პარლამენტში მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა

პოლიტიკა

პარლამენტში მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებული შეხვედრა გაიმართა

2015 სექ 24 20:47:45

საქართველოს პარლამენტში  დღეს მიგრაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა - "მიგრაციული პროცესები საქართველოში: პრობლემები, გამოწვევები, შესაძლებლობები" მიმდინარეობს.

სამუშაო შეხვედრის შინაარსისა და მიზნის შესახებ განმარტება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, მედიასთან საუბრისას გააკეთა.

"საქართველოსთვის, რომელიც მოსახლეობით მცირე ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც ქვეყნიდან გადიან, სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, შემდგომ ბრუნდებიან, ან ზოგჯერ აღარ ბრუნდებიან მალე. ამასობაში, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეს მიუხედავად მისი ადგილსამყოფელისა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი თემები, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ურთიერთობა სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ტოვებენ საკუთარ ქვეყანას. ჩვენ გლობალიზაციის ეპოქაში არ და ვერ შევუშლით ხელს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ, მაგრამ გვაქვს ინტერესი იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ მცირდებოდეს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, მიგრაციის საკითხს სახელმწიფოებრივი მზრუნველობა სჭირდება. "ბოლო აღწერის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მილიონ ნახევარზე მეტი მაცხოვრებელი აღარ ცხოვრობს საქართველოში. დღეს გვექნება ჩვენ მსჯელობა სწორედ ამ საკითხებზე, მათ შორის მოქალაქეობის საკითხებზე. იმიტომ, რომ ჩვენ, არა მგონია, ვიყოთ დაინტერესებული იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები რაც შეიძლება მალე კარგავდნენ მოქალაქეობას, როდესაც ისინი ტოვებენ ქვეყანას. ამასობაში, არის სხვა ტიპის თემები და საკითხები, რომლებმაც მიგვიყვანა იმ რეჟიმამდე, რაც დღეს კონსტიტუციითაა დადგენილი, მაგრამ, შესაძლოა, ეს რეჟიმი გადასახედია. ყველა ამ თემაზე გვექნება ძალიან საინტერესო მსჯელობა", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით დავით უსუფაშვილმა გახსნა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საკითხები, რაც შეხვედრაზე იქნება განხილული, სერიოზული სახელმწიფოებრივი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, საჭიროა საქმიანი და კომპლექსური დიალოგი ყველა მხარესთან, რათა მიგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა  სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეთ მოხსენება - "საქართველო-მიგრაციის გამოწვევა და მოქალაქეობის საკითხი" წარუდგინა და იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები აწყდებიან. მისივე თქმით, დიასპორა საზღვარგარეთ საკუთარი ქვეყნის ელჩს წარმოადგენს და ამიტომ მას სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა სჭირდება. სალომე ზურაბიშვილმა კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პასპორტიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. მისივე განცხადებით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების მიუხედავად, პირს საქართველოს მოქალაქეობა უნდა უნარჩუნდებოდეს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსმა  სოსო გიორგაძემ ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო ბაზისა და საქმისწარმოების პროცესის შესახებ ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირს საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება შეუწყდეს. მომხსენებელმა მოქალაქეობის შეწყვეტა-მინიჭების სტატისტიკაც წარმოადგინა. გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, შალვა ძებისაშვილმა კი მიგრაციული პროცესების კონტექსტში, ისრაელის, ირლანდიისა და პოლონეთის გამოცდილებაზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებისა და მიგრანტთა უფლებების შესახებ სახალხო დამცველის ხედვა გააცნო სახალხო დამცველის მოადგილემ  ნათია კაციტაძემ. მისი შეფასებით, უცხოეთში მყოფ თანამემამულეებთან განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნათია კვიციანმა კი მიგრაციის ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, სახელმწიფომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ადამიანური და ფინანსური რესურსი ეკონომიკის განვითარებისთვის გამოიყენოს. საბერძნეთში ქართული ემიგრაციის შესახებ ისაუბრა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ  ზაალ სარაჯიშვილმა.

მიგრაციის თემაზე ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, პარლამენტის პროფილური კომიტეტების, შესაბამისი სამინისტროების და სახელმწიფო უწყებების, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების, საქართველოს საპატრიარქოს, ქართული ემიგრაციის, აკადემიური და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლები.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...