საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

2016 თებ 2 19:44:11

საგაზაფხულო სესია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გაიხსნა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, "საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს პარლამენტი იწყებს მუშაობას საგაზაფხულო სესიის რეჟიმში."

ბიუროს წევრებმა მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულისაკითხები განიხილეს.  დავით უსუფაშვილის განცხადებით, 3 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. "რეგლამენტი აზუსტებს ამ საკითხის გამართვის პროცედურებს, მათ შორის იმას, რომ საკითხი იხილება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, როგორც წესი. წინა შემთხვევებში, სამწუხაროდ, ეს არ იყო ხოლმე დაცული. ამჯერად კი მოხერხდა პარლამენტის, პრეზიდენტის, საქმეში ჩართული სხვა პირებისა და ორგანოების მონდომებით", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ დეპუტატების გამოსვლების ფორმატზე. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების" მოსაზრებით, ფორმატი პოლიტიკური დებატების ფორმატით უნდა გაგრძელდეს.გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ იმ დეპუტატებსაც უნდა მიეცეთ გამოსვლის საშუალება, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

უმრავლესობის წევრების მოსაზრებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ სხდომა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის ფორმატით უნდა გაგრძელდეს. "შარშან და შარშანწინ ფრაქციების გამოსვლის რეჟიმში მოვუსმინეთ ჩვენ პრეზიდენტის მოხსენებას. გთავაზობთ, ისევ იმავე რეჟიმში მოვუსმინოთ პრეზიდენტს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა.

ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს გამოსვლების ფორმატის თაობაზე უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ დასმულ ორი წინადადებას. ბიუროს გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო განხილვა ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლის რეჟიმში გაგრძელდება. ასევე გადაწყდა, რომ თითოეული ფრაქციის გამოსვლის ხანგრძლივობა იქნება 15 წუთი. 
პარლამენტის სხდომა ხვალ, 3 თებერვალს, 14 სთ-ზე დაიწყება.

დღესვე ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს ოთხშაბათის ტრადიციული განცხადებების ნაწილის გამართვის თაობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტი 1 თვის განმავლობაში არ შეკრებილა და განცხადებების გასაკეთებლად საკითხები დაგროვდა, დავით უსუფაშვილმა ბიუროს წევრებს შესთავაზა, ნაცვლად ოთხშაბათისა, განცხადებების ნაწილი პარასკევს, 5 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ნახევარსაათიან რეჟიმში გაიმართოს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" დარეგისტრირდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ოთხშაბათს, 3 თებერვალს პარლამენტი მუშაობას პლენარული სხდომით დაიწყებს, ხუთშაბათს, 4 თებერვალს საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, ხოლო პარასკევს 5 თებერვალს, დილით ჩატარდება ბიურო, რომელზეც დაზუსტდება პარასკევის პლენარული სხდომის დღის წესრიგი.




 ახალი ამბები
  • ვის მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დასახმარებლადსაქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია, თუ ვის მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაში დახმარებისთვის. საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს : გაეროს გენერალურ მდივანს – ანტონიუ გუტერეშს, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ და მშვიდობის საკითხებში - როზმარი დიკარლოს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ეუთოს თავმჯდომარეს - მიროსლავ ლაიჩაკს, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს: გაეროს წარმომადგენელს - ჩიჰან სულტანოგლუს, ეუთოს თავმჯდომარეს სპეციალურ წარმომადგენელს - რუდოლფ მიჩალკას ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს - ტოივო კლაარს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს - მიშელ ბაშელეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - დუნია მიატოვიჩს. პრეზიდენტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში, მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. დაკავებულია ცნობილი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩავიდა. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა ოკუპირებულ რეგიონში გამოსწორდეს ვითარება და უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ... ...
  • კონსტანტინე შარაშენიძე: “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ დღეს თბილისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით “გურია ნიუსი“ დაინტერესდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის მოსაზრებით.  ეთანხმება თუ არა დამოუკიდებელი მერი ოპოზიციის მოთხოვნებს - ამ კითხვაზე კონსტანტინე შარაშენიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. “ჩემი კომენტარი, არ გამოგადგებათ თქვენ“ _ მხოლოდ ეს გვითხრა სატელეფონო საუბრის დროს ოზურგეთის ... ...
  • დედაქალაქში აქციისთვის ემზადებიან _ ფოტორეპორტაჟი რუსთაველის გამზირიდანამ წუთებში თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს რუსტაველის ... ...
  • "მობილიზებულია საპოლიციო ძალები" _ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო დღეს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, პოლიცია იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ ... ...
  • "შეასრულონ დაპირებები ან დანიშნონ ვადამდელი არჩევნები" _ ლევან მგელაძე "ის რაც დღეს ხდება, არის ყოვლად მიუღებელი", _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მგელაძის თქმით ის ამ ეტაპზე არ წასულა აქციაში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, იზიარებს ყველა იმ მოთხოვნას, რაც ხელისუფლების მიმართ აქვს ოპოზიციას. "ის, რაც დღეს ხდება,  არის ყოვლად მიუღებელი. მიმაჩნია, რომ მთავრობამ პასუხი უნდა აგოს. ან შეასრულონ ის, რაც ხალხს შეპირდნენ, ან გადადგნენ და დანიშნონ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?