გამგეობა საკრებულოს დეპუტატებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

პოლიტიკა

გამგეობა საკრებულოს დეპუტატებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

2015 ოქტ 1 16:46:43

რამდენიმე დღის წინ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულმა ფრაქციამ "ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის" საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივ  ხელისუფლებას საეჭვო გარიგებასა და ინფორმაციის გასაიდუმლოებაში  დასდო ბრალი.

ფრაქციის წევრების განცხადებით აკეთის ადმინისტრაციაში სტიქიის თანხებით ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის  2 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი და აქ სამუშაოებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ ჩრდილო ოსეთში, ქალაქ ვლადიკავკაზში 2010 წლის 11 თებერვალს დარეგისტრირებული ფირმა "ვლადნეფტპროდუქტი" აწარმოებს.

"ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ფირმა ჩრდილო ოსეთში 2010 წლის ოქტომბერშია ლიკვიდირებული  და მან საკუთარი წარმომადგენლობა საქართველოში 2015 წლის 17 აგვისტოს გახსნა, ანუ აკეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებულ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე. ფირმას ოფიციალური ოფისი  არ გააჩნია. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ორგანიზაცია, რომელიც  ამხელა თანხიან ტენდერს იგებს, ფიზიკური პირის მისამართზე იყოს დარეგისტრირებული.  საეჭვოა ისიც, რომ იგი  ტენდერის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე გატარდა რეგისტრაციაში. მერე  ტენდერში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა კიდეც." _ განაცხადეს ბრიფინგზე. (სრულად იხილეთ ბმული).

ფრაქციის მიერ გამართულ ბრიფინგს განცხადებით უპასუხა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ:

_ რამდენიმე დღის წინ ფრაქცია „ევრო-ატლანტიკური მომავლისათვის“ ბრიფინგი გამართა, რომელიც მედიასაშუალებებით გავრცელდა. ბრიფინგი აკეთში მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოების მწარმოებელ ფირმას ეხებოდა. სამწუხაროა, რომ თემა ისე გაშუქდა, ჟურნალისტებს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის პოზიცია არ დაუფიქსირებიათ.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არა მხოლოდ ეს, არამედ ზოგადად, ტენდერი გასაიდუმლოებულად არ ტარდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ყველა ინფორმაცია იმთავითვეა გამოქვეყნებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ, ადმინისტრირებულ ვებ.გვერდზე (SPA.GE).
ყოველივე, რაც ბრიფინგზე აღინიშნა, მიზამნიმართული და შეგნებული ტყუილია, მკითხველის შეცდომაში შესაყვანად.

დღის წესრიგში აღნიშნული სამუშაოს შესრულების დადგომისთანავე სატენდერო კომისიის მიერ ნაპირსამაგარი სამუშაოს გამოცდილების მოთხოვნა ჩამოყალიბდა შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით შემუშავებული ფორმულის მიხედვით, რომლის შესაბამისად, ანალოგიური სამუშაოს მოცულობა 6 მლნ. 500 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

აღნიშნული მოთხოვნა კომისიას აძლევდა იმის გარანტიას, რომ მონაწილე კომპანიები იქნებოდნენ სათანადო კვალიფიკაციის მქონენი და ამ ურთულესი პროექტის განხორციელებას საფრთხე არ შეექმნებოდა. კომისიის მეირვვე მოთხოვნილი იყო ასევე შესაბამისი ტექნიკა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის გამოცდილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია პროექტის განსახორციელებლად.

ვიმეორებთ, რომ ტენდერი საჯაროდ გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრირებულ ვებ.გვერდზე ორჯერ. პირველად ტენდერში მონაწილეობაზე პრეტენზია განაცხადა ოთხმა იურიდიულმა პირმა. თუმცა მათი წინადადებები არ შეესაბამებოდა სატენდერო კომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებს, რის გამოც ტენდერი ჩაიშალა და ის თავიდან გამოცხადდა. მეორედ ტენდერში მონაწილეობა 9 კომპანიამ მიიღო.

სატენდერო მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობამ საქართველოში.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ შპს „„ვლადნეფტპროდუქტი“ ლიკვიდირებულია 2010 წელს. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული ტყუილი მკითხველის შეგნებულად შეცდომაში შესაყვანად. საინტერესოა, რას ემსახურება ეს ტყუილი, მაშინ, როცა აღნიშნული ფირმის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით (რაც ხელმისაწვდომია ნებისნიერი დაინტერესებული პირისთვის, ვინც SPA.GE-ს მოხმარება იცის ან უკვე არის მომხმარებელი) მტკიცდება აბსოლუტურად სხვა.

მაგალითად, იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 21 მაისს (და არა 17 აგვისტოს, როგორც მოიტყუეს ფრაქციის წევრებმა) დაარეგისტრირა შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობა საქართველოში სამართლებრივი ფორმით: უცხოური საწარმოს ფილიალი. რეგისტრაციის დროს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ბუნებრივია, ამოწმებს ყველა იმ  დოკუმენტაციას, რაც აუცილებელია ფილიალის დაფუძნებისთვის (მ.შ. დოკუნმენტაცია საწარმოს ქმედუნარიანობასა და უფლებაუნარიანობაზე). ფირმამ რეგისტრირების დროს წარმოადგინა: უძრავი ნივთის მესაკუთრის თანხმობა, შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ სადამფუძნებლო დოკუმენტები თარგმანებთან ერთად და წარმომადგენლობის გადაწყვეტილება.

გამომდინარე აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბრიფინგის ავტორები ერთმანეთისაგან ვერ ანსხვავებენ საწარმოს რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადების თარიღებს (!). რაც შეეხება შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ ლიკვიდირების საკითხს, ესეც რომ თითიდან გამოწოვილი ტყუილია, წარმოდგენილი დოკუმენტაციითაც მტკიცდება.

რაც შეეხება გამოცდილებას, შპს „ვლადნეფტპროდუქტმა“ წარმოადგინა 2013 წლის 20 ივნისს შპს „ეკოსფერასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება #04/48, რომლითაც ირკვევა, რომ მას შესრულებული აქვს სახელმწიფო პროექტი, კერძოდ, მდინარე კიზიდკას ნაპირსამაგრი სამუშაოები, ღირებულებით 194 მლნ. 11 7 ათასი რუბლის ოდენობით (რაც იმ დროისთვის მოქმედი კურსის თანახმად, 6 მლნ. 993 453 ლარია).

სატენდერო კომისიის მიერ გადამოწმდა აღნიშნული ინფორმაცია და შპს შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობას საქართველოში მოსთხოვეს პროექტში სახელმწიფოს მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის პასუხადაც მიმწოდებელმა წარმოადგინა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება #127/53, 04.06.2013 წელი) და სახელმწიფოს მიერ ამ სამუშაოს მიღების დამდასატურებელი აქტები (კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი). სამუშაო ჩაბარდა 2014 წლის 5 დეკემბერს (საინტერესოა, ფრაქციის წევრების თქმით, „2010 წელს ლიკვიდირებულმა“ საწარმომ როგორ შეასრულა სახელმწიფო პროექტი 2014 წელს? როგორც ჩანს, ფრაქციის წევრებმა SPA.GE-ს მოხმარება არ იციან და არც დაინტერესებულან ამ ვებ.გვერდით).

საინტერესოა ისიც, რა საეჭვო გარიგებებზე საუბრობენ ბრიფინგის მომწყობნი, როცა დოკუმენტაცია იმდენად გამჭვირვალეა, რომ ყოველგვარი ეჭვი ქარწყლდება. გამჭვირვალეა ტენდერის მიმდინარეობის თითოეული ნაბიჯი, ყველა ინფორმაცია, რომელიც SPA.GE-ზეა განთავსებული, საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, თუკი ცხადია, ადამიანი დაინტერესდება და აღნიშნულ გვერდს ესტუმრება. ამასთა, შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ შესახებ ინფორმაცია სატენდერო კომისიამ ყველა დონეზე საფუძვლიანად გადაამოწმდა, ხოლო ფირმას გაცილებით მეტი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვა, რაც სატენდერო პირობებით იყო გათვალისწინებული. ასე რომ, კითხვის ნიშნები არსად დარჩენილა. ამას გარდა, აღნიშნულ ფრაქციას გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ზემონახსენებ ტენდერთან და ფირმასთან დაკავშირებით გამგეობისგან უკვე მიეწოდა, ანუ არავინ არაფერს მალავს.

სამწუხაროა ისიც, რომ „ევრო-ატლანტიკური მომავლისათვის“ წევრები (რომელთაგან ორი, გია გოგუაძე და კახა ასკურავა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებიც არიან, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ჩხაიძე ყოფილი „თავისუფალი დემოკრატია“) არა მხოლოდ თავიანთ უვიცობას ამჟღავნებენ საკითხთან მიმართებაში, არამედ შეგნებულად იტყუებიან კიდეც, რაც მათ არასახელმწიფოებრივ აზროვნებაზე მეტყველებს.

აქვე დავძენთ, რომ აკეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების თითქმის ნახევარი უკვე შესრულებულია და ფირმა ადგილზე ყველა დღე ასრულებს პირობებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, რაც ბრიფინგის გამმართველებს შეუძლიათ თავიანთი თვალით ნახონ კიდეც, _ აღნიშნულია გამგეობის მიერ "გურია ნიუსისთვის" გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.




 ახალი ამბები
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...