ევროკავშირი საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებისათვის 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებისათვის 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

2015 მაი 14 19:57:30

ევროკავშირი საქართველოს მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებისათვის 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ფინანსურ შეთანხმებას დღეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა მოაწერეს ხელი.

ახალი საბიუჯეტო დახმარების პროგრამა „მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის“ მიზანია დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების განმტკიცება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიანობისა და სამართლიანობის გაძლიერება და კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა გენდერული თანასწორობის დაცვასა და მდგრად განვითარებას.

პროგრამა მართლმსაჯულების სექტორის 5 პრიორიტეტულ სფეროს მოიცავს: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა; სისხლის სამართლის სისტემა, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა; მიწის რეგისტრაცია.

მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამას კოორდინაციას გაუწევს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სამდივნოს (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) საშუალებით.
ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური დახმარება 2008-2014 წლებშიც გამოუყო  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირებისათვის. მის ფარგლებში გადაისინჯა სისხლის სამართლის კოდექსი; გაფართოვდა არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან განრიდების პროგრამა; შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი; განხორციელდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სისტემის,  სასამართლოსა და პოლიციის რეფორმა; ინიცირებულ იქნა პროკურატურის რეფორმა.

პროგრამის წარმატებულად დახურვის შემდგომ, 2014 წლის დასაწყისში, ევროკავშირის დელეგაციამ დაიწყო მუშაობა ახალ, ევროკავშირის 2015-2018 წლების საბიუჯეტო დახმარების პროგრამაზე, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა, და მართლმსაჯულების სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (ტექნიკური დახმარების ჩათვლით) 50 მლნ ევროს შეადგენს.




 ახალი ამბები
  • "ვამხილოთ გურიის ფეოდალი მაჟორიტარები"-რას გეგმავს "სამოქალაქო მოძრაობა"15 დეკემბერს, "სამოქალაქო მოძრაობა" კამპანიის  "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების" ფარგლებში, გურიის მაჟორიტარებს არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ამხელს. ალეკო ელისაშვილი მოსახლეობას დეპუტატების საქმიანობის კორუფციულ სქემებს გააცნობს და პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრებს. როგორც „გურია ნიუსს“  „სამოქალაქო მოძრაობის“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნული კამპანია ჩოხატაურის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიზე 12 საათზე  დაიწყება. კამპანიის ფარგლებში მოძრაობამ რამდენიმე რეგიონი უკვე ... ...
  • „საკვანძო საკითხია ტოლერანტობა და მრავალფეროვნება“: შეხვედრა ანასეულის ხანდაზმულთა სახლშიდღეს, ანასეულის ხანდაზმულთა სახლში, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების დღე აღნიშნეს. ახალგაზრდების ინიციატივა იყო, რომ ანასეულის ხანდაზმულთა სახლში აღნიშნულიყო ეს დღე, რადგან  მათივე თქმით,  ეს ერთგვარი სიმბოლური კავშირია, აქ  მცხოვრებ  სხვადასხვა  ეთნოსის წარმომადგენლებს შორის. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ბავშვებმა გადაწყვიტეს, ხანდაზმულებთან ერთად, გადაეღოთ ფილმი, რომელიც პრეზენტაციის დასაწყისში აჩვენეს და  ასევე მოემზადებინათ მათი ქვეყნის და კუთხის ტრადიციული კერძები,  რომ მერე დამსწრე საზოგადეობასთან ერთად დაეგემოვნებინათ. ფილმი უშუალოდ ეხებოდა ხანდაზმულთა ცხოვრების ისტორიებს.  თვითონ ჰყვებოდნენ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს. _ ეს ფილმი მომზადდა ახალგაზრდების ჩართულობით.  ჩვენი ორგანიზაციისთვის  უმნიშვნელოვანესი  საკვანძო საკითხია  ტოლერანტობა და მრავალფეროვნება. ასევე მნიშვნელოვნია დღევანდელი დღე ახალგაზრდებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის, რადგან გულისხმობს ერთგვარი შინაგანი სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, რომ ყველა ჩვენგანი ვიყოთ სოციალურად პასუხისმგებლიანები, _თქვეს ინიციატორებმა. მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე მიესალმა და საკუთარი  თვალსაზრისი მადლიერებით  გამოხატა.  -ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგაზრდები  არიან  ამ დღის ორგანიზატორები.  მადლობა ფილმის შემქმნელებს,  მის  გმირებს, რომლებმაც  საკუთარი ისტორიები გაგვიზიარეს. ცხოვრება ნაფოტოვით გვატარებს წინ და უკან და  ვინ სად აღმოვჩნდებით, არ ვიცით და მხოლოდ უფალმა უწყის.   ამიტომ საზოგადოების და  ერთმანეთის დახმარებით ბედნიერი გავხადოთ მათი ცხოვრება,  ვისაც ყურადღება მეტად სჭირდება.  ქედს ვიხრი ამ საოცრად გულწრფელი ისტორიების წინაშე, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, _ თქვა თავის გამოსვლაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა  და ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის  უფროსმა, მარინა ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები,  სოციალური სამსახურის წარმომადგენლები, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ანასეულის უნივერსიტეტის  და ადგილობრივი თვითმმარტველობის ... ...
  • ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას,  თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრებოდა ვლადიკავკაზელ ადვოკატთან ერთად. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ... ...
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...