"ხელისუფლებამ ჩვენი ღირსება ნახევარ ტომარა სასუქად შეაფასა"

პოლიტიკა

"ხელისუფლებამ ჩვენი ღირსება ნახევარ ტომარა სასუქად შეაფასა"

2012 აპრ 2 07:16:59
მძიმე ეკონომიკურ-სოციალური ფონი, უგზოობა, უმუშევრობა, თურქეთში გადახვეწილი ახალგაზრდობა, მიგრაცია, ხელისუფლების მიერ არამიზნობრივად გახარჯული სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული თანხები და თვითნებურად შესრულებული სამუშაოები, დაშინება, ნიჰილიზმი ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ, _ ეს ის თემებია, რაზეც 28 მარტს, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერთან, დავით გამყრელიძესთან და ამავე პარტიის ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელთან, ლევან კალანდაძესთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნასაკირალის, ნატანების, თხინვალისა და კონჭკათის მოსახლეობამ ისაუბრა.

_ დღეს მთელ საქართველოს უჭირს, თუმცა სოფელში ეს გაჭირვება გაორმაგებულია. ყველა პრობლემას, უმუშევრობას და ამ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს ემატება უგზოობა, უწყლობა, უგაზობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლად ცხოვრობს, სოფლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის მეათედიც არ იხარჯება. თუ ხალხი შიმშილით დაიხოცა, ქალაქში შეღებილი ფასადები და გაკეთებული შადრევნები ხელისუფლებას მხოლოდ ტურისტებისთვის დარჩება. ქალაქს გზა, წყალი და გაზი მაინც აქვს. სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, გაჩანაგებულია და ნამოსახლარადაა ქცეული. მე კარგად მახსოვს სოფელი ნატანები, რომელიც დედაჩემის სოფელია. როგორ მოწესრიგებული გზა ჰქონდა, ფუნქციონირებდა კლუბი, იყო სამუშაოც და ხალისიც. დღეს კი ხედავთ, თითოეულ სოფელში რა მდგომარეობაცაა. ხელისუფლებამ ჩვენს ჯიბრზე დაიწყო სოფლებში გასვლა, ისევ დაპირებებს იძლევიან მაგრამ დაპირებები აღარ უნდა ხალხს. ხალხს სჭირდება კონკრეტული ქმედებები. თქვენ მე რომ მომთხოვოთ, გზა გაგვიკეთეო, მე ვერ გაგიკეთებთ, რადგან ფული დღეს მხოლოდ ერთი პარტიის ხელშია და ის განკარგავს, სად რა გააკეთოს, _ თქვა დავით გამყრელიძემ ამ შეხვედრებზე.

ყველაზე ხმამაღალი განცხადებები ნასაკირალის მცხოვრებლებმა გააკეთეს. ნასაკირალი მრავალრიცხოვანი სოფელია და აქტიურობითაც გამოირჩევა. მათ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერებთან, უპირველეს პრობლემად უწყლობა დაასახელეს: _ სასმელ წყალს სკოლის მოსწავლეები სახლიდან ეზიდებიან, წყალი სამ დღეში ერთხელ მოდის, გზას არავინ გვიკეთებს. ჩვენი სოფლის სკოლაში 530 მოსწავლე სწავლობს. სკოლის შენობა დანგრევის პირასაა. თავი მე-17 საუკუნეში გეგონება. რომ იძახდით, შუქი გაქვთო, რომელ საუკუნეში ვართ, ამას არ უყურებთ? სამუშაო ჩვენ არ გვაქვს, შვილები გვყავს უმუშევრები, იმ ასაკის ჩვენ არ ვართ, რომ პენსიას ველოდოთ. გეკითხებით, რითი უნდა ისულდგმულოს ადამიანმა? წელს მანდარინიც უსარგებლოდ გადავყარეთ, _ ამბობდნენ აქაურები.

_ ამ სოფლის მთავარი პრობლემა, კიდევ იცით, რა არის? _ საუბარში ნასაკირალელი ახალგაზრდებიც ჩაერთნენ, _ სოფელში გაყიდულია 300 ჰექტარი დაუმუშავებელი ჩაის პლანტაცია, აქაურები კი უმიწოდ არიან. ეს შეიძლება? ვის მივმართოთ, დაგვეხმაროს ვიღაცა. სოფელში რაღაც პერსპექტივას ხომ უნდა ვხედავდეთ ახალგაზრდები, რომ აქ დავრჩეთ და ვიცხოვროთ? სააკაშვილმა, დარწმუნებული ვართ, საერთოდ არ იცის ჩვენი სოფლის არსებობა. მიწა გლეხისთვის უნდა იყოს და არა იმისთვის, რომ აქ არსებული ჰექტრობით მიწები ვიღაცებმა თავისი ბიზნესისა და მიზნებისთვის გამოიყენონ. წამოდით და ნახეთ სოფლის მხარდამჭერი პროექტით გაკეთებული სტადიონი, რომელზეც 15 ათასი ლარი დაიხარჯა და სინამდვილეში 2 ათასი ლარი თუ დაჯდებოდა!

_ ბატონი რამაზ ნიკოლაიშვილი და გუბერნატორი არჩევნების წინ მობრძანდნენ აქ და ყველაფერს ისე დაგვპირდნენ, გეგონებოდათ, ერთ წელიწადში ავშენდებოდით. აბა, თქვენი ჭირიმე და თქვენ გენაცვალეთო, _ იძახდნენ. გააკეთეს გაზგაყვანილობის ჟანგიანი მილები, მერე მიატოვეს, წაიღეს 3000 ხმა და დაგვიქნიეს ხელი, კარგად იყავითო. თქვენც რომ ხალხს შეჰპირდებით, ასი პროცენტიდან ნახევარი მაინც ხომ უნდა გააკეთოთ? დღეს მშიერ ხალხს წამლის ფული სჭირდება, იმის საშუალება უნდა ჰქონდეს, მიწა დაამუშაოს. შედით ნებისმიერის ოჯახში, ხალხი მშიერია. ამ დამშეულ ხალხს რომ მომღერლებს ჩამოუყვან და ამდენს ფულს უხდი, ესაა საქმე? _ ამბობენ ნასაკირალელები.

_ პარლამენტის ოზურგეთელმა წევრმა არ უნდა მიიტანოს მისი მუნიციპალიტეტის გასაჭირი ხელისუფლებამდე? ოდესმე გაგიგონიათ, პარლამენტის სხდომაზე ან სადმე ტელევიზიით გადმოეცეთ, რომ ოზურგეთში ეს პრობლემაა და უნდა აღმოვფხვრათო? მთელი სოფელი წასულია, რას უშვრებიან იმ ხმებს? აქ, ცოტა ხანში, მოხუცების და მცირეწლოვნების გარდა, აღარავინ დარჩება. ახალგაზრდებს ხმის ამოღების ეშინიათ _ იმ წუთასვე რაღაცას "გაუჩალიჩებენ", ასეთი ცხოვრებაა დღეს! _ ამბობს მოსახლეობა.

სოფელ თხინვალში გამყრელიძეს მოსახლეობის მცირე ნაწილი დახვდა. ამის მიზეზად აქაურებმა მოსახლეობის დაშინება დაასახელეს. შეხვედრის დროს, სოფლის რწმუნებულიც გამოჩნდა, რომელმაც შეკრება "დაზვერა" და გაიარა.

_ პოლიცია კრძალავს, რომ ხალხი სხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდეს. ის აფრთხილებს სოფლის რწმუნებულებს, სოფლის რწმუნებული კი ხალხს აფრთხილებს. ეშინიათ, ზოგი მუშაობს, ზოგს სოციალური დახმარება აქვს და ასეა, ვერ გამოჩნდებიან ასეთ შეხვედრებზე. მთელი ზამთრის განმავლობაში გზა გაუწმენდავი იყო. ახლა ხვნა-თესვა დაიწყება და ხალხს იმის საშუალება არ აქვს, რომ ყანა დაამუშაოს. შეიძლება, ხმამაღლა თქვან, "ნაციონალებს" ვაძლევთ ხმასო, სინამდვილეში კი გულში სხვას ფიქრობენ. სოფელი ისედაც წაქცეულია. პირველ რიგში, თუ გზა არ გაგვიკეთეს, დაინგრევა ყველაფერი. მეორე პრობლემა კი ისაა, რომ სოფელმა შეძლოს გაზაფხულზე ჩასატარებელი სამუშაოების შესრულება. 500 კვ. მეტრ საყანე ფართობს რომ ვერ დახნავს კაცი, ის აღარაა სოფელი, _ ამბობენ თხინვალელები.

ნასაკირალელებს აქტიურობაში არ ჩამორჩნენ კონჭკათის მცხოვრებლები.

_ ჩვენი სახელით მადლობა გადაუხადეთ სააკაშვილს 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგებისთვის _ ვყიდდით და 15 ლარადაც ვერ გავყიდეთ! ციტრუსი გადავყარეთ, რეალიზაციაში არავინ დაგვეხმარა. სააკაშვილი კი სულ გაიძახის, რომ ყველაფერი კარგადაა მოწყობილიო, მაგრამ ბრმები ხომ არ ვართ? ხომ ნახეთ გზები? ამ გზაზე სატვირთო მანქანაც კი ვერ ამოდის. ხელისუფლება თუ ფიქრობს, რომ მისი ვაუჩერისთვის არჩევნებზე 5-იანს შემოვხაზავთ, ძალიან ცდება _ ჩვენ მათხოვრები არ ვართ, ასე გადაეცით. შეურაცხყოფაა ჩვენთვის ეს ვაუჩერები. ნებისმიერ გლეხს, მინიმუმ, 6 ტომარა სასუქი სჭირდება თავისი მეურნეობისთვის. ერთი ტომარა კი 45 ლარი ღირს. ხელისუფლებამ ჩვენი ღირსება ნახევარ ტომარა სასუქად შეაფასა, მაგრამ ასე არაა! _ ითქვა კონჭკათში.




 ახალი ამბები
  • შშმ და მრავალშვილიან ვეტერანთა ოჯახებს პროდუქტები გადაეცათმიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა, შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის მხარდაჭერით, ადგილობრივ ომისა და თავდაცვის ძალების შშმ და მრავალშვილიანი ვეტერანების 50 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს. COVID-19- ის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ გააგრძელებს უწყების ბენეფიციართათვის მთელი საქართველოს მასშტაბით დახმარების გაწევას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებს მიმართავს თხოვნით, გაითვალისწინონ ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვები და უკიდურესი აუცილებლობის გარდა, მოერიდონ გარეთ გასვლას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა თავიდან ავირიდოთ, როგორც ჩვენი, ისე ჩვენს ირგვლივ მყოფ პირთა დასნებოვნება. გავუფრთხილდეთ ჩვენი და ერთმანეთის სიცოცხლეს! ... ...
  • გამყრელიძე: ეს თვე იქნება საკმაოდ რთული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო ბრიფინგი გამართა და კორონავირუსის გავრცელების პროგნოზზე ისაუბრა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ქართველი სპეციალისტების პროგნოზი რეალობას გარკვეულად ემთხვევა. „მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ. ... ...
  • პატრიარქი: უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს. „დღეს არის დიდი დღესასწაული - ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ“, - განაცხადა პატრიარქმა. ილია მეორე აცხადებს, რომ რთული დრო გაივლის და ქვეყანაში მშვიდობა დაისადგურებს. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა. ... ...
  • ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარესკომენდანტის საათის დროს ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკით მოიპარეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს. მაუწყებლის ცნობით, შემთხვევა ღამის 4 საათზე მოხდა. მაუწყებლის ინფორმაციით, დილით ობიექტზე მისულმა თანამშრომლებმა კამერის ჩანაწერები ნახეს, სადაც ჩანს, რომ რამდენიმე პირმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ურიკაზე დადო და რამდენიმე კილომეტრი ... ...
  • სოფელ ზოდში პოლიციის თანამშრომელი დააკავესდასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, პოლიციელი მ.ბ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ.ბ.-მ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება მის სამოქმედო ტერიტორიაზე, სოფელ ზოდში. მ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით დადგენილ ვადებში წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...