პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

პოლიტიკა

პრეზიდენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

2015 ივლ 13 23:46:03

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და "ბრითიშ პეტროლიუმ"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება იყო, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

ქვეყნის პირველმა პირმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.

"საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად. მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

"განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარედ ახალი  ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავემგზავრეთ ადგილზე, რათა შეგვესწავლა იქ არსებული ვითარება და მოგვეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირდაპირი დანიშნულებაა, რომ დააკვირდეს და შეაგროვოს ადგილზე არსებული ზუსტი მონაცემები და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ახალი ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი - ერთი სოფელ ორჭოსანში სამხრეთით, სადაც ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერი მოიხსნა, გაქრა აპრილში და ახლა კვლავ გამოჩნდა, ხოლო მეორე ახალი ბანერი სოფელ წითელუბანთან სამხრეთით. თუმცა, ამჯერად ამ ნიშნებმა გადმოიწია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან კიდევ უფრო ახლოს. ჩვენი მხარის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ მავთულხლართების, ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ გადაადგილებას და აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ არსებობას. ჩვენ საკითხის განხილვისათვის გვაქვს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM), ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე იყო საუბარი ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერების მიერ გამოწვეული ზიანის, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს მექანიზმები გამოყენებული იქნება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს დაძაბულობის განმუხტვისათვის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგს და ჩვენ ადგილზე ვრჩებით. მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაეცემათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბრიუსელში, რომლებიც მიწოდებულ მონაცემებს შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღებისათვის იყენებენ", _  განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.




 ახალი ამბები
  • პატარა ანიტას მინსკში გადასაყვანად ამზადებენპატარა ანიტასთვის ოპერაციის გაკეთებაზე იტალიამაც უარი თქვა, ბავშვს ბელორუსიაში, კერძოდ კი მინსკში გასამგზავრებლად ამზადებენ. ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. „ბევრი მწერს, არ მიწყინოთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ, აქ გიპასუხებთ. ბელორუსია თანახმაა ბავშვის მიღებაზე, ამაში ჩვენი ხელისუფლება დაგვეხმარა. იმდენად გვიდგანან გვერდით თქვენთან ერთად, რომ იმედის დაკარგვის უფლებას არ მაძლევენ. ახლა მიმდინარეობს ბავშვის ავსტრიიდან ბელორუსიაში გადაყვანის ტექნიკური საკითხების მოგვარება,“_ წერს ... ...
  • წულუკიანი:"დეპუტატებმა მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი თავისუფლად უყარეს"იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უვადო მოსამართლეებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეხმაურება. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადრეც გააკეთა განცხადება ამავე თემაზე და მასში ნათქვამი იყო, რომ თავად კანონი, რომელიც იქნა შემოღებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევად, იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და რეალურად არ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, მაგრამ გუშინდელი განცხადება მოწმობს იმას, რომ მართალია უკეთესია ვიდრე იყო წარსულში, მაგრამ მისი სრულყოფა ყოველთვის შეიძლება და ამაზე მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, დეპუტატებმა თითოეულ მათგანს კენჭი უყარეს თავისუფლად და ყველანაირი ზეგავლენების გარეშე," - განაცხადა ... ...
  • სამტრედიაში ააიპ-ები საახალწლოდ თანამშრომლებზე ჯილდოს გასცემენ13 დეკემბრის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობამ ააიპ-ების 2019 წლის შემაჯამებელი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა არზუმანიანმა ცალ-ცალკე წარმოადგინა 25 ააიპ-ის ბიუჯეტის ფორმირებული ვარიანტი. საკუთარი შემოსულობების ხარჯზე ააიპ-ებმა თანამშრომლებზე გასაცემ მცირეოდენ საახალწლო ჯილდოს მოუყარეს თავი, რაზეც საკრებულოდან თანხმობა ითხოვეს. რიგგარეშე სხდომის ბოლოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ 2019 წელს გაწეული საქმიანობაზე ანგარიში ჩააბარა, სადაც დასწრებაზე საკრებულოს ოპოზიციამ უარი თქვა. ნუგზარ ჯამბურიამ საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ... ...
  • წვიმა,თოვლი და ქარი-უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი. დღეს, გვიან საღამოს და ღამის საათებში ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 16 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსია ... ...
  • სემეკმა შპს „თელავგაზისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინვესტიციები შეითანხმასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ  (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის შპს „თელავგაზისა“ და ასევე, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის ქსელის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.   შპს „თელავგაზის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ  6 427 863 ლარი შეადგინა. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში ოპერირებს,  2020 წელს 3 851 703 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 177 750 ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 153 250 ლარის ინვესტიციას. შპს „თელავგაზის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 2 245 160 ლარით განისაზღვრა.   შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 21 830 871. 93 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 10 125 845 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 3 960 701 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 4 642 142 ლარის ინვესტიციას. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 3 102 183 ლარით განისაზღვრა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...