დავით უსუფაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

2015 ივლ 22 21:12:09

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, "ნატო"-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს.

ამავე დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო, სადაც საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის  ნატო-ში ინტეგრაციის პროცესზე, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

მოკავშირეები ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში მიღწეულ პროგრესს მიესალმნენ, დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესიც. ელჩებმა საქართველოს "ნატო"-ს მისიებსა და ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს. ამჟამად, საქართველო, რიგით მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორია ავღანეთის მხარდამჭერ მისიაში.

გარდა ამისა, მოკავშირეებმა  კიდევ ერთხელ, დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომლის მიხედვით, საქართველო ალიანსის წევრი გახდება. მათივე განცხადებით, ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრობისთვის მომზადებას უწყობს ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს ურყევი ნებაა და ამის შესახებ ქართული პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილი და საზოგადოება, უკვე დიდი ხანია, შეთანხმდა. მისივე განცხადებით, ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა  ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით და ეს შეეხება როგორც დემოკრატიულ, ინსტიტუციურ რეფორმებს, ასევე, სამხედრო კომპონენტს. დავით უსუფაშვილის თქმით, საქართველო წევრობის სამოქმედო გეგმის (ინგლ. MAP) მისაღებად მზადყოფნას ადასტურებს.

სხდომაზე ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმებისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებული მოვლენების შესახებაც. მოკავშირებმა მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიული და არალეგიტიმური პოლიტიკის გამო შეშფოთება გამოთქვეს. "ნატო"-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრ ვერშბოუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომისის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა რომ ალიანსში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია.

"დღეს  მე მქონდა საშუალება, მიმემართა "ნატო"-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისთვის. შეხვედრა დაგეგმილზე თითქმის ერთი საათით მეტი ხანი გაგრძელდა იმიტომ, რომ ძალიან დიდია ინტერესი იმის თაობაზე, თუ რა ხდება საქართველოში, როგორ ვემზადებით ჩვენ იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რაც ქვეყანას აქვს.

მე მოვახსენე "ნატო"-ს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ჩვენი მიღწევების თაობაზე, ის რაც უკვე გავაკეთეთ და იმის თაობაზე, რომ ჩვენ გვინდა ვიხილოთ პროგრესი "ნატო"-ში ინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, აგვისტოს ბოლოს საქართველოს „ნატო"-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვევა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე, თავდაცვის მინისტრების დონეზე, მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება.

"არის სრული ურთიერთგაგება ამ საკითხებში, ის პროგრამები, რომლებიც უკვე ხორციელდება საქართველოში, სულ მოკლე ხანში კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. ამასთანავე, "ნატო"-ს წევრ სახელმწიფოებს აინტერესებთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. 

დაახლოებით 20-მდე წარმომადგენელმა გამოთქვა თავისი მოსაზრებები. ისინი ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ ქვეყნის წარმატებებს ინსტიტუციური რეფორმების თვალსაზრისით, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით და ამბობენ, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ყველა დანაპირებს ვასრულებთ.

ასე რომ, ახლო მომავალში ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო სერიოზული ნაბიჯებისთვის, თუმცა  ეს ყველაფერი,  დამოკიდებულია საერთაშორისო მდგომარეობაზე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, იმ საფრთხეების ანალიზზე, რაც ამა თუ იმ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს და ჩვენ მზად ვართ ასეთი დიალოგისთვის ჩვენს პარტნიორებთან" - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელსაც დავით უსუფაშვილი დაესწრო, ელჩების დონეზე გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტს 23 ივლისს დაასრულებს.




 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - არის დაშავებულიზუგდიდის ცენტრში  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად ახალგზარდა ქალი დაშავდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ  ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.   შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით ... ...
  • სამტრედიელი გოგონა მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა20 წლის გოგონა თავის დაბადების დღეზე, მოსკოვში, აჭარულის ცეკვის დროს გარდაიცვალა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი ავრცელებს. „ანა ენგიბარიანს საშინელმა ბედისწერამ მოსკოვში საკუთარ დაბადების დღეზე  აჭარულის ცეკვისას მოუსწრო. ამ შემზარავმა და დაუჯერებელმა ფაქტმა შავებით შემოსა გარი ენგიბარიანის ლამაზი სამშვილიანი ოჯახი. წარმოშობით სამტრედიელი გოგონა ასე მძიმედ დაემშვიდობა მოსკოვს სადაც ბავშვობა გაატარა და ახლა მშობლიური სამტრედია ჩაიხუტებს მის ცხედარს..“_ წერს ის. გარდაცვალების მიზეზი უცნობია, ახლობლების თქმით, გოგონა სიცოცხლეში არაფერს უჩიოდა. ანა ენგიბარიანი წარმოშობით სამტრედიელია. მისი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში, დაახლოებით, 15 წლის წინ გადავიდა. ენგიბარიანები მშობლიურ სამტრედიას ხშირად სტუმრობდნენ. გარდაცვლილ   გოგონას საქართველოში ხვალ ჩამოასვენებენ. ... ...
  • მოძველებული ინფრასტრუქტურა, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები_ რა ხდება “თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“2020 წლის 14 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ მოინახულა. სახალხო დამცველმა დაათვალიერა დაწესებულების ქალთა და კაცთა განყოფილებები, სასადილო სივრცე; შეხვდა და გაესაუბრა სტაციონარში მყოფ პაციენტებს და ცენტრის პერსონალს. ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ პრობლემურია დაწესებულების მოძველებული ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ცენტრში არსებული მდგომარეობა არ ქმნის ხელსაყრელ თერაპიულ გარემოს. პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ. სტაციონარისთვის არსებული დაფინანსება აბრკოლებს პაციენტთა სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს. ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები. სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიმართულებით. დროულად მოხდეს სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, თემზე დაფუძნებული და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისების რაოდენობის ... ...
  • „ახალგაზრდობა,რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს“_ სამტრედიის მერი მოსწავლეებს შეხვდა,,მე რომ მუნიციპალიტეტის მერი ვიყო"- ამ ფორმატში დიალოგი შედგა დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეთა პარლამენტის წევრები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერთან იმ ინიციატივებით შევიდნენ, რომლის განხორციელებაც ახალგაზრდების ინტერესში შედის. მოსწავლეების მიერ შეთავაზებული პროექტები  მოიწონა მერმა, ვალერიანე ფოცხვერიამ, განსაკუთრებით აქტუალურად მიიჩნია ქალაქში მომრავლებული მაწანწალა ძაღლების საკითხის მოგვარება და სპორტის სასახლის აშენება. მოსწავლეთა პარლამენტის წევრები ქალაქში დასუფთავების მიზნით ურნების დამატებას ითხოვენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტის არ ქონა. მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წინა წლებში ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული, კონტრაქტორს გაყავდა ძაღლები, აცრიდნენ, ყურზე ბირკას ადებდნენ და უკან აბრუნებდნენ, რასაც  მისახლეობისთვის სასურველი ეფექტი არ მოუტანია. ფოცხვერიას განცხადებით, ძაღლის კბენის ეშინია მოსახლეობას და უკან დაბრუნებული, თუნდაც აცრილი, კბენის საშიშროებისგან ვერ იცავს ქუჩაში მოსიარულეებს ,,ოპოზიცია რომ იყოთ, ვიცით, რა პასუხსაც გაგცემდით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მაწანწალა ძაღლების პრობლემა ,,მოგვარებული" ჰქონდათ, შუაგულ ქუჩაში ხოცავდნენ ძაღლებს. სრულიად სამართლიანია თქვენი მოთხოვნა, თქვენი თვალით დანახული პრობლემები. ვეცდებით,  გავითვალისწინოთ და დროულად მოვაგვაროთ. მოდის ახალგაზრდობა, რომელიც მამების თაობას უმოქმედობას არ აპატიებს,“_  განაცხადა ... ...
  • ოზურგეთის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი „ბლექსი არენას“ უსასყიდლოდ გადეცემადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სხდომაზე განიხილეს საკითხი: „ოზურგეთის მუნციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის ირგვლივ მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა, პელაგია  კალანდაძემ ისაუბრა და თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3724 კვ. მ და 502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცეს უსასყიდლოდ  საკუთრებაში სახელმწიფოს შემდგომში   შპს „ბლექსი არენას ჯორჯიას“-სთვის  გადაცემის მიზნით. საკრებულოს დეპუტატებმა იკითხეს, რა დანიშნულებისთვის სჭირდება,რატომ უნდა გადაეცეს ეს მიწა „ბლექ სი არენას“. პელაგია კალანდაძემ უპასუხა, რომ ეს მიწის ფართი  იქ პარკირებისთვის ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...