კონტროლის პალატის დაწყებულ რეპრესიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს

პოლიტიკა

კონტროლის პალატის დაწყებულ რეპრესიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს

2012 მარ 15 23:18:28
რამდენიმე საათის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია: "საქართველოს კონტროლის პალატიდან საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის რაიონულ სამმართველოებში გადაიგზავნა მასალები, საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში განმარტების მისაცემად დაბარებული ცალკეული პირების გამოუცხადებლობისა და შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული მასალების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 348 2-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პირების დაკითხვა მოწმის სახით".

აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

"გურია ნიუსმა" ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი შეფასება თხოვა იურისტს, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ექსპერტს, "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრს, მანანა კობახიძეს.

_ ქალბატონო მანანა, რას გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული 348.2-ე მუხლი და რა საფრთხის წინაშე დგანან დაბარებული მოქალაქეები?

_ პირველ რიგში, ყველა მოქალაქეს ვურჩევ, პოლიციაში ადვოკატის თანხლებით მივიდნენ და მხოლოდ ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ მისცენ ჩვენება.

ასევე განვმარტავ, რომ 348-ე მე-2 პრიმა მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, როგორც დანაშაულს, რისთვისაც გათვალისწინებულია სანქცია ჯარიმის სახით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

როგორც ჩანს, ხელისუფლება უკვე შინაგან საქმეთა ორგანოების პირდაპირი ჩარევით ცდილობს ადამიანების დაშინებასა და დაშანტაჟებას.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმას, თუ ჩვენების მიცემის ვალდებულება განსაზღვრულია კანონით.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" საქმიანობასთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების მასობრივ დაბარებას გამგეობის შენობებში, აღნიშნული ხდებოდა არა მოწმის სახით დაკითხვის, არამედ როგორც თავად კონტროლის პალატა იუწყებოდა, ახსნა-განმარტებების მიცემის მიზნით.

ეს ჩვენების მიცემისგან არსებითად განსხვავებული პროცედურაა და არავითარ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ის მოქალაქეები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო არ ან ვერ გამოცხადდნენ გამგეობებში კონტროლის პალატის თანამშრომლებისთვის ახსნა-განმარტების მისაცემად, არ შეიძლება დაექვემდებარონ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას _ არ არსებობს სასჯელი დანაშაულის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუკი მოქალაქეებს დაიბარებდნენ მოწმის სახით, აუცილებლად, იქვე უნდა მომხდარიყო მათი გაფრთხილება, რომ ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში, მათ დაეკისრებოდათ შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული კონკრეტული ნორმით. სწორედ ეს გაფრთხილება იქნებოდა იმის პრევენცია, რომ ადამიანებს წინასწარ სცოდნოდათ, თუ რა მოელოდათ, თუკი ჩვენების მიცემაზე განაცხადებდნენ უარს.

_ კონტროლის პალატის უწყებაში, რომელიც მოქალაქეებს მიუვიდათ, წერია ასეთი რამ: "საქართველოს კონტროლის პალატისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა ისჯება კანონით"

_ პირველ რიგში, განგიმარტავთ, რომ კონტროლის პალატის უწყებაში სავალდებულო იყო, ზუსტად მითითებულიყო, რომელი კანონის რომელი ნორმის საფუძველზე რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ. მით უმეტეს, თუკი საუბარია სისხლის სამართლის წესით დასჯაზე. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობის საყურადღებოდ განვმარტო, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ადმინისტრაციული ორგანოსადმი ახსნა-განმარტების მიცემაზე უარს არ განიხილავს, როგორც დანაშაულს და ამისთვის ისინი არ შეიძლება დაუქვემდებარონ სისხლის სამართლებრივ დევნას.

აშკარაა, რომ ხელისუფლებამ უკვე ძალოვანი სტრუქტურები აამოქმედა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აბსოლუტურად კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ლეგიტიმურ ჩარჩოებში ახორციელებდნენ ისეთ საქმიანობას, როგორიცაა გაზეთის გავრცელება და ასე შემდეგ.

მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები, იყვნენ აქტიური მხარდამჭერები ამ თუ იმ ოპოზიციური პარტიის, მიიღონ მონაწილეობა პარტიულ საქმიანობაში და ამისთვის არ შეიძლება ისინი იდევნებოდნენ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის მოვლენები აშკარად მეტყველებს, რომ ხელისუფლებამ კონტროლის პალატა სადამსჯელო, ეგზეკუციურ ორგანოდ გადააქცია და მასთან ერთად უკვე პოლიციის ჩარევით ცდილობს რეპრესიული ზომების გატარებას როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერების, ასევე რიგითი მოქალაქეების მიმართ. ეს ყველაფერი სცილდება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.




 ახალი ამბები
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავესთბილისში მოპედის ქურდობის ბრალდებით 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ. პ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ მოპარული მოპედი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,“_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ... ...
  • თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლათბილისში,  გაფრინდაშვილის სანაპიროზე  ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც, ქალი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ავტომობილის მძღოლს საგზაო წესები არ დაურღვევია და ქალს გზაზე გადარბენის დროს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მეექვსე ნაწილით ... ...
  • გარდაცვლილ ხუთ მგზავრს შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალიასამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 30 წლის ქალია. ჩვენ ხელთ მანამდე არსებული ინფორმაციით, იგი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკის მკვიდრი იყო. ინფორმაციის დასაზუსტებლად მერის წარმომადგენელს ალექსანდრე ჯანჯღავას დავუკავშირდით, რომელიც "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ თითქმის ექვსი წელია, ოჯახი ძველ სენაკში აღარ ცხოვრობს: "უკვე თითქმის ექვსი წელია ეს ოჯახი ჩვენს სოფელში აღარ ცხოვრობს. მათ სახლი გაყიდეს და როგორც ვიცი, საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" ალექსანდრე ჯანჯღავამ. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში რამდენიმე საათის წინ მოხდა. ერთმანეთს "მინივენი" და ტრაილერი შეეჯახა. როგორც "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი, იყო რომ "მინივენში" მსხდომი ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხევის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით ... ...
  • ვინ არიან სამტრედიაში საზარელი ავარიის დროს დაღუპულებიდღეს, საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა  სამტრედიაში, სანავარდოს ქუჩაზე  გამავალ სამტრედია-ლანჩხუთი- სუფსა- გრიგოლეთის ს/გზის მე-2 კმ-ზე, სატვირთო აავტომანქანა “მერსედეს-ბენცი“, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა,  შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით  მოძრავ მინივენს.   შეჯახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ მინივენის მძღოლი, ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული ენვერი ირემაძე და მისი მგზავრები: ბათუმში, თოდოგაურის დასახლებაში მცხოვრები, 1968 წ.დაბადებული თენგიზ შაქარაძე, ქუთაისში მაისურაძის ქ. №9 ბ.23-ში მცხოვრები 1998 წელს დაბადებული ქეთევან კუპრაშვილი, სენაკში, სოფ. ძველ სენაკში მცხოვრები1990 წელს დაბადებული თამარ ჯანჯღავა. მე-5 მგზავრის მონაცემები დგინდება. მიმდინარეობს გამოძიება სსკ 276-VIII ... ...
  • სამტრედიაში ავარიის შედეგად დაღუპულთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელია _ დეტალები შემთხვევის ადგილიდანსამტრედიაში, ცოტა ხნის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპულთა შორის ერთ-ერთი წარმოშობით ჩოხატაურელია, _ აღნიშნულის შესახებ ''გურია ნიუსს'' სამტრედიის მერმა ვალერიანე ფოცხვერიამ განუცხადა. ,,როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მითხრეს, მინივენი, რომელიც ბათუმის მხრიდან მოდიოდა, სამტრედიის შესასვლელში მოცურდა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ტრაილერს შეეჯახა, რის შედეგადაც მინივენის ხუთივე მგზავრი ადგილზე დაიღუპა. მინივენის მძღოლი ჩოხატაურელია, ტრაილერს კი თურქეთის მოქალაქე მართავდა", _ გვითხრა ფოცხვერიამ.   ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...