"თუ ოპოზიციას ბნელ წარსულში უნდა დაბრუნება, ჩააქრონ შუქები და აანთონ სანთლები!"

პოლიტიკა

"თუ ოპოზიციას ბნელ წარსულში უნდა დაბრუნება, ჩააქრონ შუქები და აანთონ სანთლები!"

2012 მარ 7 21:31:16
"შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნებოდა გაზიფიცირებული. დღეისთვის უკვე მოსახლეობის 55%-ია გაზიფიცირებული, წელს გაზით დამატებით 80 ათასი ოჯახი ისარგებლებს. ასევე, დაგპირდით, რომ 2015 წლისთვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით. დღეისთვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება", _ ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა და 2015 წლის სამოქმედო გეგმას კიდევ ერთი საკითხი შეჰმატა.

საქართველოს პრეზიდენტს სამოქმედო გეგმა მხოლოდ 2015 წლამდე არ აქვს გაწერილი _ ის დიდი კაშხლებისა და ჰესების მშენებლობის ბოლომდე მიყვანას აპირებს, რასაც, დაახლოებით, 15-20 წელი დასჭირდება. ამაზე მზაობა და პასუხისმგებლობის აღება მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლამდე რამდენიმე ხნით ადრე დააფიქსირა: "ვფიქრობ, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ნიშანი ჰესების მშენებლობა უნდა გახდეს. ამ მხრივ, მომდევნო 15-20 წლის განმავლობაში სამუშაო მუდმივად გვექნება. ამასთან, ტურბინების გამოშვებაც უნდა ვისწავლოთ და საერთაშორისო ბაზარზეც გავიდეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჰიდროენერგეტიკის თვალსაზრისით, 80-იან წლებში მსოფლიო დონეზე ვიყავით _ ენგური მთლიანად ქართველების აშენებულია და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით ჩამოჰყავდათ რუსები. ახლა ტექნოლოგიურად ცოტა ჩამოვრჩით და ამ საკითხს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენი ნოუ-ჰაუ კარგი მშენებლობაა. უკვე ვსწავლობთ კიდეც ყველაზე სწრაფი ტემპით მშენებლობას, რითაც, შესაძლოა, თურქებს გავუსწროთ და ჩინელებსაც დავეწიოთ. ჰესების მშენებლობაც ასე უნდა ვისწავლოთ. დავისახოთ მიზნად, რომ ქართველები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად აშენებდნენ ჰესებს, რაც სრულებით რეალურია. ამისთვის, ხალხი აზიაში, აფრიკასა და ევროპაში უნდა გავგზავნოთ. ჩვენ არ ვართ ჩამორჩენილი, ეკონომიკურად გამოუცდელი ქვეყანა, სადაც უცხოელი უნდა ჩამოვიდეს და რაიმე ააშენოს. ჩვენ ვიძენთ სათანადო გამოცდილებას და ახლა უნიკალური მომენტია, რომ მისი ექსპორტიც მოვახდინოთ".

სააკაშვილის "ნოუ-ჰაუსთან" დაკავშირებით თავისი მოსაზრებები აქვთ ენერგეტიკის სფეროში მომუშავე ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციის დიდ ნაწილს. მათი განცხადებით, ამ პროექტების გახორციელების შედეგად, წყლის ქვეშ აღმოჩნდება, ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის, სულ მცირე 2 000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგისა და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება აქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება შავი ზღვის საქართველოს სანაპირო. ეს პროექტები კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოში.

ლაშა ჩხარტიშვილი: "ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს საქართველოს ისტორიული მთიანეთის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვას. თუკი სააკაშვილის ეს ბარბაროსული გეგმა განხორციელდება, ამ მდგომარეობაში აღმოჩნდება სვანეთის ათობით სოფელი, ლეჩხუმის, რაჭის, მთიანი აჭარისა და იმერეთის ტერიტორიები. გარდა იმისა, რომ დაიტბორება ისტორიული ძეგლები, სასაფლაოები, საცხოვრებელი ადგილები და ადამიანები ლტოლვილები გახდებიან. დამატებით სხვა უფრო დიდი საფრთხეებიც არსებობს _ ჩვენ სეისმოლოგიურად აქტიურ ზონაში ვცხოვრობთ და ზედმეტი მასშტაბური რისკების შექმნა ყოვლად გაუმართლებელია. "დარიალის ჰესის“ მშენებლობა ხეობას და მის ეკოსისტემას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. საუბარია დერივაციულ კაშხალზე. მისი კალაპოტის შეცვლასაც გეგმავენ. გვირაბში მოექცევა თერგის, დაახლოებით, რვაკილომეტრიანი მონაკვეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ თერგი აღარ გვექნება. თუ ჩვენ არ გვექნა არც თერგი, არც მტკვარი, სვანეთი, რაჭა, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ბუნებრივია, აღარ გვექნება სამშობლო".

"გურია ნიუსმა" მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, ალექსანდრე ხეთაგურს სთხოვა, რომელმაც საკმაოდ "შთამბეჭდავი" პასუხები გასცა ოპონენტებს:

_ "ენერგეტიკის სფეროში ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კვლავ უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება. წელს უკვე, არსებულ მომენტამდე, დაწყებული გვაქვს 15 ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა და წლის ბოლომდე ამ რიცხვს კიდევ 10 ელექტროსადგური დაემატება. ეს არის, დაახლოებით, 2,5 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიცია და 13 000-ზე მეტი დასაქმებული.

_ ახალი ჰესების ინტენსიური მშენებლობა აისახება თუ არა ელექტროენერგიის საფასურზე, რა თქმა უნდა, შემცირების თვალსაზრისით?

_ ახალი ჰესების ინტენსიური მშენებლობა ელექტროენერგიის საფასურის შემცირების არანაირ გარანტიას არ იძლევა _ ფასს ბაზარი განსაზღვრავს. ჰიდროელექტროსადგურები ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. უმთავრესად ეს არის ისევ და ისევ ქვეყნის გაზრდილი მოხმარების დაბალანსება იმისთვის, რომ ჩვენ აღარ დავბრუნდეთ იმ ძველ წარსულში, სადაც ვიყავით. თავისთავად ახალი ჰიდროელექტროსადგურებისა და გამომუშავებული ენერგიის ექსპორტიც გახორციელდება, რაც ისევ და ისევ ქვეყანაში სავალუტო შემოსავლებისა და ეკონომიკის ზრდის მყარი წინაპირობა იქნება.

_ ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ თქვენი ახალი პროექტი _ დიდი კაშხლების მშენებლობა, ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს და საკმაოდ მძიმე იქნება მოსახლეობისთვისაც.

_ გამორიცხულია. არანაირი ეკოლოგიური კატასტროფა არ იქნება და არც მოსახლეობას შეექმნება რაიმე საფრთხე.Oოპოზიციის ნაწილი სრულიად აბსურდულ შეფასებებს აკეთებს. ქვეყანა უნდა განვითარდეს და ამისთვის საჭიროა ელექტროენერგია. თუ ოპოზიციის ნაწილს ბნელ წარსულში უნდა დაბრუნება, შეუძლიათ, ჩააქრონ შუქები, აანთონ სანთლები და დასხდნენ სანთლის შუქზე, უპრობლემოდ, დღესაც. ამ რომანტიკაში თუ უნდათ დაბრუნება, დიდი სიამოვნებით. თუ არადა, ჩვენ ქვეყანას ვაშენებთ და ამ ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა გაზრდილი მოხმარების ელექტროენერგიის დაბალანსებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ახალი ობიექტების გახსნა. ეს იქნება სწორედ ჰიდროელექტროსადგურები, რადგან ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი. სწორედ ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობით უზრუნველვყოფთ ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკის ზრდას. ეს თავისთავად გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებსა და გაზრდილ ინვესტიციებს.

_ როგორც თქვენი ოპონენტები ამბობენ, ახალი ჰესების მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგია ძირითადად, საექსპორტოდ იქნება გამოყენებული და სულაც არ არის გამიზნული შიდა მოხმარებისთვის.

_ ძირითადად, ეს არის განკუთვნილი ქვეყნის გაზრდილი ელექტროენერგიის მოხმარების დასაბალანსებლად. საჭიროა, ექსპერტებმა ერთხელ და სამუდამოდ ისწავლონ კითხვა და შეფასებების გაკეთება. უბრალოდ, დაფიქრდნენ და ნახონ მონაცემები, ბოლო წლებში რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში. წლიური ზრდა შეადგენს 10%-ს და ჩვენ თუ არ უზრუნველვყოფთ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, დაახლოებით, რამდენიმე წელიწადში ისევ იმ ბნელ წარსულში დავბრუნდებით, საიდანაც გამოვედით.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...