კონტროლის პალატის ახალი პროექტი _ დასაქმება აღიარების სანაცვლოდ

პოლიტიკა

კონტროლის პალატის ახალი პროექტი _ დასაქმება აღიარების სანაცვლოდ

2012 მარ 17 21:10:32
სოსო კონწოლიძე და მისი მეუღლე მზია მექვაბიშვილი კონტროლის პალატის დასაკითხთა რიგებში სხვებთან ერთად საკმაოდ დიდხანს იდგნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ. დაკითხვით მხოლოდ მზია მექვაბიშვილი დაკითხეს, რომელმაც გამოსვლის შემდეგ "გურია ნიუსს" განუცხადა, რომ მასზე არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია _ ის მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა და იქაურობა დატოვა...

ზუსტად ორი დღის შემდეგ, "გურია ნიუსისთვის" ცნობილი გახდა, რომ მზია მექვაბიშვილის მეუღლე სოსო კონწოლიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო სამსახურში დაასაქმეს. თანაც საკმაოდ საინტერესო "თანამდებობა" შეურჩიეს _ სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში!

ერთი შეხედვით, ამ დასაქმების ამბავში არაფერია უცნაური, რომ არა შემდეგი გარემოებები: პირველი ის, რომ სოსო კონწოლიძე რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერია, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში.

არის მეორე საინტერესო დეტალიც _ აწ უკვე დასაქმებულ კონწოლიძეს განცხადება დასაქმებაზე სულ რაღაც ერთი თვის წინ ჰქონია შეტანილი გამგეობაში. თხოვნის დაკმაყოფილება კი მყისიერად მოხდა და რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად ემთხვევა კონტროლის პალატის მიერ მისი მეუღლის დაკითხვას.

მესამე და ყველაზე საინტერესო ამბავი ამ დასაქმებაში ის გახლავთ, რომ კონწოლიძე ამ ერთი თვის წინ, მაშინ როდესაც გამგეობას დასაქმებას სთხოვდა, პარალელურ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდა.

ამ სამთან შედარებით შესაძლოა საინტერესოდ არ ჟღერდეს, მაგრამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაქმების მოთხოვნით, არა ერთ ადამიანს აქვს შეტანილი განცხადება, რომლებიც წლებია უშედეგოდ ელოდებიან პასუხსაც და დასაქმებასაც.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სოსო კონწოლიძეს რეკომენდაცია არც მეტი არც ნაკლები, გურიის გუბერნატორმა, ვალერი ჩიტაიშვილმა გაუწია და მისი დასაქმების ბრძანება 15 მარტს დაიწერა.

ამ ფაქტს თავად დასაქმებულიც არ უარყოფს, რომელსაც "გურია ნიუსი" ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა.

_ ბატონო სოსო, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ სახანძრო სამსახურში დაგასაქმეს. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?

_ კი, სინამდვილეა. თუმცა, ჯერ სამსახურში არ გავსულვარ.

_ალბათ, არც იმას უარყოფთ, რომ თქვენ აქტიურად იყავით ჩართული ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებაში. როდის გადაწყდა თქვენი დასაქმების საკითხი?

_ კი, ვაგროვებდი ხელმოწერებსაც. თუმცა, ასევე შეტანილი მქონდა გამგეობაში განცხადება ჩემი დასაქმების შესახებ და საკითხი დადებითად გადაწყდა.

"გურია ნიუსი" ამ საინტერესო დასაქმების საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი არ უარყო. მან გვითხრა, რომ ნამდვილად ეცნობა ეს სახელი და გვარი, მაგრამ ზუსტად არ ახსოვს, დანიშვნის ბრძანებას მოაწერა თუ არა ხელი. ვაშაყმაძე შეგვპირდა, რომ დეტალებს დააზუსტებს და ორშაბათს ამომწურავ პასუხს გვეტყვის.

სოსო კონწოლიძის დასაქმებასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება აქვს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მარინე სუნგულიას: _ 2007 წლის ნოემბრიდან, ხელისუფლების ქმედებაში გამოიკვეთა მიმართულება, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი გონიერი და ავტორიტეტული ადამიანების მინიმუმ _ განეიტრალებას და მაქსიმუმ _ გადაბირებას გულისხმობს.

ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ხელისუფლება, როგორც წესი, არ ასაქმებს და მათ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, ყოველი არჩევნების წინ იყენებს, ანუ იწყებს სამსახურის შეთავაზებას იმ ადამიანებისთვის, რომელთა დაშინებას ვერ ახერხებენ. ძნელია, ადამიანს გაუმტყუნო ამ წინადადებაზე დათანხმება, რადგან უმეტესობას, საკუთარი ოჯახის რჩენის ელემენტარული საშუალება არ გააჩნია.

როგორც მოგეხსენებათ, რეალური სამუშაო ადგილები არ არსებობს და ხელისუფლებამ, შტატების გაბერვით,"გამოგონილი" სამსახურები შექმნა. მაგალითისთვის დავასახელებ ერთ-ერთ ა(იპ)-ს _ დასუფთავების სამსახურს, რომელსაც ჰყავს პრესსამსახურის უფროსი და ჩვენი ინფორმაციით, ახლა მოადგილესაც უნიშნავენ.

ასეთი "გამოგონილი" შტატების შექმნაა დაწყებული ყველა იმ სამსახურებში, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბიუჯეტის მსგავსი უთავბოლო ხარჯვა კი, პირველ რიგში მოსახლეობას აზარალებს, რადგან სახსრები, რომლებიც მოსახლეობისთვის პირობების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს, ეწირება ნაციონალების საარჩევნო კამპანიას. ნაციონალებმა საზოგადოება ნელ-ნელა შეაჩვიეს იმ აზრს, რომ ბიუჯეტის ფული მათი პარტიული კუთვნილებაა და როგორც უნდათ, ისე დახარჯავენ.

_ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენი აქტივისტი სოსო კონწოლიძე დაკითხვის შემდეგ, სახანძრო სამსახურში დაასაქმეს. არის თუ არა ეს გადაბირება?

_ ის არის წესიერი, განათლებული ადამიანი, არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, ითვლება ჩვენ მხარდამჭერად. ხელისუფლება თავისი აშკარა მხარდამჭერების დასაქმებაზე ნაკლებად ზრუნავს. თვლის, რომ ისინი უკვე ჯიბეში ჰყავს და აქტიურად გადავიდა ოპოზიციონერების და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დასაქმებაზე, რათა ისინი ოპოზიციას ხელიდან გამოაცალოს. ვიცით, რომ ყველა საჯარო მოხელეს აიძულებენ ნაციონალების სასარგებლოდ მუშაობას. ამიტომ საინტერესოა,"გადაბირებული" ნაწილის პოზიცია ამ მიმართებით _ დათანხმდებიან თუ არა ბოლომდე ნაციონალების თამაშს, ანუ იმუშავებენ თუ არა საკუთარი ღირსებისა და პრინციპების წინააღმდეგ.

_ შეგიძლიათ, კონკრეტული მაგალითი დაასახელოთ?

_ სოფელ ლიხაურში, როგორც ვიცი, გამგებელი გაათავისუფლეს იმის შემდეგ, რაც მოთხოვეს, რომ არჩევნები უნდა მოეგო ნაციონალების სასარგებლოდ. გამგებელმა სერიოზული ეჭვი გამოთქვა, რომ მოგებას ვერ შეძლებდა. ამის შემდეგ ამ თანამდებობაზე ორი თვის მანძილზე ვაკანსია იყო. თითქმის, ყველა აქტივისტ ოპოზიციონერს შესთავაზეს ეს პოსტი, მაგრამ კადრის პოვნა ძალიან გაუჭირდათ.

ნაციონალებმა ამ პრინციპით მუშაობა _ მოსყიდვა, დასაქმება, გადაბირება, დაშინება, განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურეს გურიაში, რაც ცენტრიდან რამაზ ნიკოლაიშვილი მოგვივლინეს"მეურვედ".

P.S. კონტროლის პალატის მიერ დასმული კითხვების ნუსხაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა კითხვას დასაქმების შესახებ. ამაზე "გურია ნიუსისთან" არა ერთი რესპონდენტი საუბრობდა. მაგალითისთვის "თავისუფალი დემოკრატების" წევრის ვაჟა ვანაძის ინტერვიუს ნაწილს გავიხსენებთ: "ძირითადად, დასაქმებაზე იყო კითხვები _ თუ გიჭირსო, გაქვს თუ არა რაიმე სამუშაო, თუ ხარ დასაქმებულიო. მე ვუთხარი, რომ არსად არ ვმუშაობ,-მეთქი"

_ ხომ არ შემოგთავაზეს დასაქმება?

_ მაგ კუთხით მიჰყავდათ საუბარი."

როგორც ჩანს, მოგელაძის უწყებას, გარდა ფინანსური მონიტორინგისა, კიდევ ერთი ფუნქცია დაემატა _ დასაქმება!




 ახალი ამბები
  • სოსო ცინცაძე: „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას„დღეს „ქართული ოცნება“ კომპრომისს განიხილავს, როგორც კაპიტულაციას, რადგან თუ დათანხმდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ის დამარცხდება ნებისმიერ შემთხვევაში,“_ აღნიშნული განცხადება „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ გააკეთა. პოლიტოლოგის  შეფასებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად არ აღიარებს, შექმნილ სიტუაციას კი უფრო დრამატულს ხდის ფანტაზია, რომ მათი დამარცხების შემთხვევაში აუცილებლად იქნება შურისძიება. „სიტუაცია დღეს იქამდე მივიდა, რომ პროპორციული სისტემა დამარცხებაა „ქართული ოცნებისთვის“ და როგორც ჩანს მმართველ პარტიაში დარწმუნდნენ ან გადაწყვიტეს, რომ პროპორციული სისტემა მათთვის მიუღებელია.  აქ უკვე კომპრომისზე კი არა, კაპიტულაციაზეა ლაპარაკი და „ქართული ოცნება“ არ წავა კაპიტულაციაზე, არ დაუშვებს  პროპორციულ საარჩევნო სისტემას. „ქართულ ოცნებაში“ თავიანთი ფანტაზიით წარმოუდგენიათ, რომ აუცილებლად იქნება შურისძიება მათი დამარცხების შემდეგ, ეს კი  ზედმეტ დრამატიზმს მატებს სიტუაციას,“_ ამბობს ... ...
  • სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“ საინვესტიციო გეგმები შეითანხმა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა. შპს „ვარკეთილაირის“, შპს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის ეფექტიანობისა და საიმედოობის ზრდას, ასევე ქსელის გაფართოებას. შპს „ვარკეთილაირი“ 2019-2022 წლებში 1 592 464 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის საინვესტიციო პროექტები ძირითადად მიმართულია დანაკარგების შემცირებისა და ქსელის საიმედოობის ზრდისკენ. კომპანია ასევე ახორციელებს ახალი არეალის გაზიფიცირებას. შპს „საჩხერეგაზის“ მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა ჯამში 337 227 ლარით განისაზღვრა. კომპანია გეგმავს 3000-ზე მეტი აბონენტისთვის მრიცხველის შეცვლასა და ამ გზით აღრიცხვის მოწესრიგებას. კომისიამ ნაწილობრივ შეითანხმა სს „ენერგოკავშირის“ მიერ წარმოდგენილი 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა. კომისიამ არ შეითანხმა კომპანიის მიერ მოთხოვნილი ინვესტიციები ქსელის განვითარების ნაწილში, ვინაიდან მოთხოვნილი ინვესტიციის დაფინანსება უნდა მოხდეს მიერთების მსურველთა მიერ, ხოლო ერთ შემთხვევაში კომპანია ითხოვდა ინვესტიციის შეთანხმებას იმ არეალში, სადაც იგი არ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას. კომისია დაეთანხმა კომპანიას მხოლოდ არაქსელური აქტივების ინვესტიციების ნაწილში, რაც ჯამურად 81 740 ლარს შეადგენს.(R)   ... ...
  • მკვლელობა ქარელში- კაცმა დის ქმარი მოკლამკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ცოლის ძმას ადანაშაულებენ. ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აწარმოებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არავინ არ ... ...
  • ქუთაისში ოპოზიციას კვერცხები ესროლესოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ქუთაისში, კვერცხები ესროლეს. შემთხვევა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა, სადაც ისინი არიან შეკრებილები და მსვლელობას გეგმავენ. კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ... ...
  • რა თანხას გახარჯავს ბიუჯეტი წინასაახალწლო სამზადისისთვისლანჩხუთის ცენტრში წინასაახალწლო სამზადისია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 17 ათასი ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.   ქალაქის ცენტრალურ სკვერში უკვე დაწყებულია სადრესასწაულო განათებების მონტაჟი, რომელსაც, კეთილმოწყობის სამსახური ახორციელებს. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, დავით წულაძის თქმით, მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული. „დამდეგ ახალ წელს უფრო ლამაზი და მორთული შეხვდება ჩვენი ქალაქი. ახლა სადღესასწაულო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ბევრი სიახლე გვაქვს დაგეგმილი. ლამაზი მანათობლებით მხოლოდ ცენტრალური ქუჩა არ იქნება მორთული, მიმდებარე ქუჩებსაც გავალამაზებთ. მთავარი ნაძვის ხის ანთებას კი 25 დეკემბრისთვის ვგეგმავთ“,_ამბობს წულაძე. ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს