"საკითხები იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს"

პოლიტიკა

"საკითხები იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს"

2016 თებ 29 13:52:27

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ "საერთო კრების"  დებულების განხილვა დაასრულა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, "საერთო კრება" იმ მიზნით იქმნება, რომ მოსახლეობა თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიურად იყოს ჩართული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის თეა უჯმაჯურიძის თქმით, მუნიციპალიტეტში ამჟამად საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობენ და პირველი კრება, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე გაიმართება.

ამის შესახებ უჯმაჯურიძემ გადაცემაში "არჩევანი _ მე!" ისაუბრა და ის პროცედურები განმარტა, რომელიც კრების შეკრებისთვის საჭიროა.

უჯმაჯურიძის განმარტებით,  საერთო კრების წევრია შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობის უფლება ასევე აქვს შესაბამისი დასახლების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრეს.

საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს საერთო კრების რჩეული.

კრების რჩეული უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას; უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას; უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში; შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში.

საერთო კრება უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი დასახლებისათვის მნიშვნელოვანი სოციალურ- ეკონომიკური საკითხები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები; განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და გახორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებისთვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას: დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას; საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის ორგანოებს; მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენის შესახებ; მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები; უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს; განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამები/პროექტები, შეიმუშავოს რეკომენდაციები და განახორციელოს ამ პროგრამების/პროექტების მიმდინარეობის შეფასება; მიიღოს ინფორმაცია დასახლების მცხოვრებთა სოციალური საჭიროებების შესახებ და შეიმუშავოს წინადადებები მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების დაგეგმვის პროცესში; შეიმუშავოს წინადადებები დასახლებაში მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების, მუნიციპალიტეტის დასაქმების პროგრამის, დასახლებაში საშეშე მერქნის განაწილების, დასახლებაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფუნქციონირების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენების ორგანიზებასთან დაკავშირებით; განიხილოს დასახლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის ხარისხი და მიწოდების გრაფიკი და შეიმუშავოს წინადადებები; ასევე, დასახლებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეაბილიტაციის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, თანაბარი შესაძლებლობებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით. განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები; მოისმინოს გამგებლის მიერ ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელის წარდგენილი ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; მოისმინოს დასახლების ტერიტორიიდან მუნიციპალიტეტის საკრებულოში არჩეული მაჟორიტარი საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

საერთო კრების მოწვევის ინიცირების უფლება აქვთ შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს, მუნიციპალიტეტის გამგებელს საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით.

საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 20%-ისა.

_ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით უკვე განისაზღვრა ის დასახლებები, სადაც რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა 500-ს არ აღემატება, შესაბამისად განისაზღვრა ის უბნები, რომლებიც საერთო კრების ნაწილები იქნებიან.  ჩოხატაურში 15 საერთო კრება შეიქმნა,  სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება. 12  არის ისეთი საერთო კრება, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება.

იმ შემთხვევაში, სადაც 500-ს აღემატება ამომრჩეველი, დებულებით განისაზღვრა, რომ საერთო კრების მოწვევამდე, საერთო კრების უბნებში ჩატარდეს კრებები, რომლებიც შემდგომ გაერთიანდება ერთ საერთო კრებად, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას უჯმაჯურიძემ.

თეა უჯმაჯურიძე იმედოვნებს, რომ საერთო კრებას მოსახლეობა აუცილებლად დაესწრება და მათთვის მნიშნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. მისივე თქმით, მოსახლეობის ინფორმირებისთვის მუნიციპალიტეტი აქტიურად იმუშავებს:

_ ინფორმაცია გამოქვეყნდება ჩვენს ოფიციალურ გვერდზე, ფეისბუქის გვერდზე. მოსახლეობას ინფორმაციას მივაწვდით ინფორმაციას "გურია ნიუსის" საშუალებით და ასევე, ჩვენი წარმომადგენლები, საკრებულოს დეპუტატები უშუალოდ მოახდნენ ამომრჩევლის ინფორმირებას. ვფიქრობ, რომ საკითხები იმდენად აქტუალური და მნიშვნელოვანია, მოსახლეობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს _ თქვა უჯმაჯურიძემ.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ, ინოვაციურ საგადამხდელო სისტემას QR - გადახდებს ნერგავს (R)საქართველოს ბანკი  მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისისა თუ პროდუქტის შეთავაზებას აგრძელებს.  მგზავრთა მეტი კომფორტისა და ტაქსის მძღოლებისთვის ახალი ფინანსური შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ბანკი ტაქსებში ახალ საგადახდო სისტემის QR - გადახდების დანერგვაზე აცხადებს.    QR გადახდა წარმოადგენს საქართველოს ბანკის მიერ შემუშავებულ გადახდის ინოვაციურ მეთოდს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მყისიერი, უნაღდო ანგარიშსწორებით გადაიხადონ ტაქსის მგზავრობისას და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. QR-ით გადახდა ძალიან მარტივია. ყველა მომხმარებელი, ვინც სარგებლობს საქართველოს ბანკის მობილბანკით და ფლობს საქართველოს ბანკის აქტიურ სადებეტო ან/და საკრედიტო ბარათს (Visa, MasterCard ან American Express), QR-ით გადახდას მარტივად შეძლებს. ამისათვის მომხმარებელი ხსნის მობილბანკს და QR კოდის წაკითხვით ახდენს გადახდას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლებს, მოსახერხებელი და თანამედროვე გადახდის მეთოდი მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება. ასევე, ისინი შეძლებენ მომხმარებლის ახალი სეგმენტის მოზიდვას, შემოსავლის ჩარიცხვისა და ანგარიშზე თანხის ბრუნვის ჩვენებას. ეს მათ მისცემს შესაძლებლობას, დაადასტურონ რომ არიან დასაქმებულები და აქვთ მუდმივი შემოსავლის წყარო. შემოსავლის დადასტურება კი ტაქსის მძღოლებს საბანკო პროდუქტებზე წვდომას გაუხსნის. QR-ის, როგორც საგადახდო სისტემის დანერგვით ტაქსებში, მძღოლები ისარგებლებენ საბანკო პროდუქტების შემდეგი უპირატესობებით:  საჩუქრად მიიღებენ  საქართველოს ბანკის ბარათს და სხვა უამრავ ბენეფიტს. კონკრეტულად კი, პროგრამაში ჩართული მძღოლები შეძლებენ ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის ყველა ბენეფიტით სარგებლობას (მათ შორის სადაზღვევო პროდუქტებით); QR-ით ჩარიცხულ თანხებზე განხორციელდება PLUS ქულების დამატებითი დარიცხვა. მძღოლები სესხის ასაღებად მანქანის მფლობელობისა და შესაბამისი ფოტოსურათის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.  ექნებათ წვდომა სასესხო პროდუქტებზე (საკრედიტო ბარათებზე, სამომხმარებლო სესხზე,  ნებისმიერი მიზნობრიობით).  QR-ით გადახდების სისტემა პირველი სამი თვის განმავლობაში განკუთვნილი იქნება მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლისთვის, თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ, მძღოლების ხელშეწყობის მიზნით, QR-ით კომფორტულ  გადახდას სხვა ბანკის მომხმარებლებიც შეძლებენ.   იმისათვის, რომ ტაქსის მძღოლი (რომელიც ფლობს თბილისის მერიის მიერ გაცემულ A კატეგორიის ლიცენზიას) ჩაერთოს QR-ით გადახდის ინოვაციურ სისტემაში, საკმარისია, მან 1 ივლისიდან  მიმართოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს, სადაც ის მიიღებს ინდივიდუალურ QR კოდს.  „ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელმა გადაიხადოს ყველგან. იქაც კი, სადაც  გადახდები აქამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდებოდა.  ამასთან,  ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს მცირე ბიზნესისთვის, მომხმარებელს მოემსახურონ კიდევ უფრო კომფორტულად, ოპერატიულად და მინიმალური დანახარჯებით.  ამავე დროს, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე, ისარგებლონ ახალი ფინანსური შესაძლებლობებით და  განავითაროს საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მიხეილ გომართელმა.  ... ...
  • ლუკას შენი დახმარება სჭირდება _ 19 წლის მძიმედ დაჭრილი ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულიაცივი იარაღით დაჭრილი 19 წლის ლუკა ფაცურიას მდგომარეობა კრიტიკულია. მას დაზიანებული აქვს ღვიძლი, ფილტვი, ნაწლავები, კუჭქვეშა ჯირკვალი. მისი გადარჩენის ერთადერთი გზა გადაუდებელი ოპერაციაა, რომელიც უცხოეთში უნდა ჩატარდეს. ეს 19 წლის ლუკაა – ერთადერთი შვილი ოჯახში. მძიმედ დაჭრილი ლუკა სიკვდილს ებრძვის. სულ რაღაც 1 წლის იყო, როდესაც გულზე პირველი ოპერაცია აშშ–ში გაუკეთეს. მას შემდეგ უცხოელმა ქირურგებმა უკვე საქართველოში გაუკეთეს კიდევ სამი ოპერაცია. ოპერაციის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში და მკურნალობა საკმაოდ დიდ თანხასთანაა დაკავშირებული, რის შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. ლუკას შენი დახმარება სჭირდება.ჩვენ ერთად შეგვიძლია ლუკას დახმარება, რათა მან თავისი ლამაზი ცხოვრების გაგრძელება შეძლოს. დავეხმაროთ – ოპერაციის ღირებულება 30 000 ევროს სცდება. ჩვენ ერთად შევძლებთ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდის გადარჩენას!  ლუკას მხოლოდ ჩვენი იმედი აქვს! ნებისმიერი ოდენობის თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:საქართველოს ბანკი: GE30BG0000000101046625მიმღები პირი: მაია ... ...
  • „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს (R)გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“  21, 22, 23 და 24  ივნისს  თბილისიდან   ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.    შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets და  Biletebi.ge  მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:  21, 22, 23, 24/06/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   #852/851   გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი  გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი 08:50 14 :15 19:15 00:40 ... ...
  • პროკურატურის შუამდგომლობით ორი პოლიტპატიმარი გამართლდასაქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმრის თეიმურაზ ნაოჭაშვილის და გიორგი კუპრეიშვილის მიმართ, რომლებსაც გაყალბებული მტკიცებულებების და ცალმხრივი, არასრულყოფილი გამოძიების საფუძველზე წარუდგინეს ბრალი, გამამართლებელი განაჩენები დაადგინა. პოლიტპატიმარი თეიმურაზ ნაოჭაშვილი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ოპოზიციურ მოძრაობაში. სწორედ მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, 2008 წლის 11 ივნისს იგი სოფელ ტყვიავში იმჟამინდელმა შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ,,ჩაუდეს". გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე 2008 წლის 23 დეკემბერს, თეიმურაზ ნაოჭაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 10 000 ლარი მიესაჯა. საპატიმრო დაწესებულების დატოვება მან 2013 წელს, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების შემდეგ შეძლო. ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა სრულად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რაც ადასტურებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას და მისი დაკავების პოლიტიკურ მოტივებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო. მეორე გამამართლებელი განაჩენი ყოფილი სამართალდამცავის გიორგი კუპრეიშვილის მიმართ იქნა გამოტანილი, რომელსაც 2006 წელს გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე წარმართული გამოძიების შედეგად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 2004 წელს, იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ აჭარაში განვითარებული მოვლენებისგან გიორგი კუპრეიშვილის ჩამოშორება და მისი იზოლირება, გამომდინარე იქიდან, რომ მას როგორც მაღალ თანამდებობაზე მყოფ სამართალდამცავს ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენები რეგიონში. 2004 წლის 05 მაისს, აჭარაში სამართალდამცავებმა გიორგი კუპრეიშვილი უკანონოდ დააკავეს და გადაიყვანეს ფოთის სამხედრო კონტრდაზვერვის შენობაში, სადაც 1 დღე უკანონოდ ყავდათ თავისუფლებააღკვეთილი. მეორე დღეს, თბილისიდან მიღებული დავალების შესაბამისად არაოფიციალურად დაკავებული გიორგი კუპრეიშვილი მიიყვანეს ქ.თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე განთავსებულ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, იმჟამინდელ უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრაზე, საიდანაც გამოსული ყოველგვარი დაკავების ოქმის და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პირდაპირ შეასახლეს ე.წ. „მოდულის" შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში. მხოლოდ 2 დღის შემდეგ, 2004 წლის 08 მაისს მასთან გამოცხადდა გამომძიებელი, რომელმაც ოფიციალურად შეავსო დაკავების ოქმი. გიორგი კუპრეიშვილის დაკავების გაფორმების შემდეგ, მისი უკანონო მსჯავრდების მიზნით დაიწყეს ხელოვნურად მტკიცებულებების შეკრება, რის შედეგადაც მას წარედგინა ბრალდებები სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და კერძო საუბრის უკანონო ჩაწერა, მიყურადებისთვის, რა ბრალდებებიც სრულად გამოირიცხა ახალი გამოძიების პირობებში გამოვლენილი ახალი გარემოებებით. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი კუპრეიშვილის საქმეში აღმოჩენილი პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და ახლადგამოვლენილი გარემოებები და იგი უდანაშაულოდ ცნო. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით დეპარტამენტმა სასამართლოს 67 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, მათგან 17 ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს, რომელიც მათ მიენიჭათ „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ" საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით 61 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი ... ...
  • მსოფლიოში 70 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირიამსოფლიოში 70 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და ყოველდღე 37 000 ახალი გადაადგილება ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატზე დაყრდნობით ავრცელებს. ყოველწლიური გლობალური ტენდენციების ანგარიშის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ  პირთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით 2.3 მილიონით მეტია. როგორც ცნობილია, ანგარიშში სამი ძირითადი ჯგუფია წარმოდგენილი. პირველი ჯგუფის ლტოლვილები, ანუ პირები, რომლებიც იძულებულები გახდნენ კონფლიქტის, დევნის ან ომის გამო დაეტოვებინათ ქვეყანა, ისინი შეადგენენ. ანგარიშის მიხედვით,  2018 წელს მათმა რაოდენობამ 25.9 მილიონს მიაღწია, რაც 500 000-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით. მეორე ჯგუფში თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები არიან და მათი რაოდენობა 3.5 მილიონი ადამიანია. ესენი არიან თავიანთი ქვეყნის გარეთ მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვის ქვეშ არიან, თუმცა, ლტოლვილის სტატუსი ჯერ არ აქვთ. მესამე ჯგუფში კი დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები არიან და მათი რიცხვი 41.3 მილიონს შეადგენს.    ... ...

არქივი

ზაფრანი

10 პროდუქტი დაღლილობის წინააღმდეგ

შვრია _ შვრია შეიცავს მაგნიუმს,...

როგორ ვებრძოლოთ ღამით ჭამას

ეგრეთ წოდებული, "ღამის დიეტის" ავტორი...

ქალის ხასიათს პომადით გამოიცნობთ

1. თუ პომადა ორმხრივადაა ნახმარი,...

გახდომა მავნებელი ყოფილა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას

ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კომპიუტერული...

10 პროდუქტი რომელიც სახის კანს ასუფთავებს

ყველას უნდა ჰქონდეს სუფთა, ჯანმრთელი...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...