ზვიად კვაჭანტირაძე: "შეხვედრაზე ჩვენ გადმოგვცეს ირაკლის ბოდიში"

პოლიტიკა

ზვიად კვაჭანტირაძე: "შეხვედრაზე ჩვენ გადმოგვცეს ირაკლის ბოდიში"

16 იან. 2016, 14:30:23

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით საგურამოში “ მხოლოდ ფრაქცია “ქართული ოცნების” და მათი ოჯახის წევრების შეკრება იყო"  და მხოლოდ ამიტომ არ მიიწვიეს კოალიციის სხვა წევრები.

_ მოვიწვიეთ ყოფილი და მოქმედი პრემიერები. ის ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ შეხვედრაზე, ვფიქრობ არ უნდა იყვნენ განაწყენებულნი, რადგან ვფიქრობ, რომ უფრო ფართო შემადგენლობით კიდევ გვექნება ბევრი შესაძლებლობა, რომ შევხდეთ და ავღნიშნოთ სხვა დღესასწაულები, _ განაცხადა კვაჭანტირაძემ გადაცემა 20/30-ის პირდაპირ ეთერში.

კვაჭანტირაძემ ირაკლი კობახიძის ცნობილ განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიაში  სპორტსმენები და მსახიობები "ასე ჭარბი რაოდენობით" არ იქნებიან:

_ შეხვედრაზე ამ თემას გვერდი ვერ ავუარეთ და ჩვენ გადმოგვცეს ირაკლის ბოდიში იმ კოლეგების მისამართით, რომელთაც მეტ-ნაკლებად შეეხოთ ეს განცხადება. ვფიქრობ და მჯერა, რომ  ირაკლი კობახიძეს თავის განცხადებაში არ უგულისხმია, რომ პარლამენტში სპორტსმენები და მსახიობები არ გვჭირდება.

ჩემი აზრით, მან სიტყვა _ჭარბი ზედმეტად გამოიყენა, რადგან არც მსახიობები და არც სპორტსმენები ასეთი სიჭარბით ნამდვილად არ არინ პარლამენტში. ისინი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები არიან და საპარლამენტო მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ, _ აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, რომელმე პროფესიის მიმართ კვოტების დადგენა დისკრიმინაციული იქნება.

კვაჭანტირაძემ არ დაადასტურა დეპუტატ ომარ ნიშნიანიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოალიციაში ირაკლი ალასანიას დაბრუნების საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს:

_ საიდან მოიტანა ჩემთვის ღრმად პატივცემულმა და ჩემმა საყვარელმა კოლეგამ ეს ინფორმაცია არ ვიცი. შეიძლება ვიღაცის მიმართ მას უფრო მეტი ნდობა აქვს იმის, ვინც  ეს ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ არა მგონია ეს სიმართლესთან ახლოს იყოს. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ლოგიკური არ იქნებოდა არც იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ისმის, _ თქვა კვაჭანტირაძემ.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ მიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...