“ამას ხელს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი პრეზიდენტიც უწყობს“ - მეჭიაური

პოლიტიკა

“ამას ხელს, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი პრეზიდენტიც უწყობს“ - მეჭიაური

2015 ოქტ 30 20:55:33

საქართველოს პარლამენტის წევრი, თამაზ მეჭიაური „გურია ნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-ს მოდავე კიდევ გამოუჩნდება, რადგან ბევრჯერ მოხდა კომპანიის გადაფორმება სხვადასხვა პირებზე.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმის მიუხედავად მოგვწონს თუ არ მოგვწონს:

“მიმაჩნია, რომ ეს არის ყოფილ და მოქმედ მოწილეებს შორის დავა და არა მგონია მხოლოდ ამ ორი სუბიექტის დავით დასრულდეს, იმდენჯერ გადაფორმდა უკვე წილები ტელეკომპანიაში, რომ არ გამოვრიცხავ,  კიდევ გამოჩნდეს ვინმე,  რომელსაც პრეტენზია ექნება“, _ ამბობს მეჭიაური და “რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ პოცესებს პოლიტიზირებულად მიიჩნევს.

_აქ არის მცდელობა, ცალსახად, რომ მოხდეს პროცესების პოლიტიზირება, როგორმე ჩაითრიონ კიდეც ხელისუფლება ამაში, ასევე არის მცდელობა ჩემი აზრით დაპირისპირებაში გადაზრდის, რომელიც ზოგიერთებს უნდათ რომ გამოიყენონ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასაყვანად, რასაც ხელს მეტწილად, ნებსით თუ უნებლიეთ  ჩვენი პრეზიდენტიც უწყობს.

რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ,  მოგვწონს თუ არ მოგვწონს პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას, მეც არ მომწონს ჩემს მიერ მიღებული ინიცირებული კანონი საფინანსო - ზედამხედველობის სააგენტოს შექმნის შესახებ, როცა უკვე ავირჩიეთ კიდეც ეს საბჭო, საკონსტციო სასამართლომ ამ საბჭოს  შეუჩერა კიდეც უფლებამოსილება, ექვსი თვე ვიმუშავეთ ამ კანონზე და სასამართლო უცებ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ იძულებული ვარ დავემორჩილო, შინაგანად დარწმუნებული ვარ,  რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან პოლიტიზირებული და გამოტანილი იმ პიროვნების მიმართ, რომელიც ფაქტიურად მიშა სააკაშვილის წარმომადგენელია საკონსტიტუციო სასამართლოში, მთელი ცხოვრება მასთან იყო დაკავშირებული, სხვათა შორის ბინაც მან აჩუქა ბათუმში, მაგრამ ამის გამო რა ვქნათ, ომს ხომ არ დავიწყებთ? მოგვწონს თუ არ მოგვწონს არის გადაწყვეტილება, ყველა ვერ იქნება გიორგი პაპუაშვილი და ყველა ვერ მიიღებს მსგავსს გადაწყვეტილებას, ამიტომაც უნდა ინებოს ყველამ კეთილი და სამართლებრივი გზით გააგრძელოს დავა, მით უმეტესად იმ პიროვნებებმა, ვინც დახელოვნებული იყო სხვისთვის ძალისმიერი მეთოდებით ქონების წართმევაში, თუნდაც იგივე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და მისმა მოადგილემ,  რომლებმაც ფაქტიურად რამდენიმე საათში წაართვა ტელეიმედს მთელი ქონება“, _ აღნიშნა მეჭიაურმა “გურია ნიუსთან“ საუბრისას.  




 ახალი ამბები
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი-სუფსა-გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა, შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მინივენს.  შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...
  • გომის მთას დასახლების სტატუსი ენიჭებადღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიურომ განიხილა: "ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ", განკარგულების პროექტი. დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა გომის მთის, როგორც უნიკალური კურორტის შესახებ, რომელიც უკვე მსოფლიოს ყურადრების ცენტრში მოექცა და საუკეთესო კურორტების რეიტინგულ სიაში მოხვდა. _ ჩვენთან უშუალოდ მერის წინადადება  არის წარმოდგენილი, რომ გომის მთას მიენიჭოს  დასახლების  სტატუსი. მთავრია,  დაიძრას  ეს საკითხი. როცა სტატუსი მიენიჭება,  ეს იქნება უდიდესი  საქმე კურორტის  გეგმაზომიერი განვითარებისთვის. საკრებულოს  თავმჯდომარემ,  დავით დარჩიამ განაცხადა, რომ გომის მთისთვის დასახლების კატეგორიის მინიჭება,   აქ  არსებული ვითარების  კანონის ფარგლებში მოქცევას ნიშნავს, რაც კურორტის თანმიმდევრულ, გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს.  _დღეს მართლაც მნიშვნელოვანი, ისტორიული დღეა, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ,  ალექსანდრე სურგულაძემ. ხვალ, 26 თებერვალს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თავის რიგგარეშე  სხდომაზე, რომელიც სწორედ გომის მთის საკითხს ეხება, მიიღებს გადაწყვეტილებას, მოიწონოს წინადადება, გომის მთას მიენიჭოს დასახლების სტატუსი.   ხოლო აღნიშნული განკარგულების მიღების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია  საქართველოს მთავრობას შუამდგომლობით მიმართავს,  რომელმაც  უნდა განსაზღვროს  გომის მთისთვის დასახლების სტატუსის ... ...
  • ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნავს, მანქანა აჩუქესბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებდა, #ალუტეცჰGეორგია-მ და #ინნგროუპ-მა ავტომობილი აჩუქა, _ ამის შესახებ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ „SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანების ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია დოლიძე, ცოტა ხნის წინ საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდა. გზად შემხვედრ თითოეულ მიუსაფარ ცხოველთან აჩერებდა „კეთილ მანქანას“ აპურებდა და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით ეხმარებოდა. ტურნე საქართველოს მასშტაბით ნაქირავები ავტომობილით თბილისიდან დაიწყო და ცოტა ხნის წინ გურიაში იმყოფებოდა, საიდანაც გეზი აჭარისკენ აიღო. თუმცა, "კეთილმა მანქანამ" გზად უმტყუნა და ქობულეთიდან დედაქალაქში დაბრუნება მოუწია. მიუხედავად ამისა,  მიუსაფარი ცხოველები უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათთვის განკუთვნილი საკვები გაუგზავნა.  როდის გაუჩნდა მიუსაფარი ცხოველების დახმარების სურვილი, სად უფრო კრიტიკული სურათი შეხვდა მოგზაურობის დროს და როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის გამოსწორება_ ამ საკითხების შესახებ ზაქარიამ „გურია ნიუსთან“, ჩოხატაურში სტუმრობის დროს ... ...
  • პაატა იმნაძე: საქართველო მთვარეზე არ არის და კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს"საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე, ამიტომ კორონავირუსის გავრცელების რისკი იმატებს", _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა კორონავირუსის გავრცელების რისკის შესახებ ჟურნალისტების შეკითვას უპასუხა. პაატა იმნაძის თქმით, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს. „კორონავირუსის გავრცელების რისკი ყოველდღიურად იმატებს. მეზობელ ქვეყანაში (ირანი), პრაქტიკულად, ვიცით, რომ ვირუსი გავრცელდა. საქართველო დედამიწაზეა, საქართველო არ არის მთვარეზე და თუ დედამიწაზე არის რისკი, ეს რისკი საქართველოსაც აქვს და ის მატულობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა იმნაძემ. საქართველომ პრევენციის მიზნით ჩინეთთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა. ვირუსის ირანში გავრცელების შემდეგ კი, 23 თებერვალს, ამ ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა.  ასევე არ გამორიცხავენ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...