რას წერს THE WASHINGTONPOST საქართველოს, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებზე

პოლიტიკა

რას წერს THE WASHINGTONPOST საქართველოს, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებზე

2016 იან 26 23:54:07

THE WASHINGTONPOST  საქართველოს, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ  საქართველო პოლიტიკურ კურსს შეცვლის და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, შესაძლებელია, 1990-იანი წლების დროინდელი იერსახე დაიბრუნოს.

"გურია ნიუსი" გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

"არის თუ არა საქართველო კრემლის მიერ ინსპირირებული გადატრიალების ზღვარზე? _ არა, მაგრამ როგორც იზრდება პრო-ევრაზიული კავშირის გავლენა საქართველოში, სავარაუდოდ, ასევე იზრდება რუსეთის ზეგავლენაც ქართველებზე.

მაუწყებლის ინფორმაციით, საარჩევნო მონაცემები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგულარულად,  ქართველების სტაბილურ და მზარდ მხარდაჭერას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ  აჩვენებს

მისივე ცნობით, საქართველო  პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიულია და დასავლეთისთვის რეგიონში ბოლო იმედია.

THE WASHINGTONPOST -ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით მილიარდები დახარჯეს და თბილისიც ენთუზიაზმით ეხმაურებოდა ვესტერნიზაციას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის გაფართოებით გადაღლამ საქართველოში ფატალიზმი გამოიწვია და შეიქმნა ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც პრორუსული  ფრაქციები ანტი-დასავლეთის მიმართულების კამპანიას იძენს.

თუ საქართველო ზურგს შეაქცევს დასავლეთს, ეს არ იქნება დარტყმა მხოლოდ ახლადშობილი დემოკრატიისთვის, არამედ რუსეთს მისცემს პირდაპირ დერეფანს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო დასავლეთს ევრაზიის ენერგეტიკის წყაროებზე წვდომას დაუხშობს.

რუსეთის დომინირების ქვეშ კი, საქართველომ  შესაძლებელია 1990-იანი წლების დროინდელი სახე დაიბრუნოს. არშემდგარი სახელმწიფო და  ღია ცის ქვეშ უკანონო ვაჭრობა ბაზარზე, რაც სამოქალაქო ომის შედეგად გაპარტახებულ  ქვეყანას შეეფერება რადიკალიზმისთვის  შესაძლებელია ნაყოფიერი ნიადაგი მგამოდგეს.

NDI-ს კვლევების მიხედვით, ქართველების მიერ ევროკავშირის მხარდაჭერა 2013 წლის აგვისტოში 11 პროცენტს შეადგენდა, 2014 წლის აგვისტოში 20 პროცენტს, ხოლო 2015 წელს აშკარა ზრდა შეინიშნებოდა.

საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების დადგენა  არჩევნების შედეგების მიხედვითაც შეიძლება, მაგრამ ის წარმოადგენს მხოლოდ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომელთაც ხმა რეალურად მისცეს, ამიტომ საარჩევნო დემოკრატია პოლიტიკური ძალის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

რატომ იყო რამდენიმე წლის წინ პრო-რუსული განწყობა დაბალი? - 2004-2012 წლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეპოქაში დისიდენტებზე, რომლებიც რეგულარული ძალადობის გამო დააპატიმრეს, მტკიცებულებებისა თუ მათ გარეშე, ამბობდნენ რომ რუსეთის ჯაშუშები იყვნენ.

მაუწყებლის ინფორმაციით, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ტრავმული მოგონებები დატოვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობა კი ამბობდა რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდებოდა.

მაგრამ უფრო და უფრო ნათელია, რომ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად საქართველო ევროკავშირსა თუ ნატოში მალე ვერ გაწევრიანდება,

მისივე ცნობით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრო-დასავლურია და ეკონომიკას, უსაფრთხოებას და დიპლომატიურ ურთიერთობებს ამ მიმართულებით ანვითარებს. მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება  2014 წლის ივნისში, ასევე საქართველომ თავისუფალი ვაჭრობა დაიწყო ევროკავშირის სივრცეში,ის ასევე  ნატოსთან სწრაფად ანვითარებს ურთიერთობებს და 2016 წელს სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივა აქვს.

THE WASHINGTONPOST -ის ცნობით, "ქართული ოცნების" ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა, რომ ბოლო წლების ეკონომიკური შოკი შეემცირებინა, რაც ეკონომიკის შიმშილად გადაიქცა.

ბევრი ქართველისთვის, ალბათ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად საურველია, ვიდრე ევროპაში, მაგრამ, ევრაზიის კავშირმა უფრო მეტი გააკეთა და მოკლევადიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

მაგალითად 2013 წელს რუსეთმა საქართველოს სოფლის მეურნეობას,  ვაჭრობის გახსნით დიდი სტიმული მისცა", _ აღნიშნულია სტატიაში.

მაუწყებლის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში რუსი მარიონეტები პრო-დასავლურ პარტიებზე კონტროლს გაამკაცრებენ.

მისივე ცნობით, თუ დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას დაკარგავს, ამ შემთხვევაში რუსეთს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან გზა გაეხსნება.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...