"ამ რეჟიმთან ბრძოლა, მართალია, ძნელია, მაგრამ ჩვენც "ვისწავლეთ" და "გავიზარდეთ"

პოლიტიკა

"ამ რეჟიმთან ბრძოლა, მართალია, ძნელია, მაგრამ ჩვენც "ვისწავლეთ" და "გავიზარდეთ"

24 დეკ. 2011, 07:03:30
ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ამ პროცესებში უშუალოდ რესპუბლიკური პარტიისა და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროცესის მიმდინარეობასა და არჩევნების მოლოდინზე, "გურია ნიუსს" რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე ესაუბრება.

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის პარალელურად, დეკემბერში, "კარდაკარის" პრინციპით დაიწყო ჩვენი მხარდამჭერების აღრიცხვა. ეს კამპანია თითქმის მთავრდება. ინფორმაცია, რასაც ვფლობ, მაძლევს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთების საშუალებას.

_ რა მოლოდინია მოსახლეობაში?

_ აშკარად გამოკვეთილი ტენდენციის შესახებ მინდა გესაუბროთ _ საზოგადოებაში გაჩნდა მზარდი იმედები ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით. ეს პირველი მესიჯია, რაც უკვე თვალში საცემი გახდა. ის ნიჰილიზმი და გაუცხოება პოლიტიკური პროცესისადმი, რომელიც აქამდე არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ახლა რადიკალურად შეცვლილია პოზიტივისკენ. მეორე თვალშისაცემი მომენტი ისაა, რომ ტენდენცია არის ოზურგეთის დაცარიელებისკენ. როგორც ჩემი კონტრაქტორები მეუბნებიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ცარიელი და დაკეტილი სახლია, იმასთან შედარებით, რაც იყო წინა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან საინტერესო სოციალურ-ეკონომიკური სიგნალია _ ხდება გაღატაკება, ხალხი თურქეთში, თბილისში გარბის. ბატონი ბიძინას გამოჩენამ იმედები გააჩინა, იმედმა _ მოლოდინი, მოლოდინმა კი _ ამ ადამიანების აქტივიზაციის, საარჩევნო მობილიზაციის წყურვილი, რაც გასათვალისწინებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე _ ოპოზიციისთვის. ივანიშვილის მხარდამჭერები უფრო მეტია საზოგადოებაში, ვიდრე ხელისუფლებისა. საზოგადოების ნაწილი აშკარად გაღიზიანებულია ნაციონალური მოძრაობის ქმედებების გამო და ფიქრობს: ოღონდ ეს არა! ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის აშკარა მხარდამჭერია. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვეთა აქტიური "მიშისტები", იდეური "მიშისტები" _ ისინი ჩვენი საზოგადოების ორ პროცენტზე მეტნი არ არიან.

_ თუმცა, რეალურად მმართველ პარტიას მაინც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

_კი _ საჯარო მოხელეები, პოლიცია, ჯარი, სასჯელაღსრულებითი, პრობაციის სამსახურები. შექმნილი აიპ-ები, პედაგოგები და ასე შემდეგ. ესენი "დაბმული" ჰყავს ხელისუფლებას. აი, ეს ადამიანები გამოხატავენ განსაკუთრებულად ხელისუფლების მხარდაჭერას, თუმცა საზოგადოების ამ ნაწილშიც არიან ივანიშვილის მიმართ პოზიტიური განწყობის მქონე ადამიანები, რომლებიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ბუნებრივია, ერიდებიან. ასევე თავს იკავებენ პენსიონერები და ისინიც, ვინც სოციალურ დახმარებას იღებენ, აგრეთვე, პატიმრების ნათესავები.

საზოგადოება პოლარიზებულია _ ან _ ნაციონალები, ან _ ივანიშვილი. მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები გამოირჩევიან არაეთიკური ქცევებით, უზრდელი და ღვარძლიანი დამოკიდებულებით ჩვენი მხარდამჭერების და კონტრაქტორების მიმართ. მათგან დიდი აგრესია მოდის _ მაგალითად, წითელმთაში, რწმუნებული ბესარიონ ლომინაძე აშკარად დაემუქრა ჩვენს მხარდამჭერებს _ ხომ იცით, რწმუნებულები სხვა სოფელში რის გამოც გაათავისუფლეს და მე არ მოგცემთ საშუალებას, ამ მოტივით მეც გამათავისუფლონო. ეს კაცი არის "ბირთვის მკვრელი". მე მინდა ვურჩიო მას, რომ პოლიტიკა ისეთი სფერო არ არის, სადაც კუნთების თამაშის ადგილი იყოს და ვურჩევ, მოედანი მონახოს ამისთვის. სოფელ შემოქმედში აშკარად ჩანს უფრო მეტი გაუცხოება ამ პროცესის მიმართ _ გუბერნატორის სოფელია და ეს ფაქტორი მუშაობს. აიპ-ებსა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი გუბერნატორის სანათესაო და სამეზობლოა. ლიხაურში ჩვენს მხარდამჭრებს დაჰყვებოდა მანქანა _ მწვანე ფერის "ნისან ნიკრა", ნომრით _ 085, რომელიც პატრულის მანქანა აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ახალი გამგებელი კარგად "აკონტროლებს" სიტუაციას, რადგან ქალბატონ ლელას "ნაციონალებში" მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, პოლიციაც ძალიან აქტიურობს, ანუ გრძელდება თვალყურის დევნა და თვალთვალი. ერთი სიტყვით, ეს პროცესი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.

გურიაში პრეზიდენტის ფონდის ხელმძღვანელად რამაზ ნიკოლაიშვილი იმიტომ დაინიშნა, რომ ეგზეკუცია ჩამოაყენოს. მას ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ალბათ, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ნაახალწლევს სხვადასხვა აქტივობებს ექნება ადგილი.

ისეთი განცდა მაქვს, ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, რომ ჩვენ არაფერს არ ვსწავლობთ, რომ ჩვენ არ შევცვალეთ და არ დავხვეწეთ მეთოდები, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ გამოცდილება, ამ რეჟიმის პირობებში მუშაობისა და ბრძოლის არაორდინარული ხერხები ვერ ვისწავლეთ, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი.

_ თუმცა ისინიც გაძლიერდნენ...

_ რა თქმა უნდა. მოწინააღმდეგე რომ არ შეაფასო, მას ვერც ვერასდროს დაამარცხებ და უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ შეძლო მასზე გათვლილი საარჩევნო მანქანის ამუშავება. მთელი ეს საარჩევნო მანქანა ისე აქვთ მოწყობილი, რომ ერთ ხმასაც არ კარგავენ. მათთან ბრძოლა ძნელია, მაგრამ ჩვენც "ვისწავლეთ" და "გავიზარდეთ".

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის რწმუნებული ბესიკ ლომინაძე "გურია ნიუსთან" საუბარში უარყოფს ტიფო მიქატაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:

_ ეს არის ტყუილი. მე მთელი სოფელი მიცნობს. თქვენთან ერთად შევხვდები და დამელაპარაკოს. საერთოდ არ მინახავს ეგ ხალხი. ცელმოწერები თუ ხდება, არ ვიცი. ვინ იტყვის სოფელში, რომ მე ვინმეს საერთოდ გავესაუბრე მაგ თემაზე? არც ჩემი სპეციალისტები არ დაუწყებდნენ უჩემოდ არავის საუბარს. რა უფლება მაქვს მოქალაქეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მივცე, მით უფრო ავუკრძალო? _გვითხრა ლომინაძემ.




 ახალი ამბები
  • საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტაბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. „გამოძიებით დადგენილია, რომ 1993 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ფ.ჯ. მიმდინარე წლის 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის სავალდებულო კარანტინის გავლის მიზნით, თანმხლებ პირთან ერთად, გადაყვანილ იქნა ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში. 14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა. დაშავებული ფ.ჯ. გადაყვანილია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში“,_ აცხადებენ შინაგან საქმეთა ... ...
  • ოზურგეთში თხილის გატეხვა და ფასის ამ მეთოდით დადგენა დაიწყესმიუხედავად იმისა, რომ წლევანდელი  სეზონის გახსნიდან აქამდე,  ოზურგეთში თხილის გატეხვა არ ხდებოდა, ფასის დადგენის მიზნით, დღეს, როგორც  გაბრაზებული მოქალაქეები ამბობენ, „ტახატუხი“ მაინც დაიწყეს. _დიახ, დავიწყეთ გატეხვა. ნახეთ, რა მოაქვთ. ფუტურო, შარშანდელი ნაგავი, მთლიანად უვარგისი  თხილი. არ მიაქვთ ქარხნებს,  უკან დაგვიბრუნეს, რაც წაიღეს. რა ვქნათ? ერთი  საღი გული 50 თეთრია.  ათი გატეხილი ნაყოფიდან თუ ყველა კარგი იქნება, ერთ   კილოგრამში  5 ლარს გადავუხდით, - გვითხრეს  ოზურგეთში, გაბრიელ  ეპისკოპოსის  ქუჩაზე  მდებარე თხილის მიმღებ  პუნქტებში მომუშავე პირებმა. კითხვაზე, ყოველი გატეხილი ათი ცალი თხილიდან, ყველა საღი არასდროს არ იქნება, იშვიათი გამონაკლისის გარდა და არიან თუ არა მაინც გლეხები დაზარალებული ამ მეთოდით,  კვლავ  შემოგვწყრნენ: _ჩვენ არ ვართ დაზარალებული, ნაგავი რომ მოაქვთ? მთელი დღე რომ  გვიყრია ეს თხილი ტომრებით და არავის მიაქვს? ვინ გითხრათ, რაიმე ბრძანება არის, რომ არ გავტეხოთ? ქობულეთში, ორი კვირაა, ტეხენ.  მიუხედავად ამისა, ზოგ პუნქტში თხილის გატეხვა მაინც არ ხდებოდა.  „გურია ნიუსი გაესაუბრა ქალაქში მყოფ არაერთ ფერმერს, რომლებსაც  თხილის პლანტაციები აქვთ და საგანგებოდაც  უვლიან. როგორც მათი შეფასებიდან ირკვევა, თხილის ვარგისიანობის  შესამოწმებლად, სხვა უფრო დახვეწილი  ფორმა უნდა მოიძებნოს. _ ამ მეთოდით მაინც რიგითი მეურნე ზარალდება, - თქვეს ... ...
  • Global Finance-მა თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი საქართველოში საუკეთესოდ აღიარა (R)საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance თიბისის სამომხმარებლო და კორპორატიული ციფრული ბანკი საუკეთესოდ დაასახელა რამდენიმე კატეგორიაში. ავტორიტეტულმა გამოცემამ, თიბისის კორპორატიული ციფრული ბანკი 2020 წლის ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,  საქართველოში კი - საუკეთესოდ. გარდა ამისა, თიბისის  ციფრული ბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელდა ციფრული მარკეტინგისა და სერვისის მიმართულებით, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. საუკეთესო ციფრული ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: გამორჩეული სტრატეგია; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინოვაციური და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები; მომხმარებლების რაოდენობის ზრდა; ციფრული ბანკის დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში. 2019 წელს Global Finance-მა თიბისის მობაილბანკი სამომხმარებლო ციფრულ ბანკებს შორის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარა. ... ...
  • 200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლამდე ბავშვების რეგისტრაცია ხვალიდან დაიწყება0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: •             ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; •             მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); •             საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. იმ შემთხვევაში,  თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, მშობელმა ელექტრონულ პორტალზე  ბავშვის დაბადების მოწმობა უნდა ატვირთოს. იმ შემთხვევაში, თუ  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, კანონიერმა წარმომადგენელმა ელექტრონულ პორტალზე მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილება უნდა ატვირთოს. ელექტრონულ პორტალზე შევსებული განაცხადით, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ადასტურებს შევსებული მონაცემების სისწორეს. სოციალური დახმარება, ბავშვის ერთ-ერთი მშობელის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ, ბავშვის ელექტრონულ პორტალზე  განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა. 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლებს რეგისტრაციის გავლა 15 აგვისტოდან პირველ დეკემბრამდე შეეძლებათ.  დახმარების მიღება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის სექტემბრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს: •             სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს •             საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველბებს •             საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს •             „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. ... ...
  • გაუთქმელობის დაკისრებით შესაძლოა მხარეთა თანასწორობა დაირღვეს - ომბუდსმენი შაქარაშვილის საქმეზესაქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრებას და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარისთვის გაუთქმელობის ვალდებულების დაუსაბუთებელი დაკისრებით მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა დაირღვეს მხარეთა თანასწორობის უფლება.  2020 წლის 12 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 5 პირის ადვოკატები დაავალდებულა, არ გაამჟღავნოს და გაახმაუროს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები და მონაცემები. პროკურატურამ ადვოკატებს განუმარტა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შესაძლოა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარონ. საგულისხმოა, რომ ადვოკატთა ნაწილმა აღნიშნულის გამო საქმეთა მასალების ჩაბარებაზე უარი განაცხადა.  საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია, პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, რომ მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები. თუმცა, ამ უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოხდეს სისხლის სამართლის პროცესის უმთავრესი პრინციპების - შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უგულებელყოფის ხარჯზე. არსებული მექანიზმი გასაჩივრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ბრალდების წარდგენისას პროკურატურამ საზოგადოებას გააცნო საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოძიებების ვერსია და აღნიშნულის შესაბამისი გრაფიკული რეკონსტრუქცია. ამ პირობებში ბუნებრივად, დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თანაბრად ისაუბროს საქმის მასალების შესახებ და საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ თავისი მოსაზრება და პოზიცია მიაწოდოს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადვოკატებისთვის მსგავსი ვალდებულების დაკისრება არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან და იმ არასწორი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც არაპირდაპირი გზით დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის მასალების გასაჯაროების საკითხთან მიმართებით, უზრუნველყოს სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვა. „ აქვე გვსურს მოვუწოდოთ ყველა მხარეს, მაქსიმალურად დაიცვან და პატივი სცენ სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში მონაწილე პირთა (მოწმეთა, დაზარალებულთა, ბრალდებულთა) უფლებებს. აღნიშნული მნიშვნელოვანი გარემოებაა ნებისმიერი გამოძიების ეფექტურად და ჯეროვნად წარმართვისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის“,_ აცხადებს სახალხო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...