რის გამო მოუწევს დეპუტატს საკრებულოს სხდომიდან გაძევება

პოლიტიკა

რის გამო მოუწევს დეპუტატს საკრებულოს სხდომიდან გაძევება

2016 თებ 4 17:04:08

მწვავე დებატები მოჰყვა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გამოტანილ მეოთხე საკითხს, რომელიც შეეხებოდა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს ნომერ პირველ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

2015 წლის 3 აგვისტოს მიღებული დადგენილების 61-ე მუხლში მოხდა ცვლილება შემდეგი რედაქციით  _ "საკრებულოს სხდომის მონაწილეები,  საკრებულოს წევრი ან დამსწრე წესრიგის დარღვევისთვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება, გაძევებული იქნეს დარბაზიდან, თუ იგი უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას; ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას; შეურაცხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა, იმყოფება იგი საკრებულოს სხდომაზე თუ არა; თუ ის ეწინააღმდეგება სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას".

საკრებულოს დეპუტატი ნათია შარაშენიძე დაინტერესდა, თუ რას ითვალისწინებს სიტყვა შეურაცხყოფა: "რას ითვალისწინებს სიტყვა შეურაცხყოფა?! ქალბატონო ირინასთვის (საუბარია საკრებულოს დეპუტატ ირინა საჯაიაზე, ავტ) მაგალითად, კარიკატურა გახდა შეურაცხმყოფელი, თუმცა, კარიკატურა მიღებული ფორმაა პოლიტიკაში. მგონი, არ უნდა ვიმკითხაოთ ამ საკითხზე", _ ჰკითხა დეპუტატმა თავმჯდომარეს.

"ამ შემთხვევაში საუბარი არის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის პროცესზე. მე უნდა გამოვიტანო გადაწყვეტილება, რომელი ჩავთვალო შეურაცხმყოფელ სიტყვად და რომელი _ არა", _ თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ.

"ბატონო გელა, თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ხარ თუ დიქტატორი?! ეს რამდენად ჯდება ადამიანის სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასა და დემოკრატიაში, არ ვიცი. არ მგონია, ეს კარგი გადაწყვეტილება იყოს. ნებისმიერ სიტყვაზე შეიძლება მოგვიწიოს რომელიმე დეპუტატს გარეთ გაძევება", _ თქვა ნათია შარაშენიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე ამბობს, რომ გააჩნია, სიტყვას როგორ გამოიყენებს დეპუტატი: "გააჩნია, სიტყვას როგორ გამოვიყენებთ. მაგალითად, სკამი არ არის შეურაცხმყოფელი სიტყვა, მაგრამ, რომელიმე დეპუტატს "შენ სკამოო", რომ უთხრა, შეურაცხმყოფელია. გააჩნია, რა კონტექსტში მივმართავთ", _ თქვა ნინო გოგუაძემ.

გელა კობალაძის თქმით, საკრებულოს სხდომიდან არავის გააძევებენ განსხვავებული აზრის გამო: "განსხვავებული აზრის გამო ნამდვილად არ მოხდება ამ ცვლილების გამოყენება. ჩვენს საკრებულოში ყოველთვისაა მწვავე დებატები, აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამისთვის არავინ არ გაგვიშვია სხდომიდან. მაშინ გამოვიყენებ ამ სანქციას, თუ შეფერხდება საკრებულოს სხდომა  ან ხმაურის ან  აჟიოტაჟის გამო თუ შენიშვნას მივცემ ვინმეს ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ", _ თქვა კობალაძემ.

"დაუშვათ, არ დატოვა დარბაზი თქვენს ბრძანებაზე დეპუტატმა, მაშინ რა ხდება? არც არაფერი _ ეს არის ფარატინა ფურცელზე დაწერილი ცვლილება და ნამდვილად სისულელეა. ტექნიკურად ეს არის შეუსრულებადი. საკრებულოს თავმჯდომარემ შეუძლია გააძევოს დარბაზიდან დეპუტატი, მაგრამ ამის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ბატონო გელა, თქვენ, რომ დეპუტატს ხელი დააკაროთ, შეიძლება, პასუხისგებაში მიეცეთ. მანდატურები არ არსებობენ და როგორ გააკეთებთ ამას? ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი", _ თქვა დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა.

მიუხედავად მწვავე დებატისა, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს ნომერ პირველ დადგენილებაში შესატან ცვლილებებს.




 ახალი ამბები
  • ნათია თურნავა კორონავირუსზე - "ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება"ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად გადავიტანთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“-ზე განაცხადა. თურნავას თქმით, ეს გლობალური გამოწვევაა, რომელიც გაზაფხულთან ერთად გადაივლის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. „ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ექნება თავისი ზემოქმედება გლობალურ ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე, ავიაციაზე. მაგრამ მინდა დავიწყო პოზიტივით. საქართველოში არ გვაქვს პანიკის საფუძველი, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მომზადებულია, ყველა საჭირო ზომა დროულად მივიღეთ, მათ შორის არაპოპულარული ზომებიც საკმაოდ სწრაფად. ჩვენთვის უპირატესია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უყოყმანოდ შევწვიტეთ ფრენები ჩინეთთანაც და ირანთანაც. თუ კიდევ რაიმე იქნება საჭირო, ყველა აუცილებელ ზომას მივიღებთ. რაც შეეხება ზიანს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ფაქტორის ზემოქმედება. პირდაპირი ზემოქმედება ტურიზმზე, რაც გამოწვეული იქნება ირანთან და ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეჩერებით, დავითვალეთ და თვეში დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. ეს ეხება მხოლოდ ამ ორ მიმართულებას. ზოგადადაც, სხვა ქვეყნებიდანაც შეიკავებენ ადამიანები თავს მოგზაურობისგან და ამას ექნება თავისი ნეგატიური ზეგავლენა. ნება მიბოძეთ გამოვთქვა იმედი, რომ ეს ფაქტორი დიდხანს არ გაგრძელდება. ამ ვირუსს აქვს თავისი თვისებები და დათბობასთან ერთად, გაზაფხულთან ერთად ეს გამოწვევაც გადაივლის. 2-3 თვის ზარალს, იმედი მაქვს შემდეგ თვეებში შევავსებთ იმიტომ, რომ ძალიან დივერსიფიცირებულია ჩვენი ტურიზმის გეოგრაფია“, - განაცხადა თურნავამ და დასძინა: „ხშირად დავიბანოთ ხელი და არაფერი მოხდება, ამას მარტივად ... ...
  • სექსუალური ხასიათის იძულება და გამოძალვა_ ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის  ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სასამართლო  პროცესზე გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების  ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ.  აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და  300 ლარის გადაცემას მოითხოვდა.  სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 20 მაისს სიღნაღში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ  სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა)  წარუდგინა. ზ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,”_ წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ... ...
  • დედაქალაქის გარკვეულ ზონებში საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია აიკრძალება საცხოვრებელ და რეკრეაციულ  ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სანქციების შესახებ ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა და ამ დრომდე,  სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა.  მისივე თქმით,  მოქმედი რეგულაციები საკმარისი არ არის და ქალაქში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების მიღება აუცილებელია.   „არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ვიცით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, როგორ დისკომფორტს და პრობლემას  წარმოადგენს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა, ძალიან ეფექტიანად იმუშავა - ამ დრომდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, კანონს ზოგიერთ შემთხვევაში, თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებიც არღვევდნენ, როდესაც ქუჩებში ქვის მშრალი წესით დამუშავებას ახდენდნენ. „ბევრი მსგავსი კომპანია დაჯარიმდა, თუმცა ამ მიმართულებით, მუშაობას აქტიურად განვაგრძობთ. ქალაქში მტვრის ნაწილაკების შემცირებას, ასევე, ხელს უწყობს მულჩირება. ყველას  შეგვხვედრია ჩაბეტონებული გზაგამყოფები და ვეცადეთ, რომ ეს ადგილები გაგვემწვანებინა. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანია, თუმცა საკმარისი არ არის. იმავე კანონში, რომელიც ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ, იყო კიდევ ერთი მუხლი, რომელიც კანონქვემდებარე აქტის მიღებას და საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას გვავალდებულებდა. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების განთავსებასა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, მსგავსი მასალების რეალიზაცია აიკრძალება ისეთ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა  საცხოვრებელი, რეკრეაციული ზონები, რათა მოსახლეობის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ასეთი ტიპის მასალის განთავსება-რეალიზაცია დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალურად დადგენილ ზონებში და ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც საფრთხის შემცველი ნივთიერებების შენახვისა და რეალიზაციის პირობები და უსაფრთხოების ნორმები იქნება დაცული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.   თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავსი მასალებით ვაჭრობენ, ახალი რეგულაციების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. მათ სავაჭრო საქმიანობის კანონმდებლობით დაშვებულ ადგილებში გასაგრძელებლად, გონივრული ვადა მიეცემათ. „მინდა, შესაბამის სამსახურებს დავავალო, ხვალიდანვე დავიწყოთ კომუნიკაცია ყველა იმ ადამიანთან, ვინც ასეთი მასალებით ვაჭრობს და მივაწოდოთ ჩვენი გეგმა და ხედვა, ასევე, მივცეთ გონივრული ვადა და მითითებები, თუ სად უნდა განაგრძონ საქმიანობა. გთხოვთ, კანონპროექტი, რომელიც გვავალდებულებს რეგულაციების მიღებას, დროულად მოამზადოთ და გადააგზავნოთ საკრებულოში. რეგულაციები 2021 წლის პირველი იანვრიდან ავამოქმედოთ, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ თავიანთი საქმიანობა კანონმდებლობით დაშვებულ სხვა ადგილებში განახორციელონ. ეს არის სერიოზული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად  მოვაწესრიგებთ. ადამიანების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. იქ, სადაც საცხოვრებელი ზონებია, ასეთი საქმიანობა აკრძალული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.   ... ...
  • როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 თებერვალს  საქართველოში მოსალოდნელია  თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 27-ში დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +23, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +12, +17  გრადუსამდე მოიმატებს. 28-29 თებერვალს საქართველოს დასავლეთ რეგიონებში გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდიბა. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +17 გრადუსია ... ...
  • გადაიჭრება თუ არა მიუსაფარი ცხოველების პრობლემამიუსაფარი ძაღლები ქუჩის ბინადრები არიან, რომლებსაც არსებობა გამვლელების მიერ გადაგდებული ლუკმა-პურით ან ნაგვის ურნაში მოძიებული საჭმლით უწევთ. ქუჩაში მათი მოხვედრის ისტორია თითქმის იდენტურია: მათზე უარი პატრონმა რამდენიმე მიზეზის გამო თქვა _ ან სახლში მიყვანის შემდეგ სათანადოდ ვერ გაზარდა და გამოაგდო, ან მისი შენახვის ფინანსური საშუალება დღევანდელ დუხჭირ ცხოვრებაში აღარ ჰქონდა, რის გამოც, ერთგულ მეგობარზე უარი თქვა. ქუჩაში დარჩენილი ჩვენი ოთხფეხა თანამოქალაქეები კი არსებობისთვის იბრძვიან. მათ მაღაზიებთან, სკოლებთან, რესტორნებთან, სამედიცინო დაწესებულებებთან, სკვერებში, ბაზარში _ თითქმის ყველგან შეხვდებით, სადაც ადამიანი ტრიალებს, რადგან ადამიანისგან მიტოვებულები, ისევ ადამიანისგან ელიან შემწეობას. ცხოველთმოყვარული ადამიანები ამბობენ, რომ აგრესიული ძაღლების რიცხვი, რომლებიც ადამიანებს ერჩიან, ძალიან მცირეა. ძაღლი ადამიანს თავისი ინიციატივითა და სურვილით არ ესხმის თავს, ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ახორციელებენ ამის პროვოცირებას, თუმცა, მოქალაქეების ნაწილს ქუჩაში შემხვედრი ცხოველების ეშინია. მსგავსი სიტუაცია, სხვა ქალაქების მსგავსად, ჩოხატაურშიც დგას. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, ვინ ზრუნავს მიუსაფარ ცხოველებზე, რა კეთდება ჩოხატაურში მათ მოსავლელად და ვის რა გზა აქვს არჩეული პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომ არც ცხოველების უფლებები დაირღვეს და არც ადამიანების. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ჩოხატაურში ძაღლებით გამოწვეული პრობლემა ნამდვილად დგას, მიუხედავად იმისა, რომ მერია შეძლების ფარგლებში, მაქსიმუმს ცდილობს. "ამ საკითხის შესახებ არაერთხელ მისაუბრია, მათ შორის, თქვენს გამოცემასთან. პრობლემა ნამდვილად არსებობს მიუხედავად იმისა, რომ მერია შეძლების ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს. გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება მომსახურებაზე ინდმეწარმე თეონა მესხიშვილთან, რომელიც დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ემსახურება. ამავდროულად, მსგავსი ინდმეწარმეების ნაკლებობა ქმნის პრობლემას. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ყოველწლიურად იზრდება მომსახურების ფასები _ ბოლო სამი კვირის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. დღეისთვის ერთი მიუსაფარი ძაღლის გაყვანა მუნიციპალიტეტს 90 ლარი უჯდება. მეწარმეს საკონტრაქტო ვალდებულებაში შედის მიუსაფარი ძაღლების გაყვანა, აცრა, დაჩიპვა და ბუნებრივ გარემოში დაბრუნება. გასულ კვირას 20 ასეთი ძაღლი გავიყვანეთ, მათ შორის, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან", _ ამბობს მერი. თუმცა, მიუსაფარ ძაღლების მხოლოდ აცრა და კასტრაცია საკმარისი არ არის. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ცხოველმოყვარული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მიუსაფარ ძაღლებს კვებავენ. მათ შორის ერთ-ერთი გურამ სიხარულიძეა. მან მიუსაფარი ძაღლების გამოკვება 10-12 წლის წინ დაიწყო და მას შემდეგ, როცა სახლიდან გამოდის, ყოველთვის თან აქვს პური და წამალი, რომ ძაღლებს აჭამოს და თუ სამკურნალოა, უმკურნალოს. გურამ სიხარულიძის თქმით, აუცილებელია თავშესაფრის გაკეთება, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ არსებობდნენ და მათზე სათანადოდ იზრუნონ. ის ასევე, აღნიშნავს, რომ ადამიანებს არაფერი დააკლდებათ, თუ ერთ ლუკმა პურს ძაღლებს გადაუგდებენ: "დაახლოებით, 12 წელია, რაც მიუსაფარ ძაღლებს ვუვლი. ხალხი დამცინის კიდეც ამის გამო. წლიდან წლამდე იზრდება ასეთი ცხოველების რაოდენობა _  ქუჩაში რომ გამოვალ, 15 ძაღლი მაინც მომდევს, რომ ვაჭამო. ადამიანმა უნდა იცოდეს, ლეკვს რომ მოიყვანს, თუ უნდა ჰყავდეს ჭკვიანი და კარგი ძაღლი, მოიცალოს მისთვის, შინაურ ცხოველებს და ფრინველებს შეაჩვიოს, რომ არ დაკბინოს ისინი. ძაღლს არ უნდა უყვირო, არ უნდა დაარტყა, უნდა მოეფერო. აუცილებლად უნდა არსებობდეს ძაღლების თავშესაფარი,  სადაც ძაღლებს მიხედავენ, უმკურნალებენ, სტერილიზაცია-კასტრაციას გაუკეთებენ. აქ გვყავს ერთი ძაღლი, რომელსაც ყურზე აქვს "ბირკა", რაც ნიშნავს, რომ სტერილიზებულია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სტერილიზაცია არ აქვს გაკეთებული. აფორმებენ, თითქოს ძაღლს სტერილიზაცია-კასტრაცია გაუკეთდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. სად მიდის ეს ფული? სერიოზული პრობლემაა და სერიოზული მისახედია ეს საქმე", _ ამბობს გურამ სიხარულიძე და აღნიშნავს, რომ ჩოხატაურში რამდენიმე წელია, რაც ცოფის შემთხვევა არ ყოფილა. ძაღლები კი აგრესიულად გამრავლების პერიოდში იქცევიან, რის გამოც, მათთვის კასტრაციის ჩატარება აუცილებელია: "ჩოხატაურში ერთი 5 წელია ცოფის გამოვლენა არ ყოფილა. დადიან და ცრიან ოჯახებში. დიდ ძაღლს ვერ ეკარებიან, ეშინიათ და ვერ აცრიან. ერთხელ მოვიყვანე ამცრელი. ძაღლს შეხედა, რამხელაა, ამას მე ვერ ავცრიო და გაიქცა. მე მაგალითად ყველა ძაღლი მცნობს. კარგად რომ მოექცევი, ლუკმა პურს გადაუგდებ და თავზე ხელს გადაუსვამ, ის უკვე გენდობა. ძაღლი ადამიანის მეგობარია და ტყუილად არაფერს დაუშავებს ადამიანს. ძაღლის წამება, წვალება მისი და მოკვლა ეს დიდი ბოროტებაა. ღმერთი არავის არაფერს შეარჩენს _ მე ვიცი, რომ ვინც ძაღლებს კლავდა, ბოლოს თავი ჩამოიხრჩო. ადამიანი ყველა ერთნაირი ხომ არაა? ზოგი _ კეთილია და ზოგი _ ბოროტი. ასევეა ძაღლებიც, ძაღლი მაღაზიასთან და ხალხმრავალ ადგილზე იმიტომ მიდის, რომ ჭამა უნდა, მაგრამ იმდენად გაბოროტებულია ხალხი _ ერთი ლუკმა არ ემეტებათ მისთვის. მე ჩემი ჯიბის ფულით ვყიდულობ წამლებს და პურს ძაღლებისთვის. არავინ მეხმარება და არც არავის ვთხოვ დახმარებას. თუ მაქვს, მაქვს, თუ არ მაქვს და რა ვქნა?!" _ ამბობს სიხარულიძე. გურამ სიხარულიძის გარდა, კიდევ ერთი ჩოხატაურელი ცხოველმოყვარული მანანა მენაბდეა  დაკავებული მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობით. თუმცა, გურამ სიხარულიძისგან განსხვავებით, ქალბატონ მანანას მიუსაფარი ცხოველების მოვლაში ორგანიზაცია "ოთხი თათი" ეხმარება. "სულ პურის ვალი მაქვს მაღაზიაში, მაგრამ ჩემს ძაღლებთან ერთად უამრავ მიუსაფარ ძაღლსაც ვკვებავ. ხალხს ქუჩაში ეშინია ძაღლის, მაგრამ ღრენა ცხოველის თავდაცვითი უნარია. დასტრესილები არიან და რა ქნან?! თავზე ხელს რომ გადაუსვამ, ის ხვდება, რომ არაფერს დაუშავებ. ბიუჯეტში მიუსაფარი ძაღლების მოსავლელად გარკვეული თანხაა გამოყოფილი, მაგრამ გაუგებარია, ამ თანხის რა უკეთდებათ ძაღლებს. როცა ძაღლს ყურზე "ბირკა" ადევს, ნიშნავს, რომ კასტრირებულია და გამრავლების უნარი აღარ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ერთს შევნიშნე, რომ "ბირკის" მიუხედავად, გამრავლების უნარი მაინც აქვს... წაიყვანენ აქედან და სადმე სხვა ადგილას გაუშვებენ. ძაღლები ადგილს რომ იცვლიან, ვეღარ ეგუებიან ახალ ტერიტორიას. აქ მიჩვეულები არიან და იციან, სად დაიძინონ, სად ჭამონ. ამიტომ, აუცილებელია ჩოხატაურშიც გაკეთდეს თავშესაფარი. ეს იდეა ადგილობრივ ხელისუფლებას შევთავაზე, მაგრამ მითხრეს, რომ ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი თანხა არ არის. ბევრი შრომა და რესურსი მაქვს ჩადებული ამ საქმეში, მეხმარება ორგანიზაცია "ოთხი თათი", ემიგრანტებიც მიდგანან გვერდში. რამდენიმე ძაღლი, რომელსაც ოპერაცია სჭირდებოდათ, მათი დახმარებით გავგზავნე თბილისში და გაუკეთდა ოპერაცია. ერთი კარგი გოგონა შემომეხმიანა, ნატა ჟღენტი და მითხრა, რომ ამ ზაფხულში იქნებ ვეტერინარი ჩამოვიყვანოო", _ ამბობს მანანა მენაბდე. აღსანიშნავია, ისიც, რომ ცხოველმოყვარულ ადამიანებს კასტრაცია პრობლემის გადაჭრის მართებულ მეთოდად არ მიაჩნიათ. როგორც მანანა მენაბდე ამბობს, უსამართლობაა ტყეში მგლები მრავლდებოდნენ, ძაღლების რაოდენობა მცირდებოდეს. ამიტომ პრობლემის გადაჭრის გზად ისევ თავშესაფრის აშენების აუცილებლობა რჩება, რომლისთვისაც, ჩოხატაურის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის ზვიად მამალაძის თქმით, თანხა მუნიციპალიტეტს არ აქვს. ზვიად მამალაძე "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვერ ხდება მიუსაფარი ცხოველების მოვლისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის გაკონტროლება და კარგი იქნება, თუ იმავე თანხით მსგავსი საქმიანობისთვის ჩოხატაურშივე გამოიყოფა ფართი: "მანანა მენაბდე მთავაზობდა, გავაკეთოთ თავშესაფარიო, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ბიუჯეტიდან ვიხდით ფულს, რომ მიუსაფარი ძაღლები წაიყვანონ, გაუკეთონ კასტრაცია, აცრა, "დაბირკონ" და დააბრუნონ უკან, მაგრამ ეს კეთდება თუ არა, ამას ვერავინ აკონტროლებს. ამიტომ გამოჩნდა იდეა, რომ ამ თანხით გავაკეთოთ ოთახი, ავიყვანოთ სპეციალისტი და აქვე გავაკეთოთ შესაბამისი პროცედურები", _ ამბობს ზვიად მამალაძე. ძაღლებისთვის თავშესაფრის გაკეთების იდეას ჩოხატაურის მერიც ემხრობა, მაგრამ ამბობს, რომ ამისთვის ფინანსური შესაძლებლობა არ არსებობს. სანამ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოუგვარებელი რჩება, მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ძაღლის ყოლა პასუხისმგებლობაა და ქუჩაში გასაგდებად არ უნდა გაიმეტონ: "კარგი და ჰუმანური იქნებოდა მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრის შექმნა, მაგრამ ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობები არ გაგვაჩნია. ასევე, მინდა მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ძაღლის ყოლა პასუხისმგებლობაა და ნუ გაიმეტებენ მათ ქუჩაში გასაგდებად. ამით, გარდა იმისა, რომ არაჰუმანურად ეპყრობიან ცხოველებს, საფრთხეს უქმნიან სხვა ადამიანებსაც. ჩოხატაურის მერია კვლავ გააგრძელებს ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობას", _ ამბობს ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...