ოპოზიციონერი ლიდერი თხილის ფასის კლებას ეხმაურება

პოლიტიკა

ოპოზიციონერი ლიდერი თხილის ფასის კლებას ეხმაურება

10 მარ. 2016, 16:48:35

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ სალუქვაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

"ჩვენ, "თავისუფალი დემოკრატები," მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოვიდეს საკუთარ ხალხთან  ბოიკოტირების რეჟიმიდან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები. დღეს გურიაში ყველას აწუხებს თხილის ფასებთან დაკავშირებული საკითხი. გურიაში თხილის  კულტურა უმრავლესობისათვის წარმოადგენს ოჯახის შემოსავლის ერთადერთ წყაროს. ამიტომ ეს საკითხი მათთვის ძალზედ მტკივნეულია." - თქვა თემურ სალუქვაძემ.

მისივე თქმით, არსებობს უამრავი ინფორმაცია, ეჭვი, ფასების კონტროლთან დაკავშირებით, ხოლო რეალური ვითარება კი  ყველასთვის გაუგებარი და უცნობია.

"ჩვენ, კარგად გვესმის, რომ ფასებს არეგულირებს ბაზარი, მაგრამ თუ კი რეალობაში შეიძლება  არსებობდეს ფასებზე რაიმე ხელოვნური ჩარევისა ან რეგულაციის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა ეს  კატეგორიულად დაუშვებელია. სამთავრობო სტრუქტურებში არსებობს სამსახურები, (ვგულისხმობ  ყოფილ ანტიმონოპოლიურ  სამსახურს, დღევანდელი  სტრუქტურით კონკურენციის  სააგენტოს) რომელიც  ფინანსდება  ბიუჯეტიდან, რომელთა უშუალო ვალდებულებაა, ასეთი ტიპის პრობლემების შესწავლა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ვითხოვთ შესწავლილი იქნას  აღნიშნული  საკითხი  ექსპერტების, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების  მონაწილეობით, რომლებიც საკითხის ღრმად შესწავლის შედეგად, პრობლემას დაუსვამს სწორ დიაგნოზს, აქვს თუ არა ადგილი  ფასებით მანიპულაციას და  ამის  შესახებ საზოგადოებას მიაწვდის სწორ ინფორმაციას.

აუცილებლად  და   მიზანშეწონილად  მიგვაჩნია,   დარგობრივმა სამსახურებმა შეძლებისდაგვარად მოსახლეობას პერიოდულად მიაწოდოს  ინფორმაცია  თხილის ბიზნესში არსებული მდგომარეობის  შესახებ. გააცნოს   საზოგადოებას,  მსოფლიო ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე, მათი  პროგნოზი თხილის  ფასების სავარაუდო ცვლილებთან  დაკავშირებით. ამით შესაძლებელი გახდება,  გარკვეულწილად  მოსახლეობამ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ზარალი." - გვითხრა თემურ სალუქვაძემ.




 ახალი ამბები
  • ფოთში ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა- სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობსსუიციდის ფაქტი ფითში - გვიან ღამით, ცოტნე დადიანის ხიდიდან ახალგაზრდა გოგო მდინარეში  გადახტა.  სამძებრო  ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები. დამატებით დეტალებს "გურია ნიუსი"შსს-ში ... ...
  • მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ 13 წლის მოზარდსუკვე მე-17 დღეა, უშედეგოდ ეძებენ მესტიაში,სოფელ ლენჯერში დაკარგულ 13 წლის მოზარდს. ილია ფილფანის სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია 80-მდე მაშველი და ერთი ვერტმფრენი. შეგახსენებთ, რომ ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო,რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ... ...
  • კოლეჯ „ჰორიზონტში" საშემოდგომო მიღება მიმდინარეობსკოლეჯ „ჰორიზონტ“-ში საშემოდგომო მიღება მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დაეუფლონ შრომის ბაზარზე მოთხოვნად შემდეგ პროფესიებს: ელექტროობა, თმის მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, სკოლამდელი აღზრდა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში), ბუღალტრული აღრიცხვა (მისანიჭებელი კვალიფიკაცია - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ბუღალტრულ აღრიცხვაში). პროფესიულ განათლებაში  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საშემოდგომო მიღებიდან, კოლეჯი „ჰორიზონტი“ ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებით, სწავლების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს საბაზო განათლების მქონე პირებს. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომს მიიღებენ, რაც მისცემთ შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში სწავლა განაგრძონ უმაღლეს სასწავლებლებში. 2020 წლის მიღებაზე, კოლეჯი შემდეგ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლებას სთავაზობს სტუდენტებს: ელექტროობა, რესტორნის მომსახურება, კომპიუტერული ქსელები და სისტემები. კოლეჯი „ჰორიზონტი“ 2020 წლის შემოდგომას უამრავი სიახლით ხვდება, მათ შორის ახალი ინტეგრირებული და V დონის პროფესიული პროგრამებით. კოლეჯში ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტი სწავლობს, კურსდამთავრებულთა დასაქმების საშუალო მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს. საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია III, ინტეგრირებულ (IV) და V დონის პროგრამებზე 10 აგვისტომდე გაგრძელდება. სწავლის მსურველებს, ასევე, შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ვებგვერდზე https://vet.emis.ge/#/. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ... ...
  • წელს ბახმაროში დოღი არ ჩატარდებაწელს, ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციული დოღი არ ჩატარდება, _ ამის შესახებ განცხადებას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. "კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად, ბახმაროში დოღი არ ჩატარდება. იმედს გამოვთქვამთ, მომდევნო წელს ქვეყანაში იქნება ისეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომ შესაძლებელი გახდება ბახმაროში ტრადიციული დოღის და სახალხო დღესასწაული გამართვა", _ ნათქვამია მერიის ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში _ დაღუპულია ერთი პიროვნებაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში, ავტომანქანა, რომელსაც რ. ბ. მართავდა, ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც "გურია ნიუსისთვის" ხდება ცნობილი, სატვირტო მიკროავტობუსი, ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, კონკრეტულად კი, სოფელ გორაბერეჟოულთან, მოცურდა და ხეს შეეჯახა. საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...