანა და აღარ წამოვიდა. რა უნდა ვქნათ? _ იკითხა ხათუნა ღლონტმა, რაზეც მისი თანასოფლელი, როგორც მან თქვა, "ევროპული საქართველოს" წევრი ნაზი სალუქვაძე შეეკამათა: _ ეს "რაფი" აქამდეც მაქ ჩერდებოდა, _ თქვა სალუქვაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა კოტე შარაშენიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. _ 40 წელია არჩევანში ასე არ გამმართლებია! ამოისუნთქა მელექედურმა! მადლობას გიხდით, რომ გაგვიმართლეთ იმედები არჩევის შემდეგ, _ უთხრა ოპოზიციის წარმომადგენელმა შარაშენიძეს. თავის მხრივ, მერმაც მადლობა მოუხადა აღფრთოვანებულ მელექედურელ ქალბატონს. კითხვაზე, ყველაზე ძალიან რით მოიხიბლა ქალბატონი ზინა, მან თქვა რომ შარშან სოფელში გაკეთდა და გალამაზდა სკვერი, რაც თვალს უხარია: _ აწი გაკეთდება კიდევ ბევრი რამ, _ თქვა მან. კვლავ კითხვაზე, შარშან გამოყოფილი 40 ათასი ლარით, სკვერის გარდა, რა გაკეთდა ან ახლა რის გაკეთების სურვილი აქვს 40 ათასი ლარით, რომლის ირგვლივ ადგილობრივები კარგად არ არიან შეთანხმებული და მთავარი აწი უნდა გადაწყდეს, სალუქვაძემ თქვა, რომ ის ფინანსებში კარგად ვერ ერკვევა: _ არ ვერკვევი კარგად ფინანსებში, მთავარია, გაკეთდეს საქმე, _ თქვა მან. კრების მსვლელობისას მელექედურელებმა არაერთხელ დასვეს საკითხი გზის, სტადიონის, გარე განათების და გაზის გაყვანის თაობაზე. _ როგორც ჩანს, პროექტია გასაკეთებელი, _ თქვა კოტე შარაშენიძემ გზასთან დაკავშირებით და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს თემურ გიორგაძეს მიმართა, რომ ჩაენიშნა. კრების მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს სასმელი წყლის, გაზის პრობლემაზე. შარაშენიძემ ყველა პრობლემის შესახებ მოისმინა, თითოეულ გამომსვლელს დახმარება აღუთქვა, თუმცა, საუბარს მუდამ სოფლის ცენტრის კეთილმოწყობის აუცილებლობით ასრულებდა: _ საჭიროა იმ დაუსრულებელი, დანგრეული შენობის იქედან მოშორება. არ წავალ მანამდე, სანამ ყველას აზრს არ მოვისმენ. მიყვარს მელექედური, თქვენი აქტიურობის გარეშე აქ არაფერი გაკეთდება. დავიწყოთ ამ ცენტრის კეთილმოწყობა. მე ორი წელი კიდევ მაქვს დრო, რომ ვიმუშაო და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მელექედურს სჭირდება... ჩვენ გვყავს იურისტები, არსებობს იურიდიული სამსახური. გავარკვიოთ ყველაფერი და დავიწყოთ ამ 40 ათასი ლარით, _ თქვა მან და კიდევ ერთხელ აშკარად გამოიკვეთა მისი სურვილი, რომ სწორედ იმ ადგილის კეთილმოწყობას და მასზე განთავსებული შენობის დემონტაჟს ითხოვდა, რომელზეც უთხრეს, რომ საპატრიარქოსთვისაა გათვალისწინებული. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, კენჭი ეყარათ, თუ რომელი საკითხი მიეჩნიათ პრიორიტეტად. ხელის აწევის შემდეგ, უმრავლესობამ თანხმობა ხელმოწერით დაადასტურა. _ მერს სურს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეიქმნას, რომ ჯანსაღი ოპოზიცია ვყავდეთ აქ, _ თქვა ადგილობრივმა ელისო ბენდელიანმა.  კერძო საუბარში მელექედურელთა ნაწილმა კვლავ აღნიშნა, რომ ძველი შენობის დემონტაჟი უხერხულია, რადგან შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს აქვს სურვილი, შენობა ეპარქიის მფლობელობაში გადავიდეს, რის შესახებაც ბოლო 10 წელია, ცნობილია. ხომ არ გადაიკვეთება მელექედურში საპატრიარქოს და სოფლის მხარდასაჭერი პროგრამის უმეტეს მომხრეთა ინტერესები? _ ეს კითხვა აუცილებლად გაუჩნდებოდა კრების დამსწრეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, იქ გაჩენილი საეჭვო კითხვები კი სათანადოდ გადაგვემოწმებინა, რის შემდეგაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის და ასევე, მელექედურელთათვის საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ. გავარკვიეთ, რომ მელექედურის ცენტრში არსებულ ძველი შენობა, არსებული ტერიტორიით, საპატრიარქოს ჯერ კიდევ 2009 წლის 28 ოქტომბერს უზუფრუქტით გადაეცა, საკადასტრო კოდი 26.13.17.002. აქედან გამომდინარე, წარმოშობილი კითხვის _ გადაიკვეთება თუ არა მელექედურში საპატრიარქოსა და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მომხრეთა ინტერესები, პასუხი ცნობილია _ გადაიკვეთება! ეს კი უნდა აინტერესებდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ... ...
  • როდის გაიხსნება ორი წლის წინ აშენებული შენობალანჩხუთში ახალი სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის მშენებლობა ჯერ კიდევ 2017 წელს გადაწყდა. როგორც მაშინ ითქვა, ახალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობისთვის 161 545 ლარი გაიხარჯებოდა, პროექტის გახორციელება აგვისტოდან უნდა დაწყებულიყო და წლის ბოლოსთვის დასრულებულიყო.  ტერიტორია, რომელიც შენობის ასაშენებლად შეირჩა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელმა მინისტრმა ზურაბ ალავიძემ და გურიის ყოფილმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ერთად დაათვალიერეს და მშენებლობის დაწყების პრეზენტაციისას იმასაც გაუსვეს ხაზი, რომ წლების განმავლობაში ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს ავარიულ შენობაში უწევდა ყოფნა და რომ მალე საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში დაიდებდა ბინას. მაშინ, ქვეყნის მასშტაბით, 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი აშენდა, აქედან ორი გურიაში _ ჩოხატაურსა და ლანჩხუთში. ჩოხატაურში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ახალი შენობა მაჟორიტარ დეპუტატთან ნინო წილოსანთან, ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 2018 წლის ბოლოს გახსნა. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს კვლავაც ძველ, ავარიულ შენობაში უწევს ყოფნა. საგულისხმოა, რომ  "გურია ნიუსი" ლანჩხუთში სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის  ახალი შენობის ბედით, იქ შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამო,   ერთი წლის წინაც დაინტერესდა. მაშინ შენობის გარე ფასადის უბრალო თვალის შევლებითაც კარგად ჩანდა, რომ იქ სამუშაოები ხელახლა ჩასატარებელი იყო _ ჩამოშლილი იყო ბათქაში, კედლები კი დაბზარული. როგორც მაშინ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ  გაგვიმარტა მშენებლობა ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა, ხოლო ის დაზიანებები, რაც სასწრაფო დახმარების ახალ აშენებულ შენობაზე იყო, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების შეფერხებით იყო  გამოწვეული. "შენობის გარკვეული დაზიანებები მისმა უმოქმედობამ გამოიწვია _ აქ მხოლოდ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებიღა იყო დარჩენილი. სწორედ ამ სამუშაოების შეფერხებამ გამოიწვია შენობის დაზიანება, ნესტის გამო, გარკვეული ხარვეზებია შენობის შიგნით და გარე ფასადზეც ბათქაში ჩამოვარდა", _ ამბობდა ჩხაიძე. რაც შეეხება  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორს ავთანდილ თალაკვაძეს,  იგი მაშინ "გურია ნიუსთან" გაკეთებულ  კომენტარში ამბობდა, რომ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მალე დაიწყებოდა და  ლანჩხუთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ახალ მოსახლეობას  2019 წლის შემოდგომისთვის იზეიმებდა. მართალია, მაშინ ჩვენი დაინტერესების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ცენტრის ახალ შენობაზე არსებული ხარვეზები მოკლე დროში აღმოიფხვრა, თუმცა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების მალე დაწყებისა და სასწრაფო  დახმარების ცენტრის პერსონალის ახალ შენობაში გადასვლის პირობა დროში გაწელილი დარჩა, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები იქ ახლა მიმდინარეობს. ამჯერად საკითხის გასარკვევად "გურია ნიუსი" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს დაუკავშირდა.  ცენტრის პრესსამსახურში არაფერს ამბობენ მიზეზებზე, რის გამოც ორი წლის წინ აშენებული  შენობა ისევ უმოქმედოდაა, თუმცა, განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ეზოში მიმდინარე  კეთილმოწყობის სამუშაოების დამთავრება იანვრის ბოლოსთვისაა გათვალისწინებული, თუ, რა თქმა უნდა, ამინდმა შეუწყო ხელი, რის შემდეგაც მოხდება პერსონალის ახალ შენობაში ... ...
  • ახალი დეტალები ძებნილ მილიონერზე - იღბლიანი ბილეთი ბათუმში გაიყიდაცნობილი ხდება კონრეტულად, სად გაიყიდა ლოტოს ბილეთი, რომლის მფლობელმაც 1 182 454 ლარი მოიგო, თუმცა ამ დრომდე არ გამოჩენილ და კომპანია ახალ მილიონერს უკვე ორი დღეა ეძებს.   „ახალი ქართველი მილიონერის ძებნის ოპერაციას საქართველოს ეროვნული ლატარია ოფიციალურად გახსნილად აცხადებს. მეტი ინფორმაციისთვის ვაზუსტებთ, რომ ჯეკპოტის მომგები ბილეთი, რომლის მოგებამაც შეადგინა 1 მილიონ 182 ათას 454 ლარი გაიყიდა 18 იანვარს, აჭარის რეგიონში, ბათუმში 13:31 წუთზე.  უმორჩილესად გთხოვთ, ვისაც მითითებულ დროს, ბათუმში გაქვთ შეძენილი ლოტო 6/42 ის ბილეთი და არ მიგიდევნებიათ თვალი გათამაშებისთვის, არ გადაგიმოწმებიათ ციფრები საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე დაგვიკავშირდით 032 2 00 77 00. შეგახსენებთ რომ ლოტო "6/42" - ის 21 იანვრის გათამაშებაში მოგებული ციფრებია: 17; 24; 25; 29; 33; 36. თუ იცით რომ რომელიმე თქვენი ნაცნობი პერიოდულად თამაშობს ლატარიას, დაუკავშირდით! შეახსენეთ გადაამოწმოს მოცემული ციფრები! არ დაგავიწყდეთ უნდა წარმოადგინოთ მოგებიანი ბილეთი“, - მიმართავს „ლატარიის კომპანია“ საზოგადოებას და ჯეკპოტის მფლობელის ძებნაში დახმარებას ითხოვს. წყარო: ... ...
  • პატრიარქს ბათუმის კლინიკაში გამოკვლევა უტარდებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება. "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია", _ აღნიშნა დეკანოზ იოანე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ შეიცვლება მსოფლიოს მოსახლეობა

მსოფლიოს მოსახლეობა უკანასკნელი 200 წლის...

რომელი ფერი დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

სამი საუკეთესო დედამთილი

მშვილდოსანი - როგორც წესი ვერასოდეს...

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...