"არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ" _ პრემიერი


პოლიტიკა

"არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ" _ პრემიერი

14 სექ. 2015, 18:58:49

პროვოკაციული ქმედებებით, უსარგებლო ხმაურით და აჟიოტაჟით, ე.წ ოპოზიციის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, კახეთის რეგიონს, კახელ გლეხს დანარჩენ მოსახლეობასა და რეგიონებთან აპირისპირებენ, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რთველის მიმდინარეობის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს აბსოლუტურად განადგურდა ვაშლის მოსავალი, ასევე, მოსახლეობას პრობლემები შეექმნა ციტრუსისა და თხილის მოსავალთან დაკავშირებით.

"კახეთის გარდა გვაქვს 9 რეგიონი, იქაც რთული ვითარებაა, სტიქია იყო სხვა რეგიონებშიც და ყველა ადამიანს თანაბრად უნდა დავეხმაროთ. გასაგებია, ჩვენ ვთქვით, რომ მევენახეობა სტრატეგიული მიმართულებაა და სწორედ ამდენი ხელშეწყობის შედეგად 4 ათას ჰექტარზე მეტი ახალი ვენახია გაშენებული. ნუთუ ეს საქმე არ არის?! ყურძენზე შარშან სპეკულაციური ფასებიც კი იყო, 1,50; 2,00; 3,00 ლარამდეც კი გადაიხადეს და შემდეგ რამდენიმე გლეხი ალაპარაკეს, 2,00 ლარად როგორ გავყიდო ყურძენიო. აბნევენ მოსახლეობას, ამიტომ, მინდა მივმართო ჩვენს ძვირფას მევენახეებს, ნუ შეხვალთ შეცდომაში და არავის მისცეთ საშუალება, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოგიყენონ", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სუბსიდირების თანხა არ შეცვლილა და სახელმწიფო წელსაც იმდენივეს დახარჯავს ამ მიმართულებით, რამდენიც - გასული ორი წლის განმავლობაში.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე მესამე წელია, უპრეცედენტოდ წარმატებული რთველი ტარდება.

"სოფლის მეურნეობის დარგში, კერძო სექტორის დახმარებით, დღემდე 1 მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული. წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის, შეღავათიანი აგროსესხების პროგრამას, ასევე დავიწყეთ პროგრამა - "აწარმოე საქართველოში". წარმატებული რთველის შედეგად კახეთის რეგიონში, კახელი ფერმერების ოჯახში 290 მილიონი ლარი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 100 მილიონი ლარი იყო სუბსიდია, რაც სახელმწიფომ გაიღო. სუბსიდიის თანხა გასულ წელს თეთრ ყურძენზე იყო 0,35 თეთრი, წითელ ყურძენზე - 0,15 თეთრი, რაც წელსაც იგივე დარჩა. სახელმწიფოს მხრიდან არაფერი შეცვლილა", _ განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა იმ სირთულეების შესახებ, რომლებიც ღვინის კომპანიებს შეექმნათ. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, კომპანიებს გაყიდვები შეუმცირდათ და აქვთ ღვინის მარაგები, რის გამოც არსებობდა საფრთხე, რომ მათ უმეტესობას წელს ყურძენი საერთოდ არ ჩაებარებინა, თუმცა პოლიტიკური ვითარება და მოსახლეობის მდგომარეობა გაითვალისწინეს.

"მინდა, მივმართო პოლიტიკოსებს, რომელთაც პოლიტიკოსობის პრეტენზია აქვთ, მათი ასეთი პროვოკაციული ქმედება მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ვიცი, რომ ერთ-ერთი დეპუტატი, გვარად ღვინიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კახეთის გუბერნატორი და პირდაპირ მიუთითებდა კომპანიებს, არ ჩაებარებინათ ყურძენი მაღალ ფასად, იმისთვის, რომ გუბერნატორს, თუმცა არა კახეთის, არამედ - ოდესის, დაუმტკიცოს ერთგულება, ჩადის რეგიონში და აქტიურობს. მინდა, მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააკონტროლოთ ადგილზე სიტუაცია, რომ მოსახლეობას ჩაბარებაში პრობლემა არ შეექმნას. თუ ვინმე პროვოკატორი შეეცდება სიტუაციის დაძაბვას, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. ყოვლად დაუშვებელია, რომ ისეთი დისკრედიტებული ორგანიზაცია, როგორიც არის "ნაციონალური მოძრაობა", 20-30 კაცის მეშვეობით, ინტრიგნული და პროვოკაციული მეთოდებით აპირებს რთველის პოზიტიური სურათის გაფუჭებას, ფონის გაუარესებას და მოსახლეობის დაძაბვას", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლდება, შტაბი გამართულად მუშაობს, ყველა დეტალი გათვლილია, შეფერხებების თავიდან ასაცილებლად, პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პრემიერმა მთავრობის წევრებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული და პროცესის გამჭვირვალობა, რათა არავის გაუჩნდეს განცდა, რომ სახელმწიფომ სუბსიდირების თანხა შეამცირა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფო წელსაც, გარანტირებულად ჩაიბარებს ყურძენს, რაც სუბსიდირებასთან ერთად, ჯამში 60 მილიონი ლარი ჯდება.

"ჩვენთვის ძვირფასია ყველა ადამიანი. მესმის მათი ემოციურობის, გასულ წელს ლარს უხდიდა კომპანია, წელს თანხა შედარებით მცირეა, მაგრამ ეს კრიზისული პერიოდი, რომელიც მთელს მსოფლიოშია და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ერთად და ღირსეულად უნდა გავიაროთ. ჩვენ სტაბილურ პოლიტიკას ვაწარმოებთ, იმედი გვაქვს, მალე გაიხსნება ჩინეთის ბაზარი, გახსნილია რუსეთის ბაზარი, ევროპის ბაზარი, ასე, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ მეწარმეებს. მთავრობა ამ სამი წლის განმავლობაში ბიზნესს ეხმარება - უფასოდ აძლევს მიწას; ფართებს; 13%-იანი კრედიტის პირობებში 11-12%-ს უფინანსებს, მეწარმეს უწევს მხოლოდ 1-2%-ის გადახდა. ნუთუ, არ შეიძლება ამ ყველაფრის ადეკვატურად შეფასება?!", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრისგან რთველის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ოთარ დანელიას განცხადებით, წელს ყურძნის მოსავალი 30%-ით გაიზარდა და სავარაუდოდ, 200 ათას ტონამდე იქნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 ათას ტონაზე მეტი ჩაბარებულია და 2-3 დღეში რთველი უფრო აქტიურ ფაზაში შევა.
"300 მილიონ ლარამდე უკვე შეუვიდა კახელ გლეხს ბოლო ორი რთველიდან, 14 მილიონ ლარზე მეტი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაში დავხარჯეთ, მიმდინარე მელიორაციის პროექტები არის დაახლოებით 70 მილიონის, რომლის დიდი წილი მოდის კახეთზე, 150 მილიონის შეღავათიანი აგროკრედიტი, იაფი ფულია გაცემული ამ დარგში. თბილისში, მერიის დახმარებით შერჩეულია 15 ადგილი, სადაც შეუძლიათ რეალიზაცია. ლარიდან 2,50 ლარამდე მერყეობს ყურძნის ფასი და არის 20-და 25 ათას ტონამდე მოთხოვნა, როგორც რეგიონებიდან, ისე- თბილისიდან. რეგიონებშიც გამოყოფილია სარეალიზაციო ადგილები", _
 განაცხადა მინისტრმა.
ოთარ დანელიას თქმით, ხელისუფლებამ დანერგა რეალური დივერსიფიკაცია, მზარდია ევროპის და აზიის ბაზრები, საქართველო შედის ახალ ბაზრებზე, რაც ღვინის ინდუსტრიისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების პერიოდში არსებულ დივერსიფიკაციაზე და განაცხადა, რომ ექსპორტის თვალსაზრისით, ე.წ ემბარგოს პერიოდში საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული იყო 10 მილიონი დოლარის საქონელი, ხოლო იმპორტზე შემოსულია მილიარდ 187 მილიონის ღირებულების საქონელი.




 ახალი ამბები
  • "გირჩი" პარტიებთან კონსულტაციებს "მოქალაქეების" გარეშე გააგრძელებს"გირჩი" პოლიტიკურ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიასთან "მოქალაქეების" და ალეკო ელისაშვილის გარეშე გამართავს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, გირჩი ემიჯნება ალეკო ელისაშვილს იმ ინციდენტის გამო, რომელიც 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძესა და ალეკო ელისაშვილს შორის მოხდა.  "ჩვენ ბატონ ხაზარაძეს და, ზოგადად, "ლელოს" განვიხილავთ, როგორც ჩვენს პოტენციურ პარტნიორებს. საერთოდ მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ყველანაირად ვემიჯნებით ამას და, პირიქით, გვინდა გავაგრძელოთ დისკუსია ჩვენს ყველა იმ კოლეგასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. მე რთულად წარმომიდგენია, რომ ჩვენ და "მოქალაქეები" ერთად მივიდეთ ბატონ მამუკასთან. მეტიც, ეს მოლაპარაკება ჩვენ დავიწყეთ "მოქალაქეებს" რომ პირველად შევხვდით. თვითონ ის იდეა, რომ ჩვენ და მოქალაქეები, რომლებიც დანარჩენ ოპოზიციასთან მხარე ვხდებით, არ არის სწორი. ჩვენ მართლა გვინდოდა, რომ ყველა გაგვეერთიანებინა, მათ შორის, "მოქალაქეები", თუმცა, გუშინდელი დღის შემდეგ არ მგონია, რომ ეს რეალისტური იყოს,"-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში "ლელოს" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს ... ...
  • გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა ისევ აკრძალულიასაავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა, ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. „გზის ძირითადი ნაწილი უკვე გაწმენდილია, რჩება მხოლოდ სამი კილომეტრი (კმ99-კმ101), საიდაც 101-ე კილომეტრზე ზვავსაშიშროება ნარჩუნდება და გაწმენდითი სამუშაოების დაწყება აღნიშნულ ერთ კილომეტრზე ჯერ ვერ ხერხდება“, – აცხადებენ უწყებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე, ამ მონაკვეთზეც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება. გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზავავსაშიშროების გამო მოძრაობა 11 იანვრიდანაა ... ...
  • სერგო ჩიხლაძე - ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის"ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის, არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს, შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე: „უნდა ესწრებოდეს თუ არა ალეკო ელისაშვილი ოპოზიციის შეხვედრებს“, ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილს თავად აღარ სურს ამ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. „მას აღარ უნდა დასწრება. მე კიარ ვწყვეტ, თვითონ არ სურს მონაწილეობა ამ პროცესში, იყოს ცალკე და ნუღარ აზიანებს სხვებს. მეტ კომენტარს აღარ ვაკეთებთ ელისაშვილზე. ის საერთოდ არ არის ჩვენთვის საინტერესო. ეს არის ერთი ადამიანის პოზიცია, რომელიც არ ეთანხმება ჩვენს პრინციპებს, წავიდეს თავის გზაზე. ის, რაც გააკეთა, თავად აზიანებს. ყველა პარტიას თავს ესხმის“, – განაცხადა ჩიხლაძემ. რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების საკითხებს, ჩიხლაძე აცხადებს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და ამ კუთხით ოპოზიცია კვლავაც ერთიანია. „ოპოზიციის გეგმა ცნობილია. ჩვენ შეთანხმებულები ვართ, რაც ეხება მოლაპარაკების საკითხებს, ხელისუფლებასთან ურთიერთობას, ბოიკოტის საკითხებს. ამ საკითხებზე ვართ ერთიანები. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. თუ რამე შეიცვლება, დავსხდებით და დავგეგმავთ სხვა სტრატეგიას. ორი და სამი ადამიანის შესვლა კიდევ ვიმეორებ, არ წყვეტს არაფერს. ბატონი ინჯია შევიდა თავის სამ კაცთან ერთად რამე შეიცვალა? ოპოზიციაში რამე შეიცვალა? ან ხელისუფლებაში რამე შეიცვალა. იგივე იქნება. ჯერჯერობით ველოდებით მოლაპარაკებებს თუ შედგება. ჩვენი პოზიციები უცვლელია“, – აღნიშნა ჩიხლაძემ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე ვიდრე დაიწყებენ საუბარს, ჯერ წესებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. მისივე თქმით, პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ველი არ გაიწმინდება. სერგო ჩიხლაძე ამ საკითხზე კომენტირებისას აცხადებს, რომ სწორედ ეს არის ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნის მიზანი, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი, სუფთა ადამიანები გამოჩნდნენ. „პოლიტიკური დიახაც უნდა გაიწმინდოს. ამიტომაც ჩამოყალიბდა „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შეიქმნას. ახალი ადამიანები სუფთა ადამიანები გამოჩდნენ, უღირსი ადამიანები აკეთებს უღირს პოლიტიკას, მდაბიო- მდაბიო პოლიტიკას. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთილშობილოთ და რა თქმა უნდა, უღირსი ადამიანების ადგილი არც პოლიტიკაში და არც საჯარო სივრცეში არააა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. პირველ რიგში, გუშინ განვაცხადეთ, რომ ელისაშვილზე და მის პარტიაზე აღარ ვაკეთებთ კომენტარს. ეს ადამიანი ჩვენთვის საინტერესო აღარ არის არც პიროვნულად და  არც მისი პოლიტიკური აქტივობაა საინტერესო. როგორც ჩანს, ის არ იზიარებს  იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული ვართ. მას შეუძლია, თავისი ცალკე გზა აირჩიოს. თუ ადამიანი არც ერთ პრინციპს არ იზიარებს შესაბამისად, ვერც იქნება ამ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა სერგო ... ...
  • კახა კალაძემ 2021 წელს თბილისის მერიის პრიორიტეტული მიმართულებები დაასახელა2020 წელი იყო ძალიან რთული წელი, ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, პანდემიის გამო შარშან მერიას ბევრი პროექტის გადავადება მოუწია და წლევანდელი ბიუჯეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ძირითადი პრიორიტეტები არის არსებული სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის მიმართულებით მხარდაჭერა და თანადგომა. 350 მილიონი გამოიყოფა ამ მიმართულებით და 440 მილიონი იქნება მიმართული ინფრასტრუქტურული მიმართულებით. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გვაქვს დაწყებული, სატრანსპორტო პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. ეს, რა თქმა უნდა, 2021 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. ასევე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება“, - აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცის შექმნა მერიის კიდევ ერთი პრიორიტეტი ... ...
  • ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით აკეთებ _ ხაზარაძეპოლიტიკური პარტია "ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სანამ პოლიტიკაზე დაიწყება საუბარი და გეგმების დაწყობა, აუცილებელია წესებზე შეთანხმება. როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, აუცილებელია შეთანხმება საერთო წესზე, იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. "არჩევნების გაყალბება პოლიტიკის გაყალბების ბრალია, პოლიტიკაში დამკვიდრებული სიცრუის, სიტყვის გატეხვის და ღალატის ბრალი. ამიტომ, ვიდრე პოლიტიკაზე ან რამე საქმეზე დავიწყებთ საუბარს და გეგმებს დავაწყობთ, ჯერ წესებზე უნდა შევთანხმდეთ. "ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმეო,"- ყველას გვახსოვს ეს სიტყვები ჭაბუა ამირეჯიბის რომანიდან. ჯერ საერთო წესზე შევთანხმდეთ - იმ მორალური, ეთიკური და ღირსების პრინციპების დაცვაზე, რომელიც ქართველ კაცს ისტორიულად მოსდევს. უნდა დავაწესოთ, რომ არცერთი საქმე არ გამოვა, თუ არ გვეცოდინება სიტყვის ფასი, თავისუფლების ფასი, თვალებში ჩახედვის და ხელის ჩამორთმევის ფასი, თუ უარს არ ვეტყვით ღალატს, სიცრუეს, მონობას, საქვეყნო ინტერესზე წინ პირადის დაყენებას. პოლიტიკა ბინძური საქმეაო, ამბობენ, ყველა საქმე ბინძურია, თუ მას ჭუჭყიანი ხელით, ღვარძლით, ცილისწამებით და პირადი გამორჩენით აკეთებ. და პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს არ დამთავრდება, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება. ერთი წელია პოლიტიკაში ვარ და მივხვდი - ყველას, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ჯერ ამ მარტივ წესებზე უნდა შეთანხმდეს და ბოლომდე დაიცვას. მე მჯერა, რომ "ლელო" ამ სტანდარტს შექმნის და დაამკვიდრებს ქართულ პოლიტიკაში,"- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.  შეგახსენებთ, რომ 19 იანვრის "ღამის კურიერის" ეთერში მამუკა ხაზარაძე და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....