" სპეცრაზმელებს გადააცმევენ სამოქალაქო ფორმას"_ დათა ახალაიას და რომეო საჯაიას საუბრის ჩანაწერი ვრცელდება
უკრაინული ვებ-გვერდი "uarevo.in.ua" ახალ ჩანაწერს ავრცელებს, რომელშიც, გამოცემის ინფორმაციით კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია და ადვოკატი რომეო საჯაია საუბრობენ. საუბრის თემა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ია. ჩანაწერში, დათა ახალაია ადვოკატს ეუბნება, რომ ტელეკომპანიის შენობასთან სპეცრაზმი დააყენონ და შესვლის უფლება არავის მისცენ.
"ისეთი ინფორმაციაა, რომ სპეცრაზმელებს გადააცმევენ სამოქალაქო ფორმას, ვითომ ხალხი მიცვივდა. პოლიცია რომ არ შევიდეს მაგიტომ", _ ამბობს ჩანაწერში რომეო საჯაია.