ჩხოროწყუს მოსახლეობა გაყალბებული საბუთებით მარტვილის რაიონში მისცემს ხმას - მარშანია

პოლიტიკა

ჩხოროწყუს მოსახლეობა გაყალბებული საბუთებით მარტვილის რაიონში მისცემს ხმას - მარშანია

31 ოქტ. 2015, 19:58:51

"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის ადა მარშანიას განცხადებით, მას ინფორმაცია აქვს რომ მარტვილში შესაძლოა არჩევნები გააყალბონ.

"მომივიდა ინფორმაცია, რომ მეზობელი ჩხოროწყუს რაიონიდან, გამზადებულია ხალხის ნაწილი, რომ გადამწყვეტ მომენტში შეეშველონ მარტვილის სახელისუფლებო კანდიდატს. მათ, ალბათ, დაურიგდებათ გაყალბებული საბუთები, რომ მეზობელი რაიონიდან ხმა მისცენ სხვა რაიონში“, _ აცხადებს მარშანია.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელი კი აღნიშნავს, რომ მარტვილში ხმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული პირები ფაქტობრივი მისამართის მიხედვით აძლევენ.

"საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტში ცალსახად მითითებულია, რომ ერთიან საარჩევნო სიაში ამომრჩევლები შეყვანილი არიან რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. გამოპნაკლისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული პირები, რომლებიც ხმას ფაქტობრივი მისამართის მიხედვით აძლევენ“, _ ამბობს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის იურისტი გოჩა ავალიანი.




 ახალი ამბები
  • "ბატონი რომანი მთავაზობდა, ისე მიმეტოვებინა ჩემი მოქალაქეები, როგორც მათ მიატოვეს" _ პრემიერიბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი., - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება. პრემიერის თქმით, ის დაუმთავრებელი შენობები, რომელიც თბილისში მრავლადაა, არის საცხოვრებელი სახლები და მასში 2008 წლამდე ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი. „დღეს ბატონმა რომანმა დაგვიწუნა თურმე ის პროექტი, რომელიც მიმართულია სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად, იმიტომ, რო  არ თქვა არაფერი, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენმა მოქალაქეებმა, 30 000-მა მოქალაქემ, იპოთეკური სესხით გადაწყვიტა საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესება. აქედან, 25 ათასი მოქალაქე, რომელიც იპოთეკურ ურთიერთობებში შევიდა სამშენებლო კომპანიასთან, პირველი შენატანი შეიტანა, ბანკიდან სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ამ ხალხის საცხოვრებელი ბინები დასრულებული არ არის და მშენებარეა. გამოდის, რომ  ბატონი რომანი მე მთავაზობდა, რომ ეს სამშენებლო კომპანიები და ეს ჩემი მოქალაქეები მე მიმეტოვებინა, ზუსტად ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ სამშენებლო კომპანიები კი არა, ადამიანები რომლებსაც ბინები ჰქონდათ ნაყიდი და ათობით ათასი ადამიანი საცხოვრებელი ფართების გარეშე დარჩა, მაშინ, როდესაც ფული ჰქონდათ გადახდილი. დღეს ჩვენ ჯერ ეს პრობლემა ბოლომდე ვერ მოვაგვარეთ. დღეს თბილისის მერია იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ის დაუმთავრებელი შენობები, რომლებითაც გადატენილის თბილისი, ჩონჩხების სახით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის საცხოვრებელი სახლები და ადამიანებს ფული აქვთ გადახდილი 2008 წლამდე. 12 წლის უკან და დღეს მათ საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია. ზუსტად იგივეს გვთავაზობდა ბატონი რომანი, რომ რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება, რომ 25 000 ჩვენი მოქალაქე, რომელმაც გადაწყვიტა ბინა შეეძინა - თურმე მათ არ უნდა მივხმარებოდით და ისინი უნდა დაგვეტოვებინა ბედის ანაბარა, რომ ჩონჩხებით გავსებულიყო კვლავ თბილისი“, - განაცხადა გიორგი ... ...
  • დიმიტრი ხუნდაძე ოპოზიციას: მთავარი გაბრაზება ოქტომბერში გელოდებათ„ვხედავ ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ ძალიან გაბრაზებულები არიან, განსაკუთრებით, ბოლო ორი დღეა და მათ ამისთვის ყველა საფუძველი აქვთ, რომ არ იყვნენ მშვიდად, მაგრამ მთავარი გაბრაზება თქვენ ოქტომბერში გელოდებათ“, - ასე მიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ოპოზიციის წარმომადგენელებს პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენს. დიმიტრი ხუნდაძემ თავის გამოსვლაში ბავშვთა სიღარიბეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ. „რა თქმა უნდა, პრობლემა არის, მაგრამ როცა საუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ბავშვთა სიღარიბე, მინდა, შეგახსენოთ შეადარეთ თქვენი მოღვაწეობის პერიოდს და მინდა გითხრათ, რომ იმ დროს, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მაშინ ბავშვთა მდგომარეობა იყო უარესი და დღეს ბავშვთა მდგომარეობა არის უკეთესი, რაც მნიშვნელოვანია. ტერმინი - შიმშილობის გამო ბავშვები საქართველოში იღუპებიან - არის ტყუილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არასრულფასოვან კვებაზე - ეს არის რეალობა და არა ის, რომ ქვეყანაში შიმშილობაა, რასაც ყოველდღიურად აგონებთ ტყუილს საზოგადოებას, რომ ისინი დაძაბოთ, ისპეკულიროთ და ამით მიიღოთ პოლიტიკური სარგებელი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ სწორედ ბავშვთა სიკვდილობა მნიშვნელოვნად შემცირდა. „პიკური მაჩვენებელი ბავშვთა სიკვდილიანობის 0-დან 5 წლამდე იყო 2009 წელს და დღეს, საბედნიეროდ, ეს არის მნიშვნელოვნად დაკლებული და უახლოვდება საერთო ევროპულ მაჩვენებელს და მხოლოდ მცირედით ჩამორჩება“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრისას, დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ხშირად ოჯახები უარს ამბობდნენ ბავშვის ყოლაზე იმიტომ, რომ ელემენტარულად არ ჰქონდათ მშობიარობის გადასახდელი. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა - შობადობის დაფინანსების პროგრამა, რის შემდეგაც რამდენიმე ასეულმა ათასმა ოჯახმა იყოლია ბავშვი და ამის საფასური გადაიხადა სახელმწიფომ და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, 2014 წელს შემოღებული იქნა შობადობის წამახალისებელი პროგრამა - ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის დაფინანსების პროგრამა. „ეს იმ კრიზისულ რეგიონებში და ასეთი შვიდი რეგიონია, სადაც სიკვდილობა ჭარბობს შობადობას და ეს პრობლემა დაწყებულია სწორედ იმ პერიოდში, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში. ასევე, დავიწყეთ ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა - რომელიც პროგრამულად აფინანსებს ორსულებს იმ მედიკამენტებით, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ანუ ჩვენ ბავშვებზე ვზრუნავთ ჩანასახშივე“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამების შემდეგ, ქვეყანაში შემცირდა აბორტების რიცხვი. „აბორტების რიცხვის პიკური მაჩვენებელი იყო თქვენი ხელისუფლების პერიოდში - 2012 წელს, როცა დაფიქსირდა ქვეყანაში თითქმის ორმოცი ათასი მხოლოდ რეგისტრირებულ აბორტი და სხვათა შორის, ამ პროგრამებით, რაც ჩამოვთვალე, დღეს მნიშვნელოვნად არის აბორტების რიცხვი შემცირებული და ის 2019 წლის მონაცემებით 27 ათასია“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შემოიღო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გააუქმა. დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა, სადაც კვების რაციონი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და წელიწადში ბავშვებზე სკოლამდელი ასაკის დაწესებულებებში, მხოლოდ კვებაზე, დაახლოებით 56 მილიონი ... ...
  • სამტრედიელი მძღოლები მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენსამტრედიის მუნიციპალიტეტში დღეს მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნა. დილიდანვე შესრულდა რეისები ქალაქიდან სოფლების მიმართულებით. შპს ,,მოგზაურის" დირექტორის, ჯონი სტურუას განმარტებით, თითქმის ყველა სოფელში შევიდა სამარშრუტო მიკროავტობუსი, გარდა ერთი-ორი მაღალმთიანი სოფლისა. ,,მოსახლეობა ამ ფაქტს სიხარულით შეხვდა. ისინი კმაყოფილებას გამოხატავენ. არ მალავენ, რომ მგზავრობის ღირებულების არ გაძვირებას მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ვთხოვე მძღოლებს, ამ ეტაპზე მაქსიმალურად გაეწიათ ანგარიში ისედაც დაზარალებული სოფლის მოსახლეობისთვის. დღეს მგზავრთა მცირე რაოდენობა დაფიქსირდა, ამდენად ცალკეულ მიმართულებებზე 4 მანქანის ნაცვლად 2 გამოვიყვანეთ." 29 მაისიდან სამტრედიაში მუშაობა განაახლა შიდა საქალაქო ტრანსპორტმა. მგზავრობის ღირებულების გაძვირებას არ აპირებენ არც დაბა კულაშის და არც ქალაქის სხვადასხვა მიმართულებაზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსტების ... ...
  • ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები არ უქმდებაჯანდაცვის მინისტრის მიერ სავაჭრო მოლებსა და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით დამტკიცებული რეკომენდაციების მიხედვით, ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები არ უქმდება, თუმცა ადმინისტრაცია ვალდებულია ოთახები სადეზინფექციო ხსნარით 2-საათიანი ინტერვალებით დაამუშაოს. გარდა ამისა, სამუშაო დღის დასრულების შემდეგ სრული დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრების შესასვლელთან თერმოსკრინინგის კამერის საშუალებით უნდა გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და დაცული უნდა იყოს ... ...
  • “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი” _ ლანჩხუთელი ჟურნალისტი გარდაიცვალალანჩხუთელი ჟურნალისტი, 24 წლის ირმა ჭკუასელი გარდაიცვალა. “გაფრინდა ჩვენი პატარა ჩიტი, ჩვენი რედაქციის ყველაზე პატარა ჟურნალისტი, ჩვენი მებრძოლი, ყველაზე კეთილი და კეთილშობილი. თვითონ უკეთეს სამყაროში გადავიდა, ჩვენ დაგვაკლდება ძალიან, ჩვენ ვერ ამოვავსებთ ამ სიცარიელეს“ _ დაწერა სოციალურ ქსელშ ჟურნალ „სარკეს“ მთავარმა რედაქტორმა, მედეა სანაიამ. ჟურნალ „სარკის“ ჟურნალისტი, ირმა ჭკუასელი მძიმე სენს წლების განმავლობაში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?