განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

პოლიტიკა

განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

2016 თებ 29 13:32:05

18 თებერვალს, თავდაცვის მინისტრი  თინათინ ხიდაშელი საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია და აბიტურიენტებს შეხვდა. მომავალმა სტუდენტებმა გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია პირადად მინისტრისგან  მიიღეს.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ასეთი ღონისძიებები იმართება. ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, პირველწყაროს ესაუბრონ, სკოლის დამთავრების ადრეულ ეტაპზე დაგეგმონ საკუთარი მომავალი, იცოდნენ, რა არჩევანი აქვთ და ისე მიიღონ გადაწყვეტილება. ყოველთვის მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ამგვარი საუნივერსიტეტო ბაზრები. ჩვენ ეროვნული თავდაცვის აკადემიით წარვდექით დღევანდელ ღონისძიებაზე და სხვა უნივერსიტეტების მსგავსად ვფიქრობთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია არის საუკეთესო შესაძლებლობა განვითარებისთვის, საუკეთესო ადგილი, სადაც ახალგაზრდები უნდა მივიდნენ მაღალი ენთუზიაზმით და ემსახურონ საკუთარ ქვეყანას კარგი განათლებით", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობდა. "ექსპო-ჯორჯიას" საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით იყო წარმოდგენილი.

სიმბოლურია, რომ თავდაცვის სამინისტრომ წელს  17-24 თებერვალი "ცოდნის კვირეულად" გამოაცხადა და რეგიონებშიც მრავალი საინტერესო აქტივობა განახორციელა.

ცოდნის კვირეული 17 თებერვალს გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიხსნა. მინისტრმა პანკისელი ახალგაზრდებისთვის ხეობაში სტუმრობის დროს მიცემული პირობა შეასრულა და კვირეულის ფა­რგ­ლებ­ში, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღია კარის" დღეზე, სწორედ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. "ცოდნის კვირეულის" ფარგლებში ღონისძიებები გორის გარდა თბილისში და საქართველოს რეგიონებშიც გაიმართა.

22 თებერვალს  ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებს III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზაზე მარნეულის საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწვევა, წიგნების გამოფენა-პრეზენტაციები, აქტივობა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში", სამხედრო პოლიციის სპეციალისტთა და უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი _ ამ და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიების შემდეგ "ცოდნის კვირეული" 24 თებერვალს სტუდენტებისთვის გამართული საჯარო ლექცია _ დისკუსიით დაიხურა, რომელიც 1921 წლის  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მიეძღვნა.

(R)




 ახალი ამბები
  • რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორისსაკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განმარტა, რა განსხვავებაა მოლეკულურ და სწრაფ ტესტებს შორის. „არსებობს კლასიკური მოლეკულური ტესტი, ის რასაც ლუგარის ლაბორატორია და ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისის და ბათუმის ფილიალები აკეთებს. ამ პროცესში ჩაერთო ერთ-ერთი კერძო ლაბორატორია თბილისში. ყველა ესენი სარგებლობენ პი-ჯი-ერ (პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის ტესტი) ტესტით. რომელიც არის ოქროს სტანდარტი დიაგნოსტიკაში. ძალიან ბევრი დაავადების და მათ შორის Covid-19-ის დიაგნოსტიკაში. ამ ტესტს სჭირდება რამდენიმე საათი, იმისთავის, რომ პასუხი მივიღოთ. ასევე არსებობს დაჩქარებული პოლიმერაზა ჯაჭვური რეაქციის დაჩქარებული ტესტები. ტესტირება ხდება კარტრიჯული სისტემით და არ სჭირდება მაღალი კლასის სპეციალისეტები. ეს აპარატი საქართველოში არის 50. გარდა ამისა, არსებობს სწრაფი ტესტები, რომლებიც უკვე შემოსულია საქართველოში. ეს იქნება ვალიდაციისთვის, რამდენად იმუშავებს ეს ტესტები. ეს ტესტი კარგია, მაგრამ სჭირდება აპარატი, რომელიც ტესტის შედეგს ხილულს ხდის. ეს არის სწრაფი ტესტი, ოღონდ ცოტა სხვა ტექნოლოგიებით გაკეთებული. ასევე არსებობს სწრაფი, მარტივი ტესტები, რომლებიც სისხლის წვეთით კეთდება. თუმცა არის ტესტები, რომლებიც ვენურ სისხლზე მუშაობს. ეს არის ანტისხეულების, ანუ ორგანიზმის პასუხის აღმომჩენი ტესტები. ასევე არის სწრაფი მარტივი ტესტი ანტიგენის აღმოჩენის, რომელიც მხოლოდ კორეას აქვს. კორეასთან მიდის მუშაობა, რადგან ამ ქვეყანასაც ეს ტესტები შეზღუდული რაოდენობით აქვს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. იმნაძემ აღნიშნა, რომ  კორონავირუსის დამდგენი ტესტებით მსოფლიო ბაზარი სავსეა,  თუმცა, შერჩევას დიდი სიფრთხილე ... ...
  • ლანჩხუთის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყოლანჩხუთში, სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელების მშობლებისთვის პროდუქტების გაცემა დაიწყო და როფორც ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა ამბობს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად გათვალისწინებულია რეკომენდაციები და დაცულია უსაფრთხოების წესები. მისივე ინფორმაციით, თითოეული აღსაზრდელის მშობელი მათსავე ბაღში მიიღებს განკუთვნილ ... ...
  • ლევან რატიანი: ამ ეტაპზე ომში მეტწილად გავიმარჯვეთდღეს ძალიან ბედნიერია მთელი ჩვენი კლინიკა, რადგან ომში მეტწილად გავიმარჯვეთ და პაციენტის, რომელიც კრიტიკული მდგომარეობით იყო შემოსული, მდგომარეობა გაუბჯობესდა და არის კონტაქტური, _ ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა. ლევან რატიანის თქმით, აღნიშნულ პაციენტს აღენიშნებოდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ყველა გართულება, რაც ამ დაავადებისა და კორონავირუსისთვის არის დამახასიათებელი. „ამ ეტაპზე უნდა გითხრათ, რომ ომში მეტწილად გავიმარჯვეთ, ვინაიდან პაციენტი გახდა კონტაქტური, ადექვატური და დღის ბოლომდე შეიძლება იგი აპარატიდან მოიხსნას. რაც შეეხება 80 წლის ქალბატონს, რომელიც არის კოვიდინფიცირებული, აქვს გულის უკმარისობა და ამავდროულად ასაკი, ამ ქალბატონის შესახებაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კვლევებითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით, დადებითი დინამიკაა მიღწეული და გამარტივდა სუნთქვის პარამეტრები. კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები უკეთესია, იმედია ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტიც მოიხსნება აპარატიდან“, - განაცხადა ლევან ... ...
  • თიბისიმ პროგრამის „თიბისი შენთვის“ ფარგლებში COVID-19 -ის სწრაფი ტესტები შეიძინა (R)თიბისიმ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე COVID-19 -ის 10 000 სწრაფი ტესტის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ტესტებს საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოიტანენ და თიბისი მათ ჩამოტანისთანავე გადასცემს ჯანდაცვის სამინისტროს.  „სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა და მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ მთავრობასთან ერთად იმ საჭიროებების გამოსავლენად, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და ამ ნაბიჯით თიბისი არსებულ გამოწვევებს პასუხობს,“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. შეკვეთა 10 000 სწრაფი ტესტის შეძენაზე უკვე გაგზავნილია აშშ-სა და შვეიცარიაში. აღნიშნული პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში განახორციელდა, რომელიც თიბისიმ  COVID-19 -ის გამოწვევების დასაძლევად წამოიწყო. პროგრამა „თიბისი შენთვის“ ფარგლებში 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სხვადასხვა სოციალურ პროექტზე, დისტანციური  განათლების ხელშეწყობასა და ციფრული ტექნოლოგიების გავრცელებაზე. ... ...
  • განზრახ მკვლელობის მცდელობა და დაჭრა_ ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტ.ბ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გ.ბ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, ხოლო მ.ნ. ფეხის არეში დაჭრა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ტ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ქ.თბილისში დააკავეს.   მას  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკველელობის მცდელობა) და 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)  წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...