ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაიწყო

პოლიტიკა

ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ მუშაობა დაიწყო

6 ივლ. 2015, 15:11:23

ფინეთის დედაქალაქი ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. რიგით 24-ე ყოველწლიური შეხვედრა "ჰელსინკი+40" სახელწოდების სემინარით გაიხსნა.მისი მოწვევის იდეა  საპარლამენტო ასამბლეამ, გასული წლის სექტემბერში გააჟღერა, რათა მომხდარიყო იმ 40 წლიანი საქმიანობის შეჯამება, რომელიც „ჰელსინკის საბოლოო აქტის“ ხელმოწერის დღიდან დღემდე განხორციელდა. პროექტის მიზანს ასევე აუცილებელი რეფორმების და რელევანტური ღონისძიებების განსაზღვრა და ანალიზი წარმოადგენდა.

ღონისძიების მონაწილეებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, ასამბლეის გენერალური მდივანი  ოლივერ სპენსერი და ფინელი დიპლომატი  იაკკო ილონიემი მიესალმნენ.

გამომსვლელებმა ეუთო-ს შექმნის და საერთაშორისო ორგანიზაციის ჩამოყალიბების ისტორიაზე, განვლილ საქმიანობასა და მის დღევანდელ როლზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ 40 წლის წინ, "ჰელსინკის დეკლარაციის" გაფორმებით, "ცივი ომის" შემდგომ ეტაპაზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, უსაფრთხოების და მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებს და იგი პოლიტიკური დიალოგის ერთ-ერთ საუკეთესო ფორუმს წარმოადგენს.

გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი რეგიონული უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

თედო ჯაფარიძემ კითხვით აშშ-ში ფინეთის ყოფილ ელჩს, იაკკო ილონიიემს მიმართა და იკითხა თუ რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს დღეისათვის პოსტსაბჭოთა ქვეყნები. "40 წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ბევრი რამე შეიცვალა.მათ შორის ადგილი ქონდა კონფლიქტების განვითარებას და ოკუპაციურ ქმედებებსაც. ,"ჰელსინკი+40" გადმოსახედიდან საინტერესოა,  თუ რამდენად უსაფრთხოა პოსტსაბჭოთა სივრცე", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ. შეკითხვის პასუხად ფინელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დღევანდელ რთულ და ტურბულენტულ სამყაროში აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია ვერც ერთ ქვეყანას ვერ ექნება.

სემინარი დისკუსიით გაგრძელდა. ბალკანეთის და სკანდინავიის ქვეყნების გამომსვლელებმა უსაფრთხოების საკითხებსა და კრიზისული ვითარებების მშვიდობიანი გზით მოგვარების თემებზე ისაუბრეს. მეზობელ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების თემის დისკუსიისას, ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა  თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს ქონდეს კეთილმეზობური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ არა ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიების ხარჯზე.

სემინარის დასრულების შემდეგ საერთო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ძირითად საკითხს ასამბლეაში მონაწილეობაზე რუსეთის ფედერაციის ბოიკოტი წარმოადგენდა. საკითხი შეეხებოდა ევროპარლამენტის მიერ დადგენილ სანქციებს, რომლის თანახმადაც, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე იმ პირთა ჩამონათვალში იქნა შეყვანილი, რომელთაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

სწორედ ამიტომ, სერგეი ნარიშკინს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ქვეყანაში შემოსვლაზე და ღონისძიების დასწრებაზე უარი ეთქვა, რაც გახდა კიდეც დელეგაციის ბოიკოტის მიზეზი. სხდომაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია რუსეთის დელეგაცია დაუბრუნდეს ასამბლეის ფორმატს, რადგან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ის ინსტრუმენტია, სადაც კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება დიალოგის და მოლაპარაკებების გზით ხდება.

სხდომის მსვლელობისას კომიტეტს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი შემოუერთდა, რომელმაც მისი ქვეყნის პარლამენტის სპიკერისთვის დაწესებული სანქციები და ქვეყანაში არ შემოშვების საკითხი, ეუთო-ს პრინციპების უხეშ დარღვევად შეაფასა და მისი დელეგაციის პროტესტი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. საერთო კომიტეტის სხდომაზე საორგანიზაციო და რეგლამენტის საკითხებიც განიხილეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხვალ პლენარული სხდომით გაგრძელდება, რომელსაც ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო დაესწრება.




 ახალი ამბები
  • "ცხედრები ძლივს ამოიცნეს" - ვინ არიან ხობში დაღუპული ახალგაზრდებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვენენ. "სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ", _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში- გარადაცვლილია 2 ადამიანიცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში. როგორც ადგილიდან  „გურია ნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენი ინფორმაციით, დაღუპულები 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია. როგორც "გურია ნიუსს"შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხარდზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-8  ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ... ...
  • უბედური შემთხვევა საგარეჯოში - 70 წლის ქალბატონი საკუთარ თონეში ჩაიწვაუბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოში - სოფელ  ვერხვიანში 70 წლის ქალბატონი საკუთარ  თონეში ჩაიწვა. ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში,  ნოდარ ბეგიაშვილმა  დაუდასტურა. მისი განცხადებით, უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით პირველ საათზე მოხდა. არსებული ინფრმაციით, დაშავებული ქალის დახმარება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა  იგი მიღებული დამწვრობით  ადგილზე ... ...
  • სამტრედიაში მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით, ხოლო აპრილის-63,1 პროცენტით შესრულდა1 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კობა ძიძიგური უძღვებოდა. საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ,,სპორტული კომპლექსი სამტრედიას" ბიუჯეტში ცვლილებას. კერძოდ გაიზარდა სტადიონის სარემონტო სამუშაოების დაფინანსება და საცურაო აუზში დანადგარების შეძენის ხარჯი. ინფორმაციის სახით გაჟღერდა 2020 წლის მარტისა და აპრილის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი. მარტში ადგილობრივი შემოსავლები 13 357 100 ლარით განისაზღვრა. მათ შორის საგადასახადო შემოსავლები-11 259 500 ლარი, სხვა შემოსავლები-2 900 700 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდა-87 900 ლარი. მარტის ბიუჯეტი 74, 5 პროცენტით შესრულდა. აპრილის თვეში ადგილობრივი შემოსავლები იგივე დაგეგმარებით იყო, რაც მარტში. ბიუჯეტის შესრულებამ 63, 1 პროცენტი შეადგინა. მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა არზუმანიანის თქმით, მარტისა და აპრილის ბიუჯეტის დაბალი მაჩვენებლით შესრულება კოვიდ 19-ის პანდემიას უკავ ... ...
  • ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალსის" სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრშისაზეიმო ვითარებაში აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე "ჯეო ჰოსპიტალს"-ის სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში სადაც განსაკუთრებული და სადღესასწაულო გარემო დაახვედრეს კლინიკაში მოსულ ბენეფიციარებს. პატარა პაციენტებს სასიამოვნო სიურპრიზებიც დაახვედრეს და კლინიკის გარემო საყვარელი გმირების ფერადი ნახატებით, ბუშტებით გააფორმეს და ტკბილეულით გაუმასპინძლდენენ. ამ ფორმით "ჯეო ჰოსპიტალსის" ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა და მენეჯმენტმა COVID 19 დაკავშირებული შეზღუდული რეგულაციების ფონზე მათთვის დღესასწაულის გახალისება ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?