საკრებულოს სხდომის საკითხები „სხვადასხვა“ ინტერპრეტაციებით

პოლიტიკა

საკრებულოს სხდომის საკითხები „სხვადასხვა“ ინტერპრეტაციებით

30 მარ. 2015, 18:11:51

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომას 31 დეპუტატიდან  მხოლოდ სამი დეპუტატი არ ესწრებოდა. დასაწყისში წესისამებრ საკრებულოს თავმჯდომარემ დამსწრეებს დღის წესრიგი გააცნო, რომელიც  მთლიანობაში ცამეტ საკითხს მოიცავდა.

გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, გოგი ფაცურიამ მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდის, აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის ოდენობის განსაზღვრისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ ისაუბრა.

დადგენილებით განისაზღვრა, რომ ქონების საჯარო ფორმით პრივატიზებისას ბიჯის სიდიდე საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ ერთი და არაუმეტეს 5% უნდა იყოს. ამავდროულად ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 50 ლარით განისაზღვრა. ვინაიდან მუნიციპალიტეტი სახაზინო მომსახურეობაზეა გადასული, ამიტომაც მოხდება სპეცანგარიშის გახსნა, სადაც შესაბამისი თანხები ჩაირიცხება.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის "საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრისთვის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე საკრებულომ გამგებელს თანხმობა მისცა. კერძოდ, შპს "ლანჩხუთი სერვისის" ლიკვიდაციასთან დაკავშირებით,  მისი კუთვნილი ორი ავტობუსი ზემონახსენებ ა(ა) ი პ-ის გადაეცა უზურფრუქტის წესით. გარდა ავტობუსისა საკრებულოს თანხმობით გამგეობამ  მის ბალანსზე მყოფი ოპელ-ომეგაც უფუშქაშა ამ სამსახურს.

ფაცურიასვე თქმით, ყოფილი სასტუმროს შენობა ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადმოსცა და სამომავლოდ მისი აუქციონზე გატანაც შესაძლებელია. თუმცა მანამდე, "საგარეო ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმის და მეწარმეობის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანლმა, გელა ზოიძემ იქ ავტოსადგურის გახსნა დააანანონსა.

"ყოფილი სასტუმროს შენობაში შესაძლებელია დროებით მგზავრებისთვის მოსაცდელი გაკეთდეს. გასაგებია, რომ ადგილი გადატვირთულია, თუმცა, როცა გრაფიკი შედგება სიტუაციაც განიმუხტება და ადამიანებსაც აღარ მოუწევთ წვიმასა თუ სიცხეში ღია ცის ქვეშ დგომა. ამ ეტაპზე არა მგონია სხვა უკეთესი ალტერნატივა გაგვაჩნდეს", - განაცხადა ზოიძემ.

მის ამ ინიციატივას თავად უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ. შუხუთის მაჟორიტარის აკაკი იმნაიშვილის თქმით, რომელსაც მიმდებარე ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტი აქვს, ადგილი ისედაც გადატვირთულია და კიდევ ავტოსადგურის დამატება, იქაურობას მთლად ქაოსად აქცევს. იგივე აზრი გაიზიარა დეპუტატმა ია ჩხაიძემაც, რომლის თქმითაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა არსებული რეალობის კარგად გათვალისწინება.

"ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაა  "ავერსის" კლინიკიდან ცენტრალურ სკვერამდე. აქ ფაქტობრივად, შეუძლებელია ტრანსპორტის გავლა. აქვე სკოლაა, კლინიკა, ავტოსადგურსაც თუ დავამატებთ კიდევ უფრო მეტი საშიშროება ექმნება ფეხით მოსიარულეებს, თავად ტრანსპორტის მფლობელებს და რაც მთავარია, ბავშვებს. მგონია, ეს წყალში ფულის გადაყრა იქნება. ხომ უნდა არსებობდეს ქალაქის განაშენიანების გეგმა?" - დასძინა ჩხაიძემ.

საბოლოოდ გაირკვა, რომ აღნიშნული საკითხის დეტალებზე უკვე კომისიებსა და ფრაქციებში იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებენ.

საკითხთა სიმრავლის მიუხედავად სხდომა საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, სანამ ჯერი ბოლო საკითხზე- სხვადასხვაზე არ მიდგა.

საკრებულოს დეპუტატ ენმ-დან, კახა ასკურავას თქმით,  11 მოქმედი ა (ა)ი პ-დან გამოითხოვა ინფორმაცია სამსახურების სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ. თუმცა, მოთხოვნა მხოლოდ სამსახურების  ნაწილმა  დააკმაყოფილა, ხოლო დანარჩენები ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ. 

"არ მინდა ა(ა) ი პ-ებში განხორციელებულ რეორგანიზაციებზე ჭორის დონეზე ვილაპარაკოთ, ამიტომაც  ჩვენმა პარტიამ  გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა აღნიშნულ ორგანიზაციებში კადრებთან დაკავშირებით, ვინ და სად არიან დასაქმებულები, რამდენი ახალი შტატი დაემატა და რა ანაზღაურებით. ჩვენ ამის გარკვევა ოფიციალურ დონეზე გვინდოდა, რომ შემდგომ საფუძვლიანი ანალიზი გაგვეკეთებინა და ისე გვემსჯელა არსებულ რეალობაზე. სამწუხაროდ,  მხოლოდ ნაწილი გამოგვეხმაურა და ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. სანამ შესაბამის ორგანოებს მივმართავდეთ, დანარჩენ ა(ა)ი პ-ებს ხარვეზის გამოსასწორებლად კიდევ მივეცით დამატებითი დრო  და  მათგან შესაბამის პასუხს ველოდებით", - განაცხადა ასკურავამ.

ასკურავას თემა მისმა თანაპარტიელმა გია გოგუაძემ განავრცო - "იმ სამსახურებმა, რომლებმაც თავი შეიკავეს ინფორმაციის მოწოდებისაგან,  კონსულტაციები  გამგეობაში გაიარეს,  მიმაჩნია, რომ სწორედ ამიტომაც მიიღეს მათ ასეთი გადაწყვეტილება და კანონით მინიჭებულ ვალდებულებას იგნორირება გაუკეთეს". 

აქვე გოგუაძემ გამგეობის სამსახურების არასერიოზულეობაზეც გააკეთა აქცენტი.

"მინდა ვთქვა, რომ გამგეობის სამსახურები თავიანთ მოვალეობებს არასერიოზულად ეკიდებიან. მათ, რატომღაც არ მიაჩნიათ საკრებულოს კომისიების სხდომაზე დასწრება სავალდებულოდ. არადა, ხშირ შემთხვევაში დეპუტატებს კონკრეტული შეკითხვები გვაქვს ამა თუ იმ  სამსახურის მიმართ და ამიტომაც კეთილი ინებონ და კომისიების სხდომებს დაესწრონ. "გურიას" სტადიონთან დაკავშირებით შეგნებულად ხორციელდება შავი პიარი, ამიტომ მოვიწვიოთ ყველა გაზეთი, ტელევიზია და ღიად ვთქვათ, თუ რა ხდება სინამდვილეში. მე მზად ვარ ყველას თანდასწრებით განვაცხადო თუ რა უნდა გაკეთებულიყო ჩვენი მთავრობის დროს და რა კეთდება დღეს", -დასძინა გოგუაძემ.

საკრებულოს წევრმა ნონა მურვანიძემ თავის გამოსვლაში  კოლეგებს მეტი გულისხმიერებისკენ მოუწოდა და კითხვა დასვა  - "რას ვაკეთებთ ჩვენ პატარა ლუკა მოისწრაფიშვილის დასახმარებლად? სამწუხაროდ, ასეთი ბავშვები ძალიან ბევრია ჩვენს რეალობაში, რასაც ჩვენ ხელფასების ზრდითა და პირადი კომფორტის მოწყობით ვპასუხობთ". 

დეპუტატმა ასკურავამ საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაშიც დასდო ბრალი.
"წინა სხდომაზეც დავაყენე საკითხი მომესმინა  ორივე საკონკურსო-საატესტაციო კომისიების ანგარიში. საკითხი ბიუროს სხდომაზე განიხილეს, რომლის წევრიც მე არ ვარ და შესაბამისად არც მომისმენია, რატომღაც მიზანშეწონილად მიიჩნიეს, რომ იგი საკითხი სესიაზე აღარ გამოეტანათ. ეს კი აშკარად რეგლამენტის დარღვევაა".

დეპუტატმა დარეჯან ბურჭულაძემ კოლეგის თემურ ალექსაიას ნასამართლეობაზე გააკეთა აქცენტი და მას ბრალი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო. 

სესიის მიწურულს მრავლად ისმოდა საკრებულოს წევრთა მხრიდან სხვადასხვა სახის  განცხადებები, რაც ნამდვილად არ ესიამოვნა მამათის მაჟორიტარს კახა ურუშაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა - "არ უნდა არსებობდეს რეგლამენტი? ვის გაუგია ასე გაუთავებლად მიკროფონთან ყოფნა, ვისაც მოესურვება და რამდენ ხანსაც უნდა იდგეს მიკროფონთან? გოგუაძემ საკითხების მთელი კასკადი ჩამოთვალა".

ურუშაძეს  დეპუტატი კახა ასკურავა გამოეხმაურა და  რეგლამენტის არცოდნაში იქით დასდო ბრალი.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...
  • "ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს" _ ზურაბ ნასარაია (R)სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით გურიაში მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ვეტერანებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინებით შეამკეს. "საბრძოლო მოქმედებების დროს გურიიდან 40 ჯარისკაცი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ სამი მებრძოლი დაიკარგა. ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს,“ - განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls